16:40 18.07.2012
ხვალ, ზუგდიდში მსახიობ გიორგი ფოჩხუას დაკრძალავენ.
11:00 საათზე, ვლაქერნის სასწაულმოქმედი ხატის სახელობის ტაძარში გიორგი ფოჩხუას პარაკლისს გადაუხდიან. 12:00 საათისთვის კი მიცვალებულს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში გადაასვენებენ, სადაც საზოგადოებას სამძიმარის გამოხატვის საშუალება მიეცემა. დღის მეორე ნახევარში კი ყველასათვის საყვარელ ზუგდიდელ მსახიობს მიწას მიაბარებენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ფოჩხუა 6 ივლისს, ანაკლიაში იქნა მოკლული. ბოროტმოქმედი დაკავებულია.
ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქცია კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას და უსამძიმრებს გიორგის ახლობლებს, განსაკუთრებით კი მის მეუღლეს და მცირეწლოვან ვაჟიშვილს.