ავტორი ნინო მიქიაშვილი
14:36 06.12.2013
ლაშა არქანიას წამებაში მონაწილეებს დაკითხვის ნაცვლად აწინაურებენ; ზოგი თვითონ ზრუნავს შინაგან საქმეთა სამინისტროში კარიერის მოწყობასა და წამების მსხვერპლის ოჯახთან დამეგობრებაზე. ამის შესახებ ლაშა არქანიას ძმამ, დათო არქანიამ მითხრა. ამ და სხვა სიახლეებზე დათო არქანიასთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ლაშა არქანიას წამების დეტალებზე პირველად “ობიექტივის“ ვებგვერდზე 2011 წლის 27 ივნისს გამოქვეყნდა წერილი სათაურით - “35 წლის პატიმარ ლ.ა-ს ცემით და გაუპატიურების მუქარით სასურველი ჩვენება დააწერინეს“. მაშინ პატიმრის ძმას დათო არქანიას შევხვდი არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის დახმარებით. დათო არქანიამ სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიცემული მისი ძმის ახსნა-განმარტების ასლი გადმომცა, რომელიც 17 ივნისით იყო დათარიღებული. დათო არქანიას თხოვნით, ახსნა-განმარტების სრული ტექსტი (რომელშიც 14 ივნისს ლაშა არქანიას წამების დეტალები იყო ასახული) გამოვაქვეყნე.
მოგვიანებით ლაშა არქანიას საქმეში ადვოკატი ქეთი ბექაური ჩაერთო, არქანიას საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაიგზავნა. ლაშა არქანიას საქმეზე არაერთი წერილი მოვამზადე და გამოვაქვეყნე. ლაშა არქანიას წამების ფაქტზე ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ ეს პროცესი დღემდე არ დასრულებულა.
ახლა სად არის თქვენი ძმა?
დათო არქანია: ჩემი ძმა ციხიდან 2013 წლის 17 იანვარს, ამნისტიის საფუძველზე გამოვიდა. ამის შემდეგ ერთი თვე წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათია“-ში მკურნალობდა. ახლა სოფელშია და პერიოდულად მკურნალობს.
რატომ არ მოხვდა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ პოლიტპატიმართა სიაში?
-დაკავებიდან სადღაც ერთი თვის შემდეგ პოლიტიკურ პატიმრად აღიარეს, იმ ორგანიზაციებმა და პირებმა, რომლებსაც სპეციალური კომისია შექმნილი ჰქონდათ და ამა თუ იმ პირს პოლიტპატიმრის სტატუსს ანიჭებდნენ. როგორც გადმომცეს, სიების დამტკიცებისას მექანიკური შეცდომა მოხდა, რაც გამოსწორდებოდა, მაგრამ ჩვენ ჩინ-მედლებისთვის არ ვიბრძვით, უპირატესობას არც ერთ სტატუსს არ ვანიჭებთ, ჩვენთვის მთავარია სიმართლის დადგენა.
რა სტადიაშია თქვენი ძმის წამების ფაქტზე დაწყებული გამოძიება?
-დაიკითხა ყველა, იმათ გარდა, ვინც ჩემმა ძმამ ამოიცნო. ანუ მწამებლების გარდა ყველა დაკითხეს. ასეთი ცხრა პირია. სიმართლე დადგენილია - ანუ ის, რაზეც დაცვის მხარე (ადვოკატები ლაშა არქანია და ქეთი ბექაური) ჩემი ძმის პატიმრობის პერიოდში, სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში წერდა, საუბრობდა, დამტკიცებულია, იმ მოწმეების ჩვენებებით, რომლებიც ჩემი ძმის წამებას ჯვარის პოლიციის შენობაში ესწრებოდნენ. ესენი არიან პოლიციის თანამშრომლები.
რა დაადასტურეს თქვენი ძმის წამების შემსწრე პირებმა?
-მათ დაადასტურეს, რომ ჩემი ძმა წალენჯიხის პოლიციის მაშინდელი უფროსის გოჩა გოგოხიას მითითებით დააკავეს და აწამეს. დაკავებიდან რამდენიმე წუთში მიმდებარე სოფლის ბლოკის ცეხში გადაიყვანეს, სადაც მისი წამება დაიწყო - ჯვარის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა სოსო აბაშიძემ იღლიები სიგარეტით ამოუწვა. სოსო აბაშიძე ჩემი ძმის დაკავებიდან ორ კვირაში ავტოკატასტროფაში მოყვა და დაიღუპა.
ჩემი ძმის წამების დროს ბლოკის ცეხში იყო ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების თანამშრომელი ხატაბერ სამუშია. ის ახლა პოლიციაში მუშაობს. იქ იყო და ჩემი ძმის წამებაში მონაწილეობდა წალენჯიხის რაიონის პოლიციის უფროსის მაშინდელი მოადგილე რუსლან აბულაძე. ის ლაშა არქანიას დაკავებაშიც მონაწილეობდა და იღლიებში სიგარეტს თავის ხელით აწვავდა. აბულაძე ახლა უმუშევარია, მაგრამ გამოძიებას არ დაუკითხავს.
რას საქმიანობს წალენჯიხის პოლიციის ყოფილი უფროსი?
-გოჩა გოგოხია უმუშევარია, მაგრამ თავისუფალია და რამდენადაც ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტროში კარიერის გაკეთებაზე ზრუნავს. წამების დროს ჩემმა ძმამ გოგოხიას მიმართა - “თუ საჭიროა პოლიციაში გადამიყვანე, ოღონდ მომაშორე ეს ავადმყოფები, ისინი ჩემი წამებისგან სიამოვნებას ღებულობენო“. ესაა ამონარიდი ჩემი ძმის მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიცემული ახსნა-განმარტებიდან (იგივე უთხრა გამოძიებასაც). გოჩა გოგოხიამ ჩემს ძმას ასეთი პასუხი გასცა - “გადაიყვანეთ, ჩააქრეთ შუქები და დაამუშავეთ“. ლაშა არქანია პოლიციის “პიკაპში“ ჩასვეს და ბლოკის ცეხიდან ჯვარის პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.
შუქის ჩაქრობის შემდეგ ჩემი ძმის წამება პირველმა გოჩა გოგოხიამ დაიწყო - შესასვლელში თავი დაარტყმევინა, შემდეგ სხვების დახმარებით სკამზე მიაბა. ამასობაში გოგოხიას კოხტა კოდუა მიეშველა.
რას ითხოვდნენ თქვენი ძმისგან?
-მისგან ითხოვდნენ ეღიარებინა, რომ იყო ტერორისტული აქტების შემსწრე. მას უცნობი პიროვნებებისთვის ხელი დადებასაც აიძულებდნენ, რაც არასგზით არ გააკეთა. რომ ვერ გატეხეს, წყალში გახსნილი ჰეროინი მიაღებინეს. კოხტა კოდუა ტელეფონით ვიღაცას პერიოდულად უკავშირდებოდა და ეუბნებოდა “ჯერ კიდევ ჯორზე ზისო“, ანუ ვერ გავტეხეთო. ბოლოს, როცა დარწმუნდნენ იმაში, რომ ჩემი ძმა სამშობლოს მოღალატის სახელით ციხეში ცოცხალი თავით არ დაჯდებოდა, კოხტა კოდუამ უთხრა - “ახლა თუ შენ ამ ავტომატზე და ჰერიოინზე ხელს არ მოაწერ, გაგაუპატიურებო“.
ამ დროს კოდუას პრეზერვატივწამოცმული რეზინის ხელკეტი ეჭირა. ჩემი ძმა ამბობს, ამ შემთხვევაში ავტომატზე და ჰერიონზე ხელმოწერის შემოთავაზება ღვთის წყალობასავით იყო, სამშობლოს მოღალატის იარლიყს და უდანაშაულოების დადანაშაულებას ავტომატითა და ჰეროინით ციხეში გამწესება მერჩივნაო. ჰოდა, ბოლოს ხელი მოუწერა.
რაზე მოუწერა ხელი?
-გამომძიებელმა ილუშა აქუბარდიამ, რომელიც ჩემი ძმის წამებაში ასევე მონაწილეობდა, დაწერა ლეგენდა, რომ ჩემმა ძმამ ტყეში ნადირობისას, სადღაც გამოქვაბულში იპოვა: კონსერვის ქილები, 19 ცალი ვაზნა და “აკაესის“ ავტომატი. რომ თურმე ეს ყველაფერი ჩანთაში იყო ჩალაგებული, რომელიც ჩემს ძმას სახლში შესანახად მოჰქონდა და ამ დროს პოლიციამ დააკავა. აი, ამაზე მოაწერა ხელი.
ვინ იძიებს თქვენი ძმის საქმეს?
-სამხარეო პროკურატურის გამომძიებელი პაატა კალანდია. ამბობს, დადგენილება დღედღეზე მზად იქნება და დამნაშავეებს ბრალი წაეყენებათო, მაგრამ ეს როგორ მოხდება, ვერ გეტყვით, რადგან, როგორც გითხარით, მწამებლები, რომლებიც ჩემმა ძმამ ამოიცნო, არ დაუკითხავთ.
გოჩა გოგოხია დღემდე დადის და მოწმეებზე, ჩვენს ოჯახზე ზეწოლას ახდენს. ეს ადამიანი ახლა ციხეში უნდა იჯდეს, გარეთ არ უნდა დადიოდეს და კარიერის მოწყობაზე არ უნდა ზრუნავდეს.
რას გულისხმობთ თქვენს ოჯახზე ზეწოლაში?
-შუამავლის მეშვეობით გოჩა გოგოხია ერთხელ უკვე შემხვდა. ის უსუსურად ცდილობდა ემტკიცებინა, რომ ჩემი ძმის წამებაში არ მონაწილეობდა. 3 აგვისტოს კიდევ სცადა შეხვედრა. ის ასეთ რამეს ითხოვს - “სახლში დამაბით. მზად ვარ მთელი ღამის განმავლობაში მცემონ, ოღონდ ამით ყველაფერი დამთავრდესო“. წარმოგიდგენიათ როგორ აზროვნებს ეს ავადმყოფი ადამიანი?! - თუ მას დავაბამ და მთელი ღამე ვცემ, ეს სამართლებრივი ბრძოლის შესაწყვეტად საკმარისად მიაჩნია.
წამების საქმესთან დაკავშირებული სხვა პირები სად არიან და რას საქმიანობენ?
-ერთ-ერთი ცრუ მოწმე, თორნიკე შელია დღეს ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსია. მან მოწმეზე ზეწოლა მოახდინა. ამ მოწმემ სამხარეო პროკურორს, სახალხო დამცველს, პარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს მიმართა და იცით რა მოჰყვა მის მიმართვებს?! ყური აუწიეს, გააფრთხილეს - აღარ მიეკაროო. ჩემი ძის საქმეში კიდევ ერთი ცრუ მოწმე დავით კვარაცხელია დასჯის ნაცვლად დააწინაურეს - სოდი და კუდი რომ გააერთიანეს და სუსი დაარქვეს, იმ სუსის გამომძიებლად დანიშნეს.
ნიკა ფიფიამ განცხადებებით მიმართა: სამხარეო პროკურორს, სახალხო დამცველის რწმუნებულს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, რომ მასზე, როგორც მოწმეზე ზეწოლა ხორციელდება, მაგრამ რად გინდათ მერე?! წალენჯიხის პოლიცის თანამშრომელი სოსო ფიფია იმ პოლიციელებს, ვინც ჩემი ძმის წამებას შეესწრო და ვინც ჩვენება მისცა, ეუბნება - “რაში გჭირდებათ ასეთი ჩვენება?! როცა ის კაცი (გოჩა გოგოხია) ცდილობს სამსახური დაიწყოსო“. გოგოხიას შეხვედრის დროსაც ვუთხარი და ახლაც იგივე ვიმეორებ - ის ავადმყოფი, სამკურნალოა და თუ არ ჩასვამენ, უმკურნალონ მაინც. დავიღალე მუხლებზე დგომით და იმის ხვეწნით, რომ დამნაშავეებს სათანადოდ მიეზღოთ. გასულ სამშაბათს მთავარ პროკურორს და იუსტიციის მინისტრს განცხადებით ბოლოჯერ მივმართე და ახლა მათ რეაგირებას ველოდები.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ჩემი განცხადების ადრესატებს იუსტიციის მინისტრ თეა წულუიკიანს და მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს -მათი წინაბორბედების დროს დაცვის მხარის შუამდგომლობები და ოჯახის წევრთა განცხადებები გადაუხედავად იგზავნებოდა სამეგრელოს მთავარ პროკურორ ახალაიასთან, ანუ იმასთან, ვისი უკანონო მოქმედებაც საჩივრდებოდა. მართალია ახლა გამოძიების მიმართ უკმაყოფილებას არ გამოვხატავთ, მაგრამ მართლები, რომ ვართ, ეს ჩვენ ისედაც ვიცით. მართლებიც ვართ, დაზარალებულებიც და ოჯახის წევრი შეეწირა, ამ უსამართლო ჭიდილს. სააკაშვილის მიერ აწყობილ ჯოჯოხეთის მანქანასთან ეგრეთ წოდებული კოჰაბიტაცია მიუღებელი, შეუძლებელია. გთხოვთ, დაინტერესდეთ ლაშა არქანიას საქმით.
გაუზიარე ეს სტატია შენს მეგობრებს და გაიგე რას ფიქრობენ ისინი ამ საკითხზე