00:061 20.01.2012
დღეს, 20 იანვარს, 13 საათზე მედია-კავშირ „ობიექტივის“ დიდ დარბაზში ახალი მედიაგაერთიანება „სოლიდარობა- მედიის თავისუფლებისთვის" წევრები მემორანდუმს მოაწერენ ხელს.მემორანდუმს უკვე შეუერთდნენ გამოცემები „ასავალ-დასავალი“, „რეზონანსი“, მედია ჰოლდინგები „პალიტრა მედია“, „ალია ჰოლდინგი“, „ობიექტივი“, ტელეკომპანია „მაესტრო“, რადიო „საქართველოს ხმა“, ინტერნეტპორტალი „presage.tv“.
დღეს მედიაგაერთიანებას ჟურნალი „ღია ბოქლომიც“ შეურთდება.
„ჟურნალი „ღია ბოქლომი“ მზადაა, შეუერთდეს ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის მიერ ინიცირებულ მედიაგაერთიანებას. საქართველოში მედიის წარმომადგენლები ხელისუფლების თავდასხმის ობიექტი ყოველდღიურად ხდებიან, ამიტომ მედიასოლიდარობა უმნიშვნელოვანესია. მისასალმებელია, რომ გაერთიანება ღიაა საქართველოში მოქმედი ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალებისათვის, რომელიც იზიარებს საფრთხის შემთხვევაში საერთო, სოლიდარული მოქმედების პრინციპს“, – განუცხადა „ობიექტივს“ „ღია ბოქლომის“ რედაქტორმა ილია ჩაჩიბაიამ.
ბონდო მძინარაშვილი, „ობიექტივის“ დამფუძნებელი: „დამოუკიდებელი მედიასაშუალებების გაერთიანება აუცილებელია, რადგან ხელისუფლებამ თავისი პროპაგანდის მეშვეობით არამხოლოდ ხალხის საინფორმაციო ვაკუუმში მოქცევა შეძლო, არამედ მედიაზე ზეწოლაც წარმატებით განახორციელა. ვინც „ნაცმოძრაობის“ დიქტატს არ ექვემდებარება, ყველას მიმართ ავლენენ აგრესიას და სამართალდამცავი თუ ფინანსური სტრუქტურები მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედებენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაერთიანებით უფრო ადვილად მოვიგერიებთ ამ შემოტევებს. სამომავლოდ კი ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, როგორც ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ აღნიშნა, საერთოდ გავიდეს მედიიდან და ჟურნალისტებს მისცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება“.
ორგანიზაციაში „სოლიდარობა - მედიის თავისუფლებისათვის“ გაწევრიანება ყველა მედიასაშუალებას შეუძლია „მათი უშუალო მფლობელების, გამომცემლების, რედაქტორებისა დაჟ ურნალისტების მონაწილებით“. თუმცა გაწევრიანებას დამფუძნებლების სრული თანხმობა სჭირდება.
ახალი მედიაორგანიზაციის დაფუძნების იდე ამამუკა ღლონტს ტელეკომპანია „მაესტროში“ შექმნილი პრობლემების დროს გაუჩნდა.
"ობიექტივი"
