ავტორი ნინო თოლორაია | livepress.ge
15:25 20.03.2013
„მე უნდა მოვიდე თქვეთან. უნდა ვიარო სისტემატურად. ეს პრაქტიკა მინდა დავნერგო. ის კი არა, დეპუტატი გავხდე და დავჯდე იქ. იქ შეიძლება ნაკლები დავჯდე და აქ ვიარო მეტი“ - აცხადებდა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრებისას საქართველოს პარლამენტის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია.
საკანონმდებლო ორგანოს წევრად გახდომის შემდეგ მაჟორიტარ დეპუტატს მოსახლეობასთან შეხვედრა მოეწყო, არ ახსენდება მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომელთაც „ლაივპრესი“ ზუგდიდში ესაუბრა.
1 ოქტომბრის კენჭისყრის დღემდე როლანდ ახალაია მთავრობის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთო პროგრამაზე საუბრობდა. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე, რომლის გაშუქებაც მედიასაშუალებებისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი არ ყოფილა, ვიდეომასალებიდან ამონარიდების ნახვა კი დეპუტატობის კანდიდატის „ფეისბუკის“ გვერდზე იყო შესაძლებელი, კონკრეტულ ხედვებსა და განსახორციელებელ ქმედებებზე არაფერი თქმულა.
„თუ მე ამირჩევენ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მთავრობის პროგრამა - „მეტი სარგებელი ხალხს“ შეაღწიოს ყველა ოჯახში. ჩვენი მიზანია პრობლემები შემცირდეს, გაძლიერდეს სოფელი. ბევრი შეპირება არ ვიცი. გაკეთებით ვცდილობ უფრო მეტი გავაკეთო. ვიქნები თქვენი ოჯახის მეგობარი, გვერდში მდგომი. შუამავალი მთავრობას და ხალხს შორის. ყოველთვის ვიყავი შედეგზე ორიენტირებული“, - მოსახლეობა შეხვედრებზე ძირითადად ამ შინაარსის დაპირებებს და ანსამბლ „ოდოიას“ ცოცხლად შესრულებულ რეპერტუარს ისმენდა.
მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში 31 იანვარს გაიხსნა. მისი ხელმძღვანელის, ყოფილი პროკურორის, ნუგზარ მღებრიშვილის განცხადებით, როლანდ ახალაია ოფისში პარლამენტის წევრად არჩევის შემდეგ რამდენჯერმე იმყოფებოდა და მოქალაქეებიც მიიღო.
„4-5 პიროვნება გვყავდა. ზოგს ოპერაციები სჭირდებოდა, ზოგს საავადმყოფოს თანხების გადარიცხვა, ასევე იურიდიული კონსულტაციები. ფინანსურად დახმარების სახსრები ჩვენ არ გვაქვს. საკრებულოს ვთხოვეთ, ისინი დაეხმარნენ. გუბერნატორი დაეხმარა. რეკომენდაციას ვუწევთ მოქალაქეებს სხვადასხვა სამსახურებთან. გასვლითი შეხვედრები ჯერ არ გვქონია, მაგრამ გეგმაში გვაქვს. დავაწესეთ დეპუტატთან მიღების დღეებიც“, - აცხადებს ნუგზარ მღებრიშვილი.
ბიუროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ დეპუტატი პარლამენტის სხდომებზე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველთვის ისაუბრებს, თუმცა მღებრიშვილს უჭირს თქმა, რა კონკრეტულ თემებზე მუშაობს როლანდ ახალაია, ან საკანონმდებლო ორგანოს შეკრებიდან დღემდე რა პრობლემები განიხილა მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინებით.
ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან დაკავშირება „ლაივპრესმა“ ვერ მოახერხა. ჩვენ მას ელექტრონულ ფოსტაზე წერილი მივწერეთ, მაგრამ არ გვიპასუხა. მობილურ ტელეფონზეც არაერთხელ დავურეკეთ. ახალაია არც საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდის სექციაში - „დაუკავშირდი შენს დეპუტატს“, მითითებულ ტელეფონს პასუხობს.
როლანდ ახალაია პარლამენტის პლენარულ და კომიტეტის სხდომებს პერიოდულად აცდენს. „ლაივპრესი“ მაჟორიტარი დეპუტატის დასწრების შესახებ მონაცემებით დაინტერესდა და ინფორმაცია საჯარო წესით გამოითხოვა. ქუთაისიდან მიღებული პასუხის თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი პარლამენტში გამართულ 20 პლენარულ სხდომათაგან 8-ზე არ გამოცხადდა, მათგან ერთი არასაპატიო მიზეზით. რაც შეეხება დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომებს, რომლის წევრიც როლანდ ახალაიაა, იგი 5 შეკრებას არ დაესწრო, 4 საპატიო და ერთიც არასაპატიო მიზეზით.
საკანონმდებლო ორგანოს შეკრებიდან ხუთი თვის მანძილზე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი სიტყვით პარლამენტის სხდომათა დარბაზში არცერთხელ გამოსულა.