ავტორი ნინო მიქიაშვილი
00:49 03.02.2014
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 17 მაისის აქციის გამო ბრალდებული მამა იოთამ ბასილაიას და სამი საერო პირის: გიორგი ბასიაშვილის, ბექა სალუქვაძის და ტიტალ დავრიშიანის საქმის განხილვა. 3 თებერვალს 14 საათზე მორიგი პროცესია ჩანიშნული.
აქამდე გამართულ სასამართლო სხდომებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სასამართლოებზე მონიტორინგის დეპარტამენტი ადევნებდა თვალს. ახლა მათ ევროკავშირის წარმომადგენლობის და შვედეთის საელჩოს თანამშრომლებიც მიემატნენ.
შეგახსენებთ, რომ საქმეს განიხილავს მოსამართლე დავით მგელიაშვილი. ბრალდების მხარეს წარმოადგენენ პროკურორები - გოჩა ქორაია და სალომე ადეიშვილი. ბრალდებულების უფლებებს იცავენ ადვოკატები: ლევან გორხელაშვილი, ლელა შავიძე, გელა ნიკოლაიშვილი, ლიანა ედიშერაშვილი, გელა შავიძე, გიორგი ჭალიძე და გია ტაბლიაშვილი.
ბრალდება ცდილობს დაამტკიცოს, რომ მამა იონათამმა, გიორგი ბასიაშვილმა, ბექა სალუქვაძემ და ტიტალ დავრიშიანმა პოლიციის კორდონი ძალადობის მუქარით გადალახეს და პუშკინის სახელობის სკვერში “იდენტობას“ აქციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
პროკურორ ქორაიას განმარტებით, 17 მაისს დაგეგმილი იყო აქცია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ, რომელშიც ჯანსაღად მოაზროვნე ყველა ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ეს პროკურორის პოზიციაა. ჩემი აზრით კი, ეს იყო უზნეობის დემონსტრირების მცდელობა, რაც ერმა და ბერმა არ დაუშვა!
17 მაისის აქციის გამო ბრალდებულების ბოლო პროცესი 21 იანვარს, N13 დარბაზში გაიმართა, სადაც მოსამართლისა და პროცესში მონაწილე მხარეების გარდა იჯდა 34 ადამიანი. მათ შორის იყო სამი სასულიერო პირი, აშშ-ს საელჩოს და შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი, ევროკავშირის წარმომადგენლობიდან გია აბაშიძე. პროცესს ესწრებოდნენ “ეროვნული დარბაზის“ წევრები, გაზეთ “ასავალ დასავალის“ კორესპონდენტი ზაზა დავითაია და ადამიანები, რომლებიც ბრალდებულებს გულშემატკივრობენ. იქ იყვნენ ისინიც, ვინც 17 მაისს პუშკინის სკვერში აქციის ჩატარებას ცდილობდნენ.
პროცესი ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო და ორი საათი და 20 წუთი გაგრძელდა. პირველად დაკითხეს 58 წლის ნინა ფანცულაია, დაოჯახებული, აღმოსავლეთმცოდნე, “ქალთა ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი. ამ მოწმემ, ისევე, როგორც ბრალდების სხვა მოწმეებმა, მამა იონათამისკენ და ბექა ბასიაშვილისკენ მიათითა - ამათ ვიცნობ, მაგრამ 17 მაისს ჩემი თვალით კი არ მინახავს?! ვიდეოკადრებში ვნახეო.
ჯვარედინი დაკითხვის დროს გაირკვა, რომ ბრალდების მოწმის ჩვენება რადიკალურად განსხვავდება ძიების დროს, პოლიციისთვის მიცემული ჩვენებისგან, რაც ნინა ფანცულაიამ ასე ახსნა - “მე იქ მოვყევი ის, რაც გამომძიებელმა მითხრა“-ო. ბრალდების მოწმეს 17 მაისს ტანსაცმელი დაუზიანეს, მაგრამ პოლიციაში არ მიუტანია, რადგან დაზიანებული ტანსაცმელი ნაგვის ბუნკერში გადააგდო. ამბობს, რომ ფიზიკური დაზიანებები მიიღო, მაგრამ ექიმისთვის არ მიუმართავს, რადგან დიდ სტრესში გახლდათ.
ბრალდების მეორე მოწმე, 1984 წელს დაბადებული ნინო ხარჩილავა 2013 წლის 17 მაისს მუშაობდა იმ ორგანიზაციაში, რომელიც “იდენტობასთან“ ერთად აქციის ორგანიზატორად ითვლებოდა. მისი მტკიცებით, 17 მაისს კონტრაქციის მონაწილეები ესროდნენ: ბეტონის ნაჭრებს, ძეხვებს, ტელეფონებს, სიგარეტის ნამწვავებს. ნინო ხარჩილავას დაუხიეს ტანსაცმელი, მაგრამ ამ ყველაფერს ვინ აკეთებდა, ეს არ ახსოვს. მას ერთადერთი მწვანეთვალება ბიჭი დაამახსოვრდა, რომელსაც სახე აკრული ჰქონდა. ამ მოწმემ, ისევე, როგორც დანარჩენებმა, მამა იონათამისკენ და ბექა ბასიაშვილსკემ მიათითა - მათ ვიცნობ, 17 მაისს კი არ მინახავს, ვიდეოკადრებში ვნახეო.
მამა იონათამისა და ბექა ბასიაშვილის შესახებ, არც ამ მოწმეს უთქვამს რაიმე პოლიციისთის მიცემულ ჩვენებაში. მას ადვოკატებმა სთხოვეს დაეკონკრეტებინა მათკენ გამოსროლილი ბეტონის ნაჭრების ზომა, მაგრამ ვერ დააკონკრეტა და ბოლოს თქვა, რომ ეს იყო კენჭები!
პროცესის დაწყებამდე, სხდომის დარბაზის შესასვლელთან ახლოს დავინახე უცხოელი, მისი თარჯიმანი და ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელი გია აბაშიძე. მათ ბრალდების მოწმეები და მათი გულშემატკივრები პირზე კოცნით ესალმებოდნენ. მათთან მივედი, გავეცანი და ვკითხე, ისინიც 17 მაისის პროცესზე დასასწრებად იყვნენ თუ არა მოსულები. დამიდასტურეს, დიახ, მაგიტომ მოვედითო.
ამათმა გთხოვეს-მეთქი, კითხვა შევუბრუნე და იქვე მყოფ რამდენიმე ადამიანზე მივუთითე. არა, ჩვენ თვითონ მოვედით. პროცესის შესახებ ინფორმაცია ხომ საჯაროა?! ჰოდა, ჩვენც მოვედითო.
თქვენ იცით 9 იანვარს მართლმადიდებლებს როგორი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ჩვენების მიცემის დროს-მეთქი?! არა, არ ვიცითო. ჰოდა, ვუამბე როგორ გვეძახეს ზომბები, როგორ ცდილობდნენ მამა იონათამის შეურაცხყოფას. ამ ფაქტზე შემხვედრი კითხვები არ დაუსვამთ. ანუ მართლმადიდებლების უფლებების დარღვევით არ დიანტერესებულან.
ბრალდებულების ადვოკატების ინფორმაციით, 17 მაისის აქციის გამო ბრალდებულების საქმეზე დაახლოებით ასი მოწმე უნდა დაკითხონ. 9 იანვრის პროცესზე 3 მოწმე დაკითხეს, 21-ში ორი და ასე თუ გაგრძელდა, ეს პროცესი ალბათ, მომავალ 17 მაისამდე გაგრძელდება.