"ქუთაისი არ არის საქართველოს არც პირველი და არც მეორე დედაქალაქი, ქუთაისი ქუთაისია!"

ავტორი ილია ჩაჩიბაია | "ასავალ-დასავალი"
00:23 02.12.2011
"ქუთაისის ახალი ისტორია 21 საუკუნეში იწყება. ქუთაისი ხდება საქართველოს პოლიტიკური ადმინისტრაციის ცენტრი და მეორე დედაქალქი!“ - იმერეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოთქმული ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტად წოდებულ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. დიახ, 22 ნოემბერს ქვეყნის ნაციონალურმა საინფორმაციო საშუალებებმა საზოგადოებას ახალი მთავრობის სახლის მშენებლობის დასრულების შესახებ ამცნეს. ლამის იმერლად ქცეულმა მიშამ მთავრობის პირველი სხდომა მოიწვია, ოპონენტები დალანძღა და შენობის გარეთ შეკრებილ „ნაციონალურ მოძრაობის „ აქტივისტებს გამოელაპარაკა. პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი სააკაშვილის უსუსურ და შეურაცხმყოფელ განცხადებას ეხმაურება.


- პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილსა და ჩემს შორის არსებობს ერთი პრინციპული განსხვავება: მას ქუთაისი სჭირდება, მე კი იმ ადამიანთა სიას მივეკუთვნები, რომლებსაც ჩვენი ქალაქი უყვართ. დავიწყოთ დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანით. სააკაშვილის მთავრობამ ძეგლი ლენინის ქანდაკების ადგილზე მიაგდო და ბელადის კვარცხლბეკზე შემოდგა. პროსპექტი ბენზინგასამართი სადგურებით გაივსო და სამწუხაროა, რომ ქანდაკება სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსეს.

სამშაბათს სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილს ქუთაისელ ნათესავებზე საუბროსას დაავიწყდა, რომ სომხურ ეკლესიაში მისი წინაპარი, ბაბუის ძმა, მოძღვარი იყო და იმავე ტაძარშია დაკრძალული.

ის "ქართველები" რომლებიც დღეს სოროსის წარმომადგენლები არიან და გუბერნიებსა თუ მერიებში წამყვან თანამდებობებს იკავებენ, ჩემთან დადიოდნენ და სურვილს გამოთქვამდნენ დავით აღმაშენებლის მოედანზე აშენებულიყო კათოლიკური ეკლესია, ძეგლის ადგილზე კი – შადრევანი. სოროსელები მზად იყვნენ 2 მილიონი დოლარი გადაეხადათ, თუ ბაგრატის ტაძარიც გაუქმდებოდა. ჩემი გუბერნატორობის პერიოდში, არასდროს ვუჭერდი მხარს მსგავს პროექტებს, პატივს ვცემდი ქუთაისს, ქუთაისლებს და იმერლების დიდ ტრადიციებს. ამიტომ მსგავსი რამ არ გავაკეთე. დღეს გეგმაში აქვთ, მუზეუმის ტერიტორიაზე კათოლიკური ტაძარი ააშენონ. სწორედ იმ ძველი გეგმის მიხედვით მუშაობს ეს გიჟი, აბა სხვა რა შეიძლება ვიფიქროთ, როდესაც აღმაშენებლის ძეგლი მოისროლეს და იქ შადრევანი დაამონტაჟეს! მე გული მწყდება, რომ რეზო ჭეიშვილი ქუთაისში გვერდს უმშვენებდა სააკაშვილს.

რა ბიზნესინტერესები აქვს სააკაშვილს ქუთაისში? უკვე საჯაროდ დაუქნია თითი მეწარმეებს და გააფრთხილა, აქ ყველაფერს მე ვაკონტროლებ და ჩემთან შეთანხმების გარეშე საქათმესაც ვერ ააშენებთო.
- ქუთაისლებს კარგად ახსოვთ, რომ 1995 – 96 წლებში სააკაშვილმა სავაჭრო ფართები მთელი ქალაქის მასშტაბით არსებული შენობების პირველი სართულები, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, პრაქტიკულად, უფასოდ გადასცა თავის ახლობლებს და ნათესავებს. ეს ქონება მაშინ მილიონები ღირდა, დღეს კი ფასი ათეულობით მილიონს უტოლდება. 2 წლის განმავლობაში ვჩიოდი სასამართლოში და სამართალი ვერ ვიპოვე, ფინანსურ სტრუქტურებში მეუბნებოდნენ, რა ვქნათ, სააკაშვილი კომიტეტის ხელმძღვანელია, ვერ შევეწინააღმდეგებითო. ცოტა ხნით ადრე ბუდაპეშტში მეგობართა შეკრებაზე გავემგზავრე, ჩამოსულს სააკაშვილის ახლობელ მეწარმეებზე გადაფორმებული ქუთაისი დამხვდა. ჩამორთმეულ ფართებში ასობით ადამიანი მუშაობდა. ისინი სააკაშვილმა უმუშევარი დატოვა. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ხელისუფლება მალე არ იქნება და ყველა საკითხი გაირკვევა. მინდა მივმართო იმ ხალხს, რომლებსაც ახსოვთ წარსული, განსაკუთრებით ალეკო შენგელიას, ის ხომ სტატიებს ამზადებდა ყოველივე ზემოთქმულის შესახებ: ნუთუ არ გრცხვენიათ, რომ ფეხქვეშ ეგებით იმ კაცს რომელსაც ქუთაისი ეჯავრება და ებრძვით იმ ხალხს, ვისაც ქალაქი უყვარს?

აყვავდნენ და აშენდნენ ის ბიზნესმენები, რომლებსაც მე ქვეყნის უბედურებად ვთვლიდი, მაგრამ არ ვიჭერდი. სააკაშვილმა ბევრი დააპატიმრა, შემდეგ გაათავისუფლა და მონებად გაიხადა. მოვა დრო და ყველა გაიგებს, ვინ აკონტროლებს იმ მშენებლობებს, რომლებიც დღეს ქალაქის ცენტრში წარმოებს.

22 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე ისიც ითქვა, რომ თითქოს ქუთაისის სული ჩამკვდარი იყო და მიშამ იმერლების „გამოღვიძება“ საკუთარ ღირსებად გამოაცხადა.
-ამ შეურაცხყოფას პასუხი უნდა გასცენ ქუთაისელებმა. ამათი მოქმედებები დამოკიდებულია არჩევნებზე. როგორც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, აღმა-დაღმა დარბიან და მოსახლეობაზე გადამკვდარი მთავრობის იმიჯს იქმნიან. ტყუილებით გაავსეს საზოგადოება. არსება, რომელიც ხალხში ამომრჩეველს ხედავს და არა პიროვნებას, რომელსაც ტაშისმკვრელი ბრბო უყვარს და არა ადამიანი – მან არ იცის, რა არის ქუთაისის სული. სააკაშვილს ტაძარში სიარულიც და ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციაც მხოლოდ წინასაარჩევნო პიარისთვის სჭირდება.

დღეს ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ახლობლები და ნათესავები ერთმანეთს ვეღარ ხვდებიან. ამასწინათ მთავრობის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ცნობილმა პოეტმა დამირეკა და თავის იუბილეზე დამპატიჟა, უარი ვუთხარი. დიდი ხნის განმავლობაში მლოცავდა: რომ არ მომეწვიე, არ შემეძლო, მაგრამ რომ არ მოდიხარ, ძალიან კარგია, გაგახარა ღმერთმაო. ასეთ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება, ქართველებო?

ერთ რიტორიკულ შეკითხვას დაგისვამთ – იწყება თუ არა „ქუთაისის ახალი ისტორია“ 21 საუკუნეში?
-სააკაშვილი აპირებს იმერეთის ისტორიის დასრულებას და ახლის დაწყებას. ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ ის სული, რომელიც იქ არსებობს, ძლიერია. სააკაშვილის ხელისუფლება უკვე დამთავრდა.

შენობების ფორმები თუ მოგწონთ?
-დღეს აბსოლუტურად ყველაფერი ძველი წაშალეს, სახე დაუკარგეს. რას გავს დაწესებულებები, რომლებიც წამოჭიმეს? ევროპამ უკვე დიდი ხანია, უარი თქვა მინის შენობებზე და, თურმე უცნობი გერმანელი და ესპანელი არქიტექტორები საქართველოში შედევრებს ქმნიან?!

ცუდია, თუ ვინმეს იმ პრეზიდენტის ისევ სჯერა, რომელიც ამბობს, რომ დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის პერიოდში არ აშენებულა ამდენი, რამდენიც ჩვენს დროშიო! მოაზროვნე ადამიანმა ასეთი რამ როგორ უნდა თქვას?! დღეს ნებისმიერმა ჩვენგანმა უფრო მეტი ვიცით, ვიდრე იცოდა არისტოტელემ, ან პლატონმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათზე უკეთესად ვაზროვნებთ. დავით აღმაშენებელმა სხვა თუ არაფერი, გელათი ააგო, სააკაშვილმა კი გადააბიჯა ყველაფერ ადამიანურს. რა ააშენე შენ, მისა? ამ ტრადიციულ და ტოლერანტობით სავსე ქალაქში თქვი დიდი სისულელე და ამ ყველაფრის შემდეგ თუ ვინმე მხარს გიჭერს, გულით მებრალება. ვისაც იმერეთი უყვარს, არ გააკეთებდა იმას, რასაც სააკაშვილი კადრულობს.

თუ არა პარლამენტის და სხვა სამთავრობო დაწესებულებების გადატანით , როგორ შეიძლება განვითარდეს ქუთაისი?
-პირველ რიგში, აუცილებელია სტუდენტური ქალაქის აშენება. მეორე – მცირე ბიზნესის რეალური ხელშეწყობა. მესამე – ტრადიციული კულტურის განვითარება.

იმერლებმა გადაარჩინეს საქართველო. ადრე სომხები ითხოვდნენ დედაქალაქის ქუთაისში გადატანას. მათ სურდათ, თბილისი განვითარებულიყო, როგორც სომხური ქალაქი. ქუთაისელები არ მიემხრნენ ამ ინიციატივას. ცოტა ხნის წინ ერევანში ვიზიტის დროს მითხრეს და კიდევ ერთხელ დამიდასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების უმრავლესობა სომხური წარმოშობისაა. მათი ეროვნულობა დღეისათვის მხოლოდ სკამია! სომხებმა გამიმხილეს თავიანთი შეშფოთების მიზეზი: რაც სტურუამ სააკაშვილი და მისი ჩინოვნიკები ამხილა, განსაკუთრებით გვეშინია, ანასტას მიქოიანის მსგავსად ჩვენი დევნა არ დაიწყოსო. მინდა ვთქვა, რომ ქუთაისი არ არის საქართველოს არც პირველი და არც მეორე დედაქალაქი. ქუთაისი ქუთაისია! ეს არის ევროპული ყაიდის ეროვნული ქალაქი!


რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...