23:50 06.08.2013
კახა მიქაიამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩასვლასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა და მისი დაკავებაც ადგილზე მოხდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისათვის" წარმომადგენლის ლალი ანთიას განცხადებით, კახა მიქაია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა მანქანაში ჩატენა და მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
"პოლიცია დღესაც ისე იქცევა, როგორც წლების განმავლობაში იქცეოდა. ჩვენ ზუგდიდში პრეზიდენტის ჩამოსვლას ვაპროტესტებდით, მაგრამ გვარწმუნებდნენ, რომ სააკაშვილი არ ჩამოსულა, თუმცა არ გვჯერა, რადგან გაუგებარია, თუ პრეზიდენტი ზუგდიდში არ იმყოფება, მისი რეზიდენციის ირგვლივ ასეულობით პოლიციელი რატომაა მობილიზებული», - განაცხადა ანთიამ.