წამებით მოკლული როინ შავაძე სასამართლოში მოწმედ გამოიძახეს

წამებით მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის ოჯახში მივიდნენ და ჯარისკაცის ქვრივს განუცხადეს – “როინ შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ვერა დოლიძესთან არის დაბარებულიო“. სპეციალური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც ჩაწერეს, რომ როინ შავაძე გარდაცვლილია, მათ შავაძეების ოჯახი დატოვეს. ეს ამბავი გასულ ორშაბათს მოხდა, რის შესახებაც პრესა.გე როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს და მისი უფლებების დამცველ ადვოკატს, რამინ პაპიძეს ესაუბრა. ინფორმაციის დასაზუსტებლად ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ადვოკატ შალვა შავგულიძეს.

გაზიარება
[ნინო მიქიაშვილი. 21:29 15-12-2010]

ციცინო შავაძე: “ჩვენს ოჯახში 6 დეკემბერს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა მოვიდნენ და მითხრეს – “როინ შავაძე სასამართლოში, ვერა დოლიძესთან არის დაბარებულიო“. კინაღამ გავგიჟდი, ჭკუიდან გადავედი, ხმამაღლა ვიკივლე – მიაკითხეთ სასაფლაოზე და გამოგყვებათ–მეთქი. გოგონა მგონი სასამართლოს მანდატური იყო. ახალგაზრდა მამაკაცმა მითხრა, რომ ის პოლიციაში მუშაობდა.

მან დაიფიცა, არ ვიცოდით, რომ როინ შავაძე მკვდარი იყოო. არადა, მათი წასვლის შემდეგ გავიგე, რომ ჩვენთან მოსვლამდე მეზობლებისთვის უკითხავთ, რაზეც პასუხად მიუღიათ – “არ მიაკითხოთ, არ შეხვიდეთ სახლში, ქალი გაგიჟდება, არ იცით, რომ მკვდარიაო?!“ გოგონას პოლიციელისთვის უთქვამს, “სახლში არ ავიდეთო“, მაგრამ ამაზე პოლიციელს უპასუხნია არა, ავიდეთო და ამოვიდნენ“.

ჯარისკაცის ქვრივი აცხადებს, რომ ესაა იმის მცდელობა, რომ “ჭკუიდან გადაიყვანონ და მიწასთან ბოლომდე გაასწორონ“.

“დღემდე მიჭირს გონზე მოსვლა. დედამ ეს ამბავი, რომ გაიგო, ინერვიულა და გულის შეტევით ბათუმის საქალაქო საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ნუთუ სისხლი არა აქვთ, გული არა აქვთ და ადამიანები არ არიან?! – მკვდარი კაცის სახელი, გვარი უწერიათ ფურცელზე, რითაც მოდიან მის სახლში და გვეუბნებიან სასამართლოში მოწმედაა დაბარებულიო,“ – ამბობს ციცინო შავაძე.

მას შემდეგ, რაც ჯარისკაცის ქვრივმა მომხდარის შესახებ მისი უფლებების დამცველ ადვოკატს, რამინ პაპიძეს აცნობა, ადვოკატი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მივიდა და მოსამართლე ვერა დოლიძის თანაშემწისგან სიტყვიერად შეიტყო, რომ როინ შავაძე ასლან აბაშიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სტატუსით იყო დაკითხული.

პრესა.გე–ს ასლან აბაშიძის ერთ–ერთი ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ აცნობა, რომ აბაშიძის საქმესთან დაკავშირებით, წინასწარი გამოძიების ეტაპზე როინ შავაძეს მართლაც აქვს ჩვენება მიცემული.

შალვა შავგულიძე: “ჩემს ეპიზოდში ასლან აბაშიძეს ხიდების აფეთქების ორგანიზება ედება ბრალად. როინ შავაძეს ამ საქმესთან უშუალო შემხებლობა არ აქვს; ის ამ სფეროს სპეციალისტი ყოფილა და რაღაც გარემოებებზე ზერელედ არის დაკითხული“.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ როინ შავაძის მკვლელობის მოკლე ისტორიას და ასევე გავიმეორებთ იმას, რომ ასე მოვიქცევით, სანამ ამ საქმეს ობიექტურად არ გამოიძიებენ. ეს ისტორია ეფუძნება ჯარისკაცის მკვლელობიდან (2008 წლის 16 აგვისტო) სამი კვირის შემდეგ, ჩვენს მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ მოკვლევას.

უფროსი სერჟანტი, როინ (რომა) შავაძე ცხინვალის ომიდან სახლში 2 დღის დაბრუნებული იყო, როცა ბათუმის ცენტრში, 2008 წლის 16 აგვისტოს, შუადღეს, ქალაქის ცენტრში, ოქროს ბირჟასთან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს, რა დროსაც ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. ჯარისკაცის დაკავების ამბავი მისმა მეუღლემ სამსახურში ყოფნისას შემთხვევით შეიტყო. ოჯახმა ჯარისკაცის ასავალ–დასავალს, რომ ვერ მიაკვლია, სახალხო დამცველის წარმომადგენლობას დაუკავშირდა, მაგრამ როინ შავაძის ადგილსამყოფელი ვერც მათ დაადგინეს.

იმავე დღეს, გვიან საღამოს, სახლში მყოფ შავაძეებს, ქუჩიდან უბნის პოლიციის თანამშრომელმა შესძახა – “რომა რეანიმაციულ განყოფილებაშიაო“. საავადმყოფოში მისულებს ჯარისკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში კი არა, პროზექტურაში დახვდათ, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად მყოფმა სამართალდამცავებმა ჯარისკაცის ქვრივსა და ნათესავებს ხმის ამოღება აუკრძალეს.

მოკლული ჯარისკაცის მეუღლეზე და ნათესავებზე ზეწოლის ამგვარი ფორმა, რამდენიმე თვის შემდეგ ტერორში გადაიზარდა – გაჩუმების სანაცვლოდ სოლიდურ თანხას სთავაზობდნენ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.

მას შემდეგ, რაც ამ საქმეს იმჟამინდელმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა საერთაშორისო რეზონანსი მისცა; შავაძის ოჯახისა და ნათესავების დატერორების ამბავზე პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი თარგამაძემ ილაპარაკა, ტელეეკრანიდან კი “ახლებმა“ და “რესპუბლიკელებმა“; აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ როინ შავაძის შესახებ კითხვა დასვა; ჯარისკაცის ქვრივი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, თომას ჰამარბერგსა და საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ერიკ ფურნიეს შეხვდა და საქმის ვითარება გააცნო, შავაძეებზე ღია ტერორი შეწყდა.

როინ შავაძის მკვლელობას წინ უძღვოდა კუდ–ის წარმომადგენლის, გიორგი ჩიქოვანის, მეტსახელად “მაიმუნას“ (გავრცელებული ინფორმაციით, კუდ–ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას დავალებების უშუალო შემსრულებელი) “სტუმრობა – მკვლელობის წინა ღამეს, შეიარაღებულმა “მაიმუნამ“, თანმხლებ პირებთან ერთად როინ შავაძეს მიაკითხა და აჭარის კუდ–ის შენობაში წაიყვანა, საიდანაც ნახევარ საათში უკან დააბრუნეს, რის შემდეგაც მეუღლეს უთხრა, რომ “მაიმუნა“ და მისი თანხმლები პირები მაყუჩიანი იარაღებით იყვნენ – “მე ეს ხალხი არ მომწონს. რაში სჭირდებოდათ ჩემთან იარაღით მოსვლა?! სამინისტროში მიმიყვანეს; ერთ-ერთ კაბინეტში ჩემთვის უცხო კაცი იჯდა. “მოვიყვანე და ჰკითხეო”, - უთხრა მას “მაიმუნამ”. “მერე და ვინ დაგავალა მისი მოყვანა, ან რა უნდა ვკითხოო?!”, - ხელები გაშალა იმ კაცმა”.

ციცინო შავაძე, მეუღლის მონაყოლზე დაყრდნობით იხსენებს: “გზაში “მაიმუნას” უკითხავს - “თუ იცი რამდენია მკვდარიო?” ამის გამო რომა აღელვებული იყო - “მე რა, მკვდრებს ვითვლიდი, თუ სათვალავად ვყავდი გაშვებული, ეს რატომ მკითხეს, რა უნდათ ჩემგანო?!” რომამ მითხრა - “უკან რომ წამომიყვანეს, ისინიც მაყუჩიანი იარაღებით იყვნენ და აღმოსავლური კილო ჰქონდათ. ნუთუ უნდა მომკლანო?!” რატომ უნდა მოგკლან-მეთქი, - ვკითხე შეშფოთებულმა, რაზეც მომიგო – “მე არაფერი არ ვიცი, მე არაფერი გამიკეთებიაო.”

2008 წლის სექტემბერში, ჩვენ შევხვდით და ვესაუბრეთ შავაძეების ოჯახის ახლობელ ექიმს, რომელმაც ჯარისკაცის ცხედარი დაკრძალვამდე დაათვალიერა. კიდევ ერთხელ, მოკლედ გთავაზობთ ექიმის ნაამბობს, მაგრამ მის ვინაობას, ჯარისკაცის ოჯახის თხოვნით, კვლავ ვერ ვასახელებთ:

“წინა მხრიდან 22 შემავალი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მთელ სხეულზე – ჰემატომები. მარცხენა ბარძაყი მოტეხილი იყო, ოღონდ ამას ტყვიას ვერ დავაბრალებ - აშკარად ეტყობოდა, რომ მოტეხეს. მარცხენა ხელი, შუა მკლავთან წრეზე შემოკერილი და დამოკლებული ჰქონდა, მარჯვენა ხელი - მოტეხილი. თავის არეში მარცხენა ყურიდან მარჯვენამდე მთლიანად გადაკერილი იყო; ნატყვიარი არ ჩანდა და რატომ, არ ვიცი. ეტყობოდა რომ სახეში “დუბინკა”, ან სხვა რამ ჰქონდა ნარტყამი.

ნიკაპზე, მარცხენა მხარეს 12 ნაკერამდე ჰქონდა, მაგრამ არა ტყვიისგან მიყენებული ჭრილობით. მარცხენა ხელზე 2 თითი მოტეხილი და გადაგლეჯილი, კანზე იყო ჩამოკიდებული. სავარაუდოდ ხერხემლის მეშვიდე მალა ჩატეხილი ჰქონდა; კისრის გადატეხვა ალბათ, მაშინ მოხდა, როცა აიყვანეს, რადგან თავად ძალიან დიდი და ფიზიკურად ძლიერი იყო და თუ უკნიდან არ მიეპარებოდნენ, ისე ვერ წააქცევდნენ. დაახლოებით 5 ავტომატი მაინცაა ნახმარი, ზოგი ტყვია ახლოდანაა მოხვედრილი, ზოგი შორიდან - ჩემი აზრით, ნაწვალებია და მერე დაცხირულული.”

იმას, რომ ჯერ “ნაწვალებია და მერე დაცხრილული“, ადასტურებს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორის“ ხელმძღვანელი, ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც პრესა.გე–ს თხოვნით, გაეცნო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის მიერ მომზადებულ, შავაძის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნებს, რომელიც პრესა.გე–მ მოიპოვა და მასზე დაყრდნობით, 18 მაისს გამოაქვეყნა მასალა სათაურით – “პრესა.გე–მ როინ შავაძის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა“.

ჩვენს მიერ მოპოვებული დასკვნით დასტურდება, რომ ომიდან ორი დღის დაბრუნებული ჯარისკაცი ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს, რაზეც ალექსანდრე გეჯაძე ამბობს: “ეს დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულიყო ცემის დროს, წინააღმდეგობის გაწევის დროს“.

როინ შავაძის საქმე წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – 108 (განზრახ მკვლელობა) და 260–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტი (ნარკოტიკული დანაშაული), რომელიც ამჟამინდელი კანონის მიხედვით, 15 წელი შეიძლება გაგრძელდეს. ჯარისკაცის მეუღლე, ციცინო შავაძე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დღემდე არ უცვნიათ; საქმის მასალებს არ აცნობენ შავაძეების ადვოკატს, რამინ პაპიძეს.

მიმდინარე წლის სექტემბერში, რამინ პაპიძემ ამჯერად საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს და მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას საჩივრით მიმართა და კიდევ ერთხელ მოითხოვა საქმის მასალების გაცნობა და ციცინო შავაძის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა.

პაპიძეს ამ საჩივარზე პასუხი გასცა აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა, გიორგი გრატიაშვილმა, რომელშიც ასეთი რამ წერია:

“...თქვენი მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი ვერ იქნება გაზიარებული, იმ გარემოებათა გამო, რომ თქვენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად არ გაგაჩნიათ შესაბამისი სტატუსი, არ წარმოადგენთ პროცესუალურ მხარეს, რაც საფუძველი იქნებოდა თქვენი მოთხოვნის საქმის მასალების სრულად გაცნობის დასაკმაყოფილებლად.

რაც შეეხება ციცინო შავაძის დაზარალებულსი უფლებამონაცვლედ ცნობას, მინდა მოგახსენოთ რომ დღეისათვის წინასწარ გამოძიებას არ გააჩნია სათანადო მტკიცებულებები, რაც მიანიჭებდა აწ გარდაცვლილი შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს ზემოაღნიშნულ სტატუსს. კერძოდ, დღეისათვის საქმეზე არ არის მიღებული დამატებითი სასამართლო ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რაც ხელს შეუწყობს საქმეზე სრულყოფილი გადაწყვეტილების მიღებას“.

presa.ge

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...