მოძრაობა "7 ნოემბერი" ხვალ ორგანიზაციის ერთერთი ლიდერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ლევან გოგიჩაიშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავს. როგორც მოძრაობა "7 ნოემბრის" ერთერთმა ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა "ჯეოტოპნიუსს" აცნობა, აქცია ლევან გოგიჩაიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ჩატარდება.
"ციხეში სხედან ადამიანები, რომლებიც იბგრძვიან ადამიანის უფლებებისთვის, ხოლო ჩვენი თანატოლების მკვლელები კი, გარეთ დადიან", – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან, ხვალ 13 აპრილს 15:00 სთ–ზე გაიმართება.