17:35 16.09.2012
რატომ ემალება როლანდ ახალაია ჟურნალისტებს? - ამ შეკითხვაზე პასუხი "ნაციონალების" საარჩევნო შტაბის პრეს-სამსახურს, თამუნა შონიას არ აქვს.
ნაცვლად იმისა, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობა დაამყაროს, შონია ყოველი შეხვედრის დროს, მედიის წარმომადგენლებს გაურბის და მოუცლელობის მიზეზით მანქანაში იკეტება. პრეს-სამსახურის ფუნქცია კი, წესით, მედიასთან მუდმივ კონტაქტში ყოფნაა. ეს თამუნა შონიამ თავადაც უნდა იცოდეს, რადგან ყოფილი ჟურნალისტია.
ჟურნალისტებსა და საკუთარ ამომრჩეველს როლანდ ახალაია და მისი გუნდი გუშინ, სოფელ ინგირში გაექცა.
"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრა ჟურნალისტების მოულოდნელი გამოჩენის გამო შეწყვიტა. ყოფილი პროკურორი "მეცხრე არხის" გადამღები ჯგუფის დანახვისთანავე მანქანაში ჩასვეს და მასთან მიახლოების საშუალება არავის მისცეს. ახალაიასთან შეხვედრის მსურველებმა განაცხადეს, რომ მათ ვერ მოასწრეს მაჟორიტარობის კანდიდატთან გასაუბრება.
"მეცრხე არხმა" ასევე დააფიქსირა მიკროავტობუსები, რომლითაც სოფლის ყველა უბნიდან მოსახლეობა უფასოდ ჩაიყვანეს.