ცნობილი პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია „ღია ბოქლომს“ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს. პარაფსიქოლოგიის მამა უკრაინაში იმყოფება და როგორც შევიტყვეთ, ამ ქვეყანაში ცნობილი პიროვნება გახდა. მასზე წერენ წამყვანი გაზეთები და ხშირად რადიოსადგდურები სიამოვნებით უთმობენ ეთერს საქართველოდან დევნილ ირაკლი ლომაიას. მოკლედ, ის თავა გვესაუბრება უამრავ სკანდალურ თემაზე...
–ირაკლი, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში ახალი?
–ნორმალურად შეიძლება ჩაითვალოს საკუთარი ქვეყნიდან წასვლა, იმის გამო, რომ ძალიან დიდი თანხის გადახდას მაიძულებდნენ „კრიშიბის“ სანაცვლოდ?! (არ მესმის ვისგან მჭირდებოდა ან რატომ ე.წ „კრიშობა“) თუ არ მივცემდი ფულს მემუქრებოდნენ, რომ არ გამახარებდნენ. ნამდვილად არ შემიძლია ამას წარმატება ვუწოდო ეს ხომ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სირცხვილია? საკუთარ ქვეყანაში იქ სადაც სამჯერ გაგიტაცებენ, ორჯერ მოგწამლავენ, ორჯერ შვილს მოგტაცებენ და ამ ყველაფერში არალეგალურად 900-ათას დოლარს გადაგახდევინებენ თუ არა და გეტყვიან შვილებს დაგიხოცავთო არც ეს არის არავისი წარმატება და ისევ საკუთარი ქვეყნის სირცხვილის და ნამუსის ძარღვს გიწყვეტს. მოკლედ რომელი ერთი ჩამოვთვალო? ქვეყანაში სადაც მე დავიბადე, გავიზარდე და ჩემით მივაღწიე წარმატებებს მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაცას უსაქმურად ჯდომითა და სხვის ხარჯზე გამდიდრება მოუნდა ნამდვილად არ ჩავთვალე საჭიროდ გადამეხადა არ არსებული თანხა.
–ვის ადანაშაულებთ თქვნზე განხორციელებულ ტერორში?
–პირველ რიგში მედიკოსებს და მერე მთავრობას. კი არ ვადანაშაულებ არამედ მე ზუსტად ვიცი საქართველოში მედიკოსტა გარკვეული ჯგუფი, რომელმაც ჩემს მოსაკლავად საკმაოდ სოლიდური თანხასაც კი გადაიხადეს წარსულში, მაგრამ საბედნიეროდ გადავრჩი.
მთავრობას კი იმიტომ ვადანაშაულებ, რომ მე თუ საქართველოს მოქალაქ ვარ და მიცავს კანონმდებლობა რატომ არ აღკვეთეს ეს ყოველივე?!
–ბუნებრივია თქვენი საქართველოდან წასვლის მიზეზი ალბათ ის ზეწოლის ფაქტები გახდა, რომელზეც გვიამბეთ..
[ფოტოზე: ირაკლი და უკრაინელი მეგობარი]
–დიახ. მოკლედ გადავწყვიტე საქართველოდან დროებით მაინც გავსულიყავი შტატებში მაგრამ აქაც როგორც ყოველთვის დაბრკოლებებს გადავაწყდი საკონსულოში შესვლისთანავე კონსულის წარმომადგენლებმა ასეთი სიტყვები მაჯახეს ,,თქვენ ისეთი პიროვნება ხართ, რომ გაგიშვათ ვიცით უკან არ დაბრუნდებითო,, და სამწუხაროდ ვიზა არ მომცეს, გავიდა ერთი თვე და მივმართე ისრაელის საკონსულოს იქაც იგივე სიტყვები გამიმეორა კონსულის წარმომადგენლებმა, არა და უკვე არა ერთხელ ვარ ნამყოფი ისრაელში და არსად დარღვევა არ მქონია, მოკლედ რას ვიზამდი გავიდა კიდევ ერთი თვე და მივმართე გერმანიის საკონსულოს რაღა გავაგრძელო და იქაც იგივე სიტყვების მოსმენა მომიხდა და მსგავს სიტუაციაში თითქმის ყველა საკონსულო შემოვიარე. როდესაც ამოვწურე საკონსულოებში ვიზიტი და ერთი და იგივე სიტყვების მოსმენით უკვე საკმაოდ დავიღალე. ერთ მშვენიერ დღეს მობილურზე ანონიმურმა ზარმა დარეკა და ყოველგვარი მოსალმების გარეშე ამ სიტყვებმა გაიჟღერა:
–დიახ. მოკლედ გადავწყვიტე საქართველოდან დროებით მაინც გავსულიყავი შტატებში მაგრამ აქაც როგორც ყოველთვის დაბრკოლებებს გადავაწყდი საკონსულოში შესვლისთანავე კონსულის წარმომადგენლებმა ასეთი სიტყვები მაჯახეს ,,თქვენ ისეთი პიროვნება ხართ, რომ გაგიშვათ ვიცით უკან არ დაბრუნდებითო,, და სამწუხაროდ ვიზა არ მომცეს, გავიდა ერთი თვე და მივმართე ისრაელის საკონსულოს იქაც იგივე სიტყვები გამიმეორა კონსულის წარმომადგენლებმა, არა და უკვე არა ერთხელ ვარ ნამყოფი ისრაელში და არსად დარღვევა არ მქონია, მოკლედ რას ვიზამდი გავიდა კიდევ ერთი თვე და მივმართე გერმანიის საკონსულოს რაღა გავაგრძელო და იქაც იგივე სიტყვების მოსმენა მომიხდა და მსგავს სიტუაციაში თითქმის ყველა საკონსულო შემოვიარე. როდესაც ამოვწურე საკონსულოებში ვიზიტი და ერთი და იგივე სიტყვების მოსმენით უკვე საკმაოდ დავიღალე. ერთ მშვენიერ დღეს მობილურზე ანონიმურმა ზარმა დარეკა და ყოველგვარი მოსალმების გარეშე ამ სიტყვებმა გაიჟღერა:
,,ტყუილად ცდილობ და ირჯები, ვიზებს ვერ ეღირსები სანამ დანიშნულ ადგილამდე იმ თანხას არ გადაიხდი რაც დაგავალეს და თუ არ გადაიხდი ჯერ გელოდებით და წინ უარესი და უამრავ სკანდალებში აღმოჩნდები,, -ო ალბათ საზოგადოებას ამ კითხვის მერე დააინტერესებს რა თანხაზეც იყო საუბარი, ეს თანხა კი არც მეტი და არც ნაკლები ერთი მილიონი დოლარია, რომელსაც მე ეს ხალხი ყოველწელიწადს მთხოვს იმ გადასახადების გარდა რასაც ჩემი ყველა ორგანიზაცია იხდიდა. ამ ყველაფრის მერე მივხვდი, რომ ჩემ დარჩენას საქართველოში აზრი არ ქონდა და აუცილებელი იყო ჩემი ქვეყნიდან გასვლა. დავრეკე უკრაინაში სადაც ჩემი ყოფილი პაციენტი ცხოვრობს, აუხსენი ყველაფერი და ვთხოვე დამხმარებოდა. რა თქმა უნდა მან უარი არ თქვა ჩემს მიღებაზე და მეტიც დასძინა თქვენ აქ თუ ჩამოხვალთ და დაიწყებთ მოღვაწეობას მერწმუნეთ თქვენს ფენომენს უკრაინა აუცილებლად დაინახავსო. სანამ წამოვიდოდი მეუღლესთან გავაკეთე განქორწინება, მოვაგროვე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე დაგროვილი ავ-კარგობის დამადასტურებელი ყველა ისტორია და გამოვეშურე უკრაინაში. ჩამოსვლიდან 15 დღე არ იყო გასული ატყდა საქართველოში ჩემზე აყალ-მაყალი, ჭორები, კვირა ერთი იყო და „კვირის პალიტრა“ და სხვა და სხვა ყვითელი პრესა ისეთ არარსებულ ჭორებს წერს დღემდე გეგონება თურმე მე ქვეყნის დამაქცეველი ვყოფილვარ საქართველოში. რა თქმა უნდა ყოველივე სიმართლე არავის აინტერესებს და დღემდე ბლოკავენ ჩემს საპასუხო წერილებს.
გავიდა კიდევ ერთი კვირა და პირველმა არხმა რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვია ჩემზე ისეთი საშინელი სიუჯეტი მოამზადა, აქაც რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის ჩემი კომენტარი არავის დაინტერესებია და დღემდე რეალური სიმართლე არავის აინტერესებს, რაში აწყობთ?! როცა პირველ გვერდზე წერენ სად გაქრა პარაფსიქოლოგიის მამაო. იმას კი არ წერენ თუ რატომ და ვინ აიძულა საკუთარი ქვეყნიდან გაქცევა პარაფსიქოლოგიის მამას? მე იძულებული გავხდი ამ ეტაპზე მიმეტოვებინა ყველაფერი და საკუთარი და ოჯახის კეთილდღეობისთვის მიმექცია დიდი ყურადღება, მოკლედ აქ გავიცანი გოგონა რომელთანაც მე ხელი მოვაწერე და ეხლა კი ველოდები უკრაინის მოქალაქეობას. რა თქმა უნდა მე არ მიმიტოვებია და არც ვაპირებ ჩემი ოჯახის მიტოვებას ეს ყველაფერი საქმეს ჭირდებოდა.
მე აქ უკვე მიმიღო უკრაინის სასამართლომ როგორც გამონაკლისი და საჭირო პიროვნება, და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ორი თვეა არ არის გასული რაც აქ ვიმყოფები მე უკვე ვიყავი მიწვეული დონეცკის ერთ-ერთ საკმაოდ სოლიდურ რადიო მაუწყებლობაში და აგრეთვე აქ ჩემზე არა ერთ პრესის ფურცლებზე დაიწერა და ამ მცირე დროში ეტაპობრივად მივიწევ წინ. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მე როგორც თბილისში ამბობენ არ გავქცეულვარ ჩემი ნებით 8 თვის უკან საქართველოდან, მე ჯერ ორი თვეა არ არის გასული რაც წამოვედი და დღემდე არ მიმიტოვებია არცერთი ჩემი ყოფილი პაციენტები, რომლებსაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ ქონდათ საქმე მიყვანილი. მე მათ აღნიშნული მეთოდიდან გამომდინარე ყველას, ყველაფერს უმზადებ და ვუგზავნი საქართველოში და ასე გაგრძელდება თითოეულ მათგანზე ვინც უკვე იყო ჩემი პაციენტი. რას ვიზამთ საკუთარ ქვეყანას და მთავრობას დააბრალოს ყველამ ჩემი წამოსვლა მე ნურავინ ნუ მეტყვის საყვედურს.
–საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებთ?
კიდევ ერთხელ ვამბობ მე როგორც კი უკრაინის მოქალაქეობას ავიღებ აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში, არავის ეგნონოს, რომ ირაკლი ლომაია ადვილად დამარცხდბა, მე გავცემ ყველა თაღლითს და იუდას პასუხს, ამავე დროს იმ ე.წ შოუ-ბიზნესის ყოფილ მეგობრებს, რომლებიც თურმე ჩემთან მხოლოდ ფულის გამო მეგობრობდნენ. ღიად ვაცხადებ, რომ დრო მოვა ეკა კვალიაშვილს ჩემ წინ დავაჩოქებ და საჯაროდ ვანანებს იმ სიტყვებს რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუში სთქვა და არა მარტო კვალიაშვილს ბევრს ვინც, მიღალატა და ვერ დაინახა ჩემი ადამიანობა.
ეხლა კი მინდა საზოგადოებას უთრა ნუ გჯერათ ბნელი ხალხის, მე ჯერ კიდევ ცოცხალი და საღ-სალამათი ვარ, მე არაფელი ჩამიდენია თავის მოსაკლავი, როგორც ამას მანდ ზოგიერთი ავრცელებს (არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი სიკვდილი ხელს ნამდვილად აძლევთ მათ და თუ მომკლეს მერე იტყვიან თავი მოიკლაო) მე არ გამიქურდავს არც ე.წ ოქროს საბადო, რომელიც თურმე თბილის ქონდა. რომელი ერთი ვთქვა? არ ვემალები არავის ვისაც რამე აინტერესებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დამირეკონ და გავცემ ყველას პასუხს. ეშინოდეთ მათ ვისაც ჩემ წინაშე მიუძღვით დანაშაული, შური და არაადამიანობა. ჩემი დრო ისევ მოვა და თან ძალიან ამაღლებულად.
ძალიან მიყვარს საქართველო და ჩემი ხალხი, ამიტომაც ვიტანდი ყოველივეს ამ 9 წლის განმავლობაში, მაგრამ ყველასთვის ამაზრზენი და მოსაბეზრებელი იქნებოდა ალბათ ჩემს სიტუაციაში ყოფნა, როდესაც ყოველ დღე გირეკავს ტელეფონი და გეუბნება საშინელ სიტყვებს და არა მარტო სიტყვებს (ნამდვილად არ მიხაროდა პირად დაცვებში სოლიდური თანხების გადახდა).
დრო მოვა ყველა გაიგებს ჭეშმარიტ აზრს. ვინც ჩემს მიმართ უარყოფითად არის განწყობილი, ამ ბნელი ხალხის ინფორმაციით – გაიგებს სიმართლეს. ყოველივე ამაში ისევ და ისევ ჩვენი ტრადიციული ექიმების და მთავრობის ხელი ურევია.
ახლა კი იმდენი წერონ და იკითხონ რამდენიც მათ გაუხარდებათ, მე ვინც კარგად მიცნობს ყველამ იცის რეალურად ვინც ვარ... დრო მოვა საქართველო ნამდვილად იტყვის; კიდევ ერთხელ: ეს რა კაცი დაგვიკარგავსო...
მიყვარხართ ყველანი და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე!