ავტორი ნინო მიქიაშვილი
18:31 04.02.2014
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტმა, ჰერმან ჰარცინგერმა 24 იანვარს წერილი გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. ეს არის ინგლისურ ენაზე გამოგზავნილი წერილის არაოფიციალური თარგმანი:
“ძვირფასო პრემიერ-მინისტრო,
მე, როგორც პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდისა და ამავდროულად, გერმანიის არქეოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტმა, გასულ წელს მივწერე წერილი თქვენს წინამორბედ პრემიერ-მინისტრს - ბიძინა ივანიშვილს. მე გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება არქეოლოგიური ძეგლის, საყდრისის დანგრევის რისკთან დაკავშირებით, თანამედროვე ოქროს წარმოების გავრცობით, ამ ძეგლზე.
მე გწერთ, რადგან ორივე ქვეყანა საკმაოდ მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული მრავალ სფეროში და მათ აქვთ ჩინებული ურთიერთობა, განსაკუთრებით სამეცნიერო და კულტურის საკითხებში. მაგალითად, ჩვენი ინსტიტუტი 2010-2012 წლებში ჩართული იყო გამორჩეულად წარმატებულ ტვინინგის პროექტში (“Support to the Institutional Development of the Georgian national Museum”), EU დაფინანსებით. პროექტის ფარგლებში ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს მუზეუმების ტრანსფორმაციასა და მოდერნიზაციას. ჩვენი სურვილია ასეთი ურთიერთობა გავაძლიეროთ, ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად.
2013 წლის 9 დეკემბერს გერმანულ-ქართულმა კომისიამ კულტურულ საკითხებში ჩაატარა შეხვედრა ბერლინში. ორივე მხარე შეთანხმდა გაეღრმავებინა უკვე არსებული ჩინებული ურთიერთობა, კულტურულ საკითხებში, ორივე ქვეყანას შორის.
ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დაისვა შეხვედრაზე, ეხებოდა საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს შენარჩუნებას, რომელიც წარმოადგენს უკვე ცნობილ მონუმენტს და ამავდროულად, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.
ქართულ-გერმანული საერთო ექსპედიცია ამ ძეგლზე მუშაობს 2004 წლიდან და ეს პროექტი გახდა ცნობილი მაგალითი ორ ქვეყანას შორის შესანიშნავი თანამშრომლობისა.
ორივე ქვეყნის კულტურის და ძეგლთა დაცვისა და საგარეო ურთიერთობების სამინისტროები შეთანხმდნენ, რომ ეს ძეგლი უნდა იქნას შენარჩუნებული. ასევე ორივე მხარე შეთანხმდა, რომ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისია, რათა გადამოწმდეს 2013 წელს შექმნილი კომისიის დასკვნები.
როგორც ჩემთვის არის ცნობილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა წერილი გაუგზავნა კომპანია “არემჯი გოლდ“-ის გენერალურ დირექტორს. ეს კომპანია სამთო საქმიანობას ეწევა ამ რეგიონში და სურს სამუშაოების ჩატარება არქეოლოგიურ ძეგლზე. მინისტრმა კომპანიის გენერალურ დირექტორს მისწერა, რომ ძეგლი უნდა შენარჩუნდეს.
როგორც ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტი ევროპაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ინიციატივას, ძეგლის შენარჩუნების შესახებ. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ იმ ეკონომიკურ ინტერესებს, რომელიც გააჩნია ოქროს მოპოვებას და მის გავლენას მთელ ქვემო ქართლის რეგიონზე, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს უმთავრესი კულტურული ძეგლის დანგრევის მიზეზი ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა; ქვეყანაში სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და შენარჩუნებას ასეთი დიდი ღირებულება აქვს. ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბევრ ადამიანს მიიზიდავს ქვეყანაში. ქვეყნის სახე ძალიან დაზიანდება ამ ძეგლის განადგურებით.
ძვირფასო პრემიერ-მინისტრო!
მე მოგმართავთ თქვენ, რათა მხარი დაუჭიროთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ინიციატივას, რათა შეინარჩუნოს საყდრისის ძეგლი სამომავლოდ და შეიქმნას საერთაშორისო კომისია, შედგენილი დამოუკიდებელი ექსპერტებისგან, რათა გადამოწმდეს არსებული ანგარიში. მათი დასკვნები უნდა იქნას მხედველობაში მიღებული, სამომავლო გადაწყვეტილების მიღებისას, თუ როგორ უნდა შენარჩუნდეს ეს ძეგლი სამომავლოდ.
პატივისცემით პროფესორი, დოქტორი ჰერმან პარცინგერი
პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტი“.