13:31 22.02.2019
ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი, რომელიც ტელე-რადიო კომპანია „ობიექტივის“ სოციალური გადაცემის წამყვანია საქართველოში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს ბავშვთა სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელზე:
ნათია მაზანაშვილი: „სოციალური დახმარების მეთოდოლოგიას, რომელსაც უამრავი ხარვეზი აქვს, საქართველოს მთავრობა ისევ არ ცვლის. ათასობით ადამიანს უსამართლოდ და უმიზეზოდ ეხსნება შემწეობა, რაც თავის რჩენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს.
მთავრობას არ გააჩნია სიღარიბის დაძლევის რეალური გეგმა და სურვილი. საქართველოს მოსახლეობის 90% სიღარიბეში ცხოვრობს. განსაკუთრებით საგანგაშოა ბავშვების მდგომარეობა. საქართველოში ყოველწლიურად 700 ბავშვი, კვების დეფიციტის გამო იღუპება; 400 პატარა დაბადებიდან 1 კვირაში კვდება, ხოლო 300 დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში. ბავშვთა სიკვდილიანობით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა. ადამიანები ადრეული ასაკიდან სიღატაკეში ცხოვრობენ, შესაბამისად ვერ იღებენ განათლებას და დასაქმებაც უჭირთ.
ხშირად, როდესაც სიუჟეტის მომზადებისას მათთან მივდივარ და მძიმე სოციალურ მდგომარეობას ვეცნობი, მეკითხებიან: გვეშველება რამე? ჩვენზე ვინმე იზრუნებს? - ადამიანებს აინტერესებთ ის პროექტები, რასაც მთავრობა მათ დასახმარებლად ახორციელებს, თუმცა ამ კუთხით სათქმელი თითქმის არაფერია. ხალხმა „ქართული ოცნების“ იმედი დიდი ხნის წინ დაკარგა. ვიმეორებ, საგანგაშო რეალობაში ვცხოვრობთ: 150 186 ბავშვს შია. ხალხი შველას და გადარჩენას ითხოვს. სანამ ჩვენი მთავრობის წევრები შავი ჯიპებით დაბრძანებიან და ხალხის მდგომარეობა არ აინტერესებთ, სიღარიბე ძალას იკრებს და სულ უფრო მეტი ოჯახის კარზე აკაკუნებს“ - აცხადებს მაზანაშვილი.