ავტორი ვასილ დაბრუნდაშვილი
20:26 02.08.2011
თაილენ ბლაონდოუ 10 წლის მოდელია. ის ჟან-პოლ გოტიემ 5 წლის ასაკში აღმოაჩინა და მას შემდეგ გოგონას ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. ის ნამდვილი ვარსკვალავი გახდა.
სულ ცოტა ხნს წინ თაილენის ფოტო ფრანგული "ვოგის" გარეკანზე დაიბეჭდა, რასაც აშშ-ში დიდი დებატები მოყვა. ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ ფოტოსესიის ავტორი დიზაინერი, ტომ ფორდი მცირეწლოვანთა გარყვნაში დაადანაშაულეს.
ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ მსგავსი ფოტოები პედოფილებისათვის ერთგვარი საკვებია. ქართულ სამოდელო სამყაროში არა ერთხელ შეხვდებით პატარა მოდელების პოზირების ამსახველ ფოტოებს. დიზაინერი ლიკა ყაზბეგი მსგავსი ფოტობის გამოქვეყნებაში პრობლემას ვერ ხედავს.
ბავშვის ფსიქიკაში უხეში ჩარევა და მშობლის შეცდომა - ეს უკვე ქართველი ფსიქოლოგების შეფასებაა პატარების ნახევრად ეროტიკულ ფოტოებზე.
