„თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის

18:01 21.02.2019
„თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას, რომელიც ერთ მილიონ ლარს შეადგენს, გადაიხდის. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ბანკის ოფიციალურ გვერდსა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში საუბარია, რომ „თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ყველა სამართლებრივ დავას წყვეტს.

„გამომდინარე იქიდან, რომ „თიბისი ბანკი“ ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, „თიბისი ბანკი“ აცხადებს, რომ განახორციელებს სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/ს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ისინი ინარჩუნებენ TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის 100% იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავმჯდომარის და მოადგილის პოზიციებს. „თიბისი ბანკი“ წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს.

ამასთან, „თიბისი ბანკი“, ეროვნულ ბანკთან ერთად, აგრძელებს მუშაობას კორპორაციული მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. „თიბისი ბანკის“ კორპორაციული მართვის თემაზე მესამე პირების მხრიდან კითხვების გამორიცხვის მიზნით, თიბისი PLC ჯგუფი მოახდენს ინტერესთა კონფლიქტის ტრანზაქციების, პროცედურების და მართვის პრაქტიკის შესწავლას საერთაშორისო რეპუტაციული კომპანიის მიერ“, - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს მამუკა ხაზარაძემ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, მთელ თავის ენერგიას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მიუძღვნის. იქვე ხაზარაძე იმედს გამოთქვამს, რომ დასცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა.
READ MORE - „თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის

ბოლო ერთ თვეში ბიძინა ივანიშვილის ქონება გაიზარდა

20:01 21.02.2019
Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ 62 წლის ბიძინა ივანიშვილია, რომლის ქონებაც 2019 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, 5.17 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ამასთან, ამ დროისთვის ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში 314-ე ადგილზეა.

როგორც „ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსშია აღნიშნული, მისი ქონება ბოლო ერთ თვეში 100 მლნ დოლარით არის გაზრდილი. ცნობისთვის, 2019 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, მისი ქონება 5.07 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

5.17 მილიარდი დოლარით ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 3.93 მილიონი უნცია ოქრო და 78 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0267%-ს, მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონების 0.1%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 82%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შეწირულობის 1.31%-ს.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ - იუწყება გამოცემა.

ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია.
READ MORE - ბოლო ერთ თვეში ბიძინა ივანიშვილის ქონება გაიზარდა

ირმა ინაშვილი: „ჩვენ ვაიძულებთ მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს დატოვონ სასამართლო სისტემა“

18:10 21.02.2019
„ცვლილება, რომელსაც ახლა წარმოადგენს ეკა ბესელია, არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ მოვითხოვთ, რომ უვადოდ დანიშვნა საერთოდ გაუქმდეს მოსამართლეების, რადგან ჩვენი ქვეყანა დღეს ამისათვის არ არის მზად“, განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ დაიწყება სამოქალაქო მოძრაობა იმისათვის, რომ „აიძულონ მურუსიძეები და ჩინჩალაძეები დატოვონ სასამართლო სისტემა“.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას ეკა ბესელიამ მოუწოდა დეპუტატებს მხარი დაუჭირონ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში და არა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ განწესების დროებით შეჩერებას.

READ MORE - ირმა ინაშვილი: „ჩვენ ვაიძულებთ მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს დატოვონ სასამართლო სისტემა“

ანრი ოხანაშვილი - თუკი დამიდგება დრო და ჩემს მიმართ გაჩნდება შეკითხვა, მზად ვარ, ყველაფერს გავცე პასუხი

18:05 21.02.2019
თუკი დამიდგება დრო და ჩემს მიმართ გაჩნდება რაიმე სახის შეკითხვა კომპეტენტურობასთან და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, მზად ვარ, ყველაფერს გავცე პასუხი, - ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატ ირმა ინაშვილის კითხვას იმის შესახებ, დატოვებდა თუ არა თანამდებობას, ის რომ ლევან მურუსიძე ან მიხეილ ჩინჩალაძე იყოს.

„ქალბატონმა ირმამ დამისვა კითხვა, თქვენ რომ ჩინჩალაძე ან მურუსიძე იყოთ, წახვიდოდით თუ არა სასამართლოდანო. ქალბატონო ირმა, მე ვარ ანრი ოხანაშვილი, ვხელმძღვანელობ იმ პრინციპებით და დამოკიდებულებით, რაც საზოგადოებას გააჩნია ჩვენდამი. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება, შესაბამისად, თუკი დამიდგება დრო და ჩემს მიმართ გაჩნდება რაიმე სახის შეკითხვა ჩემს კომპეტენტურობასთან და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, მე მზად ვარ, ყველაფერს გავცე პასუხი. თუ საზოგადოების დარწმუნებას ვერ შევძლებ, არანაირ პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს. არასოდეს ჩემთვის არანაირი პოზიცია არ ყოფილა და არ იქნება რაიმე ხიბლი იმისა, რომ საზოგადოების წინააღმდეგ განვახორციელო საქმიანობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
READ MORE - ანრი ოხანაშვილი - თუკი დამიდგება დრო და ჩემს მიმართ გაჩნდება შეკითხვა, მზად ვარ, ყველაფერს გავცე პასუხი

ანა დოლიძე Freedom House-ის ანგარიშზე - ჩართული უთოდანაც ისმის მურუსიძე - ჩინჩალაძის კლანზე და სასამართლო ხელისუფლების პრობლემებზე საუბარი

19:01 21.02.2019
ჩართული უთოდანაც ისმის მურუსიძე - ჩინჩალაძის კლანზე და სასამართლო ხელისუფლების პრობლემებზე საუბარი, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს. მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე საუბარია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

„ძალიან საინტერესოა რა ტრიბუნიდან ელოდება ბიძინა ივანიშვილი სასამართლო ხელისუფლების კრიტიკას, იმისთვის რომ მიხვდეს მურუსიძე - ჩინჩალაძეში ის უკვე ძალიან ძვირ ფასს იხდის. ლამის „ჩართული უთოდანაც“ ისმის მურუსიძე - ჩინჩალაძის კლანზე და სასამართლო ხელისუფლების პრობლემებზე საუბარი. Freedom House- ის ანგარიშში საუბარია კორუფციაზე, მართლმსაჯულების არაეფექტურობაზე რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ისმის პირდაპირი კრიტიკა, რომ სასამართლო ხელსიუფლება წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს „შავ ლაქას“. სტაგნაცია, რომელიც მურუსიძე-ჩინჩალაძეს მოაქვს სასამართლო ხელისუფელბაში, პოლიტიკურად ძალიან ძვირი უჯდება ბიძინა ივანიშვილს“,- აღნიშნა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, საჭიროა ხელისუფლებამ ჩაატაროს წმენდა, რომელიც შეეხება როგორც სასამართლო, ისე საკანონმდებლო ორგანოს.

„ირაკლი კობახიძე არის პირდაპირ ამ კლანის მფარველი. მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს საზოგადოებაში რეპუტაცია აქვს ნულოვანი. ანუ ის რომ გადაეფსკვნება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს, მას დასაკარგი არაფერი აქვს რეპუტაციული თვალსაზრისით, რადგან დანიშნული პარლამენტის თავმჯდომარეა და ხვალ არავის ემახსოვრება. ამ მხრივ, დასაკარგი აქვს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც როგორც ჩანს, ბოლომდე მიყვება მურუსიძე-ჩინჩალაძეს ისტორიულ შავბნელეთში. რომის პაპმა უნდა იქადაგოს მურუსიძე-ჩინჩალაძეზე, რომ გავიგოთ ეს ხალხი პრობლემაა? -განაცხადა ანა დოლიძემ.

READ MORE - ანა დოლიძე Freedom House-ის ანგარიშზე - ჩართული უთოდანაც ისმის მურუსიძე - ჩინჩალაძის კლანზე და სასამართლო ხელისუფლების პრობლემებზე საუბარი

თეონა აქუბარდია - ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სახელმწიფო დონეზე გაგრძელდეს ექსპერიმენტები ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში

ავტორი კობა ბენდელიანი
18:59 21.02.2019
პარლამენტმა საქართველოს კანონში „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თემაზე მსჯელობა დაანონსა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შეიქმნება პრემიერის სათათბირო ორგანო ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.

ვიდრე ამ თემაზე პარლამენტი იმსჯელებს, ”ინტერპრესნიუსი” თემის პრობლემურ ასპექტებზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს ჩამოყალიბების მიზნით პრემიერ მინისტრის მიერ შექმნილი უწყებათშორისი საბჭოსა და სამუშაო კომისიის ყოფილი წევრს, თეონა აქუბარდიას ესაუბრა.

- 2018 წლის დეკემბერში კონსტიტუციაში ცვლილებების ამოქმედების შედეგად გაუქმდა პრეზიდენტთან არსებული კონსტიტუციური ორგანო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო.

ერთი წლით ადრე, პრემიერ კვირიკაშვილის პრემიერობისას პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას პრემიერთან არსებული კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმების შესახებ. რა გავლენა იქონია ამ გადაწყვეტილებებმა ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაზე და რა იყო ამ ცვლილებების მიზეზი?

- სამწუხაროდ, როგორც პროცესის ბოლოს ნათლად გამოჩნდა, ის ფაქტი რომ ჯერ ქვეყანას ჰქონდა ორი უშიშროების საბჭო, ერთი კონსტიტუციური 1996 წლიდან, და მეორე - 2014-2017წწ კანონით შექმნილი, ხოლო შემდეგ არც ერთი, იყო პოლიტიკიდან გამომდინარე გადაწყვეტილება და არაფერი საერთო არ ქონდა მას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის რეფორმირებასთან.

მთავრობის გადაწყვეტილება პრემიერის სათათბირო საბჭოს გაუქმების შესახებ ისევე მარტივად გაიზიარა პარლამენტმა, როგორც ეს ამ უწყების შექმნისას მოხდა და თუკი შექმნის დროს წინა მოწვევის პარლამენტის რიგი წევრები ერთხმად ამტკიცებდნენ იმას, რომ ამ საბჭოს გარეშე ქვეყნის უსაფრთხოება შესუსტდებოდა, გაუქმებისას ეს არგუმენტი, სამწუხაროდ, აღარავის გახსენებია

გახსოვთ ალბათ, რომ როდესაც კონსტიტუციიდან ამოიღეს უშიშროების საბჭოს შესახებ ჩანაწერი, როცა შეიძლებოდა ამ ჩანაწერის დატოვება და მისი თუნდაც პრემიერის დაქვემდებარებაში გადატანა, როგორც ეს ახლა იგეგმება, მთავარი არგუმენტი ამ ცვლილებისა ის იყო, რომ მთავრობაში ისედაც მოქმედებდა სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო და სწორედ ის შეასრულებდა უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის ფუნქციას.

მთავრობის გადაწყვეტილება პრემიერის სათათბირო საბჭოს გაუქმების შესახებ ისევე მარტივად გაიზიარა პარლამენტმა, როგორც ეს ამ უწყების შექმნისას მოხდა და თუკი შექმნის დროს წინა მოწვევის პარლამენტის რიგი წევრები ერთხმად ამტკიცებდნენ იმას, რომ ამ საბჭოს გარეშე ქვეყნის უსაფრთხოება შესუსტდებოდა, გაუქმებისას ეს არგუმენტი, სამწუხაროდ, აღარავის გახსენებია.

საბჭოების გაუქმებით დადგა შემდეგი შედეგი - ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვაზე და ამ პოლიტიკის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ორი საბჭოს ნაცვლად გახდა კოლეგიური ორგანო მთავრობა, პრემიერს აღარ გააჩნია მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, ქვეყანაში აღარ მიმდინარეობს ეროვნული დონის სტრატეგიული დოკუმენტების განახლების პროცესი თავად ამ პროცესის კოორდინაციის არარსებობის გამო.

მაგალითად, ვერ ხერხდება საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლება, რომელსაც ვადა კანონით გასულ წელს გაუვიდა და რომელიც მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტია იმის დასაგეგმად, თუ როგორ შევამციროთ ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ტიპის რისკები და გამოწვევები და როგორ გადავგეგმოთ შესაბამისი უსაფრთხოების პოლიტიკა ამ მიზნით. და ბოლოს ქვეყანაში აღარაა სისტემურად მოწყობილი ყველა ტიპის კრიზისის კოორდინაცია ეროვნულ დონეზე.

ახალი უსაფრთხოების საბჭოს შექმნის საკითხზე აუცილებელია ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ მაქსიმალურად უზრუნველყოს კონსესუსი როგორც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე სამოქალაქო სექტორთან

ერთი რამ ცხადია, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება დასავლურ ქვეყნებში პოლიტიკური დებატის მიღმაა და ყველა პოლიტიკური ძალა ამ თემაზე ერთიანია. აუცილებელია ქვეყანაში მიღწეულ იქნას სწორედ ეს თანხმობა ეროვნული უსაფრთხოებისადმი მიკუთვნებულ საკითხებზე და ამიტომაც ახალი უსაფრთხოების საბჭოს შექმნის საკითხზე აუცილებელია ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ მაქსიმალურად უზრუნველყოს კონსესუსი როგორც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე სამოქალაქო სექტორთან.

ეს კონსესუსი უმიშვნელოვანესია როგორც ინსტიტუციური მდგრადობის, ასევე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მიკუთვნებული საკითხების ირგვლივ გაერთიანების მიზნით. ეს განსაკუთრებით კრიტიკულია, მით უფრო იმ ფონზე, როცა უსაფრთხოების საბჭოს არსებობა კონსტიტუციით აღარ არის უზრუნველყოფილი და კანონით მისი შექმნა-გაუქმება ბევრად მარტივი სამართლებრივი პროცედურაა.

- მთავრობამ პარლამენტისათვის საქართველოს კანონის პროექტზე: „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის პაკეტი წარუდგინა.

ეს დოკუმენტი პარლამენტის ვებ-გვერდზე არის ხელმისაწვდომი. მას შემდეგ, რაც მთავრობის ინიციატივით ახალი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ჩამოყალიბდება, თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ ახალი სტრუქტურა უფრო ეფექტური იქნება და შეძლებს გამართულად მუშაობას?

- პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ამ საბჭოს არსებობა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ცალსახად მივესალმები იმ ფაქტს, რომ როგორც იქნა პროცესი დაიძრა.

საქართველოს გააჩნია მინიმუმ 22-წლიანი ინსტიტუციური პრაქტიკა ამგვარი საბჭოს თუ საბჭოების არსებობის. ამ წლების მანძილზე იყო რა თქმა უნდა, ხარვეზებიც, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ახალი უწყების შექმნისას. ამით იმის თქმა მინდა, რომ სუფთა ფურცლიდან არ უნდა ვიწყებდეთ პროცესს.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ინსტიტუტების მუშაობის უზრუნველსაყოფად საქართველოს არაერთი პარტნიორი ქვეყანა უწევდა დახმარებას, განსაკუთრებით აშშ და დიდ ბრიტანეთი, აუცილებელი იყო მათი რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება პრემიერის მიერ შექმნილ საბჭოს ფორმატში, რაც აქამდე, სამწუხაროდ, არ მომხდარა

ამასთან, ამ წლების მანძილზე ამ ინსტიტუტების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქვეყანას არაერთი პარტნიორი ქვეყანა უწევდა დახმარებას. განსაკუთრებით გამოვყოფდი აშშ-ს და დიდ ბრიტანეთის როლს ამ წლების მანძილზე.

შესაბამისად, მიმაჩნია, რომ აუცილებელი იყო პარტნიორი ქვეყნების რჩევების და რეკომენდაციებისთვის შესაბამის ფორმატში ამ კანონპროექტის განხილვა, რაც აქამდე პრემიერის მიერ შექმნილ საბჭოს ფორმატში სამწუხაროდ არ მომხდარა და იმედს ვიტოვებ, რომ ჯერ კიდევ არის ასეთი შესაძლებლობა დარჩენილი, რადგან მათი პრაქტიკის და ექსპერტიზის, როგორც რჩევების გაზიარება, ისევე მნიშვნელოვანია ეფექტიანი უსაფრთხოების საბჭოს შექმნის გზაზე, მით უფრო ისეთი ტიპის გამოწვევების წინაშე მდგომი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

რაც შეეხება თავად კანონზე მიმდინარე სამუშაო პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში უწყებათშორისი საბჭო და შესაბამისი სამუშაო კომისია იყო შექმნილი და მასში პრაქტიკულად ყველა საჭირო სახელმწიფო უწყება იყო ჩართული, ვფიქრობ, რომ პროცესში შეიმჩნეოდა ექსპერტიზის ნაკლებობა, რომლის შესაძლებლობასაც ეს საბჭო პრემიერის ბრძანების მეშვეობით იძლეოდა.

ჩემი, როგორც ამ სფეროში ჩახედული პირისთვის მნიშვნელოვანი იყო თავად პროცესი, რომელიც, სამწუხაროდ, იყო დახურული როგორც გარე ექსპერტებისთვის, ასევე პარტნიორი ქვეყნების სპეციალისტების ღია მონაწილეობისთვის

კომისია ზაფუხლიდან მოყოლებული იყო შექმნილი ლამის იანვრის ბოლომდე, თუმცა მისი მუშაობის მანძილზე არ მომხდარა სფეროს ექსპერტების მოწვევა და მათთან მოსაზრებების ურთიერთგაცვლა.

შესაბამისად, ჩემი, როგორც ამ სფეროში ჩახედული პირისთვის მნიშვნელოვანი იყო თავად პროცესი, რომელიც, სამწუხაროდ, იყო დახურული როგორც გარე ექსპერტებისთვის, ასევე პარტნიორი ქვეყნების სპეციალისტების ღია მონაწილეობისთვის.

ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეროვნულ დონეზე გაგრძელდეს ექსპერიმენტები ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში.

- ინტერვიუს ჩაწერამდე თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტიდან არ ჩანს რა ურთიერთმიმართება ექნება საომარი მდგომარეობის დროს პრემიერის სათათბირო საბჭოს კონსტიტუციურ ორგანო - თავდაცვის საბჭოსთან, რომელიც პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა...

- დიახ, ეს ასეა. სამწუხაროდ კონსტიტუციამ შექმნა ერთგვარად მოუქნელი სისტემა ამ სფეროში, რომელიც არსებული ტიპის თანამედროვე ომის მოქმედებებებს, ანაც ჰიბრიდულ ომს, არ შეესაბამება და კვლავ ორი სათაურის პრობლემის წინაშე ვართ. გვექნება უსაფრთხობის საბჭო მუდმივმოქმედ ორგანოდ და თავდაცვის საბჭო ომის გამოცხადების შემთხვევაში.

კონსტიტუციით საომარ მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრემიერი და უგზავნის ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რასაც კვლავ შემდგომ პრემიერი აწერს ხელს და პარლამენტი მას დაუყოვნებულ ამტკიცებს.

ვფიქრობ, რომ ომის საფრთხის დადგომისას უნდა არსებობდეს პრეზიდენტის საომარი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულობის თუ პოლიტიკური თათბირის ველი და კონსტიტუციიდან გამომდინარე, ეს თავდაცვის საბჭო ვერ იქნება

იქედან გამომდინარე, რომ პრემიერია ომის დროს თავდაცვის ძალების მართვაზე პასუხისმგებელი და ასევე ომის დროს ყველა პოლიტიკური დონის გადაწყვეტილებების კოორდინაცია თეორიულად სწორედ მის ქვეშ არსებულმა საბჭომ და აპარატმა უნდა მოახდინოს, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ის, თუ როგორი ურთიერთმიმართება აქვს პრეზიდენტის და პრემიერის საბჭოებს, მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ პრეზიდენტის საბჭო არაა მუდმივმოქმედი და მას არ ყავს სპეციალისტებით დაკომპლექტებული აპარატი.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის თავად პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხი პრემიერის საბჭოში. კანონპროექტის განმარტებით ბარათის თანახმად გაზიარებულ იქნა სლოვენიის და ჩეხეთის მაგალითი. სხვა საკითია ის, თუ რა ნიშნით შეირჩა ეს ორი ქვეყანა, თუმცა ამის მიუხედავად ორივე ქვეყნის მოდელში პრეზიდენტს აქვს თავის ადგილი პრემიერთან არსებულ საბჭოში მონაწილეობის კუთხით.

ჩეხეთის შემთხვევაში მაგალითად, პრეზიდენტს აქვს საბჭოს სხდომების გადაწყვეტილებების გამოთხოვის უფლება, ხოლო მის კომპეტენციას დაქვემდებარებულ თემებზე საბჭოს სხდომებზე დასწრების უფლება.

რამდენადაც მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლება ქვეყანაში, პრემიერის საბჭოს აპარატი უნდა ახდენდეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილებების კოორდინაციას და მათ აღსრულებაზე ზედამხედველობას საომარი მდგომარეობის დროს

წარმოდგენილი ვერსიით კი ნათლად არ იკვეთება ომის საფრთხის შემთხვევაში მოხდება თუ არა პრეზიდენტის ანდა მისი წარმომადგენლის მოწვევა საბჭოს სხდომაზე, რაც საომარი მდგომარეობის საშიშროების შემთხვევაში ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ჯეროვნად შესარულებლად, განსაკუთრებით, ომის გამოცხადების ნაწილში.

ამ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტიც, რომ პროექტის 19 მუხლში გაწერილია მთავრობის არამუდმივი წევრისა და პარლამენტის თავმჯდომარის და კომიტეტების თავმჯდომარეების მოწვევის წესი, ხოლო პრეზიდენტის ნაწილზე არაფერია ნათქვამი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ომის საფრთხის დადგომისას უნდა არსებობდეს პრეზიდენტის საომარი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულობის თუ პოლიტიკური თათბირის ველი და კონსტიტუციიდან გამომდინარე ეს თავდაცვის საბჭო ვერ იქნება.

- თუ ასეა, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი ურთიერთმიმართება იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი საომარი მოქმედებების დროს პრემიერის სათათბირო საბჭოსა და კონსტიტუციურ ორგანო თავდაცვის საბჭოსთან?

- რამდენადაც კონსტიტუციით გვაქვს თავდაცვის საბჭო, რომელიც არა გადაწყვეტილების მიმღები არამედ რჩევის მიმცემია პრეზიდენტისთვის, საუკეთესო გამოსავალი შექმნილი სამართლებრივი ვითარებიდან ვფიქრობ შეიძლება იყოს ის, რომ გამოინახოს გზა საბჭოს სხდომებზე პრეზიდენტის დასწრების, რაც კანონით იქნება გაწერილი მისი კონსტიტუციური ვალდებულებების ჭრილში.

საბჭოს მუდმივი წევრისთვის, პოლიტიკური ნიშნით დანიშნული მინისტრისთვის საბჭოს მდივნის ფუნქციის დაკისრება არ შეესაბამება არც დასავლეთის პარტნიორი ქვეყნების და არც ქართულ გამოცდილებას

ამასთან, რამდენადაც მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლება ქვეყანაში, პრემიერის საბჭოს აპარატი უნდა ახდენდეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილებების კოორდინაციას და მათ აღსრულებაზე ზედამხედველობას საომარი მდგომარეობის დროს. თუმცა ვფიქრობ, ბუნდოვანების თავიდან ასარიდებლად კანონში ამის გაწერა მნიშვნელოვანია.

- კანონში ცვლილებების პროექტში საინტერესოა საბჭოს მდივნის საკითხიც...

- ვფიქრობ უსაფრთხოების საბჭოს მდივნის საკითხი უმნიშვნელოვანესია კანონპროექტში, რომლის თანახმადაც ნებისმიერი წევრიდან პრემიერი ირჩევს მდივანს. საბჭოს მუდმივი წევრისგან, პოლიტიკური ნიშნით დანიშნული მინისტრისთვის საბჭოს მდივნის ფუნქციის დაკისრება არ შეესაბამება არც დასავლეთის პარტნიორი ქვეყნების და არც ქართულ გამოცდილებას.

საგანგებო და საომარი ვითარების შემთხვევაში ნებისმიერ წევრ მინისტრს, რომელმაც შეიძლება შეასრულოს მდივნის მოვალეობა მინისტრის კომპეტენციის ნაწილში, აქვს თავისი საქმე, ხოლო მდივნის ფუნქცია მას დამატებით ტვირთავს,რაც ქმნის რისკებს ამ მანდატის არაჯეროვნად შესრულებისთვის

მეტიც, ეს ბადებს როგორც პოლიტიკურ ასევე შინაარსობრივი ტიპის რისკებს. ნებისმიერი წევრი მინისტრი გამდივნების შემთხვევაში მიიღებს მოჭარბებულ გავლენას როგორც პრემიერზე, ასევე საბჭოს საქმიანობაზე და ჯამში დააზიანებს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის ჯეროვნად განხორციელების საკითხს.

მაგალითად, თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ მდივანი გახდა შსს-ს მინისტრი და ეს თეორია იყო მედიით უკვე გავრცელებული, თუკი იმ საკითხთა კოორდინაცია, რაც უნდა განახორციელოს მთავრობის არა ერთმა დაწესებულებამ, არამედ ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპით და ეს იქნება ერთ-ერთი მინისტრის ხელთ, მაშინ ეს კოორდინაცია იქნება ვიწრო კორპორატიული ინტერესების შესაბამისად გატარებისთვის განწირული.

პოლიტიკურ ჭრილში, ამ შემთხვევაში, შეიძლება აზრი დაკარგოს შსს-დან სახელმწიფო უსაფრთხოების კომპონენტის გამოყოფამ - მასზე პოლიტიკური ძალაუფლება განახორციელოს შსს მინისტრმა. შესაბამისად, ჩნდება რისკი, რომ ეს მინისტრი მოიპოვებს მოჭარბებული გავლენას პრემიერ-მინისტრზე. ამ შემთხვევაში, ვერ მოხდება საკითხთა ეფექტიანი კოორდინაცია და რისკის ქვეშ დადგება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაციის მთელი სისტემა.

რატომ სჭირდება ანალიტიკურ სამსახურს იარაღიანი სპეციალური წოდების მქონე პოლიტიკურად ნეიტრალური პირი? რატომ არის კვალიფიციური საჯარო მოხელე სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურესთან შედარებით არათანაბარ პირობებში ჩაყენებული?

ამასთან, საბჭოს მდივნად მთავრობის წევრის დანიშვნა წარმოშობს გარკვეულ რისკებს საპარლამენტო კონტროლის ჭრილშიც. რამდენადაც მთავრობა არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე, ხოლო ამ შემთხვევაში ეს წევრი არის საბჭოს მდივანი, ეს ფაქტი შეიძლება გახდეს საბაბი ანგარიშვალდებულობის შესუსტებისა პარლამენტის წინაშე.

დაბოლოს, საგანგებო და საომარი ვითარების შემთხვევაში ნებისმიერ წევრ მინისტრს, რომელმაც შეიძლება შეასრულოს მდივნის მოვალეობა მინისტრის კომპეტენციის ნაწილში, აქვს თავისი საქმე, ხოლო მდივნის ფუნქცია მას დამატებით ტვირთავს რაც ქმნის რისკებს ამ მანდატის არაჯეროვნად შესრულებისთვის.

- რას იტყვით საბჭოს აპარატზე? როგორც ვიცით, ძირითად სამუშაოს საბჭოს გამართული მუშაობისთვის სწორედ აპარატი ახორციელებს...

- სამწუხაროდ ამ მხრივაც გარკვეული რისკები და კითხვები ჩნდება. კანონპროექტის თანხმად საბჭოს აპარატში შეიძლება მუშაობდეს პოლიტიკურად ნეიტრალური, (ისევე როგორც ეს თავდაცვის ძალებსა და სპეცსამსახურებშია მიღებული) სპეციალური წოდების მქონე პირი და საჯარო მოხელე.

გამომდინარე იქედან, რომ საბჭოს აპარატი კანონპროექტის მიხედვით თავისი არსით არის ანალიტიკური ტიპის სამსახური, ვიმეორებ ანალიტიკური, არ მაქვს პასუხი კითხვაზე რა არის ამ საჭიროების ობიექტური მიზეზი, რამაც ეს დაშვება განაპირობა.

უმნიშვნელოვანესია ამ დისკუსიაში ფართო საზოგადოების ჩართულობა, საჯარო მსჯელობა და კონსესუსის მიღწევა ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის შესაქმნელად

რატომ სჭირდება ანალიტიკურ სამსახურს იარაღიანი სპეციალური წოდების მქონე პოლიტიკურად ნეიტრალური პირი? რატომ არის კვალიფიციური საჯარო მოხელე სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურესთან შედარებით არათანაბარ პირობებში ჩაყენებული?

სპეციალური დანამატი, იარაღის ტარების უფლება, შესაბამისი პენსია, კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა მისთვის და ოჯახისთვის და ხომ არ ქმნის ეს იმის რისკს, რომ სამსახური ძირითადად ასეთი პირებით დაკომპლექტდება?

ამასთან, პრობლემას ვხედავ იმაშიც, რომ საჯარო სამსახურის კანონი არ ვრცელდება საბჭოს აპარატის ყველა თანამშრომელზე, და არა მხოლოდ მის უფროსზე და მოადგილეებზე, როგორც აქამდე იყო მოწესრიგებული. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს საკითხიც დამატებით რისკებს შექმნის კვალიფიციური კადრების მიზიდვისთვის, რადგან მათი როგორც საჯარო მოხელის უფლებებს კანონი აღარ დაიცავს.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველო დგას მრავალი გამოწვევის წინაშე. არ დავიწყებ მათ ჩამოთვლას, რადგან საუბარი გამიგრძელდება. სწორედ ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ამ სექტორში არამდგრადი და არაეფექტიანი ინსტიტუტების შექმნის თუ გაუქმების.

გარდა იმისა, რომ ეს აზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას, ეწინააღმდეგება ქვეყნის დეკლარირებულ ეროვნულ ინტერესს-შეიქმნას ეფექტიანი ეროვნული უსაფრთხოების სისტემა. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ამ დისკუსიაში ფართე საზოგადოების ჩართულობა, საჯარო მსჯელობა და კონსესუსის მიღწევა ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის შესაქნელად.

”ინტერპრესნიუსი”
READ MORE - თეონა აქუბარდია - ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სახელმწიფო დონეზე გაგრძელდეს ექსპერიმენტები ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში

ლეონიდ ჩერნოვეცკი პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავს

18:56 02.02.2019
საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართავს.

„ღია ბოქლომი“ ლეონიდ ჩერნოვეცკის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენს პატიოსნებასა და გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მაინც მინდა ჩაგაყენოთ საქმის კურსში: ჩემი ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლები ფუნქციონირებენ მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრთან მე მქონდა შეთანხმება ჩარიცხვის შემთხვევაში ფონდის ხელმძღვანელობასთან უკლებლივ ყველა მოზარდის კანდიდატურის წინასწარი შეთანხმების თაობაზე.

ეს ჩემი ახირება არ არის, ეს პრინციპის საკითხია, რომელიც „მიტოვებულ ბავშვებთან“ ათწლიანი მუშაობიდან გამოვიტანე!

საუბარია იმაზე, რომ კატეგორიულად არ შეიძლება, მე ვიტყოდი, დანაშაულიც კი არის ერთ სახლში იზრდებოდნენ მომწიფებული ასაკის გოგონები და ბიჭები, განსაკუთრებით ქუჩიდან მოყვანილი, ფსიქიკურად არამდგრადი ბავშვები!

სანამ ფონდის გახსნის გადაწყვეტილებას მივიღებდი, მე პირადად თანაშემწესთან ერთად მოვიარე საქართველოში არსებული, უკლებლივ ყველა ბავშვთა სახლი და დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ბავშვთა სახლების უმრავლესობაში, ვიდეომეთვალყურეობის გარეშე, სუფევს ზუსტად ის სიტუაცია, რაზეც გავამახვილე ყურადღება!

როდესაც ფსიქიკა დარღვეულ მომწიფებული ასაკის ბავშვებს, ძალით აგზავნიან კეთილმოწყობილ ბავშვთა სახლებში, სოციალური მომსახურების სააგენტო დიდ შეცდომას უშვებს, ბავშვების და ქართული საზოგადოების წინაშე!

მაგრამ ეს ზემოხსენებული დაწესებულების პირადი პასუხისმგებლობაა და მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ, იმიტომ რომ ვაფასებ ჩემს რეპუტაციას და ღმერთის მეშინია!

იმიტომ კი არა, რომ მე ისეთი პრინციპები გამაჩნია, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს სახლებში მცხოვრები ბავშვების ინტერესებს, არამედ შემდეგი ფაქტორების გამო:

1. ჩვენს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სუფევს წესრიგი, ბავშვებსა და აღმზრდელებს შორის ჩამოყალიბებულია კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და შექმნილია კვების, სწავლისა და დასვენებისთვის საჭირო უპრეცედენტო პირობები!

2. მე ვერ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ შეილახოს ეს ატმოსფერო უფროსი ასაკის (მითუმეტეს ქუჩიდან მოსული) ბავშვების მიერ, რომლებსაც აშკარა ან მალული ფორმის ფსიქოლოგიური გადახრები და დანაშაულისადმი მიდრეკილება გააჩნიათ.

3. მშობლების მიერ მზრუნველობას მოკლებული ბავშვების აღზრდის 20-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, კატეგორიულად მინდა განვაცხადო, რომ ქუჩაში გაზრდილი ბავშვები, ან ბავშვები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უსახლკაროდ ცხოვრობენ, უკვე 12 წლიდან, რომ არაფერი ვთქვათ სქესობრივად მოწიფულ ასაკზე, საფრთხეს უქმნიან ჩვენს ბავშვებს, რომლებსაც ასე სათუთად ვუფრთხილდებით. მათ შეუძლიათ ამ ბავშვების გაუპატიურება და დამცირება და, შესაბამისად, მე არავის მივცემ უფლებას, არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც სხვა რომელიმე ორგანოს წარმომადგენელს, ეჭვქვეშ დააყენონ ჩემი, როგორც ქველმოქმედის, ასევე როგორც პედაგოგის, მეცნიერების კანდიდატის, დოცენტის და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორის, გამოცდილება!

ასევე გაცნობებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო არ აფინანსებს ქობულეთში ჩვენს მიერ გახსნილ ორ მცირე საოჯახო ტიპის სახლს. გამომდინარე აქედან, ფონდის ხელმძღვანელობას ფორმალურად გააჩნია უფლება არ მიიღოს მათგან არც ერთი ბავშვი!

მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე არ მაქვს მსგავსი მიზნები! მე განწყობილი ვარ საქართველოს მთავრობასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, და სიხარულით მივიღებ ბავშვებს, რომლებსაც ზემოხსენებული სამინისტრო გაუწევს რეკომენდაციას, მაგრამ მხოლოდ ჩვენთან შეთანხმებით!

სხვა შემთხვევაში თუ სოციალური მომსახურების სააგენტო გააგრძელებს ჩვენთან ბავშვების მოყვანას და მცირე საოჯახო ტიპის სახლის კარებთან მათ დატოვებას, მე ამ სახლებს დაუყონებლივ დავხურავ, რადგანაც ამ შემთხვევაში არა ისინი, არამედ პირადად მე, ჩემი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ვაგებ პასუხს იმ ბავშვების უსაფრთხოებასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რომლებიც ჩვენთან იმყოფებიან!

თუ თქვენ გამიგეთ და გჭირდებათ ჩემი, როგორც ქველმოქმედის, მომსახურება, მე წინასწარ ვადასტურებ, რომ მზად ვარ თანამშრომლობისთვის!“ - ნათქვამია ლეონიდ ჩერნოვეცკის წერილში.
READ MORE - ლეონიდ ჩერნოვეცკი პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავს

ემზადება თუ არა მამუკა ხაზარაძე პოლიტიკისთვის და რას ნიშნავს მისი მესიჯები?!

ავ­ტო­რი გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი
18:55 02.02.2019
მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის "თი­ბი­სი ბან­კი­დან" წას­ვლამ (გა­დად­გა სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, თუმ­ცა აქ­ცი­ო­ნე­რად რჩე­ბა) შე­საძ­ლოა, ერთი შე­ხედ­ვით, და­ტო­ვოს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ბიზ­ნეს­მე­ბი „გა­ა­ჩე­რეს“. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ასე არ არის - აი, ანაკ­ლი­ის კონ­სორ­ცი­უ­მი რომ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ხა­ზა­რა­ძეს, მა­შინ შეგ­ვეძ­ლო გვეთ­ქვა, რომ ბან­კირ­მა უკან და­ი­ხია და მი­ი­ღო ის წი­ნა­და­დე­ბა, რა­საც მე­სი­ჯე­ბის სა­ხით პრო­კუ­რა­ტუ­რა და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი პერ­მა­ნენ­ტუ­ლად უგ­ზავ­ნიდ­ნენ.

თუმ­ცა, ყვე­ლა­ფერს თან­მიმ­დევ­რო­ბით მივ­ყვეთ. ბიზ­ნეს­მე­ნის 21 თე­ბერ­ვლის ფე­ის­ბუკპოს­ტში დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თვა­ლი ყვე­ლა კი­თხვა­ზე მი­ი­ღებს პა­სუხს - ვის მი­იჩ­ნევს თა­ვად ხა­ზა­რა­ძე მის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის შემ­სრუ­ლებ­ლად, ვის დამ­კვე­თად და რა მი­ზა­ნი აქვს ამ კამ­პა­ნი­ას.

და­ვი­წყოთ შემ­სრუ­ლებ­ლით. ხა­ზა­რა­ძე წერს: „ბან­კი არ შე­იძ­ლე­ბა ხან­გრძლივ სა­სა­მარ­თლო და­ვა­ში იყოს თა­ვის რე­გუ­ლა­ტორ­თან( ეროვ­ნუ­ლი ბან­კი - ავტ.), მი­თუ­მე­ტეს, თუ ეს უკა­ნას­კნე­ლი არაა თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში“.

ბიზ­ნეს­მე­ნის გან­ცხა­დე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მრავ­ლის­მე­ტყვე­ლი ეპი­ზო­დია შემ­დე­გი:

“სამ­წუ­ხა­როდ, არც ერთ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლეს არ გა­მო­უთ­ქვამს სურ­ვი­ლი, პრე­მი­ე­რის და მისი მი­ნის­ტრე­ბის ჩათ­ვლით, შეგ­ვხვედ­როდ­ნენ და პი­რა­დად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლიყ­ვნენ ამ მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მით... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რა­მო­დე­ნი­მე მათ­განს პი­რა­დად მივ­წე­რე და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბიც გა­და­ვუგ­ზავ­ნე გა­საც­ნო­ბად, პა­სუ­ხი არა­ვის­გან მო­სუ­ლა. სა­მა­გი­ე­როდ მო­ვის­მი­ნე მათი ბევ­რი კო­მენ­ტა­რი სა­ჯა­რო სივ­რცე­ში. მე მივ­ხვდი, რომ მი­ზა­ნი ჩემი დის­კრე­დი­ტა­ცი­აა“.



„თი­ბი­სი ბან­კის“ რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ტომ ვერ „მო­ი­ცა­ლეს“ პრე­მი­ერ­მა ან მი­ნის­ტრებ­მა რომ თუნ­დაც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­სა­ნა­ხად შეხ­ვედ­როდ­ნენ ხა­ზა­რა­ძეს?! იმი­ტომ ხომ არა, რომ პრე­მი­ერს და მი­ნის­ტრებს „ვი­ღაც“ გა­უბ­რაზ­დე­ბო­დათ?!

რაც შე­ე­ხე­ბა ხა­ზა­რა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის მთა­ვარ მი­ზანს. ბიზ­ნეს­მე­ნი წერს:“მე მთელ ჩემს ენერ­გი­ას ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს - ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მი­ვუ­ძღვნი. იმე­დია, დამ­ცალ­დე­ბა საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა“.

თუ კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი ანაკ­ლი­ის პორ­ტი­დან ხა­ზა­რა­ძის გა­ძე­ვე­ბაა, მას ნამ­დვი­ლად არ „და­აც­ლი­ან“. ბიზ­ნეს­მე­ნის ტაქ­ტი­კა გა­სა­გე­ბია - ჩა­მო­შორ­და ბანკს, რათა „თი­ბი­სის­თვის“ სა­მო­მავ­ლო დარ­ტყმე­ბი აე­ცი­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ არ თქვა უარი ანაკ­ლი­ა­ზე. შე­ვეც­დე­ბით, გა­ვა­კე­თოთ პროგ­ნო­ზი, თუ რა ტაქ­ტი­კით იმოქ­მე­დებს მო­მა­ვალ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის კვლავ გა­აგ­რძე­ლებს „ჩხვლე­ტებს“ (შავი პი­ა­რის მან­ქა­ნა კი ახა­ლი ძა­ლით და­ი­ქო­ქე­ბა) ხა­ზა­რა­ძის მი­სა­მარ­თით, რათა ამ­ჯე­რად მას ანაკ­ლი­ის კონ­სორ­ცი­უ­მის უცხო­ელ აქ­ცი­ო­ნე­რებ­თან შე­უქ­მნან უხერ­ხუ­ლო­ბა და აი­ძუ­ლონ, პრო­ექ­ტი და­ტო­ვოს. თუ ბიზ­ნეს­მე­ნი გა­ჯი­უტ­და, და­ი­წყე­ბენ მის და­კი­თხვა-გა­მო­კი­თხვებ­ზე ტა­რე­ბას და თუ „ზე­მო­დან“ მი­თი­თე­ბა მო­ვი­და, შე­საძ­ლოა, და­ა­კა­ვონ კი­დეც. თუ ხა­ზა­რა­ძე დარ­ჩა პა­სი­უ­რი თავ­დაც­ვის იმე­დად, დიდი ალ­ბა­თო­ბით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, წა­ა­გებს.

ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბიზ­ნეს­მე­ნის ეფექ­ტი­ა­ნი კონ­ტრნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ის, რა­საც კუ­ლუ­ა­რებ­ში ბოლო დროს უფრო ინ­ტენ­სი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა.

ბიზ­ნეს­მენს დიდი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის­თვის. თუმ­ცა მისი მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ზი­რი შე­საძ­ლოა, სწო­რედ ანაკ­ლი­ის პორ­ტი გახ­დეს - თუ პირ­და­პირ იტყვის, რომ ხელს უშ­ლი­ან ქვეყ­ნის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, თუ რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ანაკ­ლი­ის პრო­ექტს აშშ-სთვის და და­სავ­ლე­თის სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის - ასე რომ, შე­საძ­ლოა, პო­ლი­ტი­კა­ში მო­სულ ბან­კირს და­სავ­ლე­თი­დაც ჰქონ­დეს მხარ­და­ჭე­რა.

სწო­რი მე­სი­ჯე­ბით ხა­ზა­რა­ძეს შე­უძ­ლია თა­ვის ელექ­ტო­რა­ტად აქ­ცი­ოს ამომ­რჩევ­ლის ის ნა­წი­ლი, რომ­ლის­თვი­საც „ოც­ნე­ბაც“ მი­უ­ღე­ბე­ლია და „ნაც­მოძ­რა­ო­ბაც“. 2020 წლის შე­მოდ­გო­მამ­დე საკ­მა­რი­სი დროა პარ­ტი­ის შექ­მნის­თვი­საც, გუნ­დის შე­მოკ­რე­ბის­თვი­საც და პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე დამ­კვიდ­რე­ბის­თვი­საც. თუმ­ცა...

თუ ხა­ზა­რა­ძემ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა გა­და­წყვი­ტა, ეს სა­გან­გა­შო სიგ­ნა­ლი იქ­ნე­ბა „ოც­ნე­ბის­თვის“ და სა­ვა­რა­უ­დოდ, სრუ­ლი­ად ახა­ლი ძა­ლით ჩა­ირ­თვე­ბა პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა. ვი­ხი­ლავთ და­უს­რუ­ლე­ბელ „სე­რი­ა­ლებს“ - რო­გორ ატყა­ვებ­და ხა­ზა­რა­ძის ბან­კი მო­ქა­ლა­ქე­ებს, ქო­ქო­ლა­ძის საქ­მეს, ბიზ­ნეს­მე­ნის კავ­ში­რებს სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და ა.შ.

ვნა­ხოთ, ალ­ბათ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა, არის თუ არა ამ ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ხა­ზა­რა­ძე.

READ MORE - ემზადება თუ არა მამუკა ხაზარაძე პოლიტიკისთვის და რას ნიშნავს მისი მესიჯები?!

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი - აპრილში მოძმე სირიიდან სტუმრებს ველოდებით

17:06 02.02.2019
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აპრილში სირიის რეჟიმის სამთავრობო დელეგაციის ე.წ. ვიზიტს ელოდება.

ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

„აპრილში ველოდებით სტუმრებს მოძმე სირიიდან. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე განვიხილავთ ერთობლივ ორმხრივ პროექტებს და ასევე ვმუშაობთ სამხრეთ ოსეთის საელჩოს დამასკოში გახსნის საკითხზე“, - განაცხადა ბიბილოვმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 29 მაისს ბაშარ ასადის რეჟიმმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

READ MORE - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი - აპრილში მოძმე სირიიდან სტუმრებს ველოდებით

"ფრიდომ ჰაუსი" - საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება

16:01 21.02.2019
მიუხედავად მიმდინარე სასამართლო რეფორმისა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს შესახებ ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში.

„ასევე პრობლემად რჩება კორუფცია და გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა, რომელიც თან ახლავს სასამართლო პროცესებს. 2018 წლის აგვისტოში ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მიზეზების გამო, თუმცა ბევრი დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ ეს გადადგომა ზეწოლის ქვეშ მოხდა. ახალი საკონსტიტუციო ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიშნებიან და არა პრეზიდენტის მიერ და შემდეგ მათ პარლამენტი ამტკიცებს. დეკემბერში საბჭომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების სია წარადგინა, მაგრამ არასამთავრობოების ჯგუფმა განაცხადა, რომ გამოყენებული იყო გაუმჭვირვალე პროცესი და შელახული რეპუტაციის მქონე მოსამართლეები იყვნენ შერჩეულნი. არასამთავრობოების ჯგუფმა პარლამენტს მოუწოდა კვალიფიკაციის უფრო ძლიერი წესები და გამჭვირვალე პროცედურები მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისთვის, ვიდრე საბჭოს მიერ წარდგენილი რომელიმე კანდიდატის განხილვას შეუდგება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, პრობლემებია საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებების სრულად აღსრულებასთან დაკავშირებით, ასევე ხდება ბრალდებულების უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების დარღვევა და დაკავებისთანავე ადვოკატთან წვდომაზე უარის თქმა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ დაკავების დროს დაკავებულებთან მიმართებაში ფიზიკური ძალის გამოყენებაზე და იმ ფაქტზე, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი სისტემა, რომელიც პოლიციის ქცევას ზედამხედველობას გაუწევს.
READ MORE - "ფრიდომ ჰაუსი" - საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება

ლევან გოგიჩაიშვილი - იურიდიული კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფილიალიზაციის გზას ადგას

15:45 21.02.2019
საერთოდ ვერ გრძნობენ ეს ადამიანები, რომ არიან პარლამენტის წევრები. როგორ შეიძლება აკადრო შენი პარტიის წევრს და მის მაგივრად მიიღო გადაწყვეტილება, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. გოგიჩაიშვილი ანრი ოხანაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მოსამართლეებთან დაკავშირებით 9 დეპუტატის კანონპროექტმა სულ მცირე კონსტიტუციასთან შესაბამისობის ტესტი უნდა გაიაროს.

მისივე თქმით, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის სახელით ისაუბრა და კობახიძის მსგავსად, კოლეგების შეურაცხყოფას ანრი ოხანაშვილი განაგრძობს.

,,რა იცის ახლა ანრი ოხანაშვილმა, რას აპირებს ან ვის დაუჭერს მხარს კაკულია ან ზოიძე? ასე ლაპარაკი როგორ შეიძლება. თუ თვითონ გაქვს გადაწყვეტილება მიღებული, მიაჭირე წითელს ხელი.

ეს საუბრები მათი მხრიდან არის ჩვენი და კოლეგების შეურაცხყოფა. რაც შეეხება კანონპროექტს, კანონპროექტი არის კონსტიტუციური და ტესტს ვერ გადის იურიდიული კომიტეტი. დღეს, სამწუხაროდ, იურიდიული კომიტეტი ადგას იუსტიციის საბჭოს ფილიალიზაციის გზას. პრინციპში ეს ფაქტი გაფორმებულია და ჩემთვის ეს ტრაგედიაა პირდაპირ“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
READ MORE - ლევან გოგიჩაიშვილი - იურიდიული კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფილიალიზაციის გზას ადგას

გია ვოლსკი რომან გოცირიძეს - „ქურდული გარჩევაც“ თქვენს მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც, არაკომპეტენტურობაც და თავს გასულობაც

15:05 21.02.2019
ქურდული გარჩევაც თქვენს მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც, არაკომპეტენტურობაც და თავს გასულობაც, - ამ სიტყვებით უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებას.

ვოლსკის თქმით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით რომან გოცირიძემ მიზანმიმართულად გააკეთა განცხადება, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„ეს არ არის მხოლოდ ემოცია, ეს არის კომპეტენტური ადამიანის არაკომპეტენტური გამოსვლა, იმ განზრახვით, რომ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. JP Morgan-ის ხსენება იმ კონტექსტში, რომ შეეშინდა რაღაც ქურდული გარჩევის, არის არაკომპეტენტური განცხადება. მეორე საკითხი არის ის, რომ სასამართლოდან სარჩელი გამოაქვს, რადგან ზუსტად იცის რაც მოხდა, ხოლო მესამე არის ის, რომ თავად მამუკა ხაზარაძეც არ უარყოფს ამ თემას, ამბობს, რომ არ იცოდა. ფაქტი არის იმდენად ნათელი და თვალსაჩინო, რომ ამაზე კამათი არ შეიძლება. საკითხის ასე შებრუნება თუ შეიძლებოდა, რომ თურმე აქციონერთა საბჭოს შეეშინდა და საქართველოს სასამართლოდან გამოიტანა საჩივარი არა იმიტომ რომ ხედავს, რაღაცა არ არის წესრიგში, არამედ იმიტომ რომ შუშის სასახლეშია საქმე, ძალიან გთხოვთ დაანებეთ ამას თავი. ქურდული გარჩევაც თქვენს მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც, არაკომპეტენტურობაც და თავს გასულობაც. მითუმეტეს, არ შეიძლება ასე ყველაფრის ჩამოკიდება იმაზე, რასაც თქვენი პოლიტიკური ინტერესი ჰქვია. არსებობს სახელმწიფო ინტერესი და ხანდახან ამაზე უფრო მეტად უნდა დაფიქრდეთ“, - მიმართა გია ვოლსკიმ რომან გოცირიძეს.

რომან გოცირიძის განცხადებით, „თიბისი ბანკზე“ სასამართლო შედგა ივანიშვილის შუშის სასახლეში და იმ „ქურდული გარჩევის“ დროს მამუკა ხაზარაძე 100:0 დამარცხდა“.
READ MORE - გია ვოლსკი რომან გოცირიძეს - „ქურდული გარჩევაც“ თქვენს მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც, არაკომპეტენტურობაც და თავს გასულობაც

ზაზა პაპუაშვილი ეკა ბესელიას - არ ვიცი, რა ტერმინია „კონსტიტუციური ტესტი“ და მინდა, განმიმარტონ, რათა ამ ტესტში რამე შეცდომა არ მომივიდეს

14:55 21.02.2019
უმრავლესობის დეპუტატის ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, ის დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე სთხოვა ეკა ბესელიას, დეპუტატებისთვის ტერმინ „კონსტიტუციური ტესტის“ მნიშვნელობა აეხსნა.

„მე ამ კანონპროექტს ხმას ვაძლევ, ისევე როგორც ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მე ვფიქრობ, დაინტერესებულია ამ საკითხით. ხშირად ისმის კოლეგების მხრიდან ტერმინი „კონსტიტუციური ტესტი“. მე არ ვიცი, ეს რა ტერმინია და მინდა, განმიმარტონ, რათა ამ ტესტში რამე შეცდომა არ მომივიდეს. და კიდევ, ბოლოს და ბოლოს, სულ ორი სიტყვით მითხარით, რა არის ამ კანონში ისეთი, რაც შეაფერხებს, დაანგრევს რაღაც პროცედურას, შეაფერხებს სასამართლოს მუშაობას და წარღვნას მოუმზადებს მთელ ამ სისტემას. თუ ასეთ რაღაცას ამზადებთ, მე არ მოგცემთ ხმას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილ ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.
READ MORE - ზაზა პაპუაშვილი ეკა ბესელიას - არ ვიცი, რა ტერმინია „კონსტიტუციური ტესტი“ და მინდა, განმიმარტონ, რათა ამ ტესტში რამე შეცდომა არ მომივიდეს

ბადრი ჯაფარიძე - არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ ჩვენი სიმართლის მტკიცებას

14:01 21.02.2019
მე არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ ჩვენი სიმართლის მტკიცებას და მივიღებ მონაწილეობას პარლამენტის მიერ დანიშნულ განხილვებში 26 თებერვალს, - ამის შესახებ ნათქვამია „თიბისის“ თანადამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას "ღია ბოქლომი" უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა განვაცხადო, რომ თავიდანვე არასამართლიანად და დაუსაბუთებლად მიმაჩნდა ეროვნული ბანკის მიერ 2007- 2008 წლის ტრანზაქციების 11 წლის შემდეგ წამოწევა და მათთვის ინტერესთა კონფლიქტის დარღვევის და დაკავშირებული მხარის კვალიფიკაციის მიცემა. ასევე, სრულიად მიუღებელია ჩემთვის იგივე ტრანზაქციებზე ფულის გათეთრების მუხლით საქმის აღძვრა, იმ დროს როცა მსგავსი ეჭვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ის რაც გრძელდება ბოლო 6 თვის განმავლობაში არის უაღრესად დამაზიანებელი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ.

„თიბისი ბანკი“ არის ბრწყინვალე მაგალითი თუ როგორ შეიძლება ნულიდან შექმნილი ქართული კომპანია გახადო მსოფლიოს წამყვანი საფონდო ბირჟის პრემიარული სეგმენტის და ინდექსის ნაწილი. ეს არ არის მხოლოდ ბანკის დამფუძნებლების, თანამშრომლების არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება. მე ძალიან მეამაყება მამუკასთან ერთად ყველა ბიზნეს წამოწყებაში მონაწილეობის მიღება. მიმაჩნია, რომ ბანკის გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან ერთობლივი განცხადების გაკეთების შესახებ იყო აუცილებელი ნაბიჯი იმისათვის, რომ უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორთა უზარმაზარ ჯგუფისთვის, ბანკის 2 მილიონ მომხმარებელზე მეტისთვის და ჩვენი ერთგული პარტნიორებისთვის გვეთქვა, რომ ბანკსა და მის რეგულატორს შორის კონფრონტაცია შეწყდა და ამით ბანკი უბრუნდება თავის ჩვეულ ტემპს და გააგრძელებს განვითარების ამბიციური გეგმების განხორციელებას. ამასთან, მე, როგორც ბადრი ჯაფარიძე, არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ ჩვენი სიმართლის მტკიცებას და მივიღებ მონაწილეობას პარლამენტის მიერ დანიშნულ განხილვებში 26 თებერვალს.

რაც შეეხება ჩემს მომავალს ბანკში - მე პატივს ვცემ ბანკის გადაწყვეტილებას და მის შესაბამისად ვიმოქმედებ.

მიუხედავად დაგემილი რესტრუქტურიზაციისა, „თიბისის“ გუნდი რჩება უაღრესად კვალიფიციური და პატრიოტი ადამიანების ურყევ ერთობად. შეუცვლელ ფაქტად რჩება ის, რომ „თიბისი“ დაფუძნებულია მამუკა ხაზარაძის, ჩემი და ჩვენი სხვა პარტნიორების მიერ. ჩვენს შექმნილ წარმატებას არაფერი ემუქრება და „თიბისი“ განაგრძობს მისი ფასეულობებისა და გრძელვადიანი გეგმების მიხედვით წარმატებულ სვლას“, - ნათქვამია განცხადებაში.
READ MORE - ბადრი ჯაფარიძე - არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ ჩვენი სიმართლის მტკიცებას

ჭყონდიდელ მიტროპოლიტს მრევლი ღიად უპირისპირდება (ვიდეო)

18:01 02.02.2019
ჭყონდიდელ მიტროპოლიტს მრევლი უკვე ღიად უპირისპირდება. კონფლიქტის ერთ-ერთი საგანი, სოფელ სალხინოში ბიზნესმენ კეკუტიას მიერ აშენებული ტაძარია, რომლის კურთხევაც მეუფე პეტრემ თავიდან არ ისურვა, თუმცა 14 იანვარს მღვდელმსახურებთან ერთად მივიდა და განაცხადა, რომ ტაძარი 17 იანვარს ეკურთხებოდა.

 შელაპარაკება მრევლსა და სასულიერო პირებს შორის, სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა. კამათში სოფლის გამგებელიც ჩაერთო და საქმე იქამდე მივიდა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი შეკრებილ მოსახლეობას უზიარებლობით დაემუქრა. ადგილობრივებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ტაძრის კურთხევის უფლება მეუფე პეტრეს არ მისცენ, ამის მიზეზი კი წმინდა სინოდის წევრის მიერ, პატრიარქის მიმართ გამოთქმული კრიტიკა და განცხადებებია. იმის გამო რომ თემა მგრძნობიარეა, სალხინოში დაპირისპირების დეტალებზე ღიად არ საუბრობენ. თუმცა ობიექტივის გადამღებმა ჯგუფმა სოფლის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობასთან გასაუბრება მაინც მოახერხა.

სოფლის გამგებელი, კონფლიქტის დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა გვეუბნება რომ ვითარება მეუფე პეტრეს ბოლოდროინდელმა განცხადებებმა კიდევ უფრო გაამწვავა. გია ჯეჯელავა იმ სასულიერო პირებზე სუაბრობს, რომლებსაც ეპარქიის დატოვება იძულებით, სწორედ მეუფე პეტრეს ძალისხმევით მოუხდათ.

მას შემდეგ, რაც სატელეფონო ზარებს არავინ უპასუხა, ვითარების გასარკვევად, მეუფე პეტრეს რეზიდენციაში ვესტუმრეთ. ჭყონდიდელ მიტროპოლიტს არც აგრესია დაუმალავს და უკმაყოფილო მარტვილელებთან ერთად, ეკლესიის მტრობაში, ობიექტივიც დაადანაშაულა.

მეუფე ბრალდებებს ბრალდებითვე პასუხობს და შექმნილ ვითარებაში სალხინოს გამგებელსა და ბიზნესმენს ადანაშაულებს, თუმცა მიტროპოლიტის მიმართ კრიტიკულ განწყობას სოფლის სხვა მაცხოვრებლებიც არ მალავენ. გურამ თოდუა ერთ-ერთია იმ პირთა შორის, ვისაც სალხინოში, მიწის ნაკვეთის ყიდვაზე უარი მხოლოდ იმიტომ უთხრეს, რომ მეუფე პეტრეს გვერდი ვერ აუარეს. თოდუა ირწმუნება, რომ სალხინოში მეუფე პეტრეს გარეშე არაფერი წყდება და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მთელს სოფელსაა დაპატრონებული.

მეუფის მიმართ გულისწყრომას გამოხატავენ სოფელ დიდ ჭყონშიც. წმინდა სინოდის წევრის ქმედებებს შორის ყველაზე მეტად, პატრიარქის მიმართ გამოთქმული კრიტიკურლი მოსაზრებები აწუხებთ. ამასთან ერთად, პედაგოგი სოსო ბეჭვაია, მეუფის მიერ გაგდებულ თანასოფლელებზეც საუბრობს.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის თამამი გამოსვლები ქალაქის მაცხოვრებლებისთვისაც მოულოდნელი და შემაშფოთებელი აღმოჩნდა. მეუფეს პოლიტიკურ განცხადებებსაც უხსენებენ და არც იმის თქმას ერიდებიან, რომ ეპარქიის წინამძღვარი უნდა შეიცვალოს:

დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია აქვს მარტვილის მერსაც. ალექსანდრე გრიგალავა შექმნილის ვითარების გამო წუხს და იმედოვნებს, რომ სასულიერო პირსა და მოსახლეობას შორის წარმოქმნილ კონფლიქტს, პატრიარქი თავის სიბრძნით დაარეგულირებს.

ნაწილი1



ნაწილი 2

READ MORE - ჭყონდიდელ მიტროპოლიტს მრევლი ღიად უპირისპირდება (ვიდეო)

მიმართვა პატრიარქს და წმინდა სინოდს

წყარო ირმა ინაშვილი
13:51 28.101.2019
დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს მიმართავენ:
თქვენო უწმინდესობავ,
ყოვლადსამღვდელო მეუფენო,

ნება გვიბოძეთ, დაგიდასტუროთ ჩვენი ქრისტესმიერი სიყვარული და ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს წერილი, ერთი მხრივ, კეთილგანწყობისა და პატივისცემის გამოხატვაა, მეორე მხრივ კი, - ჩვენი გულისტკივილისა და შეშფოთების გაზიარება.

არ დაგიმალავთ, რომ ჩვენ ძალზედ გვაწუხებს და, მეტიც, გვაშინებს საუკუნოვანი ფასეულობების გადაფასების გლობალური პროცესი. ბუნებრივია, ჩვენ გვსურს, რომ ახალგაზრდა თაობა განმსჭვალული იყოს რწმენით, სიყვარულით, კაცთმოყვარეობითა და თავშეკავებით, რათა პირველადი იყოს სულიერება. ასევე ცხადია, ჩვენ საერთოდ არ გვინდა, რომ ახალგაზრდა თაობა ფიქრობდეს მარიხუანასა და კოკაინზე. ვფიქრობთ, ჩვენ ერთად უნდა აღვუდგეთ წინ ფართოდ გავრცელებულ თვითმოტყუებას, თითქოსდა ღმერთი არ გვჭირდება, თითქოს ახალი მორალი გვჭირდება.

ამ ვითარებაში ჩვენ ასევე განსაკუთრებით გვაღელვებს ის საფრთხეები, რომლებიც ემუქრება მართლმადიდებლობის ერთობას მსოფლიოში, გვაშფოთებს ის საფრთხეები, რომლებიც ემუქრება ჩვენი დედა ეკლესიის ერთსულოვნებას, ავტორიტეტს და პოლიტიკურ გამიჯნულობას და, ბუნებრივია, გვადარდებს სოხუმისა და ცხინვალის სამღვდელოებისა და მრევლის მომავალი. ამასთან, არსებული რეალობა ყველა დასახელებულ პრობლემურ საკითხს წარმოგვიჩენს არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჭრილშიც. ამიტომაც, თავს მოვალედ ვთვლით, ამ წერილით მოგმართოთ.

ჩვენ გაოგნებული დავრჩით 2016 წელს მსოფლიო პატრიარქის მიერ კუნძულ კრეტაზე მოწვეული კრების გადაწყვეტილებებით, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის პავლე მოციქულის ეპისტოლეთა სულისკვეთებასთან და მე-6 მსოფლიო კრების დადგენილებებთან. კრეტის კრებამ უდავოდ გააჩინა ბზარი მართლმადიდებელთა შორის. სამწუხაროდ, ეს ბზარი მწვავე განხეთქილებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო პატრიარქმა უკრაინას გადასცა განჩინება ავტოკეფალიის შესახებ. ვფიქრობთ, ყველასთვის ნათელია, რომ ეს განჩინება პირობას უქმნის უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პატრიარქის მიერ აღიარებულ ეკლესიას ავტოკეფალური ეწოდება, დღეს ამ ეკლესიას ნაკლები უფლებები აქვს, ვიდრე უკრაინის თვითმმართველ მართლმადიდებელ ეკლესიას რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში. ამასთან, მომავალშიც, თუკი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის უფლებები გაიზრდება, მსოფლიო პატრიარქის განჩინებიდან გამომდინარე, ორივე ეკლესია დაახლოებით ერთნაირ მდგომარეობაში აღმოჩნდება. სინამდვილე კი ისაა, რომ მსოფლიო პატრიარქი უკრაინაში თავისი გავლენის ქვეშ მყოფ ეკლესიას აფუძნებს, ქმნის მონასტრებს თავის დაქვემდებარებაში და ასევე თავის დაქვემდებარებაში გადაჰყავს უკრაინელი მრევლი ამერიკაში, კანადასა თუ სხვა ქვეყნებში. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა, ფაქტობრივად, უფსკრული გააჩინა მართლმადიდებლობის წიაღში.

თავს უფლებას მივცემთ გაცნობოთ, რომ ზუსტად ამგვარ სქემაზე საუბრობს სოხუმი თითქმის 20 წელია. მეტიც, გვიჩნდება განცდა, რომ მსოფლიო პატრიარქმა სოხუმის მიერ შემუშავებულ სქემას ხორცი უკრაინაში შეასხა. ცხადია, თქვენ იცით, რომ სერბი სამღვდელოება ღიად საუბრობს ამ სქემის განმეორების საფრთხეზე მაკედონიასა და ჩერნოგორიაში; ანტიოქიის ეკლესიასაც აშინებს ამავე სქემის განმეორება ლიბანში. სოხუმი კი ამ სქემის ხორცშესხმის მოლოდინშია.

ალბათ, ზემოაღწერილით აიხსნება ის ფაქტი, რომ მსოფლიოში დღეს მოქმედი ცამეტი ავტოკეფალური ეკლესიიდან ხუთმა ერთმნიშვნელოვნად დაგმო მსოფლიო პატრიარქის მოქმედება, კიდევ ექვსი, ფაქტობრივად, უარყოფითად შეხვდა და ამ თერთმეტიდან ცხრამ ღიად იქადაგა განხეთქილებაზე მართლმადიდებლობის წიაღში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალზედ გულნატკენნი ვართ რუსეთის სახელმწიფო და საეკლესიო პოლიტიკით სოხუმსა და ცხინვალში, მოწიწებითა და თავმდაბლობით გთავაზობთ,- რუსეთს უკრაინაში ვუპასუხოთ საპირისპირო ქმედებით, ვუპასუხოთ კანონიკური, სამართლიანი და ჭეშმარიტად მართლმადიდებლური პოზიციით, ანუ ცალსახად უარყოფითად შევაფასოთ მსოფლიო პატრიარქის ქმედებანი უკრაინაშიც და 2016 წლის კრეტის კრებაზეც. ჩვენი აზრით, ეს მართებული იქნება რელიგიური თვალსაზრისით და, ამავდროულად, პოლიტიკური და საზოგადოებრივი თვალსაზრისით სიკეთის მომტანიც იქნება საქართველოს სახელმწიფოსთვის.

უდიდესი გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების უკლებლივ ყველა წევრი, განურჩევლად ასაკისა თუ პროფესიისა, ღიად საუბრობს მწვავე დაპირისპირებაზე დედა ეკლესიის წიაღში და, ბუნებრივია, ჩვენც ვერ ავუვლით გვერდს ამ თემას.

ცხადია, თქვენ შეამჩნიეთ, ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში რაოდენ ხშირად იმეორებენ პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ ეპისკოპოსი უნდა იყოს გონიერი, განმსწავლელი, არა ჩხუბისთავი, წყნარი და თვინიერი. ჩვენ აქ პავლე მოციქულის სხვა სიტყვებსაც დავიმოწმებდით - „სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება.“ წუხილით უნდა აღვნიშნოთ, რომ პეტრე ცაავას ნამდვილად ვერ აღვიქვამთ მეუფედ, რადგან იგი ნამდვილად არ წარმოადგენს სიყვარულის, დიდსულოვნებისა თუ თვინიერების მაგალითს. მისი აშკარა და დაუმალავი უპატივცემულობა პატრიარქისა თუ წმინდა სინოდის მიმართ, მისი გამომწვევი და ცილისმწამებლური განცხადებები აზიანებს და სახელს უტეხს დედა ეკლესიას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: მრევლის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ პეტრე ცაავა ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი აღარ უნდა იყოს.

თავს ვალდებულად ვგრძნობთ, გაგიზიაროთ ჩვენი განცდა, რომ არა მხოლოდ პეტრე ცაავას, არამედ მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილს) და მეუფე საბასაც (ინწკირველს) ალბათ დაავიწყდათ, რომ ეკლესია NGO არ არის და აზრთა სხვადასხვაობა სინოდის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. გასაოცარია, რომ დღეს ზოგიერთი მეუფე, ფაქტობრივად, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, საგარეო სტრატეგიასა და გეოპოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს, მაშინ, როცა სააკაშვილ-ბოკერიას დამნაშავე რეჟიმის პირობებში, ადამიანების ფიზიკური განადგურებისა და წამების დროს, უამრავი მეუფე დუმდა და ამ დუმილს ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამიჯნულობით ხსნიდა.

მრევლისთვის გამაოგნებელი და გაუგებარია არაერთი მეუფის უკმაყოფილება მიტროპოლიტ შიოს (მუჯირის) საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეობის გამო, ზოგიერთს კი საკუთარი თავი მიაჩნია უფრო ღირსეულად. შეშფოთებული მრევლიც დღეს უკვე ღიად კითხულობს - სად არის აქ თავმდაბლობა, სიმშვიდე და მორჩილება?!

ბუნებრივია, ამ წერილით ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვსურს ვითარების გამძაფრება, ჩვენ გულწრფელად გვიყვარს პატრიარქი, თავს მის სულიერ შვილებად მივიჩნევთ და, ცხადია, სინოდის წევრების უმრავლესობას უაღრესად ვაფასებთ და დიდ პატივს ვცემთ.

ჩვენ, უბრალოდ, არ გვინდა, რომ ეკლესიაში არსებული დაძაბულობა გადაიზარდოს დიდ განხეთქილებასა და მძაფრ დაპირისპირებაში, და, მით უფრო, არაფრით არ გვსურს, რომ ხალხი მოწყდეს დედა ეკლესიას.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და ღრმა პატივისცემით,

დავით თარხან-მოურავი
ირმა ინაშვილი
თბილისი, 2019 წლის 27 იანვარი.
READ MORE - მიმართვა პატრიარქს და წმინდა სინოდს

პაატა ზაქარეიშვილი დადებითად აფასებს "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთში ვიზიტებს

ავტორი მარი ჯომარჯიძე
წყარო მაცაცო გახოკიძის "დღის სტუდია", "ობიექტივი"
18:33 24.12.2018
"ოპოზიციის წარმომადგენლებს უფრო მეტი რესურსი გააჩნიათ ესაუბრონ რუსეთს" - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრმი პაატა ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ იქ სადაც, ხელისუფლება პროცესებს ვერ აგვარებს, შეიძლება ეს, "პატრიოტთა ალიანსმა" გააკეთოს.

"ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი საშუალებით ეკონტაქტო შენს ხალხს და კონფლიქტის მხარეს აუცილებელია. იქ სადაც, ხელისუფლება ვერ მიდის და პროცესებს ვერ აგვარებს, ამას აკეთებს ოპოზიცია. მათ შორის ეს, "პატრიოტთა ალიანსმა" შეიძლება გააკეთოს. მაგრამ რუსეთი კარგად მომზადებული ვერაგი სახელმწიფოა, რომელიც ამ საუბარს გამოიყენებს პიარისათვის. თუმცა, ვერავის გავამტყუნებ თუ ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ რუსეთთან, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღსადგენად. ამ ფონზე მე მივესალმები ნებისმიერ აქტივობას",- აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი.
READ MORE - პაატა ზაქარეიშვილი დადებითად აფასებს "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთში ვიზიტებს

არეულობის თავიდან აცილება "პატრიოტთა ალიანის" დამსახურებაა - ლადო პაპავა

მოამზადა მარი ჯომარჯიძემ
24.12.2018
"არჩევნების მეორე ტურის მშვიდობიანად წარმართვა "პატრიოტთა ალიანსის" დამსახურებაა" -ეს განცხადება თსუ-ს პროფესორმა, ლადო პაპავამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპავა აღნიშნავს, ხალხმა მხარი დაუჭირა "პატრიოტთა ალიანსს", რომ ხელისუფლებაში ბოროტება არ დაბრუნებულიყო.

"პატრიოტთა ალიანსმა" თბილისში გამართულ აქციაზე დიდი რაოდენობით მხარდამჭერები ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გამოიყვანა. ხალხმა მათ მხარი დაუჭირა იმაში, რომ ხელისუფლებაში ბოროტება არ დაბრუნებულიყო.

ის, რომ არჩევნების მეორე ტური მშვიდობიანად წარიმართა და „ნაციონალებმა" ვერ შეძლეს ქვეყანაში არეულობის ორგანიზება, ეს „პატრიოტთა ალიანსის“ დამსახურებაა“ - განაცხადა ლადო პაპავამ.


READ MORE - არეულობის თავიდან აცილება "პატრიოტთა ალიანის" დამსახურებაა - ლადო პაპავა

ვაჟა ოთარაშვილი: "დავით კირკიტაძის დასაცავი განცხადება არ გამიკეთებია"

ავტორი მარი ჯომარჯიძე
20.12.2018
დღეს, „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვაჟა ოთარაშვილმა, დავით კირკიტაძის დასაცავი განცხადება გააკეთა.

ვაჟა ოთარაშვილი "რუსთავი 2"-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

"ეს არის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი არიხის, "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული სიცრუე. პირიქით, "ობიექტივის" ეთერში მე ავღნიშნე, რომ ყველა დამნაშავე, რომელიც თელავში გამართულ აქციაზე იქცეოდა კანონის საწინააღმდეგოდ , რომლის ქმედებაშიც იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, აუცილებლად უნდა დასჯილიყო" - აცხადებს ვაჟა ოთარაშვილი.
READ MORE - ვაჟა ოთარაშვილი: "დავით კირკიტაძის დასაცავი განცხადება არ გამიკეთებია"

"სამოქალაქო ომი რომ არ მოხდეს ამის პრევენციაა - მივიღოთ რეზოლუცია" - ირმა ინაშვილი

15:30 17.12.2018
16 დეკემბერს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "იმედი live"-ს წამყვანებთან ერთად მიმდინარე აქტუალურ თემებზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა.

- დღეს, ჩვენ ვერ დაგინახეთ ინაუგურაციაზე, არ იყავით მიწვეული?
- ინაუგურაციაზე  მიწვეული ნამდვილად ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ ბათუმიდან ჩამოსვლა ვერ მოვასწარი თბილისში.

- თქვენ გაქვთ მრავალრიცხოვანი აქციების ორგანიზების ძალიან კარგი გამოცდილება, იცით ეს საქმე და თუ შეგიძლიათ რაიმე ვერსია მითხრათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები რატომ არ გამოდიან აქციებზე მონაწილეობის მისაღებად?
- „ნაციონალური მოძრაობის“ ეს 700 000 ამომრჩეველი ფიზიკურად არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ჟგუფს რეალურად ჰყავს 200 - 220 000 ამომრჩეველი. ის რაც დაიწერა ეს არის შედეგი „ქართული ოცნების“ შიგნით ჩანერგილი ნაცმოძრაობის რევანშისტების მიზანმიმართული ქმედების. ესენი არიან ცენტრალურ საარჩევნო სისტემაშიც, ეს ხალხი არის სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებშიც. ჩვენ დავამტკიცებთ ამას დაახლოებით თვენახევრის ფარგლებში, რომ გაბერილია ეს მონაცემი. კონკტერული მექანიზმი გვაქვს შემუშავებული, როგორ შეიძლება ამის დამტკიცება. თქვენ ამ პროცესში ეძებთ ლოგიკას, მაგრამ ეს ლოგიკა არ არსებობს. დღეს ბათუმში გამოვიდა დაახლოებით ორმოცდაათამდე ადამიანი და გააპროტესტა ეს ინაუგურაცია. ქუთაისში იყო 25 ადამიანი. ორასამდე კაცი იყო თელავში. ლოგიკურ შეკითხვას ვსვამ - თელავში თუ გყავს 16 000-ზე მეტი ამომრჩეველი, თბილისიდან ძალების მობილიზება იქნებოდა საჭირო? - პირდაპირ თელავში მოვახდენდი მობილიზებას და 7000 კაცი იდგებოდა ერეკლეს მოედნზე. მაგრამ მათ ფიზიკურად არ ჰყავთ ამდენი ხალხი და ამას ჩვენ დავამტკიცებთ.

მინდა ყურადღება გავამახვილო პოლიციასთან მიმართებაში როგორი აგდებული დამოკიდებულება იკვეთება. ყველაფრის უფლებას აძლევენ თავიანთ თავს. ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. მე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო პოლიციის, პატრულის თანამშრომლებს, რადგან სხვადასხვა აქციების დროს მათთან მაქვს უშუალო შეხება და ვიცი, რომ ეს ადამიანები ასრულებენ საკუთარ ვალდებულებას - საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ. მათ არაერთი აქციის დროს ბრწყინვალედ შეასრულეს ეს მოვალეობა. როდესაც 25 ნოემბერს 100 000-ზე მეტი ადამიანი ჩვენს აქციაზე გამოვიდა, საპატრულო პოლიციის ღირსეული მუშაობისთვის მე ოფიციალური მადლიერების გამომხატველი წერილი მივწერე საპატრულო პოლიციის უფროსს. თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, უნდა აღვძრათ საქმე რომ დაისაჯონ დამნაშავეები.

შინაგან საქმეთა მინისტრის საყურადღებოდ ვაკეთებ ამ განცხადებას: არსებობს კადრები, უნდა გაანალიზდეს ეს მასალა, უნდა დაიკითხონ მოწმეები, უნდა შეგროვდეს მტკიცებულებები და დაისაჯონ დამნაშავეები. ცდილობენ შეგვაგუონ იმას (თუმცა მე არ შევეგუე და იმიტომაც მოხდა პარლამენტში ის რაც მოხდა), რომ ეს დაპირისპირება, აგრესია ხდება, მაგრამ უნდა ავიტანოთ. რადგან პარლამენტშიც სხედან ესენი, მერე რა რომ დანაშაული აქვთ ჩადენილი, რაღაც პოლიტიკურ დიალოგზე გველაპარაკება ბატონი ბოკერია და იმ დღესაც გაკეთდა განცხადება, რომ რადიკალურად დაპირისპირებული პირები მაინც უნდა ელაპარაკებოდეთ ერთმანეთსო. მე მინდა ვუთხრა ბოკერიას, კი ბატონო, მზად ვარ პოლიტიკური დიალოგისთვის, მაგრამ ბატონი ბოკერიაც, ბატონი სააკაშვილიც უნდა წაბრძანდეთ ციხეში; 30 წლით ჩასხდეთ საკანში და კვირაში ერთხელ ხომ აქვს უფლება პატიმარს ელაპარაკოს ოჯახს, მე დაგირეკავთ, პირობას გაძლევთ და ვისაუბროთ პოლიტიკურ თემებზე. ასეთი დიალოგისთვის მე მზად ვარ. დამნაშავეები რომ არ დაისაჯნენ, თავიდანვე თავს რომ მოგვახვიეს კოჰაბიტაცია და ამისი შედეგი რომ არის დღეს ეს აგრესია, რაც ქართველმა ხალხმა ადეკვატურ პასუხად დაუბრუნა არჩევნების პირველ ტურში, ეს უნდა დამთავრდეს. მაშინ როდესაც, პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენჯერმე გამოიყენა ეს ტერმინი „კრიმინალური პოლიტიკური ჯგუფი“. ბატონი ბიძინა ივანიშვილი მის ინტერვიუში რამდენიმეჯერ ახსენებს ნაცმოძრაობას როგორც დესტრუქციულ ძალას. თუ კრიმინალებთან გვაქვს საქმე უნდა მოხდეს გამოძიება. ეს საქმეები დევს პროკურატურაში, საჭიროა მათი დაძვრა, რომ სამუდამოდ დასრულდეს კოჰაბიტაცია.

- საქმეები რომელიც დევს პროკურატურაში და არის აღძრული ეს ყოველთვის იდება კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. ეს არის სამართლებრივი პროცესი, რომელის წარმოებაც ცალსახად არის პროკურატურის და ხელისუფლების პრეროგატივა. გარდა ამისა არსებობს პოლიტიკური შეფასების ნაწილი, თქვენ ამ მხრივ სასაყვედურო არ გაქვთ არაფერი, რადგან ინიციატივა გამოიჩინეთ, მოამზადეთ რეზოლუციის ტექსტი და აპირებთ, რომ პარლამენტის ფარგლებში სამართლებრივი შეფასება მისცეთ იმ რეჟიმის საქმინობას. ამავე დროს მთავარი ფიგურანტი ვისთანაც თქვენ ხშირად გაქვთ კონფლიქტი და დღეს კადრებში ვიხილეთ, სარგებლობს დეპუტატის იმუნიტეტით და მას ნაკლებად ემუქრება სასჯელი. როგორ ფიქრობთ თქვენ, რა ბედი ელის ამ რეზოლუციას და სად ხედავთ დღევანდელი პრეზიდენტის როლს. როგორ განიხილავთ მას თქვენს მოკავშირედ, რომლის არჩევაშიც  დიდი როლი მიგიძღვით?
- დღეს მნიშვნელოვანი დღეა. საქართველომ აირჩია ქალი პრეზიდენტი. ეს თავისთავად ძალიან კარგია. მე არ ვიცი, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი, ამის წინასწარ პროგნოზირება არ შემიძლია, მაგრამ ის, რომ მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, ეს უნდა აღინიშნოს. სალომე ზურაბიშვილი უკვე პასუხისმგებელია ქართველი ხალხის წინაშე. ქართველმა ხალხმა აღუთქვა მას თანადგომა და დახმარება. ქართველი ხალხის დახმარების გამო გახდა ის პრეზიდენტი მეორე ტურში. ამიტომ კიდევ ერთხელ მე ვუხდი მადლობას ქართველ ხალხს, როგორც მისი მხარდამჭერი ამ მეორე ტურის პროცესში. თორემ მე არ ვიყავი ქალბატონი სალომეს პერსონალური მხარდამჭერი პირველ ტურში. რაღაც მესიჯები გაისმა და ეს ყოველივე განხორციელებული უნდა ვნახოთ რეალურ ცხოვრებაში.

რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. რეზოლუცია ითვალისწინებს სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების მიცემას სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობისთვის. ზუსტად ის დროა ეხლა და პოლიტიკური ნიადაგი არის ძალიან ნოყიერი და სამართლებრივიც, რომ საქართველოს პარლამენტმა გამოვიტანოთ კენჭისყრაზე ეს რეზოლუცია და შევაფასოთ. ამ რეზოლუციას თან მოსდევს ორი მნიშვნელოვანი პუნქტი. პირველი - შეფასდეს, რომ ეს იყო დანაშაულებრივი რეჟიმი, მეორე დაიწყოს საქმეების გამოძიება და პარლამენტმა გამოძიების პროცესს გაიწიოს ზედამხედველობა. ბევრი ფიქრობს დაუჭერს თუ არა „ქართული ოცნება“ ამ რეზოლუციას მხარს? ამიტომ მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პარლამენტის თავმჯდომარეს და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მხარი დაუჭირონ ჩვენს რეზოლუციას! არ არის ეს ჩემი თვითმიზანი. ჩვენ თუ არ შევაფასეთ ეს მმართველობა, არ დავსაჯეთ დამნაშავეები, დააკვირდით რა პროცესი მიდის პარლამენტში, ეს არის აგრესიის კულმინაცია თავისი თეატრალიზებული ელემენტებით. ეს ყოველივე პოლიტიკური სპექტაკლია. 2800 კაცი ხან ფილარმონიაში იკრიბება, ხან პარლამენტის წინ, ეხლა ეს ხალხიც დაიქსაქსა ამდენიც აღარ არის და დადის 200-250 კაცი. თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი 200 და 2000 კაცის მხარდაჭერაც არ აქვთ ამ პროცესში გამოდის, რომ ეს არის სრულიად დისკრედიტებული პოლიტიკური ჯგუფი, რომელთა ლიდერების საქმიანობაც უნდა იყოს გამოძიებული. რათქმაუნდა ნაცმოძრაობის რიგით წევრს მე არ ვერჩი და მათ დასჯას არ ვითხოვთ ჩვენ; ჩვენ ვითხოვთ იმ მაღალჩინოსნების დასჯას, რომელთაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ ვიქნებით მუდმივად ამ რეჟიმში. მე მინდა გულახდილად გითხრათ, ძალიან ძნელია იჯდე ამ პარლამენტში და აიტანო იქ არსებული სიტუაცია. ჩვენ ხომ არ ვართ ბერები და მონაზვნები, ძალიან კარგი იქნებოდა რომ ვყოფილიყავი, მაგრამ მე ეს არ შემიძლია. მათაც კი გაუჭირდებოდათ მოითმინონ ის განურჩევლობა და უსინდისობა, რაც დღეს სუფევს საქართველოს პარლამენტში. დღეს ეს კრიმინალები, რომლებმაც ქუჩაში დახვრიტეს 140 ახალგაზრდა, რომლებმაც ჩვენი მიწები ჩააბარეს ეს ხალხი გვეუბნება, რომ კრიმინალები ვართ ჩვენ. სწორედ ამან გამოიწვია იმ დღეს, პარლამენტში, ჩემი აღშფოთება. ჩვენ დეპუტატებს ფიცი გვაქვს დადებული ღვთისა და ერის წინაშე, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენი ერის ინტერესებს, დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და თავისუფლებას. და მე, როგორც დეპუტი გავჩუმდე და ხმა არ ამოვიღო? - ქართველ ხალხს კრიმინალებს გვეძახიან თავად კრიმინალები. ამიტომ ჩვენ უნდა დავიწყოთ კოაბიტაციის სამუდამო დასრულება, ჩვენ უნდა დავსაჯოთ დამნაშავეები. ყველაფერი რაც მოხდა იყო ანტიდემოკრატიული პროცესი. ამ განურჩევლობამ დაბადა ეს ყველაგან გამოხატული აგრესია. ამ ყველაფერს ფარული სამოქალაქო ომის ნიშნები აქვს და არ ვიცით როდის სად რა გასკდება. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული ფასეულობები და წინ უნდა ვიაროთ.

ნინო ლომჯარიას განცხადება იყო ძალიან ცალმხრივი, მიკერძოებული, ის მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებს იცავდა. უნდა გამოვიყვანოთ „ქართული ოცნების“ დეპუტატები და მოვთხოვოთ პასუხი  ქალბატონი ლომჯარიას არჩევის გამო. საქრთველოს პატრიოტებს გვყავდა ძალიან კარგი კანდიდატურა გორგი ფოფხაძის სახით და მაშინ ჩვენ არ დაგვიჭირეს მხარი. დღეს ხელში შერჩათ ქალბატონი ლომჯარია, რომლის განცხადებაც იყო ძალიან საგულისხმო, რომ პოლიციელი მისი დაცვის ობიექტი თურმე არ არის. ჩვენ გვინდა ობიექტური, სამართლიანი სახალხო დამცველი და მე მისი იმპიჩმენტის პროცესს მხარს დავუჭერ თუ ეს პროცესი დაიწყება საქართველოს პარლამენტში. ქართული ოცნების იმ პარატა ფრთამ, რომელიც ძალიან ეკეკლუცება „ნაციონალური მოძრაობას“ სწორედ მათი მხარდაჭერით გახდა ლომჯარია სახალხო დამცველი, თორემ ვერასოდეს დაიკავებდა იგი ამ პოსტს. თუ აკვირდებით, არასდროს მიხსენებია ქალბატონი სალომე სამადაშვილი, ქალბატონი თინა ბოკუჩავა, რომლებიც პარლამენტში წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას“, არიან დეპუტატები. არასდროს მათთან მიმართებაში არ გამიკეთებია შეფასება „კრიმინალი“ და არ მომითხოვია პასუხი. მე ვსაუბრობ კონკრეტულ ადამიანებზე, ბოკერია-სააკაშვილზე.

აკვირდებით რა პროცესები ვითარდება ბოლო 6 წლის მანძილზე? - სააკაშვილსა თუ ადეიშვილზე ინტეპროლის ძებნა მოიხსნა. მე კითხვები პროკურატურასთანაც მაქვს. როგორ მოხდა, რომ მეგის ქარდავა, რომელიც უამრავ დანაშაულშია მხილებული და ბრალი აქვს წაყენებული, უკრაინაში შინაპატიმრობაშია და ის, რომ ქართულმა სასამართალომ გაასამართლოს იგი ეს პროცესი ვერ შედგა. გამოძიებასაც და მართლმსაჯულებასაც საზღვარი აქვს და ვადებიც. როდესაც თქვენ საუბრობთ ეროვნულ თანხმობაზე სალომე ზურაბიშვილი და ჩვენ ვიყავით ოპონენტები პარლამენტში. ქალბატონ სალომეს მხარი არ დაუჭერია გიორგი ფოფხაძის კანდიდატურისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად მისი ლეგიტიმაცია ხომ ვაღიარეთ?! მას ხომ დავუჭირეთ მხარი?! სალომე ზურაბიშვილი კიდევ მეტ ხმას მიიღებდა, რომ არა „ქართული ოცნების“ შიგნით არსებული გარკვეული ჯგუფის ხელშეშლა, რომელიც ნაცმოძრაობასთან ერთად ახორციელებს რევანშისტულ პოლიტიკას, სხვადასხვა მიმართულებებში: არჩევნები იქნება თუ ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაცია.

თქვენ გგონიათ ეს შემთხვევით ხდება? ამ ჯგუფზე ვისაუბრებ მოგვიანებით.

პროკურატურაზე იყო მიტანილი დიდი იერიში, რადგან სწორედ ის ორგანოა პროკურატურა, რომელმაც მათი საქმეები უნდა გმოიძიოს. ეს ყოველივე მიზანმიმართულად ხდება და ამიტომ ეროვნულ თანხმობას ვისთან მთავაზობთ მე, ბოკერიასთან? ეროვნული თანხმობა უნდა შედგეს იმ ძალებს შორის, რომლებსაც კაცი არ მოუკლავთ, პატიმარი არ უწამებიათ, ქვეყნის მიწები სამარცხვინოდ არ ჩაუბარებიათ; ვეტერანების აქცია რომ დაარბიეს და ქალები ცემეს, სისხლის გუბეები დააყენეს ქვეყანაში, ამ ადამიანებთან მთავაზობთ ეროვნულ თანხმობას? - ეს ხომ გამორიცხულია. ამიტომ, ეროვნული სიმშვიდისთვის აუცილებელია ქვეყნის პოლიტიკური განვითარება, ქვეყნის დემოკრატიის გადარჩენა.

საინტერესეოა სასამართლოში რა მოხდება, როდესაც მოსამართლეებს წარადგენენ?! ისევ თავს მოგვახვევს ოცნება მურუსიძეებს თუ მიხვდებიან, რომ მურუსიძეები არ უნდა დაასვან თავზე ქართულ მართლმსაჯულებას. ამ ყველაფრის მოთმენა ძალიან ძნელია ხალხი განიცდის, ხალხი დუღს. მე არ ვარ კაბინეტის დეპუტატი, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოქალაქეებს ვხვდები და მათი განწყობა ვიცი. მთვარი დაკვეთა არის დაამთავრეთ ეს განურჩევლობა. სამოქალაქო ომი რომ არ მოხდეს, ამის პრევენციაა მივიღოთ რეზოლუცია, დავიწყოთ საქმეების გამოძიება, აიყვანონ ადვოკატები, დაიცვან თავი, გასამართლდნენ და წაბრძანდნენ ციხეში.
READ MORE - "სამოქალაქო ომი რომ არ მოხდეს ამის პრევენციაა - მივიღოთ რეზოლუცია" - ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსი" ქართულ პოლიტიკაში გაცილებით დიდ როლს ითამაშებს - ზვიად ავალიანი

13:43 18.12.2018
ანალიტიკოსი ზვიად ავალიანი „ობიექტივის“ ეთერში მრავალპარტიული მართვის აუცილებლობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მომავალი არჩევნებისთვის, ქართულ პოლიტიკაში გაცილებით დიდ როლს ითამაშებს.

„ძალთა მრავალფეროვნებაა საჭირო არჩევნებში, რათა სწორი არჩევანის გაკეთება შეძლოს ამომრჩეველმა. მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსი“ ავიღოთ;  „პატრიოტთა ალიანსის“ აქციამ დაამტკიცა, რომ ეს პარტია, მომდევნო წელიწანახევრის განმავლობაში, ქართულ პოლიტიკაში, გაცილებით დიდ როლს ითამაშებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ის გამოვა უფრო მეტად გაძლიერებული ძალით,“- აცხადებს ზვიად ავალიანი.
READ MORE - "პატრიოტთა ალიანსი" ქართულ პოლიტიკაში გაცილებით დიდ როლს ითამაშებს - ზვიად ავალიანი

სოსო ჯაჭვლიანი: "პატრიოტთა ალიანსი" ძალიან მძლავრი ძალაა

21:55 17.12.2018
მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი სოსო ჯაჭვლიანი „ობიექტივის“ ეთერში პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.

როგორც მსახიობი მიიჩნევს, „პატრიოტთა ალიანსი“ მზარდი პოლიტიკური ძალაა, რომელიც მომდევნო მოწვევის პარლამენტში შესაძლოა შთამბეჭდავად იყოს წარმოდგენილი.

„კარგად გვახსოვს 25 ნოემბერი, „პატრიოტთა ალიანსის“ მოწოდებით 100 000-მდე ადამიანი შეიკრიბა თავისუფლების მოედანზე. როდესაც საუბარია ალტერნატიულ ძალაზე, ეჭვიც არ მეპარება, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ძალიან მძლავრია. ჩვენ ამის ფაქტი ვნახეთ ბათუმშიც და თბილისშიც“, - აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.
READ MORE - სოსო ჯაჭვლიანი: "პატრიოტთა ალიანსი" ძალიან მძლავრი ძალაა

"პატრიოტთა ალიანსს" აქვს ყველაზე კარგი სასტარტო პირობები 2020 წლის არჩვნებისათვის"

17:55 11.12.2018
"გრიგოლ ვაშაძისადმი მხარდაჭერა პირდაპირ პოლიტიკურ საიქიოში წასვლას ნიშნავდა. მაგრამ ოპოზციონერმა პარტიებმა, რომლებმაც არცერთის მხარე არ დაიჭირეს პოლიტიკური ველის მიღმა აღმოჩნდნენ და მათ კარიერას წერტილი დაესვა" - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი

"ასე, რომ საუკეთესო პოზიცია "პატრიოტთა ალიანსმა" გამოხატა და 2020 წლის არჩვნებისათვის ყველაზე კარგი სასტარტო პირობები "პატრიოტთა ალიანსს" აქვს" - ამბობს ზაზა შათირიშვილი.
READ MORE - "პატრიოტთა ალიანსს" აქვს ყველაზე კარგი სასტარტო პირობები 2020 წლის არჩვნებისათვის"

ზაზა შათირიშვილი "პატრიოტთა ალიანსის" წარმატებას პროგნოზირებს

17:39 12.12.2018
"პატრიოტთა ალიანსმა" როგორც პარაგმატული, ასევე მორალური თვალსაზრისით არჩევნების მეორე ტურში სწორი პოზიცია დაიკავა" - განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა "ობიექტივის" პირდაპირ ეთერში.

შათირიშვილი 2020 წლის არჩევნებისთვის "პატრიოტთა ალიანსის" წარმატებას პროგნოზირებს.

"გრიგოლ ვაშაძისადმი მხარდაჭერა პირდაპირ პოლიტიკურ საიქიოში წასვლას ნიშნავდა. მაგრამ ოპოზციონერმა პარტიებმა, რომლებმაც არცერთის მხარე არ დაიჭირეს პოლიტიკური ველის მიღმა აღმოჩნდნენ და მათ კარიერას წერტილი დაესვა.

ასე, რომ საუკეთესო პოზიცია "პატრიოტთა ალიანსმა" გამოხატა და 2020 წლის არჩვნებისათვის ყველაზე კარგი სასტარტო პირობები "პატრიოტთა ალიანსს" აქვს" - აცხადებს ზაზა შათირიშვილი.


READ MORE - ზაზა შათირიშვილი "პატრიოტთა ალიანსის" წარმატებას პროგნოზირებს

"პატრიოტთა ალიანსს" ხელისუფლებაში მოსვლის დიდი შანსი ეძლევა" - რამაზ საყვარელიძე

23:39  10.12.2018
„პატრიოტთა ალიანსს“ ხელისუფლებაში მოსვლის დიდი შანსი ეძლევა" - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, 25 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე, პატრიოტების მრავალათასიანმა აქციამ პოლიტიკურ პროცესებზე სერიოზული გავლენა იქონია.

„ბოლო ხანებში „პატრიოტთა ალიანსს“ ხშირად ვახსენებ, მაგრამ 25 ნოემბერი პოლიტიკურად აქტუალური თემა იყო და ამ პარტიის ორგანიზებულმა ღონისძიებამ უპასუხა არსებულ პოლიტიკურ პროცესს და შეცვალა იგი. მე ეჭვი მაქვს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მოახერხებს იყოს პოლიტიკურად აქტუალური 2020 წლის არჩევნებამდე, რაც მათ ხელისუფლებაში მოვლის დიდ შანსს აძლევს“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
READ MORE - "პატრიოტთა ალიანსს" ხელისუფლებაში მოსვლის დიდი შანსი ეძლევა" - რამაზ საყვარელიძე

ირმა ინაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება

21:20 29.10.2018
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


ყველაფერ იმას, რაც მოხდა და ხდება, აქვს ღრმა, მაგრამ ნათელი მიზეზები. მთავარი მიზეზი ბოლო 6 წელია! "ქართულმა ოცნებამ" უღალატა ქართველ ხალხს, ესაა მთავარი მიზეზი. ვამბობდი და ვამბობ: კოჰაბიტაცია იყო დანაშაულებრივი პროცესი. დანაშაული იყო იმისი მტკიცება, რომ ნაცმოძრაობა მთავარი ოპოზიციური პარტიაა. დანაშაული იყო მიზანმიმართული ქმედებები ნაცმოძრაობის ორივე შტოს გასაცოცხლებლად! დანაშაული იყო და არის მათთან სერიოზული პოლიტიკური ოპონირება. დანაშაული იყო სასამართლო სისტემის მურუსიზაცია, "გირჩის" შექმნა და დაფინანსება, რასაც ხელისუფლება აკეთებდა და აკეთებს!

რაც მოხდა და ხდება, ამისი მიზეზი იყო სრულიად აბსურდული საკადრო პოლიტიკა. მინისტრებად გაურკვეველი ბიოგრაფიის ადამიანების დანიშვნა, მერე ამ მინისტრების მუდმივი დაცვა, რომ ისინი ჭკვიანები არიან (არ არიან არც ჭკვიანები, არც ის ესმით, რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება) და ბოლოს, პრემიერების ისე წასვლა პოსტიდან, რომ არავინ არაფერს ხალხს არ უხსნიდა,- რატომ? უპატიებელი დანაშაულია, როცა შენს ხალხს შია, როცა შენი ხალხი გმინავს და შენ ამას არ იმჩნევ...

მე შეგნებულად ვიყენებ ტერმინს" დანაშაული" და არა შეცდომა. დიახ, დანაშაული იყო და არის, როცა არჩევნების წინ საუბრობ მარიხუანას კულტივიზაციის პროექტზე და ამტკიცებ, რომ ამ იდეამ მილიარდები უნდა მოუტანოს ქვეყანას, შენს ხალხს კი არ ეკითხები: უნდათ საკუთარი შვილების სიცოცხლის ხარჯზე გამდიდრებული ბიუჯეტი? ეს პროექტი ხვალვე გასაწვევია პარლამენტიდან და მეტიც, დასავიწყებელია სამუდამოდ! კიდევ ბევრ დანაშაულზე, თუ შეცდომაზე ვისაუბრებ ამ დღეებში, მაგრამ მინდა მთავარი რამ ვთქვა: მე მაქვს ეჭვი, რომ რაც მოხდა (უკვე 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ვგულისხმობ), ეს არ მომხდარა შემთხვევით. ეს არ მომხდარა, "ქართული ოცნების" ხელშეწყობის გარეშე. დღეს სხვა კომენტარს არ გავაკეთებ!

P.S. ყველას ვეუბნები, ჩვენ- "საქართველოს პატრიოტები" ვიმოქმედებთ! ვიმოქმედებთ იმგვარად, რომ ჩვენი ქვეყანა მორიგჯერ არ ჩავარდეს მწამებლების ხელში! დაგვინახეთ, ვინც გარედან გვაკვირდებით და მოქმედების სურვილი გაქვთ. თუ ახლა არ ვიმოქმდებთ, ხვალ (ღმერთმა არ ჰქნას) სამოქალაქო ომის პირობებში აღმოვჩნდებით. ვისაც აინიტერესებს ჩემი პოზიცია "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში, მისთვის საყურადღებოდ ვწერ: მწამებლების დაცვა და გაცოცხლება, ჩემთვის წამებაზე არანაკლები დანაშაულია და ზუსტად ამაში ვდებ ბრალს "ქართულ ოცნებას". შესაბამისად, ის ჯგუფი, ის პირები "ქართული ოცნებიდან", რომლებიც ლობირებდნენ ნაცმოძრაობის გაცოცხლების პროექტს, ჩემთვის მურუსიძეზე უკეთესი არაფრით არ არიან.
READ MORE - ირმა ინაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება

მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტრატეგიული მიზანია, განათლებისა და მეცნიერების სექტორი დომინანტი იყოს ჩვენს ეკონომიკაში

14:50 03.10.2018
რუსული ვერტმფრენების საოკუპაციო ხაზთან ფრენის ფაქტთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება უკვე მოახდინა.

ჩვენი სტრატეგიული მიზანია, განათლებისა და მეცნიერების სექტორი დომინანტი იყოს ჩვენს ეკონომიკაში და ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რიგით 26-ე კომეტ-კოლაბორაციის საერთაშორისო ვორკშოპის გახსნისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი . პრემიერმა საქართველოს ძალიან დიდ სამეცნიერო ტრადიციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანას ნადვილად შეუძლია, იამაყოს სახელოვანი და მსოფლიოში განთქმული მეცნიერებით.
READ MORE - მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტრატეგიული მიზანია, განათლებისა და მეცნიერების სექტორი დომინანტი იყოს ჩვენს ეკონომიკაში

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...