ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ზუგდიდში იმყოფებოდა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჰანსიორგ ჰაბერს შეხვდა.
მისიის ზუგდიდის ოფისში შეხვედრაზე ისაუბრეს კონფლიქტურ რეგიონსა და ადმისტრაციულ საზღვართან არსებულ ვითარებაზე. ასევე, შეჯამდა ის სამუშაოები, რომელიც წლინახევრის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განახორციელა.
სენატორი მაკკეინი დღეს ზუგდიდის მოსახლეობასაც შეხვდა. მაკკეინთან ერთად, ზუგდიდში იმყოფებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც. კერძოდ - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი.
ზუგდიდში იმყოფება კიდე ორი ამერიკელი სენატორი.
[ფოტოს ან მასალის გამოყენებისას
"ღია ბქლომის" მითითება აუცილებელია]