საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიესალმება ერსა და სამხედროებს შორის რამდენიმე წლის წინ არსებული დამოკიდებულების დაძლევას.
გაზიარება
[22:35 06-08-2010]
ჯარი უცხო იყო ერისთვის, დღეს გამთლიანდნენ ჩვენი ერი და მხედართმავრები; ვისურვებდი, უფრო მეტად დაახლოებულიყვნენ ისინი ერთმანეთს, - აღნიშნა პატრიარქმა დღეს მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე, სადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, გვირგვინით შეამკო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავები.
ილია მეორემ ქართველი ჯარისკაცები დალოცა და აღნიშნა, რომ სადაც არის მშენებლობა და ერთობა, იქ არის ღმერთი. ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ჰყოფს,- დასძინა უწმინდესმა.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი წელი სრულდება.
interpressnews