15:52 17.06.2011
ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე აფხაზეთის #11 საჯარო სკოლა ჩაება ერთ–ერთ ყველაზე მასშტაბურ ველოაღლუმში „ ჯანმრთელობის ფორმულა“. ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ასოციაციის „ათინათი“ მხარდაჭერით ჩატარდა. აღლუმის ჩატარების ფორმატის იდეის ავტორია აფხაზეთის #11 საჯარო სკოლის, მე–11 კლასის მოსწავლე მაქსიმე წულაია, _ აცნობეს "მედიანიუსს" აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროდან.ველოაღლუმზე აფხაზეთის #11 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „დიოსკურია“ წევრებმა გამარჯვება მოიპოვეს შემდეგ ნომინაციებში: ყველაზე აქტიური სკოლა; ყველაზე თეატრალიზებული და ორიგინალური გამოსვლა; „ნელი ფინიში“. ველოაღლუმის გამარჯვებულები ფასიანი პრიზებით დასაჩუქრდნენ. ველოაღლუმში მონაწილეობდა სამეგრელოს რეგიონის 15 სკოლა, ასობით ველომოყვარული და ასევე მსოფლიო გინესის მრავალგზის რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა.
ველოაღლუმი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ამერიკული ორგანიზაციის „PH -ინტერნატიონალ „ ერთობლივი პროგრამის „სამოქალაქო განათლება და პედაგოგთა გადამზადება“ ფარგლებში მოეწყო.
