გაზიარება
[00:04 12.06.2010]
ფოთელები ქვეწარმავლების მომრავლებას უჩივიან. ელადას ქუჩის მცხოვრებლებმა დღეს ”ინტერპრესნიუსს" თხოვნით მიმართეს, რათა მათი პრობლემა თბილისამდე მივიდეს.
გველებს ელედას ქუჩის მოსახლეობა უკვე ეზოებსა და საცხოვრებელ სახლებშიც პოულობს. შეშინებილი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბავშვებს სათამაშოდ ეზოში ვეღარ უშვებენ. მათი განცხადებით, ეს პრობლემა ყოველი წლის ამ სეზონზე აქტუალურია, თუმცა, წელს ქვწარმავლების რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია.
"არ არსებობს, რომ რომელიმე ოჯახში ყოველ მეორე დღეს მაინც არ ვნახოთ გველი. ორი დღის წინ ერთმა მეზობელმა სამი ერთად მოკლა",-ამბობენ ელადას ქუჩის მცხოვრებლები. ისინი მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეწარმავლები სწორედ ასეთ ადგილებში ბუდობენ.
პროფილაქტიკურ სამუშაოებს მოსახლეობა ამ ეტაპზე საკუთარი სახსრებით ატარებს. ისინი ამ პროცესში შესაბამისი სამსახურების ჩართვას ითხოვენ.
interpressnews.ge