00:01 25.09.2011
მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ ანაკლიის ტურისტული ქალაქის გახსნაზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ინცინდენტი უკავშირდება პრეზიდენტთან ფოტოს გადაღების მსურველ ქალბატონს, რომელიც ზღვაში ჩავარდა. როგორც პრეზიდენტმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სპეციალურ რეპორტაჟში“ განაცხადა, პრობლემა იმ ადამიანებშია, რომლებიც ამ ქალბატონს აკრიტიკებენ.
„სულ ვკითხულობ ყველას აზრს, ვზივარ Facebook-ზე, სხვადასხვა ვებგვერდებზე... მახსოვს, 22 წლის ანუკი წერდა - რა საშინელება იყო ის ქალი ანაკლიაში, რომ გაექანა და კომუნისტურად ჩავარდა ზღვაში. მერე ატყდა Facebook-ზე ერთი ამბავი, ამ ქალს დასცინიან. სხედან კაფეებში თბილისის ცენტრში და ებანძებათ ის ხალხი. სინამდვილეში, საკუთარ თავში უნდა მონახონ პრობლემა. კოუმინსტურ დროში ძვირფას ანუკის არ უცხოვრია. შეგვკრებდნენ და წაგვიყვანდნენ ხოლმე. ...მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და ხშირად ვეპარებოდი, თუმცა მაინც მივყავდი - საათობით გვატარებდნენ ტრიბუნის წინ და მკაცრად გვეუბნებოდნენ, თუ ხელს არ დავუქნევდით და ტაშს არ დავუკრავდით, შეგვექმნებოდა პრობლემა. ნახეთ ის კადრები და ნახეთ ის ქალბატონი, რომელსაც გულწრფელად უხაროდა მსოფლიოში ყველაზე მაგარი კურორტის გახსნა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
ტრიბუნა.ge
