ოპოზიცია სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სასტუმრო „რედისონ–სას ივერიაში“ დახურულ კარს მიღმა მსჯელობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ლევან გაჩეჩილაძემ აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ყოფნა–არყოფნის ზღვარზე დგას. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ ქართულ სახელმწიფოს გამოუტანა განაჩენი, ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, რომ ერთმანეთისგან გამიჯნონ საქართველო და სააკაშვილი.
„ამ რეჟიმის არსებობის ყოველი დღე სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს. პოლიტიკური ბრძოლის ორი გზა არსებობს. პირველი უფრო რადიკალური, რომელიც ქუჩის აქციებთან არის დაკავშირებული და მეორე – არჩევნები. ორივე გზა გამოვლილი მაქვს“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებზე ექნება მსჯელობა.
ისინი წარმოადგენენ თავიანთ ხედვას პოლიტიკურ ბრძოლაზე და ასევე მოისმენენ სხვა ოპოზიციური პარტიების ხედვას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრას ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ესწრება, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.