ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"
00:10 11.12.2011
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ქართული ოცნების“ წარდგინება, დათქმულ დროზე 15 წუთით გვიან, ბერა ივანიშვილის კლიპით დაიწყო და ერთი საათისა და 20 წუთის შემდეგ მისივე კლიპით დასრულდა.
ტრიბუნა, რომელთანაც სიტყვით გამომსვლელები დგებოდნენ, მინის იყო. გამომსვლელებს შორის ბუნებრივი ემოციები განსაკუთრებით ჭარბობდა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, კახი კალაძის გამოსვლაში, რომელმაც ზეპირად ისაუბრა. ასევე ბუნებრივად ემოციური იყო უფლებადამცველ მანანა კობახიძის სიტყვა, რომელმაც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილთ წინასწარი დაწერილი ტექსტის გარეშე მიმართა.
მკაცრი ტონი ახლდა პოეტ რატი ამაღლობელის სიტყვას. მწერალ ნაირა გელაშვილს წინასწარ მომზადებული სიტყვა, რომელსაც ნელა კითხულობდა, პარტერში მსხდომმა ადამიანებმა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს - ტაშის დაკვრით თითქოს ეუბნებოდნენ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო.
ბიძინა ივანიშვილს სიტყვა ძალიან ბევრჯერ, ტაშითა და ოვაციებით შეაწყვეტინეს. ამ კუთხით მეორე ადგილზე კახი კალაძე გავიდა, მესამეზე მანანა კობახიძე, მეოთხეზე რატი ამაღლობელი, შემდეგ მწერალი გურამ ოდიშარია და ნაირა გელაშვილი.
ფილარმონიაში ღონისძიების დაწყებამდე 40 წუთით ადრე, 14.20 წუთზე მივედი. ამ დროს ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია ხალხით სავსე იყო. ძალიან გამიჭირდა ცენტრალურ შესასვლელამდე მისვლა - ჭყლეტვა იყო, თავად ორგანიზატორებს და დაცვის წევრებს უჭირდათ ფილარმონიაში შეღწევა.
ფილარმონიის შესასვლელთან და ფოიეში იდგა მინის გამჭირვალე ყუთები (აი, ისეთი, არჩევნებზე ბიულეტენებს, რომ ყრიან ხოლმე). მასში შევსებულ სარეგისტაცრიო ბლანკებს აგდებდნენ, ისინი, ვინც საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შორის ყოფნა ისურვა. ფილარმონიის გარეთაც და შიგნითაც მყოფთა შორის ძირითადად შუახანს მიტანებული ადამიანები ჭარბობდნენ. ადამიანები ღიად და დაუფარავად ავსებდნენ სარეგისტრაციო ბლანკებს.
“ქართული ოცნების“ წარდგინებამდე დარბაზში ანტონიო ვივალდის მუსიკა ჟღერდა. ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად დარბაზში, რომ შემოვიდა, სამს 7 წუთი აკლდა. დარბაზში მყოფები მათ ხანგრძლივი ტაშით შეეგებნენ და ფეხზე წამოუდგნენ. ივანიშვილი შუა პარტერში, მეათე რიგში დაჯდა. წინა რიგში (ივანიშვილის წინ) ადგილი კახი კალაძემ დაიკავა, ივანიშვილის უკან “რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი დაჯდა. ივანიშვილის სიახლოვეს და ზოგადად დარბაზში ალასანიას თანაპარტიელებზე მეტად “რესპუბლიკელები“ ტრიალებდნენ. ამ ორი პოლიტიკური ძალის ყველა ცნობილი სახე ფილარმონიაში იყო.
მე ამ დროს ბალკონზე, პრესის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილ ადგილას ვიჯექი და ახლა ჩამოგითვლით საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილ იმ ადამიანებს, ვისი დანახვაც იქიდან შევძელი.
მაშ ასე, “ქართული ოცნების“ წარდგინებას ესწრებოდნენ:
მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, ნოდარ დუმბაძის შვილი მანანა დუმბაძე, ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი, რეჟისორი რეზო ჩხეიძე, მსახიობი ქეთევან კიკნაძე, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, პოეტი ერეკლე საღლიანი, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, გაზეთ “დრონის“ რედაქტორი არჩილ გოგელია, პოლიტიკური ორგანიზაცია “ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი ვალერი კვარაცხელია; მომღერალი ირმა სოხაძე;
მსახიობი გურამ საღარაძე, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი, ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში პაატა კოღუაშვილი, რეჟისორი და მსახიობი რეზო ესაძე, “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარე მურმან დუმბაძე, პროფესორი რისმაგ გორდეზიანი, ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ ძაბირაძე, ადვოკატი სოსო ბარათაშვილი, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე, ზურაბ ჟვანიას ძმა გიორგი ჟვანია, გია მაისაშვილი თანხმლებ პირებთან ერთად, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე, მომღერალი მაია ჯაბუა;
მსახიობი იმედო კახიანი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, მსახიობი ასმათ ტყაბლაძე, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ვაჟა ლორთქიფანიძე, მსახიობი დიმა ჯაიანი, ყოფილი პოლიტპატიმარი ავთანდილ იმნაძე, მსახიობი ჯემალ ღაღანიძე, ერთი მამაო და ერთი მონაზონი.
“თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანია მეუღლესთან ერთად დარბაზში ზუსტად სამ საათზე შემოვიდა, რამდენიმე ადამიანს ხელი ჩამოართვა და ბიძინა ივანიშვილის უკან, დავით უსუფაშვილის გვერდით დაჯდა.
ივანიშვილის მარცხნივ დიპლომატიური კოპურსის წარმომადგენლები ისხდნენ, ხოლო მარჯვნივ სხვადასხვა დარგის ექსპერტები და პოლიტოლოგები. სცენა თეთრ ფონზე ნარინჯისფერი, ნაცრისფერი და შაბიამნის ფერებით, ევროკავშირისა და ხუთჯვრიანი დროშებით, სადად იყო გაწყობილი.
დარბაზში შუქი გამოირთო, ბერა ივანიშვილის კლიპის კადრები დიდ ეკრანზე გავიდა და განათებულ სცენაზე შავ-თეთრ მაისურებში გამოწყობილი გოგო-ბიჭები გამოვიდნენ... ბერა ივანიშვილის გამოჩენას დარბაზი ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. ბალკონის კუთხეში მყოფი მისი ორ ათეულამდე თანატოლი ოვაციებს გაბმული ყვირილით და დროდადრო კივილით გამოხატავდა.
“ქართული ოცნების“ წარდგინებას პირველი არხის ყოფილი ჟურნალისტი გოგი ახალკაცი უძღვებოდა, რომლის თქმითაც, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ქართულ საზოგადოებას შიშის გადალახვაში დაეხმარება, არის ოცნება.
სიტყვით რიგით პირველი პოეტი რატი ამაღლობელი გამოვიდა, რომლის იდეალი, მისივე განმარტებით, განსხვავებულთა ერთობა და განსხვავებულთა შეთანხმებაა. ამაღლობელის თქმით, “დღეს გაჩნდა იმედი, რომ ქართული ოცნება ახდება“. ამაღლობელმა ახლადდაფუძნებული მოძრაობის ქვაკუთხედად სამართლიანი სახელმწიფო დაასახელა, თავისი სათქმელი თორმეტ წუთში ჩაატია და პასუხად ზომიერი ოვაციები და ტაში მიიღო.
რატი ამაღლობელს მწერალი ნაირა გელაშვილი ჩაენაცვლა, რომელიც დაწერილ სიტყვას ნელა კითხულობდა. მან ისაუბრა ზუსტად იმდენი, რამდენიც ამაღლობელმა, ოღონდ ემოციების და მკაცრი ტონის გარეშე; შეეხო კავკასიის გაერთიანების იდეას, ეროვნულ მოძრაობას, ეკოლოგიას, ვაჟა-ფშაველას ერთი ლექსიც წაიკითხა...
ნაირა გელაშვილის შემდეგ უფლებადამცველი და ადვოკატი მანანა კობახიძე გამოვიდა. მან თქვა, რომ რევოლუციაში მონაწილეობა არ მიუღია, მიტინგზე სიტყვით არასდროს გამოსულა, არც რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებულა, სათქმელს და საკეთებელს სასამართლო დარბაზებში ამბობდა და აკეთებდა, მაგრამ ეს იყო აქამდე - დღეიდან ის “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახე იქნება.
დარბაზში განსაკუთრებული ოვაციები კახი კალაძის სცენაზე ასვლამ გამოიწვია. მან წინასწარ გაზეპირებული სიტყვა თქვა, რამდენჯერმე წაიფორხილა (ფრაზები გაიმეორა), მაგრამ ეს იმით ახსნა, რომ ძალიან ღელავდა. დარბაზში მყოფებმა ის მქუხარე ტაშით დაამშვიდეს. კალაძის გამოსვლიდან ცნობილი გახდა, რომ დღეიდან ის საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი აღარ იქნება. მისი სიტყვა იყო ყველაზე ხანმოკლე, 5-წუთიანი და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველაზე ემოციური. ის სიტყვით გამოსვლელებს შორის ერთადერთი იყო, ვინც ბიძინა ივანიშვილი ახსენა. მან გამოსვლა ასე დაასრულა - “უკანონოდ შეიძლება ჩამოართვა ქართული პასპორტი, მაგრამ ადამიანის და სამშობლოს სიყვარულს ვერ ჩამოართმევ“.
კალაძე მწერალმა გურამ ოდიშარიამ შეცვალა, რომელიც დაწერილ სიტყვას კითხულობდა. ამის გამო ბოდიშიც მოიხადა - “ხანდახან ჩავიხედავ, რადგან ძალიან ვღელავ. ფეხბედნიერი იყოს დღევანდელი დღეო“. ოდიშარიას აზრით, თუ საკუთარ სახლში დიალოგს კონფრონტაცია დაჯაბნის, ჩვენს თანამემამულე აფხაზებთან და ოსებთან ვითარება გაგვირთულდება. შვიდწუთიანი გამოსვლა გურამ ოდიშარიამ ლათინური გამოთქმით დაასრულა - “ვიჩქაროთ ნელა“.
ღონისძიების მიმდინარეობისას ფილარმონიის დარბაზის ერთ-ერთ კარზე (ვაკის მხრიდან) დროდადრო აბრახუნებდნენ, სავარაუდოდ, დარბაზს მიღმა დარჩენილები შემოსვლას ითხოვდნენ.
ოდიშარიას შემდეგ, “ქართული ოცნების“ წარდგინების ბოლოს, სიტყვით ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა, რომელსაც დარბაზი ხანგრძლივი და მქუხარე ტაშით ფეხზე წამოუდგა. ის მიესალმა იმათაც, ვინც ვერ უყურებდა, ვერ უსმენდა, მაგრამ ფიქრობდა ისე, როგორც თავად ივანიშვილი და მისი მხარდამჭერები ფიქრობენ. მიესალმა იმათაც, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, მაგრამ სამშობლო უყვარს. სიტყვა, რომელსაც დროდადრო კითხულობდა, 18 წუთი გაუგრძელდა.
ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნილ შიშთან, “ნომენკლატურულ კაპიტალიზმთან“, უსამართლო სასამართლოსთან, სოფლის გაღატაკებასთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილი მოსახლეობის მძიმე სოციალურ ყოფასთან ერთად ისაუბრა: განათლების სისტემის რეფორმის დროს დაშვებულ შეცდომებზე, “აბუჩად აგდებულ, ერთ კაცზე მორგებულ“ კონსტიტუციაზე, ციხეში არსებულ გაუსაძლის პირობებსა და იქ დატუსაღებულ უდანაშაულო ადამიანებზე, ქვეყნიდან ინტელექტუალური და შრომითი რესურსების გადინებაზე, ხელისუფლების მიერ მართულ მედიასაშუალებებზე და ეკლესიის მიმართ ამჟამინდელი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე - მართმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციასა და შიდა კონფლიქტების გაღვივებაზე. ბიძინა ივანიშვილის აზრით, რომ არა “პატრიარქის სიბრძნე, სხვადასხვა კონფესიებთან დაპირისპირება გარდაუვალი იქნებოდა“.
სიტყვის ბოლოს წარმოთქმულ ყოველ ფრაზას ტაში მოსდევდა:
“ხომ არ შეეჩვია ქართული საზოგადოება იმას, რომ უპურო სანახაობაა, რომ გვისმენენ და გვითვალთვალებენ?! დადგა დრო საქართველოს დავუბრუნოთ წარსული და ავაშენოთ ღირსეული მომავალი! ვიყოთ პირნათელი წინაპრებისა და მომავალი თაობის წინაშე! ჩვენი მიზანია აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ნდობის მოპოვება, ქვეყნის გამთლიანება, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია! ჩვენი მიზანია საქართველოს გამარჯვება და არა ვინმეს დამარცხება! ჩვენი მიზანია წარსულსა და მომავალს შორის წარსული აღდგენა“.
ივანიშვილი სცენაზე “ქართული ხმების“ პირველმა თაობამ შეცვალა - მათ ბერა ივანიშვილთან ერთად შეასრულეს “ჩემი ხატია ქვეყანა“. დარბაზში მყოფთა 99% ფეხზე წამოდგა, მაგრამ გულზე ხელდადებულები ვერ დავინახე. “ქართული ხმების“ შემდეგ დიდ ეკრანზე ბერა ივანიშვილის მეორე კლიპი გაუშვეს და ამით დაასრულეს “ქართული ოცნების“ წარდგინება.
გარეთ გამოსულებს ფილარმონიის ფოიე და მიმდებარე ტერიტორია ისევ ხალხით სავსე დაგვხვდა - ისინი ფილარომონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარე ღონისძიებას თვალს დიდ ეკრანზე ადევდნებდნენ.
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
20:49 25.06.2011 გვიყვარს და ვზასაობთ? ყველანი ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ პარკებში კოცნის თვითნებურად აკრძალვას...
-
23:55 21.02.2019 მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ. პარკირებაზე გადასახადის ...
-
იმიტირებული ქრონიკის შემდეგ გარდაიცვალა ქალბატონი, რომლის შვილიც ქართულ ჯარში მსახურობდა. ამის შესახებ "იმედთან" დეპუტატმა დიმიტრი...
-
ნაურუს რესპუბლიკამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. როგორც ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი იუწყება, ამის შესახ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:47 17.05.2012 თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ო...
-
22:26 02.08.2011 ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქცია სოლიდარობას უცხადებს კახეთის საინფორმაციო ცენტრს და მოითხოვს დაისაჯონ ჟურნალისტი...
-
თვლით თუ არა, რომ ელისო ჯანაშია არის თაღლითი, მატყუარა, და ჟურნალისტიკის სირცხვილი? კი 57% არა 33% თავს ვიკავებ 10% 157 votes total
-
15:26 05.08.2011 რადიო "ეხო მასკვის" ვებგვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა - ეთანხმებით თუ არა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:28 23.09.2011 ევროპის საბჭოს ოფისში “თავისუფალმა დემოკრატებმა“ 1 000–ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს – ხელ...
-
შოუს შესახებ Got Talent ფრენჩაიზი ბრიტანული ტელეფორმატია, რომელიც სიმონ კოუელის კომპანია SIYO-მ შეიმუშავა. დღესდღეობით შოუ 30-ზე მეტ ქვეყანა...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
რეპორტაჟი ივანიშვილის “ქართული ოცნების“ წარდგინებიდან
რუბრიკიდან: პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით
-
14:00 05.02.2020 „ენდიაის“ კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია, პოლიტიკური კორუფცია კი დანაშაულია და დასჯადია, – ამის შესახებ „პატრიოტთ...
-
15:00 10.12.2019 მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 18:58 18.04.2020 „ვიყავით დაახლოებით ათასამდე. ამ რაოდენობაში ვთვლი: სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს, ...
-
როცა რეზონანსული სახელმწიფო ტელევიზიები რიგ შემთხვევებში დუმილს ამჯობინებდნენ, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა არხმა, რა თქმა უნდა, თბილისის მასშტაბებ...
-
20:49 25.06.2011 გვიყვარს და ვზასაობთ? ყველანი ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ პარკებში კოცნის თვითნებურად აკრძალვას...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
23:55 21.02.2019 მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ. პარკირებაზე გადასახადის ...
-
20:15 28.03.2015 ყოფილი დეპუტატის გურამ (ცაცა) შელიას განცხადება: „მახსოვს ზუგდიდის „ოდიში" თბილისში ეთამაშა „დინამოს", თამაშ...
-
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2 ოქტომბერს ზუგდიდის თეატრს უმასპინძლებს დასაწყისი: 12:00 სთ, კვირა, 2 ოქტომბერი. ადგილი: კოტე მა...
-
იმიტირებული ქრონიკის შემდეგ გარდაიცვალა ქალბატონი, რომლის შვილიც ქართულ ჯარში მსახურობდა. ამის შესახებ "იმედთან" დეპუტატმა დიმიტრი...