ავტორი დავით მხეიძე
17:06 03.01.2012
რადგანაც სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი «საამაყო მიღწევა» ის არის, რომ ჩვენი ახალგაზრდების უმრავლესობა საყველპურო რუსულთანაც კი მწყრალად არის, მათთვის «მოვთარგმნი» ქართულად წერილის სათაურად აღებულ ოსტაპ ბენდერის ცნობილ ფრაზას ილია ილფისა და ევგენი პეტროვის გენიალური რომანიდან «ოქროს კერპი»: «და აი, მე მილიონერი ვარ _ ასრულდა იდიოტის ოცნებები...». რამ გამახსენა მსოფლიოს უპირველესი აფერისტი და ავანტიურისტი ოსტაპ ბენდერი? რამ და, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარიცხულმა მილიონებმა პარტნიორი პარტიების ანგარიშებზე.
უფრო სწორად იმან, რომ, კობა ხაბაზის ინიციატივით მიღებული უკუქმედების ძალის მქონე კანონის გამო, თუ როგორი ფაციფუცით დაიწყეს ამ ფულის ათვისება, რამაც საზოგადოების უმრავლესობაში ცალსახად უარყოფითი ემოციები გამოიწვია...
რა თქმა უნდა, საზოგადოებას ისიც კარგად მოეხსენება, რომ თანამედროვე პოლიტიკაში უფულოდ ვერაფერს მიაღწევ, მაგრამ ივანიშვილის გამოჩენამდე ოპოზიციის გახვრეტილ ჯიბეში, როგორც გენიალური ვასო გოძიაშვილი იტყოდა, «თაგვები რომ პოლკა-მაზურკას ტანცაობდნენ», ახლა კი ბიძინას ფულებით, პირველ რიგში, ძვირადღირებულ ჯიპებს ყიდულობენ, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია...
რატომ? რატომ და ისევ ილფ-პეტროვს თუ დავიმოწმებთ: «ავტომობილი ფუფუნება კი არა, გადაადგილების საშუალებაა». თუმცა მაშინ, როდესაც ამას ამბობდნენ, ანუ დანჯღრეული «ანტილოპა გნუს» ეპოქაში, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ავტომობილი, ფუფუნების საგანიც გახდებოდა და პრესტიჟის ნიშანიც, რადგან, როგორც იტყვიან, მანქანაც არის და მანქანაც...
ანუ სად ჩემი 19 წლის ფორდი და სად კობა დავითაშვილის «პრადო», «პოლნი ნავაროტებით და ბლატნოი ნომრებით»?!
სწორედ ისეთ მრავალათასიან ჯიპებში ჩადეს ერთი ადგილი, რის გამოც ცოტა ხნის წინ მიშნაცების მაღალჩინოსანთ ამუნათებდნენ _ შედარებით იაფ მანქანებს აღარ კადრულობენ, საბიუჯეტო, ანუ ხალხის ფულს, ჰაიჰარად ხარჯავენო!
ახლა მავანი მეტყვის, ესენი ბიძინას ფულებს ხარჯავენ და რა ჩვენი საქმეაო.
არა, ბატონო! ასეთი მიდგომა მხოლოდ ბიძინას ქველმოქმედების მიმართ შეიძლება იყოს(?) სწორი, მაგრამ, როდესაც საქმე «ქართული ოცნების» დაფინანსებას ეხება, რომელსაც ასე სასოებით შეჰყურებს (ჯერ კიდევ შეჰყურებს) საქართველოს უმეტესი ნაწილი, დიახაც გვაქვს უფლება, ვიკითხოთ, თუ ვინ, რამდენს და რისთვის ხარჯავს!
ეგეც არ იყოს, რამდენად ზნეობრივია, რომ ამ გაჭირვებულ-დამშეულ ქვეყანაში ივანიშვილის ხელგაშლილობით სარგებლობ და ქართულ ოცნებაზე უწინ საკუთარ ოცნებებს ისრულებ?! ან ნათესავი არა გყავს, ან გაჭირვებული ნაცნობი?.. შედარებით იაფი მანქანები გეყიდათ და დანარჩენი იმათთვის მიგეცათ ან სიონთან გაგევლოთ და მოწყალება გაგეღოთ...
ამ მანქანების «საგაზე» უფრო ამაზრზენი ხელფასების წინსწრებით აღება, ანუ ერთი წლის თანხების ათვისების ამბავი იყო.
სამწუხაროდ, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იმდენად ვერ არის პოლიტიკურად «გრამატნი», რომ, მიუხედავად გამხმარი კუჭისა და გახვრეტილი ჯიბისა, მიხვდეს, რომ ოპოზიციას ხელისუფლებაზე ნაკლები კი არა, ხშირად უფრო დიდი მადაც შეიძლება ჰქონდეს და ყველაზე მთავარი _ ხალხმა არ იცის, რომ ასეთი მადა იმიტომ აქვთ, რომ მთელი წლის მანძილზე «ხალხზე ზრუნვისგან» გამოფიტული ორგანიზმი ახალ წელს მაინც შეივსონ გოჭ-საცივ-გოზინაყის კალორიებით.
იქ «რესპების დედოფალმა» თინა ხიდაშელმა დაახეთქა: 20 ათასი ავიღეო; აქ დავით ზურაბიშვილს ჰქონია ხელფასი «დესიტ ტიშიო». აქედან გამომდინარე, «რესპების» ისეთ ღლავებს, როგორებიც ძმები ბერძენიშვილები ან თინიკოს მეუღლე, დავით უსუფაშვილი არიან, ხომ აზრზე ხართ, რამდენი «ტიში» ექნებათ?
მოკლედ, თბილისური ჟარგონით თუ ვიტყვით _ «обнаглели фраера», ანუ აგულავდნენ რა ჯერ კიდევ გუშინ პოლიტიკურ მორგში მყოფი «სვეტსკი ლიბერასტები». არადა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის უცნაური და მოულოდნელი არჩევანი (რის გამოც, რაც დრო გადის, სულ უფრო დრტვინავს ეროვნულ-ტრადიციულ-მართლმადიდებლური ღირებულებების სულისკვეთების ქართველი საზოგადოება), დღეს «რესპები» უკვე კაი ხნის ბალზამირებულები იქნებოდნენ და მალე ვინძლო პოლიტიკური ორმოციც გადაგვეხადა «მადლიერ» ქართველ ხალხს მათთვის.
მაგრამ ყველას მაინც კობა დავითაშვილმა «მოუჯოკრა»: მეო, დასამალი არაფერი მაქვსო და საახალწლოდ გაახარა ცოლშვილი ჯერ ახალთახალი ჯიპით, მერე ადგა და საკუთარ თავს 5000-ლარიანი საახალწლო პრემიაც გამოუწერია. «პახოდუ პიესი», არც მისი ორკაციანი ხალხის პარტიის რაიონული შეფ-მოადგილეები დაივიწყა და, შესაბამისად, მათაც 1000 და 500 ლარებით მიულოცა ახალი წელი.
მოკლედ, მადაც ამას ჰქვია, ძმაო! ჰოდა, მოდი და ნუ გაგახსენდება ის ცნობილი «ნავერტელე», რაშიც ერთ მარნეულელ თუ ბოლნისელ გოიმ მემწვანილეს «დვაცატ ტიში» შეაწერა, მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ! აგერ ბიძინა ივანიშვილმა «მილიონ სჩემტო» არ ჩაურიცხა?!
აქედან გამომდინარე, ამოცანა გვეკითხება: რამდენი ჯიპი და «ნავერტილე» მოუვა ხალხის პარტიის ბელადს «მილიონ სჩემტოთი»? პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ, ერთი შეხედვით, უმარტივეს კითხვაზე, რადგან ეს პრაქტიკულად შეუძლებელია და აი რატომ:
დავუშვათ, ჯიპებისა და ასეტრინის მიახლოებითი საბაზრო ფასი დავადგინეთ. იმასაც გაგიმხელთ, რომ ის «სჩემტო» 100 ათასია. მაშ, მეტი რა არის საჭირო?
როგორც ყველასათვის ნაცნობი ტავარიშჩ საახოვი იტყოდა, «ა, ნეთ, თარაფიცა ნე ნადა», რადგან იმ «მილიონ სჩემტოს» ბუღალტერიც და მოლარეც თავად კობა დავითაშვილია, ანუ ხალხის პარტიის შეფის მადაზეა დამოკიდებული იმ ამოცანის ამონახსნი და გაიგე ახლა შენ, ხვალ რამდენ «ნავერტელეს» მიირთმევს, ანუ რამდენ შამფურ ზუთხის მწვადს გამოუყვანს წირვას ბატონი კობა, ზეგ კი «ლამბორჯინი დიაბლო» რომ მოუნდეს, რას შობი მერე?
ჰა, ხომ ვიყავი მართალი, ჩემო მკითხველო _ არც ისე ადვილია «ნავერტელეს» ამოცანის ამოხსნა-თქვა!
ჰო, მაშარაფის ხარჯებზე არაფერი მითქვამს...
P.S. სახუმაროდ და საქილიკოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. «ქართული ოცნების», პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოების არც თუ უმნიშვნელო ნაწილში სკეპტიციზმი დღითიდღე მატულობს.
სამწუხაროდ, ასეა ეს და ამის დაუნახაობა დღეს-ხვალ შეიძლება ისეთ დამარცხებად მოევლინოს ქვეყანას, როგორსაც ვერანაირი ოცნებები ვეღარ უშველის.
კობა დავითაშვილის ნავერტელეს კიდევ აიტანდა კაცი, არც ზვიად ზიძიგურია დიდი უბედურება, მითუმეტეს _ ირაკლი ალასანია, რომელიც იქნებ ყველაზე მეტი სიმპატიით სარგებლობს საზოგადოებაში, მაგრამ რესპუბლიკელები?
ერთი ქართული ანდაზის არ იყოს, «ვირს პიტნა ეჯავრებოდა და ცხვირში ტენიდნენო», ასეა ჩვენი და რესპების საქმე!
ანუ ბოლო 20 წლის მანძილზე ქართველმა ხალხმა არაერთხელ უთხრა უარი რესპუბლიკელი ინტელექტუალების ლიბერასტულ იდეოლოგიას, რადგანაც ეს იგივეა, რაც თავისუფლების ინსტიტუტის (ან პირიქით? და მართლაც ვირები ვიქნებით, თუ მაგათ ოდესმე ვენდობით) იდეოლოგია. ამიტომაც ვერ ასცილებია მათი რეიტინგი 2-3 %-ს სამართლიან თუ გაყალბებულ არჩევნებში!
ამიტომ ბატონ ბიძინას, უნდა თუ არა, მოუწევს, აუხსნას ქართველ საზოგადოებას, თუ რატომ გვტენის ცხვირში პიტნას.
თუ არა და, ქართველი ერი მხოლოდ ბიძინას ხათრით მხარს ვერ დაუჭერს თავისუფლების ინსტიტუტის ყლორტებს (თუ პირიქით?), რესპუბლიკურ პარტიას!
"საქართველო და მსოფლიო"
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
ავტორი მანანა ნოზაძე 20:00 30.04.2012 გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა დ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:34 06.09.2013 პროკურატურის გამოძიების მასალებით, ჯარისკაც როინ (რომა) შავაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ: შ...
-
ილია ჩაჩიბაია (დ. 2 ივნისი, 1988, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში რამდენიმე პ...
-
ხალხის აზრი გაზიარება [15:26 01-12-2010] მომხრე დავით დარჩიაშვილი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პოლიტიკურ მეცნი...
-
02:06 10.12.2011 ლალი მოროშკინამ ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში, დავით აქუბარდიას გადაცემაში განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედში”...
-
ევროპა და ამერიკა რას მიქვია? ბოლო დროს ქართველებს დედამიწის მივიწყებულ კუნჭულებშიც კი ნახავთ. ქართველების დიდი ნაწილი უცხოეთში სამწუხაროდ მ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
14:39 24.02.2014 საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ ჩრდილელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც კომენტარს უ...
-
ავტორი თეონა მანაგაძე 15:23 22.02.2019 ვერ ვიქცევი პულტზე ხელის დამჭერად, ვერ შემჭამს კონიუქტურა, რაც მნიშვნელოვანია, ყოველთვის იმ მხარეს...
-
ავტორი მარინა კვიკვინია წინაპრებს ჩვენთვის ერთი ასეთი ანდაზა შემოუნახავთ: "ქათამმა წყალი დალია და ღმერთს შეხედაო" ანუ ღმერთს ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
მილიონი «ნა ვერტილე», ანუ «вот я и миллионер - сбылись мечты идиота...»
რუბრიკიდან: პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
ავტორი მანანა ნოზაძე 20:00 30.04.2012 გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა დ...
-
თუ ხელისუფლება ჩემს დაპატიმრებას გადაწყვეტს, ეს ძვირად დაუჯდება , _ ამის შესახებ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლი...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:34 06.09.2013 პროკურატურის გამოძიების მასალებით, ჯარისკაც როინ (რომა) შავაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ: შ...
-
ილია ჩაჩიბაია (დ. 2 ივნისი, 1988, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში რამდენიმე პ...
-
ხალხის აზრი გაზიარება [15:26 01-12-2010] მომხრე დავით დარჩიაშვილი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პოლიტიკურ მეცნი...
-
ავტორი b2p.ge 02:06 03.12.2011 "გაბრიელ გარსია მარკესი - 14 ფრაზა ცხოვრების შესახებ" 1. მე შენ მიყვარხარ არა იმის გამო, თუ ვინ ხა...
-
უთავბოლო, დაძაბული ბედი, საეჭვო რეპუტაცია და სისტემატური ხმა გაკოტრებაზე. მარტო ეს არ იყო ერთადერთი ტვირთი, რითაც მაიკლ ჯექსონი ემზადებოდა, ...