ავტორები ნინო სუარიშვილი
და ხათუნა კორთხონჯია
17:21 06.08.2013
დღეს, საღამოს 19:00 საათზე მიხეილ სააკაშვილს ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ელიან, ვიზიტის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. როგორც „ღია ბოქლომისთვის“ ცნობილი გახდა, ზუგდიდის ცენტრში საზოგადოების წევრები იკრიბებიან და სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენების ბოლომდე გასამართლებას მოითხოვენ. ამ დროისათვის პრეზიდენტის რეზიდენციასთან 1500-მდე ადამიანია შეკრებილი, ისინი აცხადებენ, რომ ვადაგასულ ქვეყნის პირველ პირს მორალური უფლება არ აქვს, რეგიონს ეწვიოს.
ლალი ანთია, ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“: - „დიდ სამზადისში ვართ. სიტუაცია ძალიან დაძაბულია. როგორც ამბობენ, პრეზიდენტი სოფო ნიჟარაძესთან ერთად ჩამოდის. ისე ვითარდება მოვლენები, რომ სააკაშვილი ოქტომბრის არჩევნებამდე უსისხლოდ ვერ მიაღწევს. ქვეყანაში ყველა უბედურება მან მოაწყო. ციხის კადრების და ქვეყანაში დატრიალებული უბედურებების შემდეგ მიშას მორალური უფლება არ აქვს ჩამოვიდეს სამეგრელოში. რისთვის მოდის ან რა მნიშვნელობა აქვს მის ჩამოსვლას არ ვიცით. აგვისტოს ომში ორი ზუგდიდელი დაიღუპა, და რა უნდა უთხრას ვადაგასულმა პრეზიდენტმა მათ ოჯახებს?! - მე გავყიდე ქვეყანა და თქვენი შვილი ამას შეეწირაო?! კვერცხების სროლას არ ვაპირებთ, მაგრამ ვაპირებთ მშვიდობიანი აქციით გავაპროტესტოთ მისი ჩამოსვლა.“