ავტორი ნინო მიქიაშვილი
14:47 04.02.2012
იმ პოლიტიკური პარტიებიდან და ორგანიზაციებიდან, რომლებსაც ვთხოვე წერილობით დაეფიქსირებინათ პოზიცია ბათუმში ე.წ. აზიზიეს აშენებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნება“ და მის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები (“თავისუფალი დემოკრატები“, “რესპუბლიკელები“) გამოეხმაურნენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის საქართველოში არსებული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენების საკითხი მიმდინარე წლის 27 იანვარს გააქტიურდა - ამ დღეს გახდა ცნობილი, რომ 26 იანვარს თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრები ანკარაში შეხვდნენ და შეთანხმდნენ იმაზე, რომ ოშკისა და იშხანის რესტავრაციის სანაცვლოდ თურქული მხარე ბათუმში “აზიზიეს მეჩეთს“ ააშენებს, ხოლო ახალციხეში “აჰმედიეს მეჩეთის“ რესტავრაციის პროცესში ჩაერთვება, რის შესახებაც უახლოეს მომავალში მემორანდუმს ხელს მოაწერენ.
30 და 31 იანვარს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების პრესსამსახურების ხელმძღვანელებს (ზოგ შემთხვევაში პარტიის ლიდერებს) ტელეფონით დავუკავშირდი და შემდეგ ინტერნეტით ასეთი შინაარსის თხოვნა გავუგზავნე:
“გთხოვთ, მაცნობოთ თქვენი პოლიტიკური ძალის/საზოგადოებრივი ორგანიზაციის პოზიცია ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით - უჭერთ თუ არა მხარს თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, ისტორიულ საქართველოში ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებას?
თუ მეჩეთის აშენებას მხარს უჭერთ, მაშინ გთხოვთ, დაასაბუთოთ რატომ და თუ მხარს არ უჭერთ, გთხოვთ, მაცნობოთ რა მიზეზით, რის გამო ეწინააღმდეგებით “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებას“.
უცვლელად გთავაზობთ “ქართული ოცნების“, “თავისუფალი დემოკრატებისა“ და “რესპუბლიკელების“ პოზიციას ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებასთან დაკავშირებით. აქვე დავძენთ იმას, რომ “თავისუფალ დემოკრატებს“ მიზანშეწონილად მიაჩნიათ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების რესტავრაცია მოხდეს იუნესკოს ჩარევითა და მეთვალყურეობით.
“ქართული ოცნების", “თავისუფალი დემოკრატებისა“ და “რესპუბლიკელების“ პოზიცია ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით ასეთია:
“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ საზოგადოების უდიდესი ინტერესი გამოიწვია, რასაც მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან ყველანაირი გზით და საშუალებით ამ თემის გადაფარვის მცდელობა; მათ შორის, საზოგადოების დაპირისპირების მაპროვოცირებელი თემების წინ წამოწევა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ თემად მიგვაჩნია ბათუმში ე. წ. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით დაპირისპირების გაღვივება.
ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასეთ თემებზე ყურადღების გადატანით ხელისუფლება ასევე ცდილობს ოპოზიციური ძალების წარმოჩენას ეთნიკური და რელიგიური ექსტრემიზმის მქადაგებლებად.
რაც შეეხება უშუალოდ მეჩეთის მშენებლობას - მიგვაჩნია, რომ მსგავს საკითხებს ხელისუფლება ერთპიროვნულად არ უნდა წყვეტდეს; ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი, როდესაც დაცული იქნება, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანთა, ისე მუსლიმან ქართველთა ინტერესები. განხილვაში უნდა მონაწილეობდეს ყველა დაინტერესებული მხარე და გადაწყვეტილებები მიიღებოდეს საერთო ინტერესების გათვალისწინებით.
ამასთან დაუშვებელია, რომ ამგვარ საკითხებზე მსჯელობამ მიიღოს ანტიმუსლიმანური და ანტითურქული კამპანიის ხასიათი. თურქეთი ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ამ ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებასა და გაღრმავებას ვაპირებთ და აქვე დავსძენთ, რომ მუსლიმანი ქართველები, ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრები ისლამის მიმდევარი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან და მათი უფლებების დაცვა ქართული სახელმწიფოს მოვალეობაა“.
"ობიექტივი"
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
გაზიარება ცნობილი პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია „ღია ბოქლომს“ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს. პარაფსიქოლოგიის მამა უკრაინაში იმყოფება და როგორც...
-
15:52 17.06.2011 ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე აფხაზეთის #11 საჯარო სკოლა ჩაება ერთ–ერთ ყველაზე მასშტაბურ ველოაღლუმში „ ჯანმრთელობის ფორმულა“...
-
15:06 29.06.2012 მოძრაობა "არა"-ს წევრი ოთარ ბექაური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუქარაში ადანაშაულებს, როგორც ბექაურ...
-
სამშენებლო სექტორში იწყება ის, რაც დიდი ხნის წინათ უნდა დაწყებულიყო. ფაქტობრივად გაკოტრებული კომპანიები ტოვებენ ასპარეზს და მათ ადგილს ახალი...
-
წყარო დრონი .ge 03:17 6.01.2012 „დრონი.ჯი“-სთვის ამ წუთებში სკანდალური ინფორმაცია გახდა ცნობილი: უცნობმა პირებმა საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:12 04.02.2012 კრიმინალური პოლიციის უფროსის, ერეკლე კოდუას ცოლისძმა, მიხეილ ჟორჟოლიანი მეორედ დაიჭირეს. ეს ინფორმა...
-
17:06 15.12.2011 Franz Kafka - Metamorfois
-
ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავ...
-
გაზიარება [სიმონ ჯანაშია. 17:18 23-06-2010] განათლების ცნობილი მკვლევარი და თეორეტიკოსი ჯონ დიუი თავის ცნობილ წიგნში "დემოკრატია და გან...
-
როგორ ართმევდნენ დევნილებს ბინებს და რა სქემით მოქმედებდა ორგანიზებული ჯგუფი? თაღლითური სქემა, რომელმაც შესაძლოა, ათობით დევნილი უსახლკაროდ ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
“ქართული ოცნების”, “თავისუფალი დემოკრატებისა“ და “რესპუბლიკელების“ პოზიცია ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით
-
გაზიარება [ილია ჩაჩიბაია] 2009 წლის 22 სექტემბერს რეგიონალური ტელეკომპანია "თრიალეთის" საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უშანგი იგ...
-
სამეგრელოში არსებული განუკითხაობის ფონზე ზუგდიდში სატანური სექტის თეოსოფიის მომხრეები გააქტიურდნენ. მდიდრულად ჩაცმული და რუსულ ენაზე მოსაუბრ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:31 16.08.2013 კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი პირები საქართველოს ხელისუფლებიდან, არც უცხოელი მეცნიერების...
-
გაზიარება ცნობილი პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია „ღია ბოქლომს“ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს. პარაფსიქოლოგიის მამა უკრაინაში იმყოფება და როგორც...
-
წყარო დრონი .ge 03:17 6.01.2012 „დრონი.ჯი“-სთვის ამ წუთებში სკანდალური ინფორმაცია გახდა ცნობილი: უცნობმა პირებმა საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის...
-
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, რექტორის მოვალეობის შემსრულებლად პროფესიით ისტორიკოსი, სა...
-
09:25 14.12.2010 პროექტ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"-ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილი კიდევ ერთი პედაგოგი სკანდალ...
-
ავტორი ნანა ფაჟავა “მე უნდა შევიდე ნინოშვილის 13-ში” - ეს ფრაზა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილებთ...
-
გამოტეხილად რომ ითქვას, შაშკინი აქ არაფერ შუაშია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წონა საქართველოს სახელისუფლებო ელიტაში ღიმილის მომგვრ...
-
მოამზადა დავით შალიკაშვილმა 18:18 24.06.2012 ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთში. ახლახან საიტმა ”ლ...