ავტორი ნინო მიქიაშვილი
06:03 25.11.2011
მუსიკალური სკოლის შენობას საგანგებოდ აწყობენ - კოსმეტიკურ რემონტს უკეთებენ და მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში, ე.წ. სპეციალურ კონტეინერებში მოთავსებული სიწმინდეების გადასატანად ამზადებენ. კულტურის მინისტრმა, ნიკა რურუამ 24 ნოემბერს, საინფორმაციო სააგენტო “პირველისთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ნახავს, რომ ყველაფერი კარგადაა, საგანძურს დროებით საცავში საკუთარი ხელით გადაიტანს.
“ობიექტივს“ მესტიიდან მოაწოდეს 24 ნოემბერს გადაღებული ფოტოები, რომელშიც ჩანს, რომ შენობა გარედან თეთრი საღებავით გაღებეს, კარ-ფანჯრებს გისოსები დაუყენეს, შენობის მიმდებარე ტერიტორიას ხის ღობე შემოავლეს, კედლებზე ე.წ. გიფსოკარდონები გააკრეს და ლამინატი დააგეს.
კულტურის მინისტრი ირწმუნება, რომ იქ, სადაც ამჟამად არის ეროვნული საგანძური (ანუ სახელდახელოდ შეკრულ ე.წ. კონტეინერებში) ყველაფერი კარგადაა და რომ საგანძურს საფრთხე არ ემუქრება. იმაში დასარწმუნებლად ტყუის თუ არა ნიკა რურუა, ამ ვიდეორგოლის ნახვის შემდეგაც შესაძლებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ ხელოვნებთმცოდნეებისა და რესტავრატორების შეფასებებზე http://www.youtube.com/watch?v=XJ2X4su2PR8&feature=related
უცვლელად გთავაზობთ კულტურის მინისტრის კომენტარს, რომელიც მან სააგენტო “პირველის“ ჟურნალისტს, ნათია რუხაძეს მისცა:
“კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა "პირველთან" საუბრისას სვანეთის საგანძურის გარშემო არსებულ დავას "პოლიტიკური ქულებისთვის ატეხილ ვნებათაღელვას" უწოდებს:
"სვანეთის საგანძური არ ფუჭდება, ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და ესეთი შედეგი წარმოუდგენელია იმიტომ, რომ ის დაცულ ადგილასაა. სხვათა შორის, ადგილობრივი მოსახლოების დაჟინებული თხოვნით, მათი შენახვა იმავე ტერიტორიაზე განხორციელდა, სადაც მუზეუმი იყო. ამ წუთას საგანძური სადაც არის, იქ არაფერი ზიანდება, - ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რადგან ყველა სპეციალისტი მიდასტურებს. მუზეუმი აშენდება, მისი მშენებლობა დაახლოებით ზაფხულში დასრულდება. მანამდე კი 24-25 ნოემბერს დროებითი საცავის რემონტი დასრულდება", - განაცხადა რურუამ და დასძინა, რომ იგი მესტიაში პირადად ჩავა და მას შემდეგ, რაც ნახავს, რომ ყველაფერი კარგადაა, სვანეთის საგანძურს დროებით საცავში საკუთარი ხელით გადაიტანს“.
როგორც ჩანს, კულტურის მინისტრს ან არ უნდა მოისმინოს იმ სპეციალისტების აზრი, რომლებიც ამბობენ, რომ საგანძურის ე.წ. კონტეინერებში ყოფნა სახიფათოა და ამ კუთხით ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს, ან მსგავსი შეფასებები ბატონ მინისტრს მოსმენილი აქვს, მაგრამ რადგან მისთვის მიუღებელია, იგნორირებას უკეთებს, ისევე, როგორც პატრიარქის პოზიციას.
21 ნოემბერს კულტურის მინისტრის მოადგილეს, დავით ცხადაძეს წამოსცდა, თუ განგებ თქვა ძნელია სათქმელია, მაგრამ იმ ყბადაღებულ ე.წ. კონტეინერების წარმომავლობაზე, საგანძურის გადასარჩენად შექმნილი საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებს გვითხრა, რომ ეს “კონტეიენერები ძლივს იპოვეს თურქეთში“!
თურქეთი აქამდე არავის დაუსახელებია. გვეუბნებოდნენ “კონტეინერები“ იტალიიდან სპეციალურად გამოვიწერეთო; ჩვენ კი “კონტეინერებზე“ არსებული წარწერა გადავათარგმნინეთ და აღმოჩნდა, რომ ის დამზადებულია ჩინეთში, გვანდუნის პროვინციაში, ჭუნგშანის ქარხანაში.
ფოტოები, რომელიც ამ მისამართზე http://www.youtube.com/watch?v=UECkTJABWnM შეგიძლიათ ნახოთ, ჩვენი თხოვნის საფუძველზე მესტიიდან მოგვაწოდეს. ამ ფოტოებშიც (ისევე როგორც რამდენიმე დღის წინ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში http://www.youtube.com/watch?v=sSZ47fxBrl0) ნათლად ჩანს, რომ ადგილი, სადაც ეს შენობა დგას, დამეწყრილია - შენობის პირველი სართული მთლიანად მიწაშია.
"ობიექტივი"
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
09:25 14.12.2010 პროექტ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"-ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილი კიდევ ერთი პედაგოგი სკანდალ...
-
გაზიარება ცნობილი პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია „ღია ბოქლომს“ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს. პარაფსიქოლოგიის მამა უკრაინაში იმყოფება და როგორც...
-
გაზიარება [ილია ჩაჩიბაია] 2009 წლის 22 სექტემბერს რეგიონალური ტელეკომპანია "თრიალეთის" საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უშანგი იგ...
-
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2 ოქტომბერს ზუგდიდის თეატრს უმასპინძლებს დასაწყისი: 12:00 სთ, კვირა, 2 ოქტომბერი. ადგილი: კოტე მა...
-
15:52 17.06.2011 ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე აფხაზეთის #11 საჯარო სკოლა ჩაება ერთ–ერთ ყველაზე მასშტაბურ ველოაღლუმში „ ჯანმრთელობის ფორმულა“...
-
15:06 29.06.2012 მოძრაობა "არა"-ს წევრი ოთარ ბექაური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუქარაში ადანაშაულებს, როგორც ბექაურ...
-
წყარო დრონი .ge 03:17 6.01.2012 „დრონი.ჯი“-სთვის ამ წუთებში სკანდალური ინფორმაცია გახდა ცნობილი: უცნობმა პირებმა საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:12 04.02.2012 კრიმინალური პოლიციის უფროსის, ერეკლე კოდუას ცოლისძმა, მიხეილ ჟორჟოლიანი მეორედ დაიჭირეს. ეს ინფორმა...
-
გაზიარება http://www.usaid.org.ge/ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, კავკასიის რეგიონალური მისია (United States Agency for Internati...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
სვანეთის საგანძურის დამეწყრილ შენობაში გადატანას ნიკა რურუა თავისი ხელით აპირებს [video]
რუბრიკიდან: პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით
-
გაზიარება [ილია ჩაჩიბაია] 2009 წლის 22 სექტემბერს რეგიონალური ტელეკომპანია "თრიალეთის" საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უშანგი იგ...
-
სამეგრელოში არსებული განუკითხაობის ფონზე ზუგდიდში სატანური სექტის თეოსოფიის მომხრეები გააქტიურდნენ. მდიდრულად ჩაცმული და რუსულ ენაზე მოსაუბრ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:31 16.08.2013 კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი პირები საქართველოს ხელისუფლებიდან, არც უცხოელი მეცნიერების...
-
09:25 14.12.2010 პროექტ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"-ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილი კიდევ ერთი პედაგოგი სკანდალ...
-
გაზიარება ცნობილი პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია „ღია ბოქლომს“ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს. პარაფსიქოლოგიის მამა უკრაინაში იმყოფება და როგორც...
-
წყარო დრონი .ge 03:17 6.01.2012 „დრონი.ჯი“-სთვის ამ წუთებში სკანდალური ინფორმაცია გახდა ცნობილი: უცნობმა პირებმა საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის...
-
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, რექტორის მოვალეობის შემსრულებლად პროფესიით ისტორიკოსი, სა...
-
ავტორი ნანა ფაჟავა “მე უნდა შევიდე ნინოშვილის 13-ში” - ეს ფრაზა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილებთ...
-
გამოტეხილად რომ ითქვას, შაშკინი აქ არაფერ შუაშია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წონა საქართველოს სახელისუფლებო ელიტაში ღიმილის მომგვრ...
-
მოამზადა დავით შალიკაშვილმა 18:18 24.06.2012 ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთში. ახლახან საიტმა ”ლ...