ავტორი ნინო მიქიაშვილი
15:23 03.02.2012
საქართველოს კულტურის მინისტრის, ნიკა რურუას მიერ გაკეთებულ განცხადებას, უახლოეს მომავალში ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით პასუხობს საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარე მურმან დუმბაძე.
სანამ მასთან ჩაწერილ ინტერვიუს გაეცნობით, გთხოვთ, წაიკითხოთ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსთან“ ნიკა რურუას მიერ გაკეთებული განცხადება - “იმისთვის, რომ ოშკი და იშხანი დანგრევას გადავარჩინოთ, თურქეთის მხარესთან შეთანხმება აუცილებელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ძეგლი ქართულია, ამჟამად სწორედ თურქეთში მდებარეობს. ოშკის რესტავრაცია არასდროს განხორციელებულა და ამიტომაც ის კიდევ ერთ დიდთოვლობას ვეღარ გაუძლებს“.
რურუას განმარტებით, ქართული მონასტრების რესტავრაციის სანაცვლოდ თურქული მხარე აჭარაში, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილ ნებისმიერ ადგილზე “აზიზიეს მეჩეთის“ მშენებლობას ითხოვს, რომელსაც თავადვე დააფინანსებს და “ახმედიეს მეჩეთის“ რესტავრაციაში ჩართვის სურვილს გამოთქვამს - "ესაა აუცილებელი პირობა, რომ ოშკი და იშხანი გადავარჩინოთ. ამაზე მე დავთანხმდი. უახლოეს მომავალში მემორანდუმს მოვაწერთ ხელს და რესტავრაციაც დაიწყება".
საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარის, მურმან დუმბაძის პასუხები ჩემს კითხვებზე ასეთი შინაარსისაა:
ბატონო მურმან, როგორ აფასებთ ნიკა რურუას განცხადებას?
მურმან დუმბაძე: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის უაზრო განცხადებას გავეცანი. იგი ამბობს, რომ ოშკის რესტავრაცია არასდროს მომხდარა და დიდთოვლობა დაანგრევსო. პირდაპირ “უმაღლესი” არგუმენტია, ოშკის გადასარჩენად.
ოთხთა ეკლესიის რესტავრაციაც არასდროს ჩატარებულა, არც ხანძთის; იმათაც დიდთოვლობა ანგრევს. მაინტერესებს - რატომ ამოიღეს განზრახულობათა ოქმიდან ეს ეკლესიები?! მაშინ, როცა თითქმის 5 წელია გვეუბნებიან, რომ უნდა გადავარჩინოთ იშხანი, ოშკი, ხანძთა და ოთხთა ეკლესიები.
პირობა შეცვალეს, მაგრამ მთავარი უცვლელი დარჩა - თურქეთმა მის უკიდურეს ჩრდილო–აღმოსავლეთში, ანუ აჭარაში, კერძოდ ბათუმში XIX საუკუნე მონიშნა - სულთან აბდულ აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენება განიზრახა; თურქეთი საქართველოს ლაჩარი ხელისუფლების ხელმოწერითა და დადასტურებით რელიგიურ გეოგრაფიას აფართოებს.
თურქეთის ულტიმატუმმა იმუშავა - ლაჩარ საქართველოს მთავრობას უთხრა: “გინდა გადავარჩინო სამონასტრო კომპლექსი, უფრო ზუსტად, აყუდებული კედელი, ქვის ხროვა (თურქეთისთვის ოშკი და ყველა ქართული ეკლესია იყო და არის ქვის ხროვა, აყუდებული კედელი), ბათუმში, რომელიც იყო ჩემი და დაიბრუნე რუსით, უკან უნდა მომცე, ის ჩემია და ჩემი იქნება. ახლა ხომ რუსთან არ ხარ?! ამიტომ, როგორც მე მსურს ისე უნდა მოიქცე. ამისთვის საჭიროა, რომ ოსმალეთის იმპერიის სულთნის, აბდულ აზიზიეს სახელობის მეჩეთი დავდგაო“.
ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ღირსება არ ჰქონია და არც ექნება; გამომდინარე აქედან, არც საამისო ინტერესი. სამაგიეროდ, ინტერესი აქვს თურქეთის სახელმწიფოს, რომელიც რეგიონალური ლიდერის როლს კისრულობს. საბჭოთა კავშირის დარღვევის შემდეგ, თურქეთი ოსმალეთის ძლიერების ხანაზე ფიქრობს; ყოველ შემთხვევაში, აჭარასთან მიმართებაში ამას ღიად გამოხატავენ. ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთ–დასავლეთიდან თურქეთი - ასე ანაწილებს ლაჩარი “მშობლიური“ მთავრობა საკუთარ ტერიტორიებს.
პოლიტიკის განსაზღვრაში მოსახლეობას რელიგიაზე არანაკლები ფაქტორი ენიჭება. ბათუმში, გვიან საღამოს თუ გაივლით, განსაკუთრებით ძველ ბათუმში, აშკარად იგრძნობთ, რომ თურქეთს კულტურული გეოგრაფიაც გაუფართოებია, ჩვენ კი გვძინავს!
რწმენა, მოსახლეობის რაოდენობა, საკუთარი მთავრობის სილაჩრე, ჯამურად იმას იძლევა, რაც კვიპროსში მოხდა. ამაზე ასე დეტალურად იმიტომ ვსაუბრობ, რომ აქაური ვარ და ამას ხედავს ჩემი თვალები, ამას ხედავს მთელი ბათუმი და აჭარა. საფრთხე რეალურია! თურქეთი, რომ პარტნიორი ქვეყანა იყოს, ასეთ თავხედობას როგორ შემოგთავაზებდა - “გინდა თუ არ გინდა, ჩემთან არსებულის გადასარჩენის სანაცვლოდ შენთან ახალი ამიშენეო?!“ თან, ოსმალური იმპერიის სულთნის სახელობისა; იმ სულთნისა, რომლის წინაპარმა და მანაც აჭარა წაართვა საქართველოს. შემოგთავაზა იმიტომ, რომ მიხვდა - რურუას სხვა არგუმენტი, გარდა იმისა, რომ თურმე ოშკს ზამთარი დაანგრევს, არ აქვს.
კულტურის მინისტრის უგუნურ პასუხებს აღიარებაც დაემატა - ძეგლი თურმე ქართულია და ის ამჟამად თურქეთში მდებარეობს. თუ ძეგლი ქართულია, მაშინ სვეტიცხოვლის შეთანხმებაში, ე.წ. კონსტიტუციურ შეთანხმებაში, რომ წერია კულტურულ–ისტორიული ღირებულებების მქონე ტაძრების აღდგენა–რესტავრაციების საქმე ეკლესიას უნდა შეუთანხმოთო, რატომ არ უთანხმებს მთავრობა ეკლესიას ამ საკითხს?!
მაგრამ ეს ის მთავრობაა, რომელიც სხვისი მთავრობის გამოჩენაზე მუცელზე ხოხავს და საკუთარ ხალხს მიტინგზე ხოცავს. ერთი სიტყვით შინ მამალია, გარეთ დედალი!
როგორია აჭარაში მოქმედი პოლიტიკური ძალების ლიდერთა დამოკიდებულება, ამ საკითხთან დაკავშირებით - გქონდათ თუ არა მათთან საუბარი?
-დიახ, პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ ხელმძღვანელებთან საუბარი მქონდა და მაქვს. ყველა ერთ ჭკუაზეა; არიან გამონაკლისებიც, განსაკუთრებით ისინი, ვისაც საკუთარი არაფერი ჰქონიათ და დედაქალაქიდან თითის დაქნევით ვითომ აქ პარტიობენ.
რას ფიქრობენ, როგორი პოზიცია აქვთ ბათუმში მცხოვრებ მსახიობებს, მწერლებს, მხატვრებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ამ საკითხთან დაკავშირებით?
-პრაქტიკულად, ბათუმი ამ საქმეში ერთგვაროვანია. ამ დღეებში შეხვედრა მქონდა უამრავ ადამიანთან, მწერალთა კავშირიდან, უნივერსიტეტიდან, მხატვართა კავშირიდან. ცხადია, ყველას საკუთარი ღირსების შეურაცხყოფად მიაჩნიათ, დამპყრობელი აბდულა აზიზიეს სახელობის ოკუპაციის მეჩეთ–მუზეუმის თუ მეჩეთის დადგმა.
აქაური მოსახლეობა არანაკლებ შეწუხებულია დედაქალაქის ინტელიგენციის წაყრუებით. მწერალსა და მეცნიერს, შოთა ზოიძეს წერილი აქვს გამოსაქვეყნებლად გამზადებული. რამდენადაც ვიცი, ის წერს - ერთადერთი ადამიანი, ვისაც აჭარასთან მიმართებაში სწორი პოზიცია ეჭირა, ილია ჭავჭავაძე იყოო. ანუ ის ნაწყენია დღევანდელი თბილისის ინტელიგენციის წაყრუებული პოზიციის გამო.
არის თუ არა თქვენთვის ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების სათავეში მყოფთა პოზიცია, ბათუმელი “ნაციონალების“ დამოკიდებულება, “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებასთან დაკავშირებით?
-შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 23 მარტს, ბათუმში ამ საკითხზე მიტინგი გაიმართა. იმ მიტინგზე საკრებულოს “ნაციონალი“ წევრებიც იყვნენ მოსულები - საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი ქაჯაია და საკრებულოს წევრი კავაზაშვილი. იმ დღიდან ამ ადამიანებს ქუჩაში თვალს, რომ მოვკრავ, რწმენა მემატება. “ნაციონალების“ უმეტესობის პოზიცია უარყოფითია, თუმცა სასწორზე ღირსება და შიში დევს. სამწუხაროდ, “ნაციონალების“ სასწორი ამ უკანასკნელისკენ იხრება. სწორედ ესაა ქართველთა გარკვეული ნაწილის ნაკლი, თორემ ასეთ ლაჩარ ხელისუფლებას, განსაკუთრებით 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, ვინმე გააჩერებდა და დააცლიდა ქვეყნის ასეთ ნგრევას და დაშლას?!
რას ფიქრობენ ქართველი მუსულმანები თურქეთის მიერ ბათუმში მეჩეთის აშენებაზე?
-მუსლიმები ამბობდნენ და ამბობენ - “ჩვენ არ გვჭირდება თურქის მიერ აშენებული მეჩეთი, ჩვენ თავადაც ავაშენებთო“. რაც შეეხება მუფთის პოზიციას, ის აბსოლუტურად ადეკვატურია - კაცი ამბობს, მეჩეთის აშენება თურქის გარეშე ჩვენ თვითონაც შეგვიძლიაო.
აჭარაში არსებული ყველა მეჩეთი ქართველების მიერ, ქართველთა ხელით, ქართული ორნამენტებითაა აშენებული. ამიტომ, მუფთის აზრი, რომ მეჩეთს უნდა ჰქონდეს ქართული არქიტექტურა, სწორედ ამ ისტორიული ფაქტითაა განსაზღვრული.
როგორ აფასებთ თბილისში მოქმედი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან სიჩუმეს, მეჩეთის შესაძლო აშენებასთან დაკავშირებით?
-ვინც ამბობდა, “აზიზიეს მეჩეთი“ ხელს არ მიშლისო, იმ პარტიასა თუ პარტიებს საზოგადოებამ განაჩენი გამოუტანა. ამ განაჩენს მე ვკითხულობ სოციოლოგიურ კვლევებში და ამას კიდევ უფრო ვიგრძნობთ მოახლოებულ არჩევნებზე, ბიულეტინების დათვლისას.
რას აპირებთ, გაქვთ თუ არა რაიმე გეგმა?
-საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ და არა მარტო ჩვენ, ამ საქმეს ბოლომდე მიყვებით. მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება, რომელიც სხვა სახელმწიფოს ულტიმატებზე მიწაზე ფორთხვას, ხელისუფლება, რომელიც საკუთარი მოსახლეობის ნების წინააღმდეგ მიდის, ხელისუფლება, რომელიც ეწევა კოლაბორაციონისტულ საქმიანობას, გაცნობიერებულად და ნებაყოფლობით საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მუშაობს, ვინც შეგნებულად შადიმანობს, ისტორია განაჩენს გამოუტანს.
ფრანგებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მილიონ შადიმანზე მეტი დაკითხეს და ბევრ მათგანს, რაც უყვეს, ვიცით. ხელისუფლება შეიცვლება და დღევანდელ შადიმანებს ჩვენც დავკითხავთ.
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
20:10 31.03.2015 ახალი სკანდალი ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის ირგვლივ, სადაც ამჯერად ბიძინა ივანიშვილის სახელიც ფიგურირებს. ამერიკ...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 20:00 24.10.2011 ოზია - ქრისტეს შობამდე მეშვიდე საუკუნის იუდეველთა მეფე იყო. ისტორიულ წყაროებში ოზია მიწა-წყლის მი...
-
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თანხის გამოძალვის ბრალდებით სვანეთში დაკავებულ სახელმწიფო მოხელეთა საქმის განხილვა დაასრულა. განსასჯელთა უმრა...
-
საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად მოთხოვნა მედიკამენტებსა და პირბადეებზე დღითიდღე იზრდება. დაავადებათა კო...
-
უთავბოლო, დაძაბული ბედი, საეჭვო რეპუტაცია და სისტემატური ხმა გაკოტრებაზე. მარტო ეს არ იყო ერთადერთი ტვირთი, რითაც მაიკლ ჯექსონი ემზადებოდა, ...
-
16:57 25.03.2014 დავით თარხან-მოურავი - დავაფასოთ პატრიარქი! იხილეთ ვიდეო:
-
ავტორი შოთა ხინჩაგაშვილი 15:26 26.07.2011 ნიუ იორკში მწყერი ხეზე შეჯდა – პირველმა გეი წყვილმა დაამტკიცა, რომ შეუძლიათ სთრეითებივით მოიქცნენ...
-
ზუგდიდში, სადაც ადგილობრივი ჩინოვნიკები ყოველ საღამოს ქალაქის ცნობილ რესტორანში იკრიბებიან, 10 ნოემბერს მნიშვნელოვანი ინციდენტი მოხდა. რაიონ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
მურმან დუმბაძე: “ხელისუფლება შეიცვლება და დღევანდელ შადიმანებს ჩვენც დავკითხავთ“
რედაქტორის რჩევით
-
20:49 25.06.2011 გვიყვარს და ვზასაობთ? ყველანი ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ პარკებში კოცნის თვითნებურად აკრძალვას...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
თუ ხელისუფლება ჩემს დაპატიმრებას გადაწყვეტს, ეს ძვირად დაუჯდება , _ ამის შესახებ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
23:55 21.02.2019 მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ. პარკირებაზე გადასახადის ...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:28 23.09.2011 ევროპის საბჭოს ოფისში “თავისუფალმა დემოკრატებმა“ 1 000–ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს – ხელ...
-
19:43 20.09.2011 2011 წლის 19–25 სექტემბრის ნომერში პოეტ ვახტანგ ხარჩილავას სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი&quo...
-
ავტორი b2p.ge 02:06 03.12.2011 "გაბრიელ გარსია მარკესი - 14 ფრაზა ცხოვრების შესახებ" 1. მე შენ მიყვარხარ არა იმის გამო, თუ ვინ ხა...