17:31 04.06.2012
რამდენიმე წუთის წინ სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილ გარემოვაჭრეებს „დაიცავი საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, კახა მიქაიამ გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, თენგიზ შანავას პასუხი აცნობა, რომლის მიხედვით გარემოვაჭრეების ნაწილი, ვინც პროდუქტებით ვაჭრობს, ბაზრის შიგნით მათთვის შეთავაზებულ ადგილებს უნდა დათანხმდნენ, ტანსაცმლით და წვრილი საქონლით მოვაჭრეებისთვის, თუ ისინი უარს ამბობენ ე.წ–ლ „როგავას ბაზრობის“ ტერიტორიაზე, გამგეობა რამდენიმე დღეში ალტერნატიულ სამუშაო ადგილს განიხილავს.გარემოვაჭრეები არ დააკმაყოფილა თენგიზ შანავას პასუხმა და მიიღეს გადაწყვეტილება, თბილისში პრეზიდენტთან შესახვედრად ფეხით წავიდნენ. გარემოვაჭრეების თქმით, დედაქალაქში ფეხით ჩასვლა რთული იქნება, მაგრამ ვინც შეძლებს, უკან არ დაიხევს და საკუთარ პრობლემებზე ქვეყნის პირველ პირს თავად მოუყვება.
