ავტორი მანანა ნოზაძე
17:50 12.01.2015
ასტროლოგი რამაზ გიგაური For.ge-სთან საუბარში მოუწოდებს ხელისუფლებას, მოუსმინოს ხალხს და ნუ დაბრმავდებიან ოქროთი და ფულით, რომელიც დროებითია.
როგორი იქნება ლურჯი თხის წელი ქართველი ან მსოფლიო პოლიტიკოსების (ობამა, პუტინი) და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის?
- 2015 წლისთვის დამახასიათებელი იქნება მერყეობა, ცვალებადი აქტიურობა და მოვლენების არასტაბილური განვითარება. წარმატების მიღწევისთვის აუცილებელი იქნება მყარი, სტაბილური ბაზის შექმნა, პესიმიზმის დაძლევა და ნელი, მაგრამ მუდმივი მოქმედებები. ამ წელს როგორც ადამიანებს, ისე ქვეყნებს აუცილებლად დასჭირდებათ სათადარიგო გეგმები, რადგან მოსალოდნელია მოვლენების მოულოდნელი შემოტრიალება.
2015 წელს მსოფლიოში გაგრძელდება ის ტენდენციები, რომლებიც ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო (2015 წელი იქნება თორმეტწლიანი ციკლის მე-8 წელი), ამიტომ, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გაგრძელდება. ეს ციკლი 2019 წელს სრულდება და, თუ გადავხედავთ, როგორი პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები ვითარდებოდა 2008 წლიდან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, საით ვითარდებოდა ცივილური სამყარო, ადვილი იქნება განვსაზღვროთ, რა პროცესებს შეიძლება ველოდოთ მიმდინარე ასტროლოგიური ციკლის დასასრულამდე, ანუ 2019 წლამდე.
პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, 2015 წლის პირველი ნახევარი გაცილებით არასტაბილური იქნება, რადგან შენარჩუნდება პლანეტების ის ნეგატიური კონფიგურაცია, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული ქმნის დაძაბულობასა და კრიზისულ სიტუაციებს. ეს ყველაფერი ცხადია, ადამიანებისგან მეტ გამძლეობას, შეუპოვრობასა და ორგანიზებულ შრომას მოითხოვს.
2015 წლის პირველ ნახევარში ყველაზე კრიზისული იქნება იანვარი, თებერვალი და მარტი - ამ პერიოდში ბევრ ქვეყანაში მოსალოდნელია, გამწვავდეს კრიზისი, რომელიც გამოვლინდება არა მხოლოდ ეკონომიკურ-ფინანსურ პრობლემებში, არამედ პოლიტიკურ დაძაბულობასა და დაპირისპირებებში.
2015 წლის მეორე ნახევარში მოვლენები შედარებით მშვიდად განვითარდება, თუმცა წლის მეოთხე კვარტალიც დაძაბული და დისჰარმონიული იქნება. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ნოემბერ-დეკემბერი, როდესაც გაძლიერდება სოციალური უკმაყოფილება, მოიმატებს პროვოკაციების და კონფლიქტების ალბათობა, რაც მოსალოდნელია, მთელ რიგ ქვეყნებში გადაიზარდოს საპროტესტო გამოსვლებსა და სერიოზულ დაპირისპირებებშიც კი.
უფრო მეტიც, 2015 წლის პირველ და მეოთხე კვარტალში პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყნებში მოსალოდნელია, დაიწყოს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შესაძლოა, მივიდეს მმართველობის სისტემების შეცვლამდე, რევოლუციამდე, შეიარაღებულ დაპირისპირებამდე და ხელისუფლების გადატრიალებამდე. თუმცა თავს შევიკავებ სხვა ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების პირადი ჰოროსკოპების განხილვისგან.
თქვენ ამბობდით, რომ 2014 წელი ირაკლი ღარიბაშვილისთვის შედარებით რთული იქნებოდა და მას მოუწევდა დიდი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ბევრი სიძნელის გადალახვა, რათა მოსალოდნელი შეცდომები მინიმუმამდე დაეყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემების კასკადი ელოდა, ახლა რას ურჩევთ ღარიბაშვილს და ხომ არ დაბრუნდება ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?
- მე არ მაქვს ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის დაბადების საათები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუმცა ამის გარეშეც შემიძლია ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილს ძლიერი კოსმოგრამა აქვს. ვიხელმძღვანელებ ინდური ასტროლოგიური მეთოდით და შემიძლია ვთქვა, რომ 2015 წელი ივანიშვილისთვის ერთგვარად შეჯამების და, იმავდროულად, ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წელი იქნება. ეს დაკავშირებულია გარკვეულ ასტროლოგიურ ციკლთან, რომელიც მის ცხოვრებაში 1983 და შემდეგ 1988 წელს იდგა. ასე რომ, რამდენადაც მნიშვნელოვანი იყო ეს წლები ივანიშვილისთვის, იმდენად მნიშვნელოვანი იქნება 2015 და შემდგომ უკვე 2017 წელი. რთულია ითქვას, ეს იქნება თუ არა პოლიტიკაში დაბრუნება, თუმცა ჩემი აზრით, ეს უფრო სხვა რამე უნდა იყოს.
ირაკლი ღარიბაშვილის ცხოვრებაში კრიზისები დაიკლებს, თუმცა არ ნიშნავს, რომ შემცირდება რისკები. 2015 წელს მისთვის მნიშვნელოვანი იქნება სისტემური ცვლილებები, ამიტომ მან პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და ჰარმონიაში მოყვანა უნდა დაისახოს მიზნად. მეტი უნდა მოუსმინოს ხალხს, იმავე ჟურნალისტებს და არ უნდა ჩათვალოს, რომ ვინმე მისი მტერია. 2015 წელს ღარიბაშვილისთვის კრიზისულად შეიძლება ჩაითვალოს 18 თებერვლიდან - 28 ივნისამდე პერიოდი. ყველაზე მეტი სიფრთხილისა და წინდახედულების გამოვლენა ამ პერიოდში დასჭირდება. სხვათა შორის, იგივე კრიზისები განმეორდება 2016 წლის მეორე ნახევარში, ამიტომ, რამდენადაც ის შეძლებს 18 თებერვლიდან - 28 ივნისამდე პერიოდის მისთვის მომგებიანად გავლას, იმდენად სასიკეთოდ გაივლის 2016 წლის მეორე ნახევარსაც და პირიქით.
აქვს მნიშვნელობა, ახალ წელს როგორ შევხვდებით, თუ ეს უბრალოდ ტრადიციაა? ჩინური ტრადიციით, თხა არაპრაქტიკულ არსებად მიიჩნევა, ამის მიუხედავად, რა გამორჩეული მოვლენები ახლდა თხის (ცხვრის) წელიწადს განვლილ პერიოდში? შარშან ამბობდით, რომ ცხენის წელს არ ახასიათებდა კრიზისების შექმნა, მაგრამ კრიზისი იქნება თხის წელიწადში? რამდენად მართალია, რომ მომავალ წელს ხის სტიქია განაგებს და ამიტომაც არის ხის თხის წელიწადი?
- მეცინება იმ ასტროლოგებსა და ადამიანებზე, ვინც ცდილობს ახალ წელს თხას, ცხენს, ან მაიმუნს „ასიამოვნოს“. ჯერ ერთი, აღმოსავლური ახალი წელი არ დგება 1-ელ იანვარს, ის ცოტა მოგვიანებით მოდის და რატომ ვცდილობთ ჩვენ ყველას გადავასწროთ და თხის წელი (2015 წლის „თხას“ შეესაბამება ლურჯი და მწვანე ფერები და ხის სტიქია) სხვებზე ადრე „დავიყენოთ“?!
მე მომხრე ვარ, რომ 1-ელ იანვარი ვიზეიმოთ ჩვენი, ქართული ტრადიციებით და 2015 წლის 19 თებერვლიდან, როდესაც დაიწყება თხის წელი, უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ტენდენციებს და ჩვენს მიზნებს, ვიდრე ვიფიქროთ იმაზე, რა ფერის „წვიმები“ დავკიდოთ სახლში. წარმატება არ მოაქვს იმას, თუ „თხას ვასიამოვნებთ“, წარმატება მოაქვს ჩვენს ნათელ მიზნებს, მკაფიო გეგმებს და მიზანმიმართულ შრომას. ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ 2015 წლის ასტროლოგიური ტენდენციები, მაგრამ ჩვენი გარჯის გარეშე ჩვენს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება. იქნება თუ არა კრიზისი ცხვრის წელიწადში, ამისთვის უნდა გადავხედოთ მის თორმეტწლიან ციკლს - რა იყო 12, 24, 36 და ა. შ. წლის წინათ.
გეკითხებით, რა მოხდა 12 წლის წინ, როგორი წელი იყო საქართველოსთვის 2003 წელი (2015 – 12 = 2003)? პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც მოიტანა ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება! ისევ გეკითხებით, რა მოხდა 24 წლის წინათ, როგორი წელი იყო საქართველოსთვის 1991 წელი (2015 – 24 = 1991)? პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც მოიტანა ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება!
ე. წ. „ვარდების რევოლუცია“ და თბილისის სამოქალაქო ომი სწორედ თხის (ცხვრის) წელში მოხდა. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოვლენები ზუსტად ასეთი სცენარით განვითარდება 2015 წელს, რადგან სხვა რეალობაა, მაგრამ თხის წელი, რომ ასტროლოგიური თვალსაზრისით კრიზისული, მერყევი, არასტაბილური და არაპროგნოზირებადია, ფაქტია. უპირველესად ყურადღება მართებს ხელისუფლებას. მათ ხალხს უნდა მოუსმინონ, რადგან მათგან გაცემული უსამართლობა და ძალადობა უკანვე დაუბრუნდებათ. ბუნებაში არაფერი არ იკარგება და რასაც ვაგზავნით, უკანვე გვიბრუნდება.
ერთგან ახსენეთ, რომ იკვლევდით დიდი ადამიანების ცხოვრებას (ავიცენა, ნოსტრადამუსი), რომელთაც ჩვენს მიღმიერ სამყაროსთან შეხება ჰქონდათ, თუმცა ამ ადამიანების უმეტესობამ საკუთარი ჩანაწერები, ხელსაწყოები გაანადგურა. რატომ? ადამიანებმა, ერებმა თავიანთი მომავალი არ უნდა იცოდნენ? ასეთივე წინასწარმეტყველება გვხვდება იოანეს გამოცხადებაში (აპოკალიფსისში), რაც ესქატოლოგიის და ქრისტიანული ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს წიგნად ითვლება. გადმოცემით, საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე გადასახლებაში ყოფნისას, იოანეს გამოეცხადა უფალი და უთხრა: „მე ვარ ანი და ჰოე, პირველი და უკანასკნელი; რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას“. ე.ი. დაფარული ინფორმაციის წინასწარმეტყველება დასაშვებია ქრისტიანულად?
- უბრალოდ, ეს „დამთხვევა“ აღმოვაჩინე ბევრი მკურნალის, ასტროლოგის და იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომლებიც ეზოთერიკაში მოღვაწეობდნენ. სიტყვა „დამთხვევა“ ბრჭყალებში იმიტომ, რომ მე დამთხვევების არ მჯერა. ინდოელები ამბობენ, „შემთხვევითობები შემთხვევით არ ხდება“.
მაგალითად, მე-16 საუკუნეში იყო ასეთი გერმანელი ექიმი, ასტროლოგი და ალქიმიკოსი პარაცელსი. ასევე, მე-16 საუკუნის ინგლისელი მათემატიკოსი, გეოგრაფი და ასტროლოგი (დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეტ პირველის მრჩეველი). მათ დაწვეს არა მხოლოდ საკუთარი ნაშრომების ნაწილი, არამედ იმ უძველესი ნაშრომების ნაწილიც, რომლებსაც ისინი იყენებდნენ. ნოსტრადამუსმა, ასევე, გაანადგურა თავისი ნაწერების ნაწილი (რომლებიც კონკრეტულად მაგიას ეხებოდა). ავიცენამ (იგივე იბნ სინამ) ზუსტად აღარ მახსოვს, ბუხარაში თუ ჰამადანში ცხოვრებისას დაწვა თავისი ნაშრომების ნაწილი. მან 30-მდე მეცნიერულ დარგში 450-ზე მეტი ნაშრომი შექმნა, თუმცა ჩვენ დრომდე მხოლოდ 274-მა მოაღწია. რაც შეეხება იმას, რომ დაფარული ინფორმაციის წინასწარმეტყველება დასაშვებია ქრისტიანულად თუ არა, როგორც მე ვიცი, ეკლესია უარყოფს წინასწარმეტყველებას. თუმცა მინდა გავმიჯნო პროგნოზი და წინასწარმეტყველება. არცერთი პროფესიონალი ასტროლოგი არ ეტყვის ადამიანს, „ეს ზუსტად ასე იქნება“. ვინც ამას იტყვის, ის არის შარლატანი, იმიტომ, რომ ის ერევა ადამიანის თავისუფალ ნებაში, რომელიც ადამიანს ღმერთმა მიანიჭა. ასტროლოგმა შეიძლება გააკეთოს პროგნოზი ამა თუ იმ ტენდენციის ალბათობაზე, რომელიც როგორც წესი, აქტიურდება, მაგრამ მისი მართვა თვითონ ადამიანის (ქვეყნის, კომპანიის) ხელშია.
დავუშვათ, არსებობს ნამდვილი წინასწარმეტყველი, რომელიც მართლა „ხედავს“ მომავალს, მაგრამ იცით, თქვენს ცხოვრებაში მომავლის რამდენი სცენარი შეიძლება არსებობდეს? მაქსიმუმ, ძალიან ბევრი, მინიმუმ რამდენიმე მაინც. თუ წინასწარმეტყველმა „დაინახა“ ერთი სცენარი და თქვენ ამ სცენარზე „ჩაიციკლეთ“, მაშინ თქვენ საკუთარ თავს უკარგავთ სხვა სცენარით განვითარების შანსს.
ასე რომ, ის ადამიანები, რომლებიც ანადგურებდნენ საკუთარ თუ სხვათა ნაშრომებს, ალბათ იმიტომ, რომ ისინი დარწმუნებული არ იყვნენ, რომ მომავალში ადამიანები ამას თავისი და სხვათა საკეთილდღეოდ გამოიყენებდნენ. საქართველოში პოლიტიკოსების 80-90%, რბილად რომ ვთქვათ, ჭკვიანი არ არის (აქ ინტელექტს ვგულისხმობ), წარმოიდგინეთ, ისინი როგორი ანგარებითი მიზნებით იყენებენ საკუთარ ძალაუფლებას. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მათ მაგიური ცოდნაც ჰქონდეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი მისცეთ და სთხოვოთ, რომ არც საკუთარი თავი და არც სხვები დააზიანოს.
კითხვის გაგრძელება >>>