გაზიარება
[01:01 30-06-2010]
"მიხეილ სააკაშვილმა პირადად მითხრა, რომ აგვისტოში რუსეთზე დარტყმას გეგმავდა" , - ამის შესახებ განცხადება რუსეთში მოღვაწე ქართველმა ტელეწამყვანმა თიკა კანდელაკმა დღეს, რადიო "პალიტრის" ეთერში, შალვა რამიშვილის გადაცემა "ცენტრში" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
კანდელაკის თქმით, სააკაშვილმა მას პირად საუბარში უთხრა, რომ სოჭის ოლიმპიადა მშვიდად არ ჩაივლიდა.
"სააკაშვილი აღარასოდეს შევა ისტორიაში, როგორც ნოვატორი. მისი ისტორიული გადაწყვეტილება რომ არა, დღეს ყველაფერი უკეთესად იქნებოდა. მან პირად საუბარში მითხრა, რომ გეგმავდა დარტყმას რუსეთზე და ეს იცოდა მთელმა მისმა გარემოცვამ", - განაცხადა თიკა კანდელაკმა.
გადაცემის სრულად მოსმენა შესაძლებელია ინფორმაციაზე მიბმული აუდიოვერსიის საშუალებით.