გომელაურს მონაწილეობა უნდა მიეღო ფონდ "იავნანას" გუშინდელ საქველმომედო საღამოში, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მონაწილეობა ვერ შეძლო.
ფონდმა მისი სახელით სამ მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადასცა. ნიკო გომელაურს ეკუთვნის "იავნანას" ცნობილი სლოგანიც - "მე მინდა, მქონდეს თბილი სახლი".
ნიკო გომელაური 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა. პირველი როლი თეატრალური ინსტიტუტის სპექტაკლში "გუშინდელნი" ითამაშა.
ლექსების პირველი წიგნი 2001 წელს გამოსცა. სულ გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული.
მიღებული აქვს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, ბრესტისა და ტრაპზონის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ნიკო გომელაურს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
ნიკო გომელაურს შაბათს, 17 აპრილს დაკრძალავენ. მსახიობი ფილტვის კიბოთი იყო დაავადებული.
გომელაურის საცხოვრებელ სახლთან ამ წუთებში თავმოყრილი არიან მისი ახლობლები და თაყვანისმცემლები.