კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ჯეოსელი“ 30 ათასი ლარით დააჯარიმა.
გაზიარება
[14:28 26-09-2010]
მიზეზი „ჯეოსელის“ სარეკლამო რგოლია სახელწოდებით "5000 SMS უფასოდ".
მარეგულირებელს მიაჩნია, რომ ეს აბონენტების მოტყუებაა, რადგან 5000 SMS-ის მისაღებად თვეში რეალურად 22 ლარის გადახდა უწევთ. თავდაპირველად ახალ აბონენტს ნომერზე 1000 უფასო SMS ერიცხება შემდეგ კი ყოველთვიურად თითო ჯერზე ჩარიცხულ 5 ლარზე მომდევნო 1000. ანგარიშზე არსებულ თანხას SMS–ემის საფასური არ აკლდება. კომისიაში კი „ჯეოსელს“ კონკურენტმა „ბილაინმა“ უჩივლა.
კომუნიკაციების კომისიამ ფიჭური კავშირგაბმულობის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია აბონენტების მოტყუებაში 3 სექტემბრის სხდომაზეც ამხილა. თუმცა, მხოლოდ ადმინისტრაციული გაფრთხილება მისცა.
მაშინ საქმე ეხებოდა ზარების წუთობრივ დამრგვალებას.