23:31 17.08.2013
მედია-კავშირი „ობიექტივი“ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას მიმართ, ბოლო პერიოდში დაწყებულ შავ კამპანიას საგანგებო განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო თვეების მანძილზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას მისამართით ხორციელდება ნეგატიური კამპანია. ეს კამპანია ბოლო დროს აშაკარად გადაიზარდა პიროვნულ დაპირისპირებაში. ზოგიერთს თვითმიზნად ექცა ყოლბაიას წინააღმდეგ ბრძოლა. ცხადია, ამ კამპნიას კონკრეტული პირები მართავენ, რომლებიც ვახტანგ ყოლბაიას დისკრედიტაციას ეწევიან, როგორც მედია-საშუალებებში, ისე მედია-სივრცის მიღმა.
ცალკეული გაზეთების რედაქციეში ხდება დაკვეთილი სტატიების მიტანა. ვფლობთ რა ინფორმაციას ამ პროცესების თაობაზე, თავს ვალდებულად ვთვლით განვაცხადოთ, რომ ვახტანგ ყოლბაია მისი კომპეტენციით, წარსული საქმიანობით და წესიერებით გამორჩეული ადამიანია და მისი დისკრედიტაცია მხოლოდ იმ ჯგუფების ინტერესში შედის, რომლებსაც ან სათანადო ინფორმაცია არ აქვთ, ან მხოლოდ თანამდებობისთვის იბრძვიან და ამ გზაზე უზნეო მეთოდებს მიმართავენ.
ჩვენ, როგორც მედია-ორგანიზაცია ვფლობთ დეტალურ ინფორმაციას ამ ჯგუფების და მათი დამკვეთების შესახებ და მოვუწოდებთ მათ,- შეწყვიტონ დეზინფორმაციისა და ცილისწამების გავრცელება ვახტანგ ყოლბაიას მისამართით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ყოლბაიას სერიოზული წვლილი აქვს შეტანილი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების საქმეში, ახლაც ახორციელებს არა ერთ საინტერესო პროექტს, აკეთებს ქართულ საქმეს. მიგვაჩნია, რომ ასეთი ადამიანების დაცვა დეზინფორმაციისაგან ჩვენი, ჟურნალისტების და, უბრალოდ, მისი მეგობრების ზნეობრივი ვალია. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას,- შეაჩერონ ეს ნეგატიური კამპანია. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ყველა დაინტერესებული ჯგუფის საჯარო მხილება."