გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი მეუღლეს, ლიუდმილა პუტინას გასცილდა და ცხოვრების დაკავშირებას 24 წლის ტანმოვარჯიშესთან ალინა კაბაევასთან გეგმავს. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია უკვე დარწმუნებით წერს.
გაზიარება
[13:31 26-09-2010]
რუსმა ჟურნალისტებმა უკვე შეამჩნიეს კაბაევა და პუტინი, რომლებიც მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში, როდესაც ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ. ამავე დროს, რუსული მედია ასევე წერს, რომ მთელი ამ ისტორიის კიდევ ერთი პიკანტური დეტალი მდგომარეობს იმაში, რომ ალინა კაბაევა, მიუხედავად იმისა, რომ 24 წლისაა უკვე გახდა რუსეთის პარლამენტის წევრი.
ალინა კაბაევა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ლამაზი სპორტსმენია, იმ სპორტსმენთაგან, რომლებიც პუტინის პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდნენ და რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში უკვე გახდნენ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის წევრები.
"15 წლის ასაკში, 1998 წელს ალინა კაბაევა ევროპის ჩემპიონი გახდა. მომდევნო წელს იგი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადაზე წარმატებას მიაღწია. თუმცა მას უბედურება ეწვია მას შემდეგ რაც გამოსვლის დროს რგოლი დაუვარდა. კაბაევა სახლში მხოლოდ ბრინჯაოთი დაბრუნდა და მაშინ მთელი რუსეთი მასთან ერთად ტიროდა. მისივე თქმის სწორედ ამ დროს მიაქცია მას პუტინმა პირველად ყურადღება და იგი გაიცნო", - წერს რუსული მედია.