დღეს, ზუგდიდს ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ესტუმრა, პრესკონფერენციაზე, რომელიც ქალაქის ცენტრში გაიმართა გაჩეჩილაძემ საზოგადოებას „საკნების“ აქციის დასრულების შესახებ ამცნო:„ვფიქრობ, რომ ზუგდიდში პროტესტის ამ ფორმამ ამოწურა თავისი ფუნქცია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკნები ავიღოთ. სამეგრელოში, მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოში“ მოქალაქეთა რეგისტრაციას. მინდა დიდი მადლობა მოვუხადო, კახა მიქაიას და მის თანამებრძოლებს, რომლებიც 6 თვის განმავლობაში პროტესტს უშიშრად გამოხატავდნენ“ – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ და მოგვიანებით „დაიცავი საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.„ბრძოლა გრძელდება, მართალია სახვა ფორმით მაგრამ არ მოვისვენებთ სააკაშვილის ხელისუფლების დამთავრებამდე“ – აღნიშნა „საკნების“ აქციის ორგანიზატორმა კახა მიქაიამ.