რამაზ სამხარძეს მიაჩნია, რომ ვერ იქნება ისეთი ადამიანების გვერდით, რომელიც “მარჯვენა და მარცხენა ჯიბეში ფულს ერთად იდებს”
გაზიარება
[16:40 23-01-2011]
ქარტიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის მიზეზი სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება გახდა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერთა დღევანდელ შეხვედრაზე ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი – გელა მთივლიშვილი, ია მამალაძე და ზვიად ქორიძე აირჩიეს.
რამაზ სამხარაძეს დღემდე ეთიკის ქარტიის საბჭოში სარევიზო კომისიის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა. ხმაურიანი განცხადების გაკეთებისთანავე რამაზ სამხარაძემ დარბაზი დატოვა. მის გამოსვლას ქარტიის საერთო კრებაზე ხმაური მოჰყვა.
"ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს პოზიციას დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით"- განაცხადა სამხარაძემ.
რადიო "ჰერეთის" ხელმძღვანელმა არ დაასახელა, კონკრეტულად რომელი ახალი წევრია მისთვის მიუღებელი, თუმცა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გახდება ცნობილი.