ავტორი ნანა ფაჟავა
16:06 12.11.2011
შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის სამმართველოს ზედაეწერის ქვეგანყოფილების უფროსს, ლაშა ექონიას რაიონულმა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 1 თვით მიუსაჯა. სასამართლომ ყოფილი პოლიციელი ეჭვიანობის ნიადაგზე 26 წლის მოქალაქის, ალექსანდრე სართანიას მიმართ ჯგუფურ ცემაში, წამებასა და სიკვდილის პირამდე მიყვანაში დაადანაშაულა.
ლაშა ექონია დანაშაულს არ აღიარებს. პოლიციის უფროსის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა, ბ და ე ქვეპუნქტებით კვალიფიცირდება, თავისუფლების აღკვეთას 9-დან 15 წლამდე ითვალისწინებს. დაზარალებულის ოჯახი სწორედ ექონიას მიმართ სასჯელის მინიმალური ზომით განსაზღვრას აპროტესტებს, რადგან წამებაში მონაწილე სხვა პოლიციელები ამ დრომდე არ დასჯილან.
სართანიას დედის, მადონა ხვიჩიას ინფორმაციით სხვა პირთა მიმართ საგამოძიებო მოქმედებებს ზუგდიდის პროკურატურა ცალკე საქმედ აწარმოებს.
„სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ზუგდიდის პროკურატურას მივაკითხე და პროკურორის მოადგილესთან, ნუგზარ მღებრიშვილთან ჩემი უკმაყოფილება გამოვხატე. მასთან საუბარში ჩემი შვილის გატაცებასა და წამებაში მონაწილე ორი პოლიციელის მიმართ გამოძიების მასალებში გარკვევა და მათი დაპატიმრება მოვითხოვე. მღებრიშვილმა განმიმარტა, რომ დანაშაულში მონაწილე პოლიციელების მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინ არის. ჩვენი ინფორმაციით, ალექსანდრეს წამებაში ზედაეწერის ქვეგანყოფილების თანამშრომლები, გოგია და შენგელია მონაწილეობდნენ. ეს უკანასკნელი კი ექონიას ნათესავია. გოგია ჩემმა შვილმა პროკურორის მიერ წარდგენილ ფოტოზეც ამოიცნო. დაზუსტებით ვიცით, რომ გოგია თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მას შემდეგ ქვეგანყოფილებაშიც არ გამოჩენილა. რატომ არ მოხდა ამ საქმის გამოძიება ბოლომდე და რატომ აგვიანებს პროკურატურა დამნაშავე პოლიციელების დასჯას, ჩემთვის უცნობია.“-აცხადებს მადონა ხვიჩია.
დაზარალებულის დედა სასამართლო განხილვების მიმდინარეობისა და დასრულების შემდეგაც მსჯავრდებულის ნათესავების მხრიდან მისი ოჯახის წევრებზე განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„მას შემდეგ, რაც მოსამართლე ხორავამ ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა, სასამართლოს შენობის წინ ექონიას ნათესავები გააქტიურდნენ და ჩვენი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებასა და ლანძღვა-გინებას შეუდგნენ. ლაშა ექონიას ბიძაშვილმა კი პირდაპირ განმიცხადა, ჩათვალე რომ, შენი შვილი დღეიდან მკვდარიაო.“ - განმარტა მადონა ხვიჩიამ.
სართანიების ოჯახი და თავად დაზარალებული ბრალდებებს ლაშა ექონიას მეუღლის, სოფო ბიგვავას მიმართაც გამოთქვამენ. დაზარალებულის სტატუსით სასამართლოში ჩვენების მისაცემად მისულმა ალექსანდრე სართანიამ მის წამებაში თანამონაწილედ სოფო ბიგვავაც დაასახელა.
„მაშინ, როცა ზედაეწერის ტყეში ხეზე ქამრით მიბმულს მაწამებდნენ, ბიგვავამ მითხრა, თვალებსაც დაგთხრიო.“-აღნიშნა სართანიამ.
დაზარალებულის დედა სოფო ბიგვავას მიმართ საექიმო ლიცენზიის შეჩერებასაც მოითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ „ჰუმანური პროფესიის ადამიანები წამებაში არ მონაწილეობენ და არც სხვას მიუთითებენ არაადამიანური მოპყრობისკენ. ბიგვავამ კი, რომელიც მელიას კლინიკა „გულში“ დღესაც საქმიანობს, ზედაეწერის ტყიდან დაბრუნებულზე პაციენტების მიღება მშვიდად განაგრძო.“
2011 წლის 25 ივნისს მომხდარი დანაშაულის შესახებ, რომლის დროსაც ალექსანდრე სართანიამ ჯანმრთელობისათვის მძიმე ტრამვები მიიღო, presage.tv უკვე წერდა.(http://www.presage.tv/?m=society&AID=5514) მიყენებული დაზიანებების სიმძიმე დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. სართანია მკურნალობას დღემდე განაგრძობს.
ბრალდებულის ადვოკატები, ბაჩუკ ყურაშვილი და პაატა ქირია კი მოსამართლეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ექონიას მიერ განვლილი გზისა და საქმიანობის გათვალისწინებას სთხოვდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ „ლაშა ექონია მსხვერპლია. ბნელმა ძალებმა ხელიდან არ გაუშვეს შანსი შეებღალათ ჩვენი რეგიონისა და პოლიციის რეპუტაცია“, თუმცა, ვინ დგას ამ „ბნელი ძალების უკან“ ადვოკატებს არ განუმარტავთ.
presage.tv
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
გაზიარება [სიმონ ჯანაშია. 17:18 23-06-2010] განათლების ცნობილი მკვლევარი და თეორეტიკოსი ჯონ დიუი თავის ცნობილ წიგნში "დემოკრატია და გან...
-
20:15 28.03.2015 ყოფილი დეპუტატის გურამ (ცაცა) შელიას განცხადება: „მახსოვს ზუგდიდის „ოდიში" თბილისში ეთამაშა „დინამოს", თამაშ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 15:20 30.10.2011 კინოს სახლში, “საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ყრილობაზე ახალი პოლიტიკური გაერთიანება –...
-
22:06 07.11.2011 "ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, რომ დიდ პოლიტიკოსს და მომავალ პრეზიდენტს ბეღურებზე არ უნდა ესაუბრო!" – აცხადებს საქართ...
-
საერთაშორისო ორგანიზაცია ”აირექსმა”, რომლის ზოგიერთ პროგრამას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების...
-
15:00 10.12.2019 მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზი...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
14:00 05.02.2020 „ენდიაის“ კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია, პოლიტიკური კორუფცია კი დანაშაულია და დასჯადია, – ამის შესახებ „პატრიოტთ...
-
ქუთაისის ტელეკომპანია „რიონის“ 4 თანამშრომელი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა, წუხელ მომხდარი ავტოავარიის შედეგად. როგორც Media.Ge-ს კორესპ...
-
14:26 21.06.2011 მას შემდეგ რაც მეგრელებმა ლენინის ძეგლი ისტორიულ სანაგვეზე გაისტუმრეს, ზუგდიდის ცენტრში ეკლესიის მსახურთა ძალისხმევით ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
ზუგდიდში ადამიანის წამებისათვის პოლიციის უფროსი გაასამართლეს
რედაქტორის რჩევით
-
15:00 10.12.2019 მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზი...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
14:00 05.02.2020 „ენდიაის“ კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია, პოლიტიკური კორუფცია კი დანაშაულია და დასჯადია, – ამის შესახებ „პატრიოტთ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 15:20 30.10.2011 კინოს სახლში, “საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ყრილობაზე ახალი პოლიტიკური გაერთიანება –...
-
გაზიარება [სიმონ ჯანაშია. 17:18 23-06-2010] განათლების ცნობილი მკვლევარი და თეორეტიკოსი ჯონ დიუი თავის ცნობილ წიგნში "დემოკრატია და გან...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 18:58 18.04.2020 „ვიყავით დაახლოებით ათასამდე. ამ რაოდენობაში ვთვლი: სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს, ...
-
17:11 13.10.2014 საქმე # N1006805. ფრაგმენტი პროკურორის დასკვნითი სიტყვიდან:“ფაქტია, რომ დავით ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა,...
-
20:15 28.03.2015 ყოფილი დეპუტატის გურამ (ცაცა) შელიას განცხადება: „მახსოვს ზუგდიდის „ოდიში" თბილისში ეთამაშა „დინამოს", თამაშ...
-
საერთაშორისო ორგანიზაცია ”აირექსმა”, რომლის ზოგიერთ პროგრამას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების...
-
09:25 14.12.2010 პროექტ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"-ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილი კიდევ ერთი პედაგოგი სკანდალ...