<<<პირველი ნაწილი | <<<მეორე ნაწილი | <<<მესამე ნაწილიფსევდოოპოზიციონერთა კვალდაკვალ უპრიანი იქნება თუ ფსევდოობიექტურობის იმ მავნე ზემოქმედებაზეც ვისაუბრებთ, რომელსაც ფსევდოობიექტურები ახდენენ საზოგადოებას ცხოვრებაზე.
დღეს, როდესაც სიცრუის მანქანა მთელი ძალით მუშაობს ადამიანთა ტვინების გამორეცხვაზე და მოდელირებული ვირტუალური ფსევდორეალობის რეალობად და სინამდვილედ წარმოჩენაზე, ძნელია გაარჩიო ვინ ტყუის და ვინ ამბობს სიმართლეს!
ხელისუფლების ძალისხმევით ეგრეთწოდებულ ექსპერტთა, პოლიტოლოგთა, ანალიტიკოსთა, სოციოლოგთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მობილური ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც ხელისუფლების მიერ დაწერილ სცენარს ახმოვანებს და უტიფრად ასაღებს შავს თეთრად და პირიქით.
ჩვენ ამ ადამიანებს ყოველდღე ვუსმენთ ტელეეკრანებზე, ვკითხულობთ მათ წერილებს, ინტერვიუებს, რომელიც სიმართლის წარმოჩენას კი არა სიმართლის მიჩქმალვას ემსახურება და ცხადია, ადამიანებს სწორი არჩევანის და სწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას უხშობს.
იმდენად მრავალრიცხოვანია ფსევდოობიექტურთა ჭრელი გუნდი, ყველა მათგანის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა თავისი ნიჭიერებით გამორჩეულ რამდენიმე პიროვნებაზე მაინც შევჩერდები.
პირველ რიგში მინდა დავასახელო ია ანთაძე, გამორჩეულად ნიჭიერი ქალბატონი, კარგი ანალიტიკოსი, რომელიც ეჭვი მაქვს რომ ზოგჯერ ძალიან ოსტატურად და შენიღბულად ემსახურება ხელისუფლების ინტერესებს.
ამის დამადასტურებელი მრავალი მაგალითის დასახელება შეიძლება, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთზე შევჩერდები.
ია ანთაძემ ამას წინათ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მე პრორუსულ ძალად, სააკაშვილი კი პროდასავლური ლიბერალური ღირებულებების აპოლოგეტად გამოაცხადა.
კი, ბატონო, ია ანთაძემ რაც უნდა ის მიწოდოს, არ მეწყინება, მაგრამ როგორ შეიძლება სააკაშვილში, რომელმაც ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა საქართველოში, ლიბერალობა და პროდასავლურობა დაინახო?
როცა გაქვს ავტორიტეტი, როცა საზოგადოება გიცნობს, როგორც კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ ჟურნალისტს და ასეთ დასკვნებს აკეთებ, ეს უკვე დანაშაულის ტოლფასი ქმედებაა.
ნაკლები საფრთხის შემცველია, ვთქვათ, სოსო ცინცაძის პრიმიტიული და აბდაუბდა მოსაზრებები, რომლებსაც შეგიძლია ყურადღებაც კი არ მიაქციო, იმდენად სუსტი და ცალმხრივია მისი მსჯელობა, მაგრამ როცა ისეთი გონიერი და ანალიტიკური ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, როგორიც რამაზ საყვარელიძეა, ზოგჯერ ორმაგი სტანდარტებით თამაშისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს, ეს უკვე საგანგაშოა.
ამასწინათ რამაზ საყვარელიძის და პაატა ზაქარეიშვილის პაექრობას ვუსმინე. პაატა ზაქარეიშვილი უდაოდ ინტელექტუალური და გონებაგამჭრიახი პოლიტიკოსი, ემოციური პიროვნებაა და თავის მოსაზრებებს ამ გადაცემის დროსაც ემოციურად გამოხატავდა, საყვარელიძე კი "ამშვიდებდა": _ ნუ ნერვიულობ, ნუ გეშინია, შენ ექიმთან ხარ" ორჯერ გაუმეორა მან ზაქარეიშვილს ეს ფრაზა, რაც ხულიგნობას უფრო ჰგავს, ვიდრე ინტილიგენტის საქციელს.
ექსტაზში შესულმა რამაზმა ისიც კი თქვა, რომ ოპოზიციას იმდენივე მოეთხოვება, რამდენიც ხელისუფლებასო, რაზეც ზაქარეიშვილმა საკადრისი პასუხი გასცა.
ამდენი სიცრუისგან, ამდენი ტყუილისგან, ამდენი ფსიქოლოგიური ზეწოლის და ზემოქმედებისგან ჩვენი საზოგადოება შეიძლება მართლაც არის დაავადებული, მაგრამ მისი განკურნება მხოლოდ სიმართლით არის შესაძლებელი და არა ცინიზმით და ლამაზად შეფუთული სიცრუით.
დღეს დიდი სიმართლის თქმის დროა!
თუ გვინდა რომ ქვეყანა ამ ნახევრად მკვდრული მდგომარეობიდან, ამ შოკიდან გამოვიდეს, პირველ რიგში სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ და ვინც არ არის კახაბერი, კახაბერად არ უნდა გამოვაცხადოთ.
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შ...
-
სექსი! აი ასე – ხმამაღლა ვთქვი, რომ ვიღაცა გოიმი არ გეგონოთ! მე ულტრათანამედროვე აზროვნების, უახლესი ევროპული ღირებულებების მატარებელი, ულტრ...
-
გაზიარება [ანნა მანია. [22:40 12.06.2010] დღეს ყველაზე თავისუფალი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ, ჩვენ დავეშვით ფსკერზე, იმის იქეთ აღარაფერი არი...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
YouTube–ზე ჯავახეთის სომხური ჰიმნი, დროშა და გერბი გამოჩნდა. ეროვნული უმცირესობით დასახლებული საქართველოს რეგიონი, კლიპში გამოსახულ რუკაზე ლ...
-
გაზიარება http://www.usaid.org.ge/ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, კავკასიის რეგიონალური მისია (United States Agency for Interna...
-
ზუგდიდიელი ჟურნალისტები ილია ჩაჩიბაია და ნანა ფაჟავა, ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში გადაცემა "საკანში#5"–ში მი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 23:24 01.11.2011 საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 28 ოქტომბერს კენჭი უყარეს ტელეკომპანია “იმედში“ შეჭრისა...
-
18:30 06.09.2014 "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზ...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndica...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
მეოთხე ნაწილი: ფსევდოობიექტურობა
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შ...
-
15:26 03.08.2011 "მე ცოცხალიც საქართველოსთვის ვლოცულობდი და იმ ქვეყნიდანაც არ მოვაკლებ ლოცვას, თუ ეს საკმარისი იქნა..." - ამ სიტ...
-
ცოტა ხნის წინ ვახტანგ კომახიძის და სტუდია “რეპორტიორის” ავტორობით გადაღებული ფილმის “ჯაშუშის სინდრომის” პრემიერა გაიმართა. ფილმი აკადემიკოს...
-
18:30 06.09.2014 "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უ...
-
გაზიარება http://www.usaid.org.ge/ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, კავკასიის რეგიონალური მისია (United States Agency for Interna...
-
სექსი! აი ასე – ხმამაღლა ვთქვი, რომ ვიღაცა გოიმი არ გეგონოთ! მე ულტრათანამედროვე აზროვნების, უახლესი ევროპული ღირებულებების მატარებელი, ულტრ...
-
ავტორი დაჩი კვიკვინია 20:20 14.08.2011 საქართველოში, სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად, მომრავლდნენ და გააქტიურდნ...
-
გაზიარება [ანნა მანია. [22:40 12.06.2010] დღეს ყველაზე თავისუფალი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ, ჩვენ დავეშვით ფსკერზე, იმის იქეთ აღარაფერი არი...