19:06 24.09.2011
სამეგრელო–ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრი livepress.ge უკვე 12 საათია მომხმარებლებისთვის მიუწვდომელია. გვერდზე შესულ ვიზიტორებს წარწერა Internal Server Error ხვდებათ.არაკომერციული ორგანიზაცია "მედია ფონდის" მიერ ჩამოყალიბებული საინფორმაციო ცენტრი, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში და ასევე მის მომიჯნავე აფხაზეთში მომხდარ მოვლენებს livepress.ge-ს საშუალებით აშუქებს. ვებ-გვერდი ახალი შექმნილია და მაისის თვიდან ქართულ ინტერნეტ-სივრცეში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ობიექტური სიახლეების გავრცელებით ცდილობს.
ჩვენთან საუბრისას მედიასაშუალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საიტის დაბლოკვის მიზეზები მათთვის უცნობია და უკვე მთელი დღეა ცდილობენ დაადგინონ თუ რატომ შეექმნა საინფორმაციო ცენტრის პორტალს პრობლემები.
მსგავსი სტატია:
