ნავთობის ათვისების ამჟამინდელი ტემპების შენარჩუნების პირობებში საუდის ნავთობ რესურსები მინიმუმ 80 წლის განმავლობაში საკმარისი იქნება. ასეთი დამამშვიდებელი პროგნოზით საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობმომპოვებელი კომპანიის ARAMCO-ს გენერალური დირექტორი მონრეალში გამართულ, 21-ე მსოფლიო ენერგეტიკულ კონგრესზე გამოვიდა.
- განვითარებად ქვეყნებში საწვავზე მოთხოვნა რეკორდულად იზრდება
[18:12 21-09-2010]
ამასთან, მისი მტკიცებით, ნავთობი მომავალში უფრო მეტი იქნება, რადგან ამჟამად ქვეყანა საკუთარი საბადოების დამუშავების დონეს 40-დან 70 პროცენტამდე ზრდის.
ARAMCO-ს ხელმძღვანელის აზრით, გლობალური დათბობის გამო მსოფლიო საზოგადოების შეშფოთების მიუხედავად, პლანეტაზე ნავთობის მოხმარება გაიზრდება, რისი მიზეზიც განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის მზარდი მოთხოვნებია.
"მომავალი 20 წლის განმავლობაში სამი მილიარდი ადამიანი წელიწადში 10-დან 30 ათასამდე დოლარს გამოიმუშავებს. ეს ენერგიაზე უზარმაზარ, მანამდე არნახულ მოთხოვნას შექმნის," - განაცხადა ARAMCO-ს მეთაურმა.
მანამდე საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ექსპერტებმა გააკეთეს განცხადება, რომ განვითარებადმა ეკონომიკებმა ნავთობის გლობალური მოხმარების გრძელვადიანი მოდელი თავდაყუირა დააყენეს. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ნავთობზე პირველად დაფიქსირდა სეზონისთვის დამახასიათებელ საშუალო მაჩვენებელზე მაღალი მოთხოვნა.
ნავთობზე მოთხოვნა ძლიერდება ისეთი ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, საუდის არაბეთი, ბრაზილია და ინდონეზია. ამ ფონზე მსოფლიო, შესაძლოა, გადამამუშავებელი სიმძლავრეებისა და ლოჯისტიკის პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს.
Newsru.com, ncib.ge