წყარო livepress.ge
13:13 13.10.2013
წინასასკოლო პერიოდში გარევაჭრობის 16 სექტემბრამდე დაშვების მოთხოვნით, შპს ზუგდიდის ცენტრალურ ბაზართან გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ორი დღის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელ ედიშერ თოლორაიას შეხვდნენ და მისგან პირობა მიიღეს, რომ ხუთი დღის განმავლობაში გარევაჭრობას დაუშვებდა, თუმცა დაპირება არ შესრულდა. პოლიციამ მათ გარევაჭრობის საშუალება არ მისცა. მოვაჭრეები გამგებელს ხელახლა მიმართავენ.
გარემოვაჭრეთა განცხადებით, მათ ადგილობრივმა ხელისუფლებამ წინა აქციების შემდეგ, ალტერნატიული ფართები შესთავაზა, თუმცა იქ ვაჭრობა არ მიმდინარეობს.
გარემოვაჭრეთა ბრალდებებს გამგეობაში პასუხობენ.
გამგეობის პრესსამსახურის უფროსი მაია ღურწკაია ადასტურებს, რომ გარემოვაჭრეებსა და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს შორის შეხვედრა შედგა, თუმცა მისი განმარტებით, გამგეობას გარევაჭრობის ნებართვა არ გაუცია.
მაია ღურწკაიას განცხადებით, გამგეობა შეიმუშავებს ახალ პროექტს, რომლის მიხედვითაც სადღესასწაულო დღეებში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გარევაჭრობა 1-2 დღით იქნება დაშვებული.