ტელეოკომპანია ”მაესტროს” ეთერში, 8 ოქტომბერს, გადაცემა ”საკანში” მოწვეულ სტუმრებს, გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორმა, ელისო ჩაფიძემ უმასპინძლა. გადაცემის სტუმრები კი, ჟურნალისტები, ზვიად ქორიძე, ია ანთაძე და ქეთი ხატიაშვილი იყვნენ. საუბარი ქართულ მედიაში არსებულ პრობლემებს ეხებოდა.
ბუნებრივია ერთ სტატიაში, მთელი გადაცემის სინქრონულად დამწერი არ ვარ და რომც დავწერო, წამკითხველიც არ მეგულება, ამიტომ ყურადღებას რამდენიმე საინტერესო დეტალზე გავამახვილებ, რომელიც არა მარტო ჩემთვის, არამედ, ”მაესტროს” მაყურებლისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რაც ”sms” - ს გზავნილებში იგრძნობოდა.
მოკლედ, ერთ-ერთი ქართული ”სვეცკი გაზეთის”, (არ დამეზარება და სახელსაც აქვე გატყვით) “PRIMETIME” - ის ჟურნალსტი ქეთი ხატიაშვილი, გადაცემის მსვლელობისას მთელი მონდომებით ამტკიცებდა,რომ ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი და გოგა ხაინდრავა, მოძალადეები არიან, რადგან მათი ორგანიზატორობით, გაზაფხულზე ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ჟურნალისტებისთვის ეგრეთწოდებული ”სირცხვილის დერეფნები” კეთდებოდა. დასანანია მაგრამ, ქალბატონ ქეთი ხატიაშვილს გაზეთ “PRIMETIME” - დან ერთხელაც არ წამოსცდენია სიტყვა, ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებული ცემა-ტყეპის შესახებ, რომელიც ”ვარდსკამიანების” წყალობით, სკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი. თუმცა ჩემი ამბავი ყურის აწევა იყო, 2007 წლის 7 ნოემბერს, მერაბიშვილის ”ზონდერბრიგადების” მიერ ტელეკომპანია ”იმედში” განხორციელებული ვანდალური აქტი. სმაგიეროდ, ქალბატონი ქეთი, გაზეთ “PRIMETIME” - დან, ისეთი მონდომებით აგინებდა გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილს, თვით ზაზა ბეგაშვილსაც შეშურდებოდა!
სწორედ მის მიერ გამოთქმული ”ფრთიანი განცხადებების” შემდეგ, ”მაესტროს” მაყურებელმა, მას ქართული ჟურნალისტიკის სირცხვილი უწოდა!
დასანანია, როცა ”კოლეგაზე” მსგავსი შინაარსის შეფასებას ისმენ, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის მე - 19 მუხლით, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება, ყველა მოქალაქეს.
საკანში მიწვეულმა სტუმრებმა, ქართული მედიის საჭირბოროტო საკითხებზე, თითქმის სამი საათის განმავლობაში ისაუბრეს, მათშორის ქალბატონმა ქეთი ხატიაშვილმა, გაზეთ “PRIMETIME” - დან ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა წამოჭრა, რომელიც ჟურნალისტების განათლებას ეხება.
არ შემიძლია არ დავეთანხმო ამ საკითხში ქალბატონ ქეთის გაზეთ “PRIMETIME” - დან, რადგან ”ბუტკას” ქართულად ჯიხური რომ ჰქვია ჟურნალისტმა ნამდვილად უნდა იცოდეს!