წყარო interpressnews.ge
17:13 07.04.2014
მცხეთის წმინდა ქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებით, დღეს, მცხეთის ქუჩები ეკურთხება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.
სვეტიცხოველში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა დასრულდა. წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და ხარების დღესასწაული მიულოცა. პატრიარქმა ხარების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და წმინდა სახარებიდან ადგილი გაიხსენა, როდესაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი გახდებოდა მაცხოვრის დედა.
"ძველ დროში იყო ასეთი ებრაული მისალმება "გიხაროდენ", ეს სიტყვა გამოიყენა მთავარანგელოზმა გაბრიელმა და მიმართა ღვთიმსშობელს "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა". მთავარანგელოზმა ახარა ღვთისმშობელს, რომ მისგან იშვებოდა უფალი იესო ქრისტე", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიაქმა.
უწმინდესმა ყველას მიმართა, განსაკუთრებით ჟურნალისტებს, რომ იყვნენ კარგი ამბის მახარობლები და ნუ ასახავენ მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივს.
"დღეს მინდა შეგახსენოთ ყოველი მორწმუნე მოვალეა იყოს მახარობელი, სიხარულის მომტანი. ზოგს სიამოვნებს, რომ სხვას რაღაცა ცუდს ეუბნება. მე არაერთხელ მითქვამს ჩვენი ჟურნალისტებისთვის, რატომ წერენ ამდენ ცუდს, ამდენ ნეგატივს, ვიღაცამ ვიღაცა მოკლა და ა.შ. და ამაზე ასეთი პასუხი მივიღე, ხალხს ეს უფრო აინტერესებსო. ხალხს ეს არ აინტარესებს, ხალხი დაიღალა ამ ყოველივეთი. მინდა გთხოვოთ, როგორც ჩვენს სულიერ შვილებს, სიკეთეზე წერეთ, ბევრი რამ არის კარგი და ეს უნდა დავინახოთ ჩვენ", - აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესმა ასევე თავისი ბავშვობა და ომის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს სკოლები გადაკეთებული იყო საავადმყოფოებად და დაჭრილი ჯარისკაცები იქ გადიოდნენ მკურნალობას. პატრიარქის თქმით, ბავშვები პერიოდულად მიდიოდნენ ამ ჯარისკაცებთან და მათ აიმედებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ ისინი გამოჯანმრთელდებოდნენ და თავიანთ ოჯახებში გაიხარებდნენ. ხოლო როდესაც იყო ისეთი დღეები, როდესაც დაჭრილ ჯარისკაცებთან ბავშვები ვეღარ მიდიოდნენ, ჯარისკაცები კითხულობდნენ პატარებზე - თუ რატომ არ მივიდნენ მათთან მახარობლები.
"მივმართავ პრესას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ უნდა წეროთ ნეგატიურიც, მაგრამ ამასთან დადებითზეც უნდა წეროთ, სიხარული უნდა მოუტანოთ ხალხს. გეძლევათ, ლოცვა-კურთხევა ყველას, პირველ რიგში ჩემს თავს ვეუბნები, ყველა მახარობელი უნდა ვიყოთ და სიხარულით უნდა აივსოს ადამიანი", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
უწმინდესის განცხადებით, დღეს სასულიერო პირები გავლენ მცხეთის ქუჩებში და აკურთხებენ ქუჩებს. პატრიარქმა ასევე მოუწოდა ყველა ადამიანს- მონაწილეობა მიიღონ ამ კურთხევაში და ნაკურთხი წყალი ასხურონ თავის გარშემო გარემოს, ქუჩას, სახლს, ოჯახის წევრებს. ქადაგების დროს პატრიაქმა ასევე აკურთხა სამი ჯვარი, რომლებსაც აღდგომიდან მესამე კვირას წააბრძანებენ მსვლელობით ჯვარზე, თხოთის მთაზე და უჯარმაზე.
პატრიარქმა ასევე განსაკუთრებულად ისაუბრა მცხეთის შესახებ. გაიხსენა წმინდა კათალიკოსი მელქისედეკ პირველის ანდერძი, რომელმაც ხარება დღეს მცხეთა წმინდა დედაქალაქად მოიხსენია და ყველას მოუწოდა, დაიცვან მისი ანდერძი და კურთხევა. პატრიარქის თქმით, წმინდა კათოლიკოსი მელქისედეკ პირველი თავის ანდერძში მცხეთას არ მოიხსენიებს ისე, თუ მას წმინდა არ უწოდა. ამიტომ კათოლიკოს-პატრიარქს მიაჩნია, რომ დიდი პასუხისმგებლობა მართებს მცხეთაში მცხოვრებ ადამიანებს, სასულიერო პირებს.
"ამიტომ დიდი პასუხისმგებლობა მართებს პატრიარქს, სასულიერო პირებს, მცხეთელებს, რომ ღირსეულად ვიმოქმედოთ, უფრო გავაძლიეროთ ლოცვები და მარხვა. აქ მცხეთაში მცხოვრებლები არ შეიძლება არ იყვნენ მორწმუნეები, ჯვარდაუწერელები, მოუნათლავები, არ ლოცულობდნენ დილის და ძილის წინ ლოცვებს", - აღნიშნა უწმინდესმა.