13:47 04.02.2012
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ცოფით ინფიცირებული 47 წლის მამაკაცი მოათავსეს. საავადმყოფოს დირექტორის მადონა სართანიას ინფორმაციით, ინფიცირებულის მდგომარეობა უმძიმესია, მკურნალობას არ ექვემდებარება და მხოლოდ დამამშვიდებლებს აძლევენ. ზუგდიდის მკვიდრს ორი თვის წინ საკუთარმა კატამ უკბინა, თუმცა მადონა სართანიას თქმით, შემთხვევისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ცხოველი კი 10 დღეში დაეცა.
„ლაივპრესს“ საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, რომ პაციენტმა ზუგდიდის მრავალპროფილიან საავადმყოფო „რესპუბლიკას“ შემთხვევიდან ორი თვის თავზე, წუხელ მიმართა, საიდანაც ინფექციურ საავადმყოფოში გადაამისამართეს.
livepress.ge
