ავტორი ირმა ინაშვილი
22:13 04.04.2014
ამათ რომ უსმენს კაცი, 2004-2011 წლებში სრულ დემოკრატიულ იდილიაში გვიცხოვრია და ვერ გაგვიგია: ბაჩო ახალაია დილით ხელ-პირს იბანდა, ლოცვას კითხულობდა, ორცხობილას მიირთმევდა და სამსახურისკენ მიიჩქაროდა, სადაც პატიმრებს ეფერებოდა, ეალერსებოდა, უვლიდა და ეხმარებოდა...
...რა "დუბინკა", რის ცოცხი... რა "წითელი პარასკევი" და კარანტინის დაშლა. ირმა ინაშვილმა დააშინა ციხის მაღალჩინოსნები და სპეციალურად აცემინა პატიმრები, რაც 2012 წლის 24 აგვისტოს გადაღებულ კადრებშიც მკაფიოდ ჩანს. რა ვიდეოოპერატორები, რომელი ციხის ჯალათები, რა წამება, რა გაუპატიურება?! რომელი პატიმრის ცოლი გააუპატიურეს მეუღლის თვალწინ? ვინ დააშინეს, თქვენ გიჟები ხომ არა ხართ? ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა და სხვები სულ "თქვენობით" ელაპარაკებოდნენ პატიმრების ოჯახის წევრებს. ბაჩო ახალაია მათ ტკბილეულითაც უმასპინძლდებოდა, ანუ ვაშლს საკუთარი ხელით უთლიდა... ამ დროს "დიადი" მანიაკი, სააკაშვილი, ერზე ზრუნავდა. საიდან მოიტანეთ, რომ წამებისა და გაუპატიურების კადრებს კაბინეტში უყურებდა და ორგაზმს განიცდიდა?! ეს ტყუილიც ახალიებისა და სააკაშვილის ოჯახის დისკრედიტაციისათვის დაიბადა. როლანდი რა კაცია? ღვთისმოშიში... ეკლესიათა მაშენებლი. ღვაწლშია. რა იმუნიტეტს უხნით, თქვენ ალაოდ ხომ არა ხართ? სამეგრელოს მამა, აღმაშენებელი... ორი "გმირის" გამზრდელ-აღმზრდელი. ნამუსი არ გაქვთ, ვინც ბატონ როლანდზე აუგს ამბობთ.
ვანო მერაბიშვილს რაღას ერჩოდით, პატივცემულო ქართველებო?! იმ დღეს მომწერეს, რომ გირგვლიანი საკუთარ მეგობარს მოუკლავს...ვერსიაც ასეთი უნდა! კბილაშვილი სადაა, ერთი, დაუდასტუროს. დათა ახალაია რა შუაშია. საერთოდ, რას მიედ-მოედებით? ხომ გითხრათ ბატონმა ბიძინამ, რომ კუბლაშვილიც კარგი ბიჭია. ისეთი რეფორმა გაუტარებია სასამართლოში, რომ ააყვავა სისტემა. თან, წესიერია და თან, ავადაა... შეიბრალეთ და დატოვეთ სასამართლოს თავმჯდომარედ, აბა, როგორ?! ირმა ინაშვილო, შენი ბრალია, რომ სასამართლოს ყვავილობას ხალხი ვერ და არ ხედავს. რა დროს "წითელი ბარათები" იყო, კაცს სამართლიანობა ჰქონდა აღსადგენი. ჰოდა, ხელი რომ შეუშალე, ვეღარ აღადგინა და უკვე აღარც აღადგენს. რა უმადურნი ხართ, ვანო როგორ ატირეთ? "ბოდიში ჩემს ოჯახს, ასე რომ გავაწამეო"... პოლიციის ზევსი ამ ზომამდე როგორ მიიყვანეთ?! იყავით ახლა ჭიკაიძის ამარა. ცოლებზე რა გაქვთ სათქმელი? დეკაბრისტები საფლავში ტირიან, ასეთი თავგანწირვა ჩვენს მეუღლეებს რომ გამოეჩინათ, დღესაც ცოცხლები ვიქნებოდითო. ნეტარი ანი? ჰო, ნადარეიშვილი... როგორ არ აფასებთ სამშობლოსა და ერისადმი მის თავდადებას. ინაშვილო, შე ტერორისტო, ჯოლოხავა რომ დააშინე, მერე წულუკიანს გადაურეკე და იუსტიციის მინისტრი ეზოში დაგხვდა... ჰო, ყვავილებით... და ბუშტებით... კბილაშვილიც რომ მიიტყუე და პისტოლეტის ქვეშ ჯოლოხავას ჩვენება მიაცემინე, გგონია, ეს შეგრჩება?!
ქეთო, ანო, თამრო, თაკო... ნაცებს თავდადებული ცოლები ჰყავთ, კლარა პეტაჩი, მუსოლინის მეორე ნახევარიც ტირის საფლავში... პირველი ტყვია კლარამ მიიღო, ბენიტოს ნაცვლად, მაგრამ ესენი მაინც აოცებენ. ინაშვილისგან ნაწამებ და ჩაგრულ მოწმეებსაც იცავენ, ინტერვიუებს ართმევენ, მერე გენერალ კალანდაძეს დახმარებას სთხოვენ,- ეს მოწმე, რომელმაც ბაჩოს ხელი ძალით დაადო, გენერალო, უკრაინაში გაგვაყვანინე, თორემ ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერი, ინაშვილი, სადარბაზოსთან დახვდება და სულს გააფრთხობინებსო...
ონიანი რა მგზნებარეა? აი, ასეთი, მხოლოდ ასეთი უნდა იყოს ადვოკატი! სწორდით! სმენა! ზაზა ხატიაშვილო, ბრავო! ონიანის ზნეობრივი სიმაღლე იხსნის ქართულ მართლმსაჯულებას სირცხვილისაგან. ოპერატორიცაა... კენჭიც უნდა იყაროს... მოკლედ, უალტერნატივოა, როგორც ნარმანია- თბილისში.
პროკურატურაში მოწმედ ორჯერ ვიყავი დაბარებული. პირველად, ციხის ჯალათების საქმეზე... ჰო, მართლა, როგორ არიან? საკანს ხომ კარგად უნიავებთ? ვინც გარეთაა, ხომ არ დასდევთ? ხომ არ აშინებთ? მოკლედ, პირველად რომ დამკითხეს, დენზე შემაერთეს. "მაწამეს", მაგრამ რისი ინაშვილი ვარ, რომ არ მომეთმინა და ამეტანა. მეორედ ჯოლოხავას საქმეზე დავიკითხე. წესით, ონიანი უნდა დაეჭირათ, როგორც მოძალადე, მაგრამ ახლა მთავარ პროკურორს მივმართავ: თავი დაანებეთ ონიანს, იგივე გიორგი მართალს... მე დამიჭირეთ, ირმა ინაშვილი, ვიდრე ახალი მოწმე არ აღმოვაჩინე და ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება... უკვე "კრაკადილის" ქვეშ არ მივაცემინე. ნემსი ჯიბით დამაქვს. გავურჭობ და ვალაპარაკებ, რასაც მინდა.
პროკურატურაში მეორედაც "მაწამეს". დენზე აღარ შევუერთებივარ, მაგრამ უკვე ცხელი უთო დამადეს ლოყაზე. ესეც ავიტანე, სამშობლოს გამო. პროკურორი მთხოვდა,- უთო კიდევ გაიჩერე 5-10 წუთით, რომ სახეზე წამების კვალი დაგრჩეს და მერე მთელი მსოფლიო ალაპარაკდეს, რა სადისტები ვართო. მანქანას შემთხვევით დაგაჯახებდით და ისე მოგკლავდით, მაგრამ წამების კვალი რომ არ გექნებაო?! ამ სურვილს როგორ შევუსრულებდი. ინფორმაცია საგულდაგულოდ დავმალე.
ახლა გეკითხებით: ვინაა მართალი, ინაშვილი, თუ ნაცები? რა თქმა უნდა, ნაცები! ის არ გამახსენოთ, როგორ ვაბრალებდი წლების მანძილზე ( ამ პატიოსან და წესიერ ხალხს) ბუტას, სანდროს, ზურას, გიორგის, სხვა 140-ზე მეტი ბიჭის განზრახ მკვლელობას. არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა. გირგვლიანი ეკალს წამოეგოო, ხომ გვითხრეს?! მიწები ვინ დაკარგა? მე! ანუ ჩვენ! დიდი რამე, მთავარსარდალი რომ ხოხავდა და მერე ჰალსუტხს მიირთმევდა, მტრისთვის "მამაცი გული", აბა, როგორ უნდა ეჩვენებინა?
ნუგო როგორ ცემეთ, ბიჭო? ეს ეროვნული კაცი... ბატკანივით ქვეყანასა და ერს შეწირული. არამი იყოს ჩვენზე კოჰაბიტაციაც და ხუდონჰესიც! მეტის ღირსი არა ვართ. ადამიანი "ვარდების რევოლუციის" მონაპოვარს რომ ვერ დააფასებს, ის ამ ეროვნული ნაცისტების ღვაწლს მიაგებს სათანადო პატივს?!
მოკლედ, კარგად მომისმინეთ: დავიღალე, სასწრაფოდ დამიჭირეთ! მზად ვარ, პასუხი ვაგო! დარწმუნებული ვარ, ბევრი ფიქრობს ისე, როგორც -მე, ანუ ტერორისტ-ექსტრემისტ-რადიკალ-მარგინალი... ჰო, მართლა, სამშობლოს მოღალატე ირმა ინაშვილი. ოღონდ, ერთი პირობით: ვანო გამოუშვით! ბაჩანა სასჯელაღსრულების სისტემაში აღადგინეთ! საკაშვილი პრეზიდენტად დააბრუნეთ!
2014 წლის 4 აპრილი. თბილისი.