პარლამენტი რევოლუციური კანონის მისაღებად ემზადება

ვის მოუწევს აგენტობის გამო თანამდებობის დატოვება?
ალბათ, ყველას გახსოვთ სულ ცოტა ხნის წინ აშშ-ში მომხიბვლელი რუსი აგენტის დაკავების ისტორია. ანა ჩაპმანი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა საბჭოთა აგენტისგან. ეროტიკული მიხრა-მოხრა და ჩინოვნიკების „შებმა“ – ასეთი იყო მისი მუშაობის სპეციფიკა, განსხვავებით საბჭოთა აგენტებისგან, რომლებიც ისტორიას გრძელი შავი ლაბადით, მუქი სათვალითა და დიპლომატით შემორჩნენ. დღეს ჩაპმანი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რუსი ქალბატონია, რომელიც ბულვარული პრესისთვის გაშიშვლებაზეც აღარ ამბობს უარს. ყოფილმა აგენტმა მოდელობას მიჰყო ხელი.

გაზიარება
[ხათუნა მგალობლიშვილი. 13:11 01-12-2010]
ექსაგენტებისთვის მოდელობას არც ქართული კანონმდებლობა კრძალავს. სავარაუდოდ, მალე საზოგადოებისთვის საკმაოდ ვრცელი სია გახდება ცნობილი, სადაც იმ პირების სახელი და გვარები იქნება აღნუსხული, რომლებიც საბჭოთა „კაგებესთან“ თანამშრომლობდნენ. კანონპროექტის ავტორი გია თორთლაძე გახლავთ. აი, რა შეზღუდვებს უწესებს ყოფილი მთამსვლელი ყოფილ აგენტებს: მათ ეკრძალებათ მუშაობა აღმასრულებელი ორგანოების წევრად, უშიშროების საბჭოს წევრად, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრად, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თავმჯდომარედ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის აპარატისა და მთავრობის კანცელარიის საჯარო მოხელედ. ასევე, არ დაინიშნებიან მაგერულირებელი ეროვნული კომისიების წევრებად, სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებად. შეზღუდვა გავრცელდება ნებისმიერ თანამდებობაზე, რომელიც იქნება თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. აგენტი ვეღარ გახდება საკონსტიტუციო, უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ვერც უმაღლესი სასწავლებლის რექტორი, პრორექტორი, დეკანი ან კათედრის გამგე.

შეზღუდვები საკმაოდ სერიოზულია. თუმცა ჩინოვნიკები, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე იქნებიან დანიშნულები აკრძალულ თანამდებობებზე, ვალდებულები გახდებიან, დატოვონ საკუთარი სავარძლები კანონის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. ასეთები კი, როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ შემორჩნენ სავარძლებს.

კანონის ავტორი, გია თორთლაძე მიიჩნევს, რომ ერთადერთი, ვინც შეიძლება კანონი გააპროტესტოს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ყოფილი აგენტი იქნება. თუმცა საპარლამენტო ოპოზიცია უკვე „ერჩის“ თორთლაძის კანონპროექტს და ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას ახალი კანონის „აღსრულება“ მილიონები დაუჯდება. რეალურად კი „თავისუფლების ქარტიის“ მსგავსი კანონი ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს და გაცილებით მკაცრადაც. მაგალითად, პოლონეთში ასეთი ადამიანების სიები, ანუ აგენტების სახელები და გვარები, პირდაპირ გამოქვეყნდა. უნგრეთში კი აგენტების შესახებ კანონპროექტის ამოქმედებისთანავე მათი დაჭერა დაიწყეს. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, კანონის მთავარი მიზანი ის არის, რომ ქვეყანაში აღარ მოხდეს ტერორისტული აქტები:

მსგავსი კანონი ისეთმა ქვეყნებმაც კი მიიღეს, სადაც არც ერთი ტერორისტული აქტი არ მომხდარა ბოლო ათწლეულების მანძილზე. ამით კი ყველაფერი ნათქვამია.
საქართველოს პარლამენტი უკვე განიხილავს „თავისუფლების ქარტიას“ (იგივე ლუსტრაციის კანონს), რომლის ძირითადი ნაწილიც სწორედ საბჭოთადროინდელ აგენტურას დაეთმობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სახელმწიფო კომისია. კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება ექნება ყველა საპარლამენტო ფრაქციას. სწორედ ამ კომისიაში მოგროვდება ყველანაირი ინფორმაცია აგენტების შესახებ. კომისიაში მოხვედრილი აგენტების სახელები და გვარები „გაპიარდება“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკრძალულ თანამდებობაზე დანიშნული ყოფილი აგენტი უარს განაცხადებს თანამდებობის დატოვებაზე. საჭიროების შემთხვევაში კი იგივე ინფორმაცია მიეწოდება საარჩევნო ადმინისტრაციას.

გია თორთლაძე:
ამომრჩეველს უფლება აქვს, იცოდეს, ვინ არის კონკრეტული ადამიანი, ვისაც შეიძლება მან მხარი დაუჭიროს. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მოქალაქე თავად გადაწყვეტს, მისცეს თუ არა ხმა ასეთი წარსულის მქონე პიროვნებას.

აგენტების სტატუსი მიენიჭებათ ადამიანებს, რომლებიც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე მუშაობდნენ: სსრკ-ს სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომლად, ამავე პერიოდის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრად, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად, რაიონული ან საქალაქო კომიტეტის მდივნად. იგივე გავრცელდება ადამიანებზე, რომლებიც ამ პერიოდში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში, საბჭოთა არმიის გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში და ასევე, იმ პირზე, რომელიც საიდუმლოდ თანამშრომლობდა სსრკ-ს სპეციალურ სამსახურებთან...

ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელიც ამ პერიოდში მუშაობდა რომელიმე ზემოჩამოთვლილ სამსახურებში, კანონის ამოქმედებიდან ზუსტად 6 თვის ვადაში წერილობით უნდა მიმართონ სახელმწიფო კომისიას და გადასცენ საკუთარი „მოღვაწეობის“ სრული ისტორია თავისი დოკუმენტაციით. ისტორიაში ასევე უნდა იყოს აღწერილი იმ სპეცსამსახურების საქმიანობაც, რომლებსაც ისინი ემსახურებოდნენ.

ცნობილია, რომ „კგბ“-ს ყველაზე მეტი აგენტი სწორედ საქართველოში ჰყავდა. რიცხვიც კი სახელდება – 100 ათასი. ექსპერტების განცხადებით, ამ აგენტურის ნაწილი ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობს და მათ შორის ოპოზიციაშიც.

ptpress.ge
READ MORE - პარლამენტი რევოლუციური კანონის მისაღებად ემზადება

ბურჯანაძის ღონისძიებაზე მოღალატე ბუბა კიკაბიძეს ეძახეს

ეს ის უცნაური შემთხვევა იყო, როცა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მომღერლებს აპლოდისმენტების ნაცვლად მოღალატეებს ეძახდნენ და უსტვენდნენ. ზოგმა ეს ღონისძიება იუმორინასაც კი შეადარა, ჯემალ ბაღაშვილის ნაცვლად კი ღონისძიების რეჟისურა თვით ნინო ბურჯანაძემ იკისრა. „სახალხო კრების“ გენერალურ რეპეტიციაზე აჩვენეს გადამონტაჟებული კლიპი „გამარჯობა აფხაზეთო შენი“.

გაზიარება
[18:36 30-11-2010]
როგორც იცით, ესაა კლიპი, რომელმაც ქართველი მომღერლები გააერთიანა, თუმცა კრების ორგანიზატორებმა მცირე ეშმაკობას მიმართეს, შიგადაშიგ დევნილების გამოსახლების კადრები ჩაამატეს და ფილარმონიაში შეკრებილი ხალხის რეაქციამაც არ დააყოვნა. ეკრანზე ქართველი შემსრულებლების გამოჩენისთანავე გაისმა შეურაცხმყოფელი შეძახილები:

– კიკაბიძე, მოღალატე! მეძავებოოო! გაათრიეთ წურწუმია! სეფაშვილო, იუდაა! ყველაზე დიდი ხმაური და სტვენა ნინა წკრიალაშვილის კადრს მოჰყვა...

„პრაიმტაიმმა“ მერაბ სეფაშვილსა და ლელა წურწუმიას ამ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების კომენტირება სთხოვა.

ლელა წურწუმია:
კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია ამ საქციელზე. თავიანთ თავს დაუკვირდნენ და თავიანთი საქციელი გააანალიზონ. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და პატრიოტიზმზე მერე ისაუბროს. რას ვგულისხმობ? ძალიან კარგად მიხვდებიან, რას ვგულისხმობ. პატრიოტიზმზე საუბარი ზოგის მხრიდან მართლა უხერხულია, მათი ქმედებებიდან გამომდინარე.

მერაბ სეფაშვილი:
არ არის ლამაზი ასეთი საქციელი. მეც რომ დავუსტვინო პოლიტიკოსებს, არც ეს იქნება ლამაზი, თუმცა, რაღა დაგიმალოთ და, ამის სურვილი ხშირად გამჩენია. რას ამტკიცებენ ამით, ვერ ვხვდები. ელემენტარული კულტურის ამბავია... იმდენ რამეზე მინდა ხმა ამოვიღო, თუნდაც ამ ადამიანების ქმედებებზე, მაგრამ ჩუმად ვარ იმიტომ, რომ პოლიტიკა არ არის ჩემი საქმე. პოლიტიკოსებიც არ უნდა ჩაერიონ ჩვენს საქმეში.

როგორ ფიქრობთ, რის თქმა უნდოდათ ამ მონტაჟის ავტორებს?
– რა ვიცი, იმდენი რამე დაამონტაჟეს და იმდენ სისულელეს ვუყურებ, რომ ძნელია, გაარკვიო, რა მიზანი აქვთ. ფილარმონიაში ბევრი ხალხი არ ეტევა, ზოგადად, ალბათ, ისინი შეიკრიბნენ, ვისაც ყველა და ყველაფერი აღიზიანებთ.

მეც ხშირად მქონია სურვილი, სხვებისთვის დამესტვინაო... რას გულისხმობთ?
– ბევრ რამეს, გნებავთ, მათ ქმედებებს, ტყუილებს. სწორედ ამ პოლიტიკოსებმა ძალიან ბევრჯერ შეიყვანეს ხალხი შეცდომაში. არ მინდა, ბევრ რამეს ხაზი გავუსვა, უხერხულია, უბრალოდ.

მომღერლების შეურაცხყოფა ერთაერთი არ ყოფილა, რამაც „სახალხო კრების“ გენერალურ რეპეტიციას უხერხული ფონი შესძინა... იმავე ეკრანზე ცოტა ხანში რუსეთ-საქართველოს ომის კადრები აჩვენეს, თუმცა ეს იყო კადრები, რომლის ჩვენებაზეც, ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მედიასაშუალებებმაც კი შეიკავეს თავი. ფილარმონიაში 3000 ადამიანი დიდ ეკრანზე უყურებდა ქართველი ჯარისკაცების დანაწევრებულ სხეულებს, დამწვარ ცხედრებსა და რუსეთის აგრესიის შედეგად გადაბუგულ სოფლებს. ჩვენება მაშინაც კი არ შეწყდა, როდესაც დარბაზში რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა. ნინო ბურჯანაძემ და კრების ორგანიზატორებმა შემზარავი კადრები ლამის იძულების წესით აყურებინეს ხალხს, რათა მათში სააკაშვილისადმი ზიზღი გაეღვივებინათ.


ptpress.ge
READ MORE - ბურჯანაძის ღონისძიებაზე მოღალატე ბუბა კიკაბიძეს ეძახეს

ინტერნეტში დაბადებული პრეზიდენტი

ეს უკვე ის საუკუნეა, როცა ლიდერებს არც ბაზალეთის ტბის ძირას ეძებენ და არც თეთრ ცხენებსა თუ შავ რაშებზე ამხედრებულებს. ამ საუკუნემ ხალხურ შემოქმედებას თავისი ტექნოლოგიები აჩუქა. ყველაფერი განსაკუთრებული ხომ საქართველოში უნდა მოხდეს. ჰოდა, პირველად „ფეისბუქზე“ გამოჩნდა საქართველოს „პრეზიდენტიც“. ლევან ვასაძე სწორედ აქ აკურთხეს პრეზიდენტად. კურთხევის ცერემონიალიც საკმაოდ განსხვავებული იყო ხალხური შემოქმედებისგან.

გაზიარება
[18:30 30-11-2010]
თუ ბაზალეთის ტბის ძირას დაბადებულისგან საგმირო საქმეებს ელოდნენ, თუ ცხენზე ამხედრებული აუცილებლად რაინდი უნდა ყოფილიყო და მის საგმირო საქმეებზე ეპოსები ეწერათ, ტექნიკამ, როგორც ჩანს, აქაც ყველაფერი გაამარტივა.

ლევან ვასაძემ ჩოხა ჩაიცვა, საკუთარი ლექსი ემოციურად წაიკითხა (მართლაც მშვენიერი ლექსი) და ეს საქართველოში საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატად მოენათლათ.

და ახლა მნიშვნელობა არა აქვს, მან ეს ლექსი ამ მიზნით დაწერა თუ არა, მთავარი ის არის, რომ საქართველოში ვერავის ვერაფრით გააოცებ. აქ შეიძლება ტუჩთან შავი ხალი გქონდეს და თავი უკვე პრეზიდენტი გეგონოს.

„ფეისბუქზე“ პირველი კომენტარებიც გაკეთდა. ბევრი ირონიული: ჩოხა თუ აცვია და ლექსს თუ კითხულობს, ესე იგი პრეზიდენტიაო? ზოგიერთებმა კი აქცენტი ვასაძის სიმპათიურ გარეგნობასა და ლექსზე გააკეთეს, რომელიც ძალიან მოეწონათ...

ptpress.ge
READ MORE - ინტერნეტში დაბადებული პრეზიდენტი

დედოფლისწყაროში დეპუტატსა და ჟურნალისტს შორის დავა 7 დეკემბერს გაგრძელდება

დედოფლისწყაროში დედოფლისწყაროს სასამართლომ ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა მომჩივანი დეპუტატის გამოუცხადებლობის გამო 7 დეკემბრისთვის გადადო.

გაზიარება
[16:22 30-11-2010]
სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად "ნაციონალმა" დეპუტატმა ავადმყოფობა დაასახელა. შესაბამისი ცნობა მან მოსამართლეს წარუდგინა.

სასამართლოზე არც მოსარჩელე მხარის ინტერესების დამცველი გამოცხადებულა. ჯანმრთელობის ცნობის განხილვის შემდეგ მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა სხდომა გადადებულად გამოაცხადა და დარბაზი დატოვა.

დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატი გელა თეთრაული, ჟურნალისტისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ლარს ითხოვს.

თეთრაული სარჩელში აღნიშნავს, რომ ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილის მიერ წლების მანძილზე სხვადასხვა გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიებით მას და მის საქმიან რეპუტაციას მორალური ზიანი მიადგა.

თავის მხრივ ჟურნალისტი აცხადებს, რომ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური ინფორმაცია არასდროს გამოუქვეყნებია და მზად არის სასამართლოს წინაშე წარსდგეს

"ჰერეთი"
READ MORE - დედოფლისწყაროში დეპუტატსა და ჟურნალისტს შორის დავა 7 დეკემბერს გაგრძელდება

„კომპიუტერშიკობა“ იკრძალება

ინტერნეტთან და კომპიუტერებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად როგორ უნდა მოვიქცეთ, საქართველოში ყველამ ვიცით, მაგრამ ახალი წლიდან ამის დავიწყება და ახალ წესებთან შეგუება მოგვიწევს. საქმე ის არის, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2011 წლის 1-ლი იანვრიდან ფიზიკური პირები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობისას ვეღარ შეძლებენ.

გაზიარება
[თეონა ხარაბაძე. 13:18 28-11-2010]
ამას კი მთავრობის მიერ ინიცირებული „საინფორმაციო-ტექნოლოგიური ზონების“ შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს. აქამდე ეს კანონი საერთოდ არ არსებობდა და ამით მოხდება აღნიშნულ სფეროში საქმიანობის დარეგულირება.

აღსანიშნავია, რომ ეს კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე მეორედ შევიდა. პირველად საშემოდგომო სესიის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, რომელმაც საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა. გილაურმა მაშინ აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას.

„როგორც გვაქვს შექმნილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც ექსპორტზე მომუშავე კომპანიებს მაქსიმალური საგადასახადო შეღავათები ეძლევათ, ასევე გვინდა, საქართველო გამოვაცხადოთ თავისუფალ საგადასახადო ზონად იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იმუშავებენ კომპიუტერული ტექნოლოგიების უზრუნველყოფაზე; ე.წ. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე, ანუ კომპიუტერული პროგრამების დაწერაზე“, - აღნიშნა 18 ივნისის მთავრობის სხდომაზე ნიკა გილაურმა.

კანონპროექტი პარლამენტში ამ განცხადებიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ შევიდა, მაგრამ საშემოდგო სესიის დაწყებისთანავე უკან გაიწვიეს. არგუმენტად კი „კანონპროექტის დახვეწა“ დასახელდა. გადამუშავებული თუ დახვეწილი კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია და უნდა ითქვას, რომ თავადაპირველი ვარიანტიდან თითქმის არაფერი აღარ არის დარჩენილი.

კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტით, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიებს მაქსიმალური საგადასახადო შეღავათებით უნდა ესარგებლათ. ამასთან, პირვანდელ ვარიანტში, ვირტუალური ზონის პირად მიჩნეული იყო როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. პროექტის განახლებულ ვარიანტში კი, ვირტუალური ზონის პირი უკვე მხოლოდ იურიდიული პირია.

შესაბამისად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობისთვის და შესაბამისი შეღავათების სარგებლობისთვის, ამ სფეროში დასაქმებულ პირებს იურიდიული პირების შექმნა მოუწევთ. პროექტში საინფორმაციო ტექნოლოგიებიც არის განმარტებული. კერძოდ, საინფორმაციო ტექნოლოგიებია კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრინველყოფის პროდუქტები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი ამ სფეროში საქმიანობა აქამდე კერძო პირებს შეეძლოთ, ახლა ეს აეკრძალებათ.

ჯერჯერობით არაფერი არ არის ნათქვამი იმაზე, თუ ფიზიკური პირები ამ საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში რა სანქციით დაისჯებიან, მაგრამ კანონპროექტში ცალსახად არის ჩაწერილი, რომ აღნიშნული საქმიანობა შეუძლიათ მხოლოდ იურიდიულ პირებს და იურიდიულ პირთა გაერთიანებებს.

რატომ მოხდა ფიზიკური პირებისთვის ამ უფლების ჩამორთმევა, ამაზე მთავრობის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი განმარტებები არ კეთდება. ექსპერტი სოსო არჩვაძე კი ვარაუდობს, რომ „შესაძლოა, ეს ინტერნეტსივრცის დაცვის მიზნით იყოს განპირობებული“. მისი განმარტებით, უფრო ადვილი იქნება ერთის მხრივ ადმინისტრირება იმისა თუ ვინ აწარმოებს ასეთ საქმიანობას.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია და უფრო მეტად არის მოსალოდნელი, რომ იურიდიული პირის შექმნა და მათი საქმიანობის ადმინისტრირება ბიუჯეტის შესავსებად იქნეს გამყენებული. ამას კი ისიც ამყარებს, რომ იურიდიული პირის შექმნა და საქმიანობა უფრო მეტად არის ხარჯიანი, ვიდრე ფიზიკური პირის მიერ გაწეული საქმიანობა. ვინაიდან, იურიდიული პირი უკვე ყველა გადასახადით იბეგრება.

სწორედ ამ კონტექსტში არის საინტერესო ისიც, რომ კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული პირებისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათების დაწესება იყო გათვალისწინებული. მეორე ვარიანტში კი მთავრობამ ამ შეღავათების დაწესება გადაიფიქრა.

პირვანდელ ვარიანტში ნათქვამი იყო, რომ ვირტუალური ზონის პირი, რომელიც საინფორმაციო-ტექნოლოგიებით არის დასაქმებული, არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, მოგების გადასახადს, დამატებითი ღირებულების გადასახადს, აქციზს და საბაჟო გადასახადს.

პარლამენტში ხელმეორედ შესულ პროექტში კი, ეს ჩამონათვალი აღარ არსებობს. გადამუშავებულ ვარიანტში ცალსახად წერია, რომ არ იბეგრება ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება არ დაიბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით და ექსპორტის გადასახდელით.

ფაქტია, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, ვინც დღეს ამ საქმიანობით არის დაკავებული, წესების შეცვლა ან საქმიანობაზე უარის თქმა მოუწევს, რაც, ცხადია, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

presa.ge


READ MORE - „კომპიუტერშიკობა“ იკრძალება

პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია გარდაიცვალა?

სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული პარაფსიქოლოგიის მამად აღიარებული ირაკლი ლომაია გარდაიცვალა. ჟურნალისტებს საზოგადოების წევრებმა უკვე მერამდენედ მოგვმართეს და გვთხოვეს გაგვეცა პასუხი კითხვაზე მართლა გარდაიცვალა თუ არა ლომაია.

გაზიარება
[13:36 26-11-2010]
ჟურნალი "ღია ბოქლომი" პარაფსიქოლოგის ახლობლებს დაუკავშირდა, როგორც გაირკვა ირაკლი ამჟამად ნორვეგიაში იმყოფება და თავს მშვენივრად გრძნობს...

ირაკლი ლოამაია, საზოგადოებას ბოლო პერიოდში, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" დაპირისპირებით და გადაცემა "სიმართლის დროში" სკანდალური გამოსვლით დაამახსოვრდა. ლომაიამ გაზეთს სასამართლო პროცესი მოუგო და "მედია პალიტრის" წინააღმდეგ სარჩელი თვადაც შეიტანა.

ირაკლი ლომაია საქართველოში ცნობილი მკურნალი პარაფსიქოლოგია. იგი განსაკუთრებით პოპულარულია იმ ადამიანს შორის, რომლებიც სასიკვდილო სენისგან განკურნა...


READ MORE - პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია გარდაიცვალა?

"ქართული პარტია" "ყველანაირი ამოცანის შესასრულებლად"

„ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ გაზაფხულამდე პარტიაში გვეყოლება 50 ათასამდე წევრი, რომლებიც მზად იქნებიან ყველანაირი ამოცანის შესასრულებლად“-განაცხადა „ქართული პარტიის“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა დღეს, პარტიის დამფუძნებელი ყრილობის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, „ყველანაირი ამოცანის შესრულება ნიშნავს ხელისუფლების შეცვლას არჩევნების, აქციების გზით და ასევე, იმით, რასაც მოიტანს ვითარება.“

გაზიარება
[თაზო კუპრეიშვილი. 15:17 25-11-2010]
ყრილობაზე, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, დაცვის სამსახურმა არ შეუშვა ჟურნალისტები, რომლებსაც თან ვიდეო და ფოტოკამერები ჰქონდათ. მათი თქმით, პარტიას დარბაზში საკუთარი კამერები ჰქონდა, ჰყავდა ფოტოგრაფები და „ზედმეტი ხალხი არ სჭირდებოდათ“. მასმედია „ქართული პარტიის“ ყრილობას თვალყურს ფილარმონიის ფოიეში დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნებდა. „ქართული პარტიის“ ლიდერებმა ყრილობის დაწყებამდე კომენტარები არ გააკეთეს. „ყველაფერს გაიგებთ ყრილობაზე და ყრილობის შემდეგ“- მოკლე კომენტარით შემოიფარგლა სოზარ სუბარი.

„ქართული პარტიის“ ყრილობა ენერგიული მუსიკის ფონზე საიმიჯო კლიპით გაიხსნა. კლიპში, ძირითადად, ქართული კულტურის და სოფლის მეურნების ამსახველი კადრები იყო ნაჩვენები, რომლებსაც თან სდევდა ფრაზები: „ათასწლეულების წინ ჩვენ პირველად დავწურეთ ყურძენი და მსოფლიოს ვაჩუქეთ ღვინო“, „ჩვენ გვყავდა თამარი, დავითი, გალაკტიონი...“, ჩვენ ვაჩუქეთ მსოფლიოს ცნება „თამადა“, „ჩვენ ტოლერანტობას ვერავინ გვასწავლის“ და ა.შ.

კლიპის დასრულების შემდეგ წამყვანმა ყრილობა გახსნილად გამოაცხადა და საზოგადოებას „ქართული პარტიის“ ლიდერები წარუდგინა. მისი თქმით, „ქართული პარტიის“ მთავარი მიზნებია: მასმედიის თავისუფლება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ახალი სამუშაო ადგილები, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება და ა.შ. აქვე განისაზღვრა პარტიის თითოეული ლიდერის როლი ქვეყნის სამომავლო საქმიანობაში.


„სოზარ სუბარი დაიცავს ადამიანის უფლებებს, ლევან გაჩეჩილაძე - ერის თვითმყოფადობას და კულტურას, კოკა გუნცაძე სამართლიანი სასამართლოს შექმნას უზრუნველყოფს, ირაკლი ოქრუაშვილი იზრუნებს, რომ ყველა ადამიანის ღირსება და თანასწორობა დაცული იყოს, ეროსი კიწმარიშვილი კი შექმნის მყარ და დაბალანსებულ პოლიტიკურ სისტემას, ასევე, გაამტკიცებს ურთიერთობებს რუსეთთან“ - გამოაცხადა წამყვანმა.

ამის შემდეგ სცენაზე კოკა გუნცაძე ავიდა, რომელმაც პარტიის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ქართულ პარტიაში“ ხალხი გააერთიანა დაკარგულმა ტერიტორიებმა, უმუშევრობამ, უსამართლობამ, პროპაგანდისტულმა მედიამ და შიშმა. გუნცაძის თქმით, ამ პრობლემების მოგვარების მიზნით, გაერთიანებული ხალხის მთავარი სურვილია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს რაც შეიძლება სწრაფად, ნეგატიური შედეგების გარეშე.

კოკა გუნცაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი გააუქმებენ სოდ-ს, კუდ-ს, ფინანსურ პოლიციას და სკოლებში არსებულ მანდატურის ინსტიტუტს. სანაცვლოდ კი შექმნიან დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას.

ეროსი კიწმარიშვილმა პრიორიტეტებს შორის დაასახელა მეცნიერების განვითარებისთვის ხელშეწყობა და საქართველოში „სილიკონის ველის“ შექმნა, ასევე, სოფლის მეურნეობის აღორძინება და რუსეთთან ურთიერთობების დალაგება.

„რუსეთში საქართველოს მოსახლეობის 25% ცხოვრობს და ჩვენს შორის წარმოუდგენელია, მტრობა არსებობდეს“ - თქვა კიწმარიშვილმა.

ფილარმონიაში მოსულ ხალხს პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ვიდეომიმართვა აჩვენეს. მან, ძირითადად, ცვლილებების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მან, ასევე, თქვა, რომ არ სურთ სამოქალაქო დაპირისპირება, თუმცა ეს გარდაუვალია. მისი თქმით, თეთრი ხელთათმანებით ბრძოლას არ აპირებენ. ისინი გაზაფხულზე დაიწყებენ ბრძოლას და ბოლომდე მიიყვანენ.


პარტიის ყრილობაზე იმყოფებოდნენ „კონსერვატიული პარტიის“ წევრები ბიძინა გუჯაბიძე და ლაშა ჩხარტიშვილი. ისინი მიესალმებიან ახალი ქართული პარტიის დაფუძნებას, თუმცა, ჯერჯერობით, არ იციან, მათთან რა ფორმით ითანამშრომლებენ. ფილარმონიაში დღეს სხვა ქართული პარტიების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.

დამფუძნებელ ყრილობაზე იმყოფებოდა კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე. მისი თქმით, წინასწარ ძნელია იმის თქმა, ეს პარტია ძალიან აქტიური იქნება, თუ – არა. „ყველა მათგანი აქამდე სხვადასხვაგვარ მოღვაწეობას ეწეოდა, ზოგი ტელეკომპანიის ხელმძღვანელი იყო, ზოგი –სახალხო დამცველი, ზოგი – პოლიტიკოსი. მათ ყველას გარკვეული შეცდომები აქვთ დაშვებული და ვნახოთ, ახალ ერთობაში თუ შეძლებენ ამ შეცდომების გამოსწორებასა და ახალი ნაბიჯების გადადგმას“-უთხრა მამუკა არეშიძემ ჟურნალისტებს.

„ქართული პარტიის“ ლოგოდ ყურძნის მტევანი აირჩიეს, ფერად-იასამნისფერი, სლოგანად კი ფრაზა - „ვერ ეგუები? - მოდი!“

პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი დასახელდა. თანათავმჯდომარეებად – ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე. პარტიის გენერალური მდივანი კოკა გუნცაძეა, პარტიის პოლიტიკური მდივანი – ეროსი კიწმარიშვილი. პარტიას ჰყავს პოლიტიკური საბჭო, რომლის შემადგენლობა ასეთია: ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, სოზარ სუბარი, კოკა გუნცაძე, ბესო კურტანიძე, კახა მიქაია, ლევან ჩიკვაიძე და ამირან იობაშვილი.


ყრილობის დასრულების შემდეგ სოზარ სუბარმა საკონცერტო დარბაზის ფოიეში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სუბარმა განაცხადა, რომ ისინი ხვალ სახალხო კრებას არ შეუერთდებიან, თუმცა დააკვირდებიან მოვლენათა განვითარებას და ხალხი სადაც იქნება, „ქართული პარტიაც“ იქ დადგება. იგივე განაცხადეს ლევან და გია გაჩეჩილაძეებმა. ყრილობის დასრულების შემდეგ დარბაზიდან გამოსულმა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და „პროსტიტუტკები“ უწოდა, ასევე მათ „ლისაბონის კახპების“ ამბების გამოძიება ურჩია.
"ნეტგაზეთი"
ფოტომასალის გამოყენებისას
"ღია ბოქლომის" მითითება აუცილებელია.
READ MORE - "ქართული პარტია" "ყველანაირი ამოცანის შესასრულებლად"

დღეს „ქართული პარტიის“ პირველი ყრილობა გაიმართება

დღეს თბილისში, ფილარმონიის შენობაში „ქართული პარტია“ დამფუძნებელ ყრილობას გამართავს.
როგორც “ღია ბოქლომს” პარტიის პრესცენტრის სამსახურის უფროსმა ნინო ძაგნიძემ აცნობა, ყრილობაზე აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს, მიიღებენ პარტიის წესდებას, აგრეთვე, კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის სამოქმედო გეგმას.

გაზიარება
[00:18 24-11-2010]
„ქართული პარტია“ ასევე გეგმავს, მიიღოს ხალხისადმი მიმართვა.

ყრილობის მუშობაში მონაწილეობას ქვეყნის ყველა კუთხიდან, სავარაუდოდ, 3 ათასამდე დელეგატი მიიღებს. მათ შორის იქნებიან მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, ექსპერტები.

„ქართული პარტიის“ შექმნა ქართველი ხალხის პასუხია სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმზე, ეს ასევე ბუნებრივი რეაქციაა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაზე, უსამართლობის ესკალაციაზე. დღევანდელი ხელისუფლების ბრალია, რომ საქართველო ღარიბი და არასტაბილური ქვეყანაა. ჩვენი გაერთიანების მთავარი მიზანია გამოვიყვანოთ ხალხი უკიდურესი სიდუხჭირიდან, აღვადგინოთ რუსეთთან ურთიერთობები, განვავითაროთ ქართული მეწარმეობა, შევქმნათ პირობები, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს სამუშაო. ჩვენ მივაღწევთ კეთილდღეობას თითოეულ ოჯახსა და მთლიანად საქართველოში“, – აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კოკა გუნცაძე.

„ქართული პარტია“ შეიქმნა ხუთი ცნობილი პოლიტიკური ლიდერის, - სოზარ სუბარის, ლევან გაჩეჩილაძის, ირაკლი ოქრუაშვილის, კოკა გუნცაძის და ეროსი კიწმარიშვილის, - გაერთიანებით.

კოკა გუნცაძემ პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ყველაფერს ყრილობა გადაწყვეტს.

კულუარული ინფორმაციით "ქართული პარტიის" თავმჯდომარედ ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იქნება არჩეული.

READ MORE - დღეს „ქართული პარტიის“ პირველი ყრილობა გაიმართება

ჰამბურგერი ფეკალიებით

„პრაიმტაიმმა“ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხობში შეძენილი ჰამბურგერი გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გააგზავნა. ლაბორატორიამ სკანდალური დასკვნა დადო. პროდუქტი, რომელიც ამ საცხობში იყიდება, საკვებად უვარგისია, მასში ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა.

გაზიარება
[16:39 23-11-2010]
„პრაიმტაიმმა“ ექსპერიმენტის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რედაქციაში უცნობმა ქალბატონმა დარეკა და გვითხრა, რომ ვაგზლის ტერიტორიაზე ნაყიდი ჰამბურგერით შვილი მოეწამლა.

27 ოქტომბერს, ცაბაძის #15 მდებარე საცხობში, მიკრობიოლოგიური კვლევისთვის ერთი სახეობის სამი ჰამბურგერი შევიძინეთ. პოლიეთილენის პარკში შეფუთულ ჰამბურგერებში, რომელშიც ხორცის კოტლეტი, სალათის ფურცლები, კიტრი და პომიდვრის თითო ნაჭერი იყო მოთავსებული, ჩვენივე თხოვნით, გამყიდველს მაიონეზი და პომიდვრის საწებელი დავამატებინეთ. სამივე ჰამბურგერში 3.60 ლარი გადავიხადეთ. კვლევის ობიექტურობაში ვინმეს ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა, პროდუქტის შეძენის პროცესს სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტის ბაქტერიოლოგიც ესწრებოდა. პოლიეთილენის პარკში შეფუთული ჰამბურგერის ორი ნიმუში ლაბორატორიული კვლევისთვის სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტში მივიტანეთ. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პროდუქტში ნაწლავის ჩხირი აღმოჩნდა.

გულიკო დვალი, სამეცნირო კვლევის ინსტიტუტის ნუტრიციოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ს. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, თქვენ მიერ ლაბორატორიული კვლევისთვის მოტანილ ჰამბურგერზე კვლევა მის უვნებლობაზე და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე ჩავატარეთ. როგორც გამოცდის ოქმიდან ჩანს, ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, ჰამბურგერში, მიკრობთა საერთო რიცხვი, ნორმაზე მეტი აღმოჩნდა. ერთ გრამ პროდუქტში დასაშვებია 1 000 მიკრობი, მაგრამ ამ პროდუქტში, მიკრობთა საერთო რიცხვმა 50 000 შეადგინა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს პროდუქტი არ არის საიმედო. აღმოჩნდა ასევე, ნაწლავის ჯგუფის ბაქტერიები, რისი არსებობაც საკვებ პროდუქტში დაუშვებელია. ნაწლავის ჩხირი ფაქტობრივად ფეკალური მასებისგან დაბინძურებას ნიშნავს. ალბათ, დამზადების პროცესში დაბინძურდა, ან თვითონ პროდუქტია დაბინძურებული... ასეთი პროდუქტი არ იჭმევა და სასურველია, ადამიანმა არ მიიღოს.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ასეთი პროდუქტის მიღებას?
– აუცილებლად დიარეას გამოიწვევს. წესით, ასეთი პროდუქტები არ უნდა იყიდებოდეს, მაგრამ იყიდება...

ლაბორატორიული კვლევის პასუხი, საცხობის მეპატრონისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. გაგა გოგელიძე არ გამორიცხავს, რომ მათ ნაწარმში ნაწლავის ჩხირის აღმოჩენა შესაძლოა იმ პროდუქტებს გამოეწვია, რისგანაც ჰამბურგერი მზადდება.

გაგა გოგელიძე, საცხობის მეპატრონე: - ჩვენთვის მოულოდნელი იყო ეს ფაქტი... გმადლობთ, რომ დაგვეხმარეთ. ყველაფერს გავითვალისწინებთ. ეს პრობლემა აღმოიფხვრება.

საიდან შეიძლება აღმოჩენილიყო, ნაწლავის ჩხირი ჰამბურგერში?
– ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ეს ფაქტი წარმოიქმნას, თუნდაც მცხობელისგან, თუნდაც იმ პროდუქტებისგან, რისგანაც ჰამბურგერი მზადდება. ჩვენ თვითონ დაინტერესებულები ვართ, რომ მომხმარებელს ცუდი პროდუქცია არ მივაწოდოთ. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავითვალისწინებთ.

ხორცს და საჭირო ინგრედიენტებს სად ყიდულობთ?
– ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე. არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ პროდუქტი ყოფილიყო დაბინძურებული.

მოხდება თუ არა ამ ფაქტზე რეაგირება და რა ღონისძიებებს გაატარებს სურსათის უვნებლობის სამსახური?! კითხვით სწორედ ამ უწყებას მივმართეთ. როგორც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში განგვიმარტეს, ისინი ჯერ ლაბორატორიას მიმართავენ კითხვით, იყო თუ არა ნიმუშის აღების წესი დაცული. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი სასამართლოში წარადგენენ შუამდგომლობას, რათა იგივე ობიექტიდან აიღონ ნიმუში და ხელახლა ჩაატარონ ლაბორატორიული კვლევა შემდგომი რეაგირებისთვის.

http://ptpress.ge
READ MORE - ჰამბურგერი ფეკალიებით

ქართულ ეკლესიებს აფხაზეთში საქათმეებად აქცევენ

ილორში მე-11 საუკუნის ქართულ ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს. გადაღებეს ფასადი, შეათეთრეს შიდა კედლები, გაანადგურეს ქართული წარწერები. საფრთხე დაეუმუქრა უნიკალურ ფრესკებს, ეკლესიაში დააყენეს კონდიციონერები. წმინდა გიორგის ეკლესია ილორში წარმოადგენს აფხაზეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს.

გაზიარება
[17:54 22-11-2010]
საუკუნეების განმავლობაში ტაძარში ტარდებოდა წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე. ეს არქიტექტურული ძეგლი რამდენჯერმე განადგურდა სხვადასხვა დროს მტრების შემოსევისას. დღეს კი იგი რუსული ტანკებით არის გარშემორტმული. ღვთისმსახურება ტაძარში საბჭოთა დროსაც კი არ შემწყდარა. ეს მხოლოდ 90-იან წლებში რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ მოხდა. იმ დროიდან ტაძარში არ აღსრულებულა ღვთისმსახურება. ბოლო დროს აფხაზეთში ჩადიან გაურკვეველი წარმომავლობის სამშენებლო ბრიგადები, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით, ატარებენ სხვადასხვა სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებს, მათ არავინ აკონტროლებს, არავინ ხელმძღვანელობს, რადგან ისინი აფხაზეთის ხელისუფლების მფარველობით სარგებლობენ. ეს ბრიგადები დაუბრკოლებლად შლიან ქართულ კვალს აფხაზეთის ქართული ძეგლებიდან. ეს უკვე პოლიტიკაა, რუსეთის დამპყრობლური გეგმის ნაწილი.

ოფოციალურ თბილისს განზრახული აქვს მიმართოს ძეგლთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს და ითხოვოს დახმარება ილორში წმინდა გიორგის ეკლესიის გადასარჩენად. ქართული მხარე იუნესკოსგან დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს. წმინდა გიორგის ტაძრის გარდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 1100 ქართლი არქიტექტურული ძეგლია. დღესდღეობით ყველა ამ ძეგლს განადგურების საფრთხე ემუქრება.

"ახალი 7 დღე"
READ MORE - ქართულ ეკლესიებს აფხაზეთში საქათმეებად აქცევენ

182–ე სკოლის დირექტორი იძულებით გაათავისუფლეს და დირექტორად მანდატური გოგონა დანიშნეს

სკოლებში მანდატურების გადირექტორების პროცესი გრძელდება – პრესა.გე–ს მიერ, ერთ–ერთი პედაგოგისგან მოპოვებული ინფორმაციით, ვარკეთილში, 182–ე საჯარო სკოლის დირექტორი, არჩილ ჩხაიძე აიძულეს დაეწერა განცხადება, თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, რის შემდეგაც მის ნაცვლად მანდატური დანიშნეს.

გაზიარება
[ნინო მიქიაშვილი. 22:00 20-11-2010]
სკოლის პედაგოგებისთვის ჯერჯერობით უცნობია გადირექტორებული მანდატურის გვარი. მათ მხოლოდ ის იციან, რომ მანდატური 30 წლისაა და სახელად სოფო ჰქვია.

ამასთან, სანამ არჩილ ჩხაიძე განცხადებას დაწერდა, სკოლის პედაგოგებს მის დასაცავად დაგეგმილი ჰქონდათ საპროტესტო აქციის მოწყობა, მაგრამ ეს თავად ჩხაიძის თხოვნით არ გააკეთეს – “ჩვენს ყოფილ დირექტორს დაემუქრნენ და ბატონმა არჩილმა გვთხოვა, რომ საპროტესტო აქცია არ გაგვემართა, რადგან ამით ვითარებას კიდევ უფრო დავამძიმებდით“.

დიდი წვალებისა და დავიდარაბის შემდეგ, პრესა.გე–მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსთან, ნინო პოტჟებსკაიასთან ტელეფონით დაკავშირება შეძლო. მას ვთხოვეთ დაგვხმარებოდა იმის გარკვევაში, თუ რატომ აიძულეს 182–ე სკოლის დირექტორი გათავისუფლების შესახებ განცხადება დაეწერა, რის შემდეგაც დირექტორად მანდატური დაინიშნა.

პოტჟებსკაიამ მოგვიგო – “ჩვენ ასეთ საკითხებზე კომენტარს არ ვაკეთებთ“. როცა კითხვა შევუბრუნეთ, რატომ არ აკეთებთ კომენტარს–თქო, ყურმილი დაგვიკიდა.

ინტერნეტ–ტელევიზია itv.ge-ს მიერ მოპოვებული და დადასტურებული ინფორმაციით, 157–ე საჯარო სკოლაში დირექტორად მანდატური შორენა ბუნტურია დანიშნეს; 152–ე და 124–ე სკოლების დირექტორებმა კი განცხადება დაწერეს, გათავისუფლების შესახებ.

“დირექტორების დირექტორი“, ანუ “სკოლების დირექტორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, თეა თუთბერიძე, რომელიც განათლების მინისტრთან დაპირისპირებულია, ირწმუნება, რომ 152–ე და 124–ე სკოლების დირექტორებად მანდატურების დანიშვნაა გადაწყვეტილი.

თუთბერიძის ინფორმაციით, იგივე მოხდება 130–ე სკოლაშიც.

presa.ge
READ MORE - 182–ე სკოლის დირექტორი იძულებით გაათავისუფლეს და დირექტორად მანდატური გოგონა დანიშნეს

აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფია დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა[video]

აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფია, რომელმაც თავის დაწვა სცადა, წუხელ დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დამწვრობის ცენტრში განუცხადეს .

გაზიარება
[13:06 19-11-2010]
"ნანა ფიფია წუხელ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების უკმარისობა გახდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა, ბოლო ორ დღეს კი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული", - განაცხადეს დანმწვრობის ცენტრში.

აფხაზეთიდან დევნილმა, ნანა ფიფიამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობის წინ თავის დაწვა 27 ოქტომბერს სცადა. მას სხეულის 30%-იანი დამწვრობა ჰქონდა. ნანა ფიფია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვდა.

შენიშვნა: ვიდეომასალა გადაღებულია მობილიური ტელეფონით 27 ოქტომბერს, როდესაც ნანა ფიფიამ სამინისტროსთან თავის დაწვა სცადა. ვიდეომასალა ”ინტერპრესნიუსს” თვითმხილველმა მოაწოდა.

interpressnews.ge
READ MORE - აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფია დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა[video]

"სამეგრელო საქართველოს გამოეყოფა!” – რატომ აფინანსებს ქვეყნის მტრებს გუბერნატორი გოროზია?!

“შურობუმუ” - ასე ჰქვია გაზეთს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ განათლების ცენტრმა - “კოლხიდა”გამოსცა. სიმართალე გითხრათ, სამეგრელოში მსგავსი განათლების ცენტრი თუ არსებობდა, ნამდვილად არავინ იცოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ზემოხსენებული გაზეთი მთელ სამეგრელოში გავრცელდა, დავვინტერესდი და გამოცემის შინაარსს გავეცანი. როგორც გაირკვა, გაზეთი მეგრულენოვანია და მისი გამომცემლების ძირითადი მიზანია, მეგრულ და სვანურ ენებს მიანიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი.

გაზიარება
[ილია ჩაჩიბაია. 22:38 18-11-2010]
მოკლედ, განათლების ცენტრ “კოლხიდას” ხელმძღვანელს, იურა ღვინჯილიას დავუკავშირდი. ინტერვიუ სკანდალური გამოდგა, რესპონდენტმა მითხრა: “სკოლებში ამიერიდან მეგრულად თუ არ დაიწყება სწავლება და ზუგდიდში მეგრული ტელე-რადიომაუწყებლობა არ დაფუძნდება, შესაძლოა, სამეგრელო საქართველოს გამოეყოს და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიწყოს არსებობა-ო.”

აქვე, ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქციის სახელით აღვნიშნავ, რომ მეგრული ენის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, მაგრამ სეპარატისტულ აზრებსა და აზროვნებას მხარს არასოდეს დავუჭერთ. მეგრული არის ერთ–ერთი უძველესი ქართველური ენა, რომელიც დიდი ყურადღების ღირსია, ხოლო საკითხის მიმართ ღვინჯილიასეული მიდგომა არასწორად მიგვაჩნია.

თავად განსაჯეთ, თუ რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ერთიანობას იურა ღვინჯილიასნაირი ხალხის აზროვნება და განათლების ცენტრი „კოლხიდა“. ახლა კი უკომენტაროდ და ზედმეტი შელამაზების გარეშე შემოგთავაზებთ ზესკანდალურ ინტერვიუს.

იურა ღვინჯილია: - არამარტო ხელისუფლება, არამედ საზოგადოებაც გაემიჯნა მეგრულ ენას, ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანია, მეგრული და სვანური ენებისთვის შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, ანუ ენებს უნდა მიენიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი და მასზე გავრცელდეს ევროპის ქარტიით გათვალისწინებული ნორმები, მაგალითად, როგორიცაა ტელე-რადიომაუწყებლობის არსებობა მეგრულ ენაზე. ამ ეტაპზე ენის შენარჩუნება გადარჩენისთვის ეს იქნებოდა არაჩვეულებრივი გზა.

გაერო-ს დასკვნების მიხედვით არამარტო მეგრული, არამედ ქართული ერიც არის შეტანილი გადაშენების პირას მდგარ ერებს შორის. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, რომ არ გადავშენდეთ.

ამასწინათ, ჩავატარეთ აქცია და ქალაქის ქუჩებში გავაკარით პროკლამაციები, სადაც ეწერა - “მოვითხოვთ მეგრულ და სვანურ ენებს მიენიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი“. ამ პროკლამაციების გაკვრის იდეის ავტორად ზოგიერთმა გამოცემამ დაასახელა სამთავრობო წრეები, კონკრეტული გვარებიც იქნა გაჟღერებული: აწ გარდაცვილი პარლამენტარი გრიშა ქობალია და გუბერნატორი ზაზა გოროზია. ვაცხადებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია არანაირ კავშირში არ არის რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და მედიის მიერ გვრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეეფერება.

ხომ არ ფიქრობთ, რომ მსგავსი პროკლამაციებისა და გაზეთების დაბეჭვდა გამოიწვევს იმ სცენარის განვითარებას, რაც აფხაზეთში მოხდა. აფხაზებმაც ხომ ასე დაიწყეს ბრძოლა ენის აღიარებისთვის და შემდეგ, დამოუკიდებლად არსებობის სურვილიც გაუჩნდათ?
-ყველაფერი შესაძლებელია. როდესაც არსებობს პრობლემა და მას ყურადღებას არავინ აქცევს, მაშინ შესაძლოა, პრობლემა უმართავი გახდეს, ამიტომ საჭიროა საზოგადოების მეტი აქტიურობა.

გინდათ, რომ სამეგრელო დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს?! მართლა ზაზა გოროზია გაფინანსებთ?
-თვითდაფინანსებაზე ვართ. თქვენს მიერ დასმული ეს შეკითხვა გულისხმობს, რომ ქართული სახელმწიფო და საზოგადოება ემიჯნება ამ მეტად მნიშვნელოვან პრობლემას.

ფონდებთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობთ?
-ეს თემა მეგრული და სვანური ენების აღიარების შესახებ ჯერ-ჯერობით ტაბუდადებულია, ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ გვეხმარებინ.

იქნებ, იმიტომ გარიდებენ თავს, რომ არ უნდათ მოხდეს იგივე, რაც აფხაზეთში...
-არ შეიძლება, ასეთი მსჯელობით რაიმე პრობლემა გადავწყვიტოთ. არის პრობლემა - მეგრული ენა და მას ყურადღება სჭირდება.

მე მაქვს უფლება, მივიღო ინფორმაცია და განათლება მეგრულ ენაზე.

ანუ ამბობთ, რომ სამეგრელოს სკოლებში სწავლება მეგრულად უნდა მიმდინარეობდეს?
-რა თქმა უნდა, ამის მომხრე ვარ. ჩვენმა შვილებმა სკოლაში განათლება მეგრულ
ენაზე უნდა მიიღონ, ამას არ ვამბობ მხოლოდ მე, ბევრი თანამოაზრე მყავს და თუ საჭირო იქნება, შესაძლოა, ხელმოწერების შეგროვებაც დავიწყოთ.

მოდით, კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამთ: ხომ არ გსურთ სამეგრელო გამოეყოს საქართველოს და არსებობა გააგრძელოს, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ?
-არა. ჩვენი მიზანია საქართველოს მეგრელიზაცია.

რას აპირებთ იმ შემთხვევაში, თუ სამეგრლომ მხარი არ დაგიჭირათ?
-ჩვენ არაერთხელ ჩავატარეთ გამოკითხვები, გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს გვიჭერს. მართალია, ძალიან ცოტა ადამიანმა მიიღო გამოკითხვაში მონაწილეობა, მაგრამ ეს მათი კულტურის საქმეა. ჩვენ ვიბრძოლებთ დასახული მიზნის მისაღწევად.

ალბათ, ხალხის დიდი ნაწილი თქვენს ამ წამოწყებას არ დაეთანხმება.
-მაშინ მე საზოგადოებას შევეკითხები: ქართულ სახელმწიფოში უნდა შენარჩუნდეს თუ არა მეგრული და სვანური ენები? სახელმწიფო ვალდებულია თუ არა უზრუნველყოს ამ ენების გადარჩენა შენარჩუნება? სახელმწიფოს სჭირდება თუ არა კანონი?

როდესც ამ კითხვებზე გექნებათ პასუხი მას შემდეგ დავიწყოთ დისკუსია...

გამოქვეყნებულია ჟურნალ "ღია ბოქლომის"
აგვისტო სექტემბრის ნომერში – 2008 წელი.
READ MORE - "სამეგრელო საქართველოს გამოეყოფა!” – რატომ აფინანსებს ქვეყნის მტრებს გუბერნატორი გოროზია?!

რატომ დუმს პატრიარქი?

საყოველთაო ნიჰილიზმისა და სასურველი ცვლილებების მოლოდინში ეს შეკითხვა სულ უფრო ხშირად გაისმის ქართულ საზოგადოებაში. ადრე აქტუალური იყო კითხვა: “ვის გავყვეთ?” ჯაბა იოსელიანის პასუხის შემდეგ ამგვარი ფორმულირება პოპულარული აღარ არის.

გაზიარება
[ნანა დევდარიანი. 21:19 18-11-2010]
ტრამვაის გაყევითო - ბრძანა ჯაბამ, მაგრამ ტრამვაის ხაზები რევოლუციონერებმა აყარეს და ეს გზაც გადაკეტილი აღმოჩნდა. თუმცა, უგულავამ კვლავ დაიწყო ლაპარაკი ტრამვაის ახალი ხაზების გაყვანაზე და, მოსალოდნელია, რომ სამ წელიწადში მასაც გაყვება ვინმე.

ვიღაცას გზა აებნა და ასი ათასი კაცი სააკაშვილის ნაცვლად პატრიარქთან მიიყვანა. ახლა, იმის ნაცვლად, წარუმატებლობის მიზეზს საკუთარ თავში ეძებდნენ, ისევ სხვისკენ იშვერენ ხელს.

- რატომ დუმს პატრიარქი?

სხვანი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ პატრიარქი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება, ზოგს ხატს აჩუქებს, ზოგს კი წიგნს. აბა, პატრიარქი საპარლამენტო მანდატებს ხომ არ დაარიგებს?!

- რატომ დუმს პატრიარქი?

რამდენჯერაც ერი დამოძღვრა, იმდენჯერ მოიძებნენ ლიბერალური დემოკრატიის ქომაგები და შეიცხადეს: - ეკლესია საერო საქმეებში არ უნდა ჩაერიოსო! იმის ნაცვლად, ქადაგებიდან და ეპისტოლეებიდან აზრი გამოეტანათ, იმას ცდილობდნენ, რომ ეკლესია და ერის სულიერი მოძღვარი სათავისოდ გამოეყენებინათ (ეს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც თანაბრად ეხება, მცირე გამონაკლისის გარდა).

ხმამაღლა არ ამბობენ, თორემ პატრიარქის ავტორიტეტით ხელისუფლების გასტუმრება მართლაც ჯეკ პოტის მოხსნა იქნებოდა მათთვის. თანაც ისე, რომ ხელისუფლებაში მოსვლა მისი ხელდასხმით მოხდეს, ხოლო ძალაუფლების აღებისთანავე კვლავ ადგილი მიუჩინონ ეკლესიას: - საერო საქმეებში ნუ ჩაერევაო!

საერო სახელმწიფოს ბომონზე მლოცველ ლიბერალებს უნდა ახსოვდეთ, რომ ყველაზე “საერო’’ სახელმწიფო საბჭოთა კავშირი იყო. დღეს ულტრალიბერალური ფრთის წარმომადგენლები მართლმადიდებელ ეკლესიას “ბოლშევიზმის გადმონაშთს’’ უწოდებენ. ეს იგივეა, ანა ფრანკს რომ ნაციზმის გადმონაშთი უწოდო!

ჩვენი დასავლელი მეგობრები შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ საქართველოში გამოკითხულთა 85% მართლმადიდებელ ეკლესიას და პატრიარქს ენდობა. შფოთავენ იმის გამო, ხომ არ არის ეს ფუნდამენტალიზმის ნიშანი. სამაგიეროდ, არ შფოთავენ იმაზე, რომ მმართველ პარტიას საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის 120% უჭერს მხარს.

ფრანგული რევოლუციის მიერ სეკულარიზმის დროშის ატაცებას დასავლური ქრისტიანობის მიერ ევროპის სახელმწიფოთა მართვა-გამგეობაში სისტემატური ჩარევა უძღოდა წინ. მეფეები და მთავრები ვატიკანის ხელდასხმით მართავდნენ ევროპის ქვეყნებს. პროტესტანტობაც სწორედ ვატიკანის უსაზღვრო კონტროლის საპირისპიროდ დაიბადა. არანაირი საჭიროება დასავლური სეკულარიზმის გავრცობისა საქართველოზე არ არსებობდა და არც ახლა არსებობს, რადგან მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს ერეოდა საერო მართვაში, მაგრამ ამავე დროს არც ერთი წამით არ იყო მოწყვეტილი მისი ერის საჭიროებებსა და განსაცდელს.

- რატომ დუმს პატრიარქი?

ერთხელ, ბავშვობაში ბაბუაჩემი მიყვებოდა, როგორ ედო გამზადებული ფუთა კართან იმ შემთხვევისათვის, თუ დასაპატიმრებლად მოვიდოდნენ. “მანქანის ხმის გაგონებაზე დავკოცნიდი მძინარე ბავშვებს და ფუთას ავიღებდი. რამდენჯერ ყოფილა, რომ წავუყვანივარ თვალახვეული, გზა რომ არ დამემახსოვრებინა. კიბეზე რომ ამიყვანდნენ, მაშინ ვხვდებოდი, რომ ამჯერადაც გადამარჩინა უფალმა. ბინაში რომ შემიყვანდნენ, თვალს მერე-ღა გამიხსნიდნენ; ან ბავშვი იყო მოსანათლი, ან მიცვალებული გასაპატიოსნებელი. ბობოლა ბოლშევიკები რომ იყვნენ, ასეთი უჩუმრობითაც ვხვდებოდი და კედელზე ბელადების სურათებითაცო’’.
- მაგათ ან ბავშვს როგორ უნათლავდი, ან წესს როგორ უგებდი-მეთქი! - ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა.
- ბაბუ, მღვდელმა როგორ შეიძლება ნათლობაზე და წესის აგებაზე უარი უთხრას ადამიანს?!, - მიპასუხა.

ჩემს ბავშვურ აღშფოთებას ჰგავს დღევანდელი დრტვინვაც: - რატომ დუმს პატრიარქი? რატომ ასაჩუქრებს იმას, ვინც ჩვენს თვალში დასასჯელია?

იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია; ყველასი - კარგებისაც და ცუდებისაც, ცოდვიანებისაც და მართლებისაც. იგი სხვადასხვა კლასში ვერ ჩაგვრიცხავს და ვერც სამტრედიის სპეცსკოლაში გაგვამწესებს. სიტყვამ მოიტანა და, მაცხოვარი გვასწავლის, რომ ზოგჯერ მონანიე ცოდვილი უფრო ძვირფასია უფლისათვის. აი, სინანულის ხარისხს კი ჩვენ, საერო ადამიანები ვერავის ავუწონით. თუ გაყოფაა, - გაყოფა იყოს: ეკლესია თუ არ უნდა ერეოდეს საერო საქმეებში, მაშინ ჩვენ რა უფლებით უნდა ჩავერიოთ ეკლესიის საქმეებში?

პატრიარქზე თავდასხმების პირველი ტალღისას ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ეკლესია დარჩა ერთადერთ სივრცედ, რომელშიც საქართველოს სხეული მთლიანია. რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს ტერიტორიებზე ორი სახელმწიფოს აღიარების მიუხედავად, აფხაზეთისა და შიდა ქართლის ეპარქიები კვლავ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშია. შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისასაც ასეა: პატრიარქის ერთ სიტყვას შეუძლია გამოიწვიოს ქართული სულიერი სივრცის დაშლა და გათითოკაცება, როცა ერი უკვე აღარ არის ერი, არამედ ატომიზებულ საზოგადოებად იქცევა. ყველაზე კარგად ეს სწორედ პატრიარქმა იცის.

პატრიარქი არ დუმს. ჩვენ გვაქვს დახშული ყურიც და გულიც, თორემ იმას მივხვდებოდით, რომ მისი ნათქვამი ხელისუფლებასაც ეხება, ოპოზიციასაც და ჩვენც - ხალხს.

presa.ge
READ MORE - რატომ დუმს პატრიარქი?

ზუგდიდში სახალხო კრება ინციდენტით დასრულდა

ზუგდიდში გამართული წარმომადგენლობითი სახალხო კრების მხარდამჭერთა რეგიონული კონფერენცია ინციდენტით დასრულდა. შეკრების მონაწილეებმა “ენგურქაღალდკობინატის” კულტურის სახლის დარბაზიდან ქუჩაში გადაინაცვლეს, სადაც მათი მხარდამჭერის, მამუკა ბაღათურიას პოლიციისგან დაცვა სცადეს.

გაზიარება
[ნანა ფაჟავა. 20:01 14-11-2010]
ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე “პრესა.გე”-ს სახალხო კრების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თიკო მჟავანაძე ტელეფონით დაუკავშირდა ბაღათურიას მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ აცნობა.

თიკო მჟავანაძე: “კონფერენციის დასრულებისთანავე მამუკა ბაღათურიას პოლიციიდან დაურეკეს და სამმართველოში დაუყონებლივ დაიბარეს. მან გამომძიებელს მაშინვე მოსთხოვა უწყება, თუ რის საფუძველზე იბარებდნენ პოლიციაში.

საპასუხოდ კი პოლიციის ჯგუფი ბაღათურიას სახლში მივიდა, საიდანაც ოჯახის წევრებმა შეგვატყობინეს, რომ ისინი ბინის გაჩრეკვას გეგმავდნენ და დაუმორჩილებლობის გამო მასზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ”.

ბაღათურიას სახლთან მისულ “პრესა.გე”-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს სამი თანამშრომელი მართლაც დახვდა. მათ შორის ერთ-ერთი გამომძიებელი მერაბ შენგელია იყო.

ჟურნალისტის გამოჩენისთანავე ისინი ავტომანქანაში ჩასხდნენ და კომენტარზე უარი განაცხადეს. პოლიციელებმა უპასუხოდ დატოვეს ნონა გაფრინდაშვილის კითხვებიც, რომელიც ინციდენტის ადგილზე სოსო ჯაჭვლიანთან, ელდარ კურტანიძესთან და კრების საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად გამოჩნდა. ისინი მომხდარს მათ მხარდამჭერებზე განხორციელებულ მორიგ ზეწოლად აფასებენ.

სამართალდამცავებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.
თუ რა ხდებოდა ინციდენტის ადგილზე და რა განცხადებები გაკეთდა სახალხო კრების რეგიონულ კონფერენციაზე, ნახეთ ვიდეოკადრებში.

presa.ge
READ MORE - ზუგდიდში სახალხო კრება ინციდენტით დასრულდა

ზუგდიდის თეატრში მორიგი სპექტაკლის ჩვენება გაიმართა

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 12 ნოემბერს ვაჟა–ფშაველას უკვდავი პოემის, „სტუმარ-მასპინძელის“, მოტივებზე შექმნილი სპექტაკლის ჩვენება გაიმართა. პოემა მოგვითხრობს ხევსურებსა და ქისტებს შორის არსებულ შუღლზე.

გაზიარება
[ილია ჩაჩიბაია. 14:33 13-11-2010]
მაყურებელმა თეატრალური წარმოდგენა დადებითად შეაფასა.

შეკრებილი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ახალგაზრდა მსახიობმა თიკო შელეგიამ, რომელმაც „ჯოყოლას ცოლის“ როლის შესანიშნავად შესრულებისთვის პუბლიკისგან ოვაციები დაიმსახურა.

მაია კალანდია, თეატრის მმართველი: „რეჟისორი გახლავთ კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორი სოსო ნემსაძე.

პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ზუგდიდის თეატრის თანადაფინანსებით განხორციელდა.

„სტუმარ–მასპინძლისთვის“ შეიქმნა სპეციალური მუსიკალური ნაწარმოები, რომლის კომპოზიტორიც არის გიორგი მაისურაძე; მხატვრული გაფორმება ეკუთვნის დიზაინერ მარიკა კორკელიას. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მსახიობებიც, მათი დებიუტი ჩვენი თეატრის სცენაზე შედგა“.

READ MORE - ზუგდიდის თეატრში მორიგი სპექტაკლის ჩვენება გაიმართა

ზუგდიდის სასამართლომ “სვანურ საქმეზე” განაჩენი გამოიტანა

ნელი ნავერიანი და მზევინარ ჯაფარიძე - 4 წელი, ტარიელ, დავით და ანზორ ჯაფარიძეები - 4-4 წელი და 6 თვე, ძებნილი ჯამბულ ჯაფარიძე - 6 წელი - ასეთია განაჩენი, რომელიც მოსამართლე დავით კეკენაძემ დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვაში მხილებულ პირებს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჩამოურიგა. გახმაურებული დაკავების შესახებ “პრესა.გე” უკვე წერდა.

გაზიარება
[ნანა ფაჟავა. 15:22 11-11-2010]
ცნობილია გამოძიების ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ანზორ ჯაფარიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდათა სამსახურის უფროსი დავით ჯაფარიძე, ს.ს. “ენერგოპროჯორჯიას” მესტიის სამსახურის მთავარი ინჟინერი ტარიელ ჯაფარიძე და მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი კანადელ ინვესტორს, დაბა მესტიაში არსებული ყოფილი ტურისტული ბაზის აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ხელის არ შეშლის მოტივით სძალავდნენ 70 000 ლარს.

“პრესა.გე”-ს ინფორმაციით, არსებობდა მოლოდინი, რომ დაკავებულ პირებს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ, მაგრამ არ გამართლდა. ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ განსასჯელთა დაცვის მხარე სასამართლო განხილვის გადადებას არგუმენტირებული, თუ უსაფუძვლო მიზეზებით მუდმივად ახერხებდა.

აშკარა იყო, რომ ადვოკატები დროის გაყვანის ტაქტიკას იყენებდნენ და პატიმრებსა თუ მისი ოჯახის წევრებს პროკურატურასთან “საქმის მოგვარებაში” არწმუნებდნენ.

უცნაური იყო ადვოკატების ქმედება სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგაც, როცა ნელი ორჯონიკიძე და მზია ქასრაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარზე უარს უხეშად აცხადებდნენ. ინტერვიუსგან თავს იკავებდა ნელი ნავერიანის ერთ-ერთი ადვოკატი, ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი რევაზ თოფურიაც.

ტარიელ და ანზორ ჯაფარიძეების ადვოკატმა თანდილა ჯოლოგუამ კი მედიისთვის სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელსაც სტილის დაცვით გაგაცნობთ:
- “რატომ იყო პოლიტიკური პროცესი? რა შუაშია პოლიტიკა? კეკენაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რაც საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია. მის ადგილას მე მარტო სამ თვეს დავაკლებდი. მეტი ახლა... მინიმუმის მინიმუმია.

საქმეზე ყველანაირი მტკიცებულება არის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები აღიარებენ და ინანიებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, ადრე არ არიან ნასამართლევი და არანაკლებ ათასზე მეტი ხელმოწერა იქნა წარდგენილი მათ მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. როგორც პროკურორმა განაცხადა, ამ ეტაპზეო საპროცესო შეთანხმებას ვერ გაძლევთო.

ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ბრალდების მხარის გულთან ახლოს არის მისული ის, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ. ბევრჯერ ყოფილა პრაქტიკაში შემთხვევა, რომ ეს სააპელაციო სასამართლოში გაკეთებულა...”

ადვოკატებისგან განსხვავებით, “ქართული პარტიის” წევრი, კახა მიქაია მოსამართლის განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. “ნელი ნავერიანი გოროზია - ახალაიას დაპირისპირებას შეეწირა. ნავერიანი იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკური ფიგურა სვანეთში, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა. მის წინააღმდეგ შეთითხნილია ბრალდება პოლიტიკური მოსაზრებით.

ეს არის როლანდ ახალაიას ფარსი. მან ფაქტობრივად გააკეთა ისე, რომ ბრალდებულები თითქოსდა დანაშაულის აღიარებამდე მიიყვანა, ადვოკატებს საპროცესო შეთანხმებას დაპირდა, მაგრამ შემდეგ, გადააგდო”, - აცხადებს მიქაია.

შეასრულებს თუ არა საოლქო პროკურატურა დანაპირებს საპროცესო შეთანხმებასათან დაკავშირებით და გამართლდება თუ არა ამჯერად ადვოკატების მორიგი მოლოდინი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაირკვევა, სადაც მათი საჩივარი სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შევა.

presa.ge
READ MORE - ზუგდიდის სასამართლომ “სვანურ საქმეზე” განაჩენი გამოიტანა

მთელი საქართველო აუქციონებზე იყიდება

აუქციონი - ქონების, ფასიანი ქაღალდების, ხელოვნების ნიმუშების ან ნებისმიერი სხვა საგნის საჯარო გაყიდვის პროცესი რაიმე წინასწარ დათქმული პირობების გარეშე. გაყიდვის ობიექტს იძენს პირი, რომელიც ყველაზე მაღალ ფასს სთავაზობს გამყიდველს.

გაზიარება
[ნინო თამაზაშვილი. 23:45 10-11-2010]
მაგრამ, როგორც წესი, საქართველოში აუქციონს მხოლოდ ფორმალური სახე აქვს. ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი და ცნობილი. ხელშეკრულების გაფორმებისას პირობები არაკვალიფიციურად არის შედგენილი. ყველაფერი კონკრეტული მხარის ინტერესებზე იგება. არ ხდება გარემოსდაცვითი პირობების გათვალისწინება და ეკოლოგიური ნორმების დაცვა. შემდეგ არ კონტროლდება, თუ ვინ როგორ ასრულებს პირობებს.

საქართველოში გასაყიდი თითქმის აღარაფერი დარჩა. გაყიდულია ტყეები, თითქმის ყველა საწარმო, სტრატეგიული ობიექტები...

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ შპს "ორთაჭალჰესი 2007"-ის გასაყიდად გამოცხადებულ აუქციონზე საწარმოს სასტარტო გასაყიდი ფასი 25 მლნ. დოლარი იყო.

საწარმოს ძირითადი საქმიანობის სფეროა ელექტროენერგიის გამომუშავება და/ან გენერაციის აქტივებით მართვა.

აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია ჰიდროელექტროსადგურის დაწესებული სიმძლავრის არანაკლებ 70%-ის ელექტროენერგიის გამომუშავება უზრუნველყოს.

"ორთაჭალჰესი 2007" ჩეხურმა კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიამ" შეიძინა. ახალმა მფლობელმა საპრივატიზაციო ღირებულება, რომელიც 25 მილიონ 250 ათას დოლარს შეადგენდა, სრულად დაფარა.

შემდეგი აღმოჩნდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართულ აუქციონზე გატანილ იქნა თეთრიწყაროს, მარნეულის, წყალტუბოს, ფონიჭალას, გარდაბნის, ახალქალაქის, სამტრედიის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, თერჯოლას, ნინოწმინდას, კასპის, ოზურგეთის, სოფელ წავკისის, საჩხერის, ხაშურის, ქარელის, გორის, ბაღდათის, ამბროლაურის, ჩხოროწყუს და ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე 28 ობიექტი _ ბაზალტის, ქვიშა-ხრეშის, კვარციანი ქვიშის, თაბაშირის, კირქვის, ასევე მიწისქვეშა მტკნარი წყლების საბადოები. მათ შორის ყველაზე მაღალ ფასად, 130 000 ლარად, გაიყიდა მცხეთის რაიონში, სოფელ სასხორის ტერიტორიაზე კირქვის გამოვლინება.

ჯამში აუქციონის შედეგად შემოსულმა თანხამ 559 377 ლარი შეადგინა. ლიცენზიის მოქმედების ვადა სხვადასხვა წიაღისეულის საბადოებისთვის 5-დან 20 წლამდეა განსაზღვრული.

დიდი მითქმა-მოთქმა იყო ამ ბოლო პერიოდში "ბორჯომთან" დაკავშირებითაც. ბორჯომის მინერალური წყლის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით ჩატარებულ აუქციონზე ობიექტის საწყისი ფასი 8 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით განისაზღვრა, `ბე~ კი 1 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. "ბიჯი" 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენდა. ბორჯომის საბადო მოიცავს 3 უბანს (ცენტრალური უბანი, ლიკანის უბანი, ვაშლოვანი-ყვიბისის უბანი).

"საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია" აცხადებდა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონი "ბორჯომის" ბიზნესის გაყიდვას არ გულისხმობს. როგორც კომპანიის განაცხადში არის ნათქვამი, აუქციონზე საბადოდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია არის გატანილი და აქ უშუალოდ "ბორჯომის" ჩამოსხმის ბიზნესის მართვა არ იგულისხმება.

თავდაპირველად არ გამორიცხავდნენ ბორჯომის მინერალური წყლების მოპოვების გადაცემას უცხოელებზე ან სულაც რუსებზე.

ამ ყველაფერს საკმაოდ უცნაურად დაემთხვა რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს აღსარება, რომ ყველაზე მეტად "ბორჯომის" დაკარგვას განიცდის. მან პირობაც კი დადო, რომ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემთხვევაში, პირველად კარი "ბორჯომს" გაეხსნება.

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეზღუდული არ იყო, ამდენად, ლიცენზიანტი შეიძლებოდა, როგორც ქართული, ისე უცხოური, მათ შორის რუსული კომპანია ან ფიზიკური პირი გამხდარიყო, თუმცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეს უხერხულობას არ უქმნიდა.

აუქციონი მინერალური წყლის მოპოვებაზე ტარდებოდა, რაც შეეხება ჩამოსხმას და რეალიზებას, ეს საქართველოს კანონმდებლობის სხვა ნორმატიული აქტებით განისაზღვრა: შეიძლება ლიცენზია მიიღო, ბორჯომის წყალი მოიპოვო, მაგრამ ჩამოასხა არა ბორჯომში, არამედ სხვაგან მდებარე ქარხანაში. ასე რომ, გამორიცხული არ იყო, ისევე როგორც ყველაფერი, ბორჯომის წყალიც უცხოელებზე გასხვისებულიყო. ამ უცხოელებში კი, ძირითადად, რუსები მოიაზრებოდნენ.

"ისედაც მთელი საქართველო რუსებს აქვთ ნაყიდი და თუ "ბორჯომზეც" გავლენას მოიპოვებენ, მაშინ ჩვენი ხელისუფლების განცხადება იმის თაობაზე, რომ "რუსებს ებრძვის", ახალ შინაარს შეიძენს - "ჩვენ ჩვენს პატრონს ვებრძვით", - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც იმედოვნებდა, რომ ხელისუფლებას ეყოფოდა გონიერება და არ დაუშვებდა ბორჯომის მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზია რუსების ხელში აღმოჩენილიყო.

ხელისუფლებას, ალბათ, მართლაც ეყო გონიერება, რადგან მიუხედავად წარმოთქმული ეჭვებისა, ბორჯომის წყლით სარგებლობის ლიცენზია კვლავ "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიას" გადაეცა. კომპანიამ ეს ლიცენზია 8 მილიონ 200 ათას დოლარად შეიძინა.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროში "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის" გარდა სხვა განაცხადი არ შესულა. კითხვაზე, თუ რატომ არ ჰყავდა ამ კომპანიას კონკურენტი ბორჯომის წყლით სარგებლობის სალიცენზიო აუქციონზე, როგორც "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის" დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა: "ალბათ, ყველამ ჩათვალა, რომ დღეს ბორჯომის ინდუსტრია და "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია" ერთი და იგივეა და აუქციონში მონაწილეობა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს".

ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი "ენგურჰესის" სკანდალის შემდეგ დარწმუნებულია, რომ ჯერი "საქართველოს რკინიგზაზე" მიდგება. მისი მოსაზრებით, "ენგურჰესის" რუსულ კომპანია "ინტერ რაოსთვის" ერთობლივ მართვაში გადაცემა რუსეთისთვის აგვისტოს ომის შემდეგ გადახდილი ხარკია. თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის.

"მას შემდეგ, რაც აგვისტოში მოხდა, ყველაფერი იყო მოსალოდნელი. რუსეთმა საქართველოს ომი მოუგო და ხარკის სახით მას "ენგურჰესი" მივეცით. იმის მტკიცება, რომ სადგური საქართველოს საკუთრებაში რჩება, აბსურდია. "ენგურჰესი" პრაქტიკულად იყო უკანასკნელი ძაფი, რომელიც აფხაზ საზოგადოებას საქართველოსთან აკავშირებდა", - აცხადებს ხუხაშვილი.

დიდი ალბათობით 2009 წელი სწორედ "საქართველოს რკინიგზის" გასხვისების წელი იქნება. რის შემდეგაც საქართველოს არანაირი სტრატეგიული ობიექტი აღარ შერჩება. ასეთი ობიექტების აბსოლიტური უმრავლესობა ისედაც რუსეთის კონტროლქვეშაა და ამ ნუსხას რკინიგზაც შეემატება.

საქართველოს მთავრობას რკინიგზის მართვის უფლებით გადაცემის მცდელობა უკვე ჰქონდა, მაგრამ იგი სამარცხვინო შედეგით დასრულდა. დაახლოებით ერთი წლის წინ "საქართველოს რკინიგზა" ბრიტანულ კომპანია "ფარფილდ ინვესთმენთს" გადაეცა, თუმცა მოგვიანებით, ორიოდე თვეში ე.წ. ინვესტორებს რკინიგზა უკან გამოსტაცეს.

მაშინ ვერავინ გაიგო რა შავ-ბნელი გარიგება შედგა მთავრობასა და "ინვესტორს" შორის. ერთ-ერთი ვერსიით, რკინიგზაში პატარკაციშვილის აჩრდილი ილანდებოდა და ხელისუფლებამაც შეთანხმება ჩაშალა.

მოგვიანებით, მთავრობაში საუბრობდნენ რკინიგზის აქციების გარკვეული ნაწილის საქართველოს საფონდო ბირჟაზე შესაძლო განთავსებაზე, თუმცა არც ეს მომხდარა. აქედან მოყოლებული რკინიგზის გაყიდვასთან დაკავშირებით, სხავადასხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების თაობაზე ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება, მათ შორის საუბარი იყო აზერბაიჯანზეც.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსული კომპანიისთვის საქართველოს რკინიგზის მართვის უფლებით გადაცემა იგეგმება, როგორც ეს "ენგურჰესის" შემთხვევაში მოხდა. ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, კონკრეტულად რომელ რუსულ კომპანიაზეა საუბარი, თუმცა მსგავს მნიშვნელოვან ობიექტებს ყოველთვის სახელმწიფო კომპანიები ყიდულობენ. ობიექტის რამდენიმე ათეული წლით მართვის უფლებით გადაცემა კი, პრაქტიკულად, მის გაყიდვას ნიშნავს.

რუსული კომპანიისთვის საქართველოს რკინიგზის მართვის უფლებით გადაცემაზე, რუსეთთან კულუარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მართალია ამ ეტეპზე რკინიგზასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებული არ არის, მაგრამ იყიდება "რკინიგზის ტელეკომი" და აქაც რუსები მოიაზრებიან.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "რკინიგზის ტელეკომის" გაყიდვა 20 მლნ. დოლარად იგეგმება. "რკინიგზის ტელეკომს" წელიწადში 50-60 მლნ. აშშ დოლარის შემოტანა შეუძლია და გაყიდვას 20 მლნ აშშ. დოლარად გეგმავენ. "როცა ასეთ შემოსავლიან დანაყოფს ჰყიდი, ესე იგი არ ხარ მეურნე ან კიდევ გარიგებაში ხარ", - აცხადებენ ექსპერტები.

თუმცა "რკინიგზის ტელეკომის" მყიდველი შესაძლოა გერმანული კომპანიაც აღმოჩნდეს. ჰანოვერში ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების გამოფენაში მონაწილეობას "რკინიგზის ტელეკომიც" ღებულობს. "აქართველოს რკინიგზაში" არ გამორიცხავენ, რომ მოლაპარაკებები პოტენციურ ინვესტორებთანაც გაიმართოს. კონკრეტულად, როდის შედგება "რკინიგზის ტელეკომის" გაყიდვის შესახებ აუქციონი, უცნობია. ოფიციალურად "რკინიგზის ტელეკომის" შეძენით "გაერთიანებული ტელეკომი" და "კავკასუს ონლაინი" არიან დაინტერესებულნი, თუმცა არაოფიციალურად აქაც უმსხვილესი რუსული კომპანია "როსტელკომი" მოიაზრება.

საბოლოოდ ჯერი ტყეებზეც მიდგა. ჯერ კიდევ შემოდგომაზე საქართველოს ხელისუფლებამ ხე-ტყის ჭრისა და დამზადების უფლება 19 მლნ. ლარად ოთხ კომპანიას და ერთ ინდმეწარმეს აუქციონზე მიჰყიდა. აქედან ტყეების აბსოლიტური უმრავლესობა იმ ჩინური კომპანიების ხელში მოხვდა, რომლებიც სამეგრელო-სვანეთის ტყეებში ეწევიან ჭრის სამუშაოებს და საკუთარი გადამამუშავებელი საწარმოც გააჩნიათ. აუქციონი უამრავი კანონდარღვევით ჩატარდა, სადაც აშკარად გამოჩნდა ქართველი მაღალჩინოსნების დაინტერესება.

შემდგომ აუქციონზე გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ლიცენზია იქნა გამოტანილი, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა, თუმცა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ტყით გრძელვადიანი სარგებლობის ლიცენზიების გაუქმების შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა. როგორც სამინისტროში განმარტეს, ლიცენზიის გაცემა ამ დრომდე მხოლოდ შეჩერებული იყო, ახალი აუქციონის ჩატარება კი შეცვლილი პირობებით მოხდება. ახალ პირობებზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა რაც ლიცენზიების ვადებს ეხება, უკვე გარკვეულია და 20-ის ნაცვლად ტყეები მხოლოდ 5 წლიანი იჯარით გაიცემა.

როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროში განმარტავენ, ახალი პირობებით ლიცენზია გაიაფდება და მისი შეძენა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.

რაც საქართველოს ტყეებთან დაკავშირებით ხდება, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ კანონმდებლობას. სტრატეგიული სიმდიდრის ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებზე გადაცემა არ შეიძლება.

როგორც ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, საომარი მოქმედებები რამდენიმე დღით შეწყვეტილი იყო, როცა რუსული საიტებით გავრცელდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმადაც, პრივატიზაციას კიდევ ერთი მცირე, მილიონ ლარამდე ღირებულების საბადო ექვემდებარებოდა.

ექსპერტის თქმით, რომ არა ამგვარი განცხადებებისადმი რუსეთის ინტერესი, მას არც რუსული ინტერნეტგვერდები აიტაცებდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რუსეთის ავიაციის მიერ საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების მიუხედავად, აგრესია რუსეთის კაპიტალით პრივატიზებულ არც რთ საწარმოს, მათ შორის, არც "მადნეულს", არც ელექტროგენერაციისა და ელექტროგამანაწილებელ სტრუქტურებს არ შეხებია.

"ეს მკაფიოდ მიუთითებს ომამდე არსებული პროვოკაციების მიზანზე, რომ საქართველოში ყველაზე უკეთ თავი სწორედ რუსულ კაპიტალს ეგრძნო და ყველა სხვა, შიშის ქვეშ ყოფილიყო", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

საეჭვოდ გაყიდული, თუ მართვის უფლებით გადაცემული ობიექტების ჩამონათვალში დღემდე რჩება "ენერგო პროსთვის" თითქმის მთელი ქართული სადისტრიბუციო ქსელის გადაცემა. დღემდე "ენერგო პროს" უკან რუსული ენერგოგიგანტის "რაოს" და პირადად ჩუბაის-რაპაპორტის აჩრდილს ხედავენ. აქვე შეიძლება გავიხსენოთ "გაერთიანებული ტელეკომის" გაყიდვა ყაზახებზე, აეროპორტის ოპერატორის "ტავის" შემოსვლა, "თბილისის წყლის” გადაცემა "მულტიფლექს სოლუშენისთვის" (რომლის უკანაც ასევე რუსულ ინტერესებს ხედავენ), "თბილგაზის" გაყიდვა ყაზახებზე და სხვა.

ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმ ობიექტებისა, რომლებიც ამ ბოლო პერიოდში იქნა გამოტანილი საქართველოს აუქციონებზე. აღარაფერს ვამბობთ გაყიდულ საწარმოებზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გაყიდული საწარმოებიდან თითქმის არცერთი არ მუშაობს.
სადამდე შეიძლება მსგავსი მიდგომებით ობიექტების გაყიდვა გაგრძელდეს, ამის თქმა ძნელია. მდგომარეობას ართულებს ის, რომ საქართველოს მთავრობა ამ პრობლემის რეალურ არსებობას არც კი აღიარებს. ამ დროისთვის კი გაყიდულია თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი და რაც დარჩა, იმის გატანა აუქციონებზე კვლავ გრძელდება.

"ბანკები და ფინანსები"
READ MORE - მთელი საქართველო აუქციონებზე იყიდება

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...