1 თებერვლიდან აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ დოკუმენტებში სიტყვები „დედა“ და „მამა“ გაქრება. მას შეცვლის ტერმინები „მშობელი №1“ და „მშობელი №2“. ამ ცვლილებების მიზეზი გახშირებული ერთსქესიანი ქორწინებებია.
გაზიარება
[23:36 21-01-2011]
„ბავშვი დაჩაგრულად არ უნდა გრძნობდეს თავს იმის გამო, რომ მშობლები, მაგალითად, „მამა“ და „მამა“ არიან, ― ასე მიაჩნიათ სექსუალურ უმცირესობათა ამერიკელ წარმომადგენლებს.
დღევანდელი მდგომარეობით, ერთსქესიან ამერიკულ ოჯახებში ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვი იზრდება. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მესამე ქალური და ყოველი მეოთხე მამაკაცური წყვილი აშშ–ში ერთ ბავშვს მაინც ზრდის.
გადაუწყვეტელი რჩება საკითხი: ვინ იქნება „მშობელი №1“ და ვინ ― „მშობელი №2“?
ტრიბუნა.ge