ავტორი სანტიაგო გაუჩო
18:16 17.09.2011
დღეს 105 წელი შესრულდა ცნობილი ქართველი მსახიობის, სესილია თაყაიშვილის დაბადებიდან. ქალბატონი სესილია იმ უმცირეს მსახიობთაგანი გახლდათ, რომელსაც საქართველო მხოლოდ სახელითაც კი ცნობდა და ცნობს.
სესილია თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური აქტიორული ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელი ბრძანდებოდა. მის შემოქმედებას ახასიათებდა გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი და ჩინებული აქტიორული ტექნიკა. იგი ყოველთვის საკუთარ თავს განასახიერებდა. შეიძლება ამიტომაც აღიქვამს ხალხი მას, პირველ რიგში, კინომსახიობად. სწორედ კინოში გამოჩნდა სესილია თაყაიშვილის განსაკუთრებული უნარი შეინარჩუნებინა თავისი თავი მაშინაც კი, როდესაც სრულიად განსხვავებული როლების თამაში უწევდა.
ქართველ რეჟისორებს არაერთხელ უთქვამთ, თუ გინდა, რომ სპექტაკლში ან ფილმში სიყალბეს გადაურჩე, სესილია თაყაიშვილი უნდა ათამაშოო. მართლაც, როცა ბუნებრიობისა და უშუალობის განსახიერება, სესილია თაყაიშვილი, სცენაზე ან კადრში გამოჩნდებოდა, თამაშისა თუ ხელოვნურობის განცდისგან ყველაფერი თავისუფლდებოდა.
სესილია თაყაიშვილი - ყველას ბებია ოლღა, ასინეთა, მარადია, მოხუცი ბუღალტერი. ყველას, ვისაც ნახევარი საუკუნისთვის არ გადაგვიბიჯებია, ის მხოლოდ კინოდან გვახსოვს, რადგან სცენა მან თითქმის ნახევარი საუკუნის წინათ მიატოვა - მაშინ, როცა დიდების ზენიტში იყო.
დღევანდელ წერილში ქალბატონ სესილიას შესახებ რამდენიმე მოგონებას შემოგთავაზებთ, რომლებიც ამ დიდებულ მსახიობს უფრო ახლო რაკურსით დაგვანახებს.
რეჟისორი ნანა ჯანელიძე იხსენებდა: “ნატვრის ხეს” ვიღებდით. უცებ, ბატონმა თენგიზმა დაიძახა, “მზად არის”. დასტაცეს ასისტენტმა ბიჭებმა ხელი სესილია თაყაიშვილს და ჩასვეს ტალახში. ამაზე ირგვლივ სიცილ – ხარხარი ატყდა. თენგიზმა ისევ დაიძახა: “მატორ!“ სესილია ნამდვილი მსახიობი იყო. უცებ მონუსხა ყველა. იჯდა სესილია ტალახში, დასვრილ ხელებს ასავსავებდა, თითოეულ მათგანს თვალებში უყურებდა... მის თვალებში იკითხებოდა, აი, შენ ხარ დამნაშავე, შენც... უცებ თითქოს გაიყინა ყველა, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. იმდენად გასაოცრად, დამაჯერებლად გაითამაშა ეს სცენა, ერთი დუბლის მეტი არ დაგვჭირვებია.
რადგან ხელები დიდხანს ჰქონდა ტალახში, სცენის გადაღების შემდეგ საშინელი ალერგია დაეწყო. სთხოვდნენ ხელთათმანების ჩაცმას, მაგრამ არ გაუკეთებია, სამაგიეროდ, მის ხელებს ერთ წელიწადს მკურნალობდნენ, ინფექცია ჰქონდა შეჭრილი”.
“მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” ნებისმიერი ქართველისათვის განსაკუთრებით გამორჩეულ სურათთა კატეგორიას მიეკუთვნება. ოლღა ბებიას როლს, ყველასათვის სათაყვანებელი, ქალბატონი სესილია თაყაიშვილი ასრულებდა. ძალიან ცოტამ თუ იცის, როგორი მსხვერპლი გაიღო ამ ფილმის გადაღების წინ ქალბატონმა სესილიამ.
ოლღა ბებიას როლს სრულად რომ ჩასწვდომოდა, მეტი დამაჯერებლობა და ბუნებრიობა ჰქონოდა გადასაღებ მოედანზე, სესილიამ საღი კბილები დაიძრო. ეს ნამდვილი ამბავია. ის მაშინ 55 წლის იყო. ოლღა ბებია მტკიცედ შევიდა საუკეთესო თეატრალურ და კინოსახეთა ქართულ საგანძურში.
თავად ამ ფილმის გადაღების პროცესი მეტად “ხმაურიანად” მიმდინარეობდა. ზურიკელას როლის შემსრულებელი სერგო ორჯონიკიძე უკვე მოგვიანებით იხსენებდა: “სკოლიდან მომავალმა ზურიკელამ ღელე გადაირბინა, ბებია კი ვერ გადადიოდა. რეჟისორმა მითხრა, შენ უნდა დაბრუნდე უკან, აიყვანო ხელში ბებია და გადმოიყვანოო.
14 წლის ვიყავი. როგორია, პატარა ბიჭმა ხელში აიყვანო ამხელა ქალი და გადმოიყვანო?! მეც ჩემი თავმოყვარეობა მქონდა. ვფიქრობდი, ახლა რომ ხელში ავიყვანო და გადმოსვლისას წყალში ჩამივარდეს, მერე რა ვქნა-მეთქი. გადავედი, მოვკიდე ხელი სესილიას, მეგონა მძიმე იქნებოდა, სულაც არ აღმოჩნდა მძიმე, მსუბუქი მეჩვენა და გადმოვიყვანე. 13 დუბლი გადაიღეს. არაქათი გამომეცალა. სესილია მიხვდა, რომ აღარ შემეძლო და კისერზე მებღაუჭებოდა, მართლა არ ჩამაგდოსო”.
ამ სურათში ოლღა ბებია ამბობს: “ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამოვიდეს”. მართლაც, მოგვიანებით ზურიკელა, იგივე სერგო ორჯონიკიძე ექიმი გამოვიდა და ავადმყოფობის დროს სესილიას გვერდიდან არ მოსცილებია.
ცნობილი დირიჟორი, დიდიმ მირცხულავა სესილია თაყაიშვილთან ახლოს ცხოვრობდა. კუს ტბიდან როდესაც ბრუნდებოდა, სესილიას სახლისთვის უნდა ჩაევლო. მსახიობს ფანჯარა ყოველთვის ღია ჰქონდა. ბატონი დიდიმიც რამდენჯერაც ჩაივლიდა, იმდენჯერ კუს ტბაზე დაკრეფილ იებს იქ ყრიდა.
ერთხელაც, გაბრაზებულმა თაყაიშვილმა დიდიმის ცოლს დაურეკა - ნატა, გადაეცით თქვენს მეუღლეს, რომ თავი დაანებოს ჩემს ფანჯარაში იების შემოყრას. ამდენი ნაგვის ხვეტით დავიღალეო.
დიდიმმა სესილიას მოთხოვნა შეასრულა და, აი, ერთი კვირის შემდეგ, სესილიამ მირცხულავებთან კვლავ დარეკა: „ნატა, დიდიმს გადაეცით, ისევ შემომიყაროს იები ფანჯრიდან, თავს მოხუცად ვგრძნობ“.
ერთხელ სესილიას სპექტაკლის დაწყების წინ გოგონებმა ქათინაური უთხრეს:
- რა ლამაზი კაბა გაცვიათ.
- სპექტაკლის შემდეგ პაემანზე მივდივარ, - უპასუხა განსაკუთრებული სერიოზულობით. ატყდა სიცილი.
- რა გაცინებთ, თქვე დურაკებო. კი არ დავბერდი, თაყვანისმცემელმა მაჩუქა, - არ დაიბნა სესილია.
ბატონი თემურ ჩირგაძე პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი იყო. ამით მსახიობები კარგად “სარგებლობდნენ” და საკუთარი შვილების ანალიზები გამოკვლევაზე თემოსთან მიჰქონდათ. ერთხელ თემიკომ ეზოშივე შეამჩნია მასთან მიმავალი სესილია თაყაიშვილი, ისიც გასაგები იყო, რისთვისაც მიდიოდა. ჩირგაძემ შესახვედრად გამოყარა თანამშრომლები: ”მოდის, მოდის გენიალური სესილია, ჩვენი დიდი მსახიობი და მოაქვს თაყაიშვილების...”
სესილია ხელით ანიშნებს, აჩუმებს თემიკოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ბოლოს ეუბნება: ბოდიში, მაგრამ, როდესაც მე მომაქვს თქვენთან..., ეს არის გოძიაშვილების და არა თაყაიშვილებისო.
ამ ამბავს მოჰყვა ლამაზი დასასრული. თემური და მისი მეგობარი ოჩო ცერცვაძე, ყვავილებით ხელში, ბოდიშის მოსახდელად ეახლნენ სესილიას. კარი მსახიობმა გააღო, დაინახა დაჩოქილი თემიკო და, არ გაინძრეთ, იყავით ასეო, - იყვირა. გავარდა ეზოში, მოყარა მთელი მეზობლები და გამოაცხადა - ხედავთ, კაცებს როგორ ვუყვარვარო?
მეორე მსოფლიო ომის მძიმე დღეები იდგა, განსაკუთრებულად ინტელიგენციას უჭირდა და სულის მოსაბრუნებლად ლუკმას ეძებდა. სესილია თაყაიშვილი და მერი დავითაშვილი კახეთში წავიდნენ მატარებლით, ტანსაცმელი წაიღეს სურსათზე გადასაცვლელად. გზაში პროფესორი დაემგზავრათ. რისთვის მობრძანდებითო - ჰკითხეს. ლექციების ჩასატარებლადო - მიუგო, და შემდეგ მსახიობებს თვითონაც ჰკითხა, თქვენ რისთვისღა მიბრძანდებითო? კონცერტების ჩასატარებლადო, - უპასუხეს მათ.
ერთმანეთს სადგურზე დაშორდნენ. სესილიამ და მერიმ ბაზარს მიაშურეს და გასაყიდად კაბები თოკზე გადაკიდეს, ხოლო მყიდველთა ყურადღების მისაქცევად ძველი გრამაფონი აამღერეს. გაიხედა სესილიამ და შეამჩნია: იმ სახელოვან პროფესორს შარვალი უჭირავს და აქეთ-იქით დადის. უცებ პროფესორმა თვალი მოჰკრა გზაში გაცნობილ მსახიობებს და ბაზრიდან გაიპარა.
- ვაი, ეს რა ვქენით?! – თავზე ხელი შემოიკრა სესილიამ, - იმ გაჭირვებულ პროფესორს ცოლ-შვილი მშიერი დავუტოვეთ.
კინორეჟისორი ელდარ შენგელაია იხსენებდა:
“ცისფერი მთების” პრემიერა გვაქვს კინოს სახლში... იმ პერიოდში ქალბატონ სესილიას დაქვეითებული ჰქონდა სმენა, არადა, სურათი, ცხადია, ჩვეულებრივ ხმაზე მიდიოდა.
ჩვენება დასრულდა. ძალიან კარგად მიიღო მაყურებელმა. გამოვედი, მილოცავენ, შთაბეჭდილებას მიზიარებენ, ჩემთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალბატონ სესილიას შეფასებაა. როგორც იქნა, მივედი და...
„ეს რა ქენი, შე კაცო? ხალხმა კარგად კი მიიღო, მაგრამ რად გინდა - არაფერი ისმის, ის სიტყვები და მთელი ის იუმორი დაიკარგა“, - მსაყვედურობს. უმალ მივხვდი, საქმე რაშიც იყო და დავამშვიდე: „ქალბატონო სესილია, ეს პირველი ასლია, ცოტა ვერ არის კარგად გაკეთებული. ხვალინდელ ჩვენებაზე მეორე ასლი იქნება და თუ გინდათ, მოდით-მეთქი. მოვალო, - იმ წუთში არ დამთანხმდა?!
მეორე დღეს მოვიყვანე ჩემი უსაყვარლესი ბიძა სანდრო ანდრონიკაშვილი, რომელიც სესილიას ხნისა იყო და მასავით ყურმძიმე. სააპარატოში შევედი, ხმა ნორმაზე ბევრად მაღლა დავაყენებინე. ჩვენება დაიწყო და ის ჩვენი ეკრანი ყვირის და ყვირის. როდესაც დასრულდა, მაყურებლებმა მითხრეს - ძალიან კარგი ნამუშევარია, მაგრამ რას გვერჩი, რას დაგვაყრუე ხალხიო. ხოლო ქალბატონმა სესილიამ – აი, ახლა ნამდვილად კარგია და ყველაფერი შესანიშნავიაო. მერე სანდროს მივუბრუნდი. ბიძაჩემიც ძალიან კმაყოფილი დარჩა. ერთი სიტყვით, ყველა კი დავაყრუე, მაგრამ ჩემთვის უმთავრესი იყო, თავად ქალბატონ სესილიას გაეგო და გახარებოდა. მახსოვს, მითხრა კიდეც, ჩემი ნამუშევარი არ ვიცი, მაგრამ ფილმი ძალიან კარგიაო.”
presage.tv
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
20:49 25.06.2011 გვიყვარს და ვზასაობთ? ყველანი ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ პარკებში კოცნის თვითნებურად აკრძალვას...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:47 17.05.2012 თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ო...
-
22:26 02.08.2011 ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქცია სოლიდარობას უცხადებს კახეთის საინფორმაციო ცენტრს და მოითხოვს დაისაჯონ ჟურნალისტი...
-
თვლით თუ არა, რომ ელისო ჯანაშია არის თაღლითი, მატყუარა, და ჟურნალისტიკის სირცხვილი? კი 57% არა 33% თავს ვიკავებ 10% 157 votes total
-
15:26 05.08.2011 რადიო "ეხო მასკვის" ვებგვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა - ეთანხმებით თუ არა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:28 23.09.2011 ევროპის საბჭოს ოფისში “თავისუფალმა დემოკრატებმა“ 1 000–ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს – ხელ...
-
14:00 01.12.2011 მედია-კავშირი "ობიექტივი" ტელეკომპანია "მაესტროში" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ გან...
-
ავტორი მანანა ნოზაძე 13:06 05.10.2012 ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ხვამლის მთის საიდუმლოების ამოხსნასა და ამ მისტერიულ მთ...
-
გასულ კვირას "რუსთავი-2"-ში მიშას საქებარი მორიგი პროპაგანდისტული სიუჟეტი გავიდა. ამჯერად იგი ეძღვნებოდა ქსენია სოკოლოვას რუსულ &q...
-
19:00 20.06.2011 თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მისაღები გამოცდების შემოქმედებითი ტური ამ წუთებში ზუგდიდის შალვა დადიანის სახელ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
დიდი სესილია
რედაქტორის რჩევით
-
14:00 05.02.2020 „ენდიაის“ კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია, პოლიტიკური კორუფცია კი დანაშაულია და დასჯადია, – ამის შესახებ „პატრიოტთ...
-
15:00 10.12.2019 მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 18:58 18.04.2020 „ვიყავით დაახლოებით ათასამდე. ამ რაოდენობაში ვთვლი: სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს, ...
-
როცა რეზონანსული სახელმწიფო ტელევიზიები რიგ შემთხვევებში დუმილს ამჯობინებდნენ, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა არხმა, რა თქმა უნდა, თბილისის მასშტაბებ...
-
20:49 25.06.2011 გვიყვარს და ვზასაობთ? ყველანი ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ პარკებში კოცნის თვითნებურად აკრძალვას...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
23:55 21.02.2019 მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ. პარკირებაზე გადასახადის ...
-
20:15 28.03.2015 ყოფილი დეპუტატის გურამ (ცაცა) შელიას განცხადება: „მახსოვს ზუგდიდის „ოდიში" თბილისში ეთამაშა „დინამოს", თამაშ...
-
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2 ოქტომბერს ზუგდიდის თეატრს უმასპინძლებს დასაწყისი: 12:00 სთ, კვირა, 2 ოქტომბერი. ადგილი: კოტე მა...
-
იმიტირებული ქრონიკის შემდეგ გარდაიცვალა ქალბატონი, რომლის შვილიც ქართულ ჯარში მსახურობდა. ამის შესახებ "იმედთან" დეპუტატმა დიმიტრი...