ავტორი ნანა ფაჟავა
17:06 21.03.2012
Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ ვცდილობდით გაგვერკვია რამდენად შეეფერებოდა სიმართლეს ზუგდიდელების ნაამბობი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდით დასახელებულ მისამართებს.მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი, გაურკვეველი წარმოშობის ადამიანები ნამდვილად ბინადრობდნენ აღნიშნულ მისამართზე, მათი კამერაზე დაფიქსირება გადავწყვითეთ.
Presage.tv გთავაზობთ კადრებს და მაყურებელს თავად შეუძლია ფაქტებს შეფასება მისცეს.
