ავტორი ვაჟა შუბითიძე
15:26 08.09.2011
ყოველმა განათლებულმა ადამიანმა კარგად იცის ბრწყინვალე ესპანელი მოაზროვნის ხოსე ორტეგა ი გასეტის ესსე „მასების ამბოხი“ (1935 წელს დამთავრებული ეს თხზულება ქართულად თარგმნა ბატონმა ბაჩანა ბრეგვაძემ და გამოიცა 1993 წელს) სადაც ავტორი გაბედულად ამხელს უკვე აღვირახსნილ და დეგრადირებულ მასის ადამიანს (ან ადამიან-მასას), აანალიზებს მისი წარმოშობის მიზეზებს და იძლევა მის მახასიათებლებს.
ამ არსებამ გლობალიზაციის (გაერთფეროვნების) უკანასკნელი საფეხურისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის (2007-2010) ფონზე კიდევ უფრო მეტი დეგრადირება განიცადა. ფაქტობრივად სახეზეა ახალი ადამი(ანი), რომლის უმთავრეს მახასიათებლად იქცა ინტელექტუალური ჰერმეტულობა, სიხარბე, უპასუხისმგებლობა და უზნეობა. ეს ყველაფერი ვლინდება როგორც მდიდრებში, ასევე ღარიბებში, ელიტაში თუ რიგით ადამიანებში, მმართველებში თუ მართულებში, ქალში თუ კაცში.
ესაა ახალი ადამი, რომელმაც თვითშეფასების უნარი დაკარგა (როგორც კარგი, ისე უარყოფითი კუთხით), ვინც თავის თავს აღიქვამს ისეთად, როგორიცაა ყველა და ეს ოდნავადაც არ მიაჩნია სათაკილოდ. დღეს თვით ელიტარულ ჯგუფებშიც კი ასეთი ადამიანები ჭარბობენ. მაგალითად, ინტელექტუალთა წრეში, რომელნიც თავიანთი არსით მოწოდებულნი არიან მაღალი განვითარების დონის ადამიანებად გვევლინებოდნენ, ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტ ფსევდოინტელექტუალს – არაპროფესიონალებსა და ცრუკომპეტენტურ ხალხს ვხედავთ (ამაზე მე ჯერ კიდევ 1993 წელს გაზეთ „რუბიკონში“ მოთავსებულ ჩემს ესსეში – „ცრუნი და ცრუთა ქვეყანა“ – ვწერდი – ვ.შ)
ახალმა ადამმა გადაწყვიტა წინა პლანზე გადანაცვლება და ყოველივე იმის დაუფლება, რაც ადრე რჩეული უმცირესობის (ნამდვილი ელიტის) კუთვნილება იყო. ისინი მარტო განცხრომა – დროსტარებაში როდი ეჯიბრებიან ელიტას, არამედ ცხოვრების ყველა სფეროში ცდილობენ დაწინაურებას.
რეალურად, პოლიტიკური ძალაუფლება, კარგა ხანია, მათ ხელშია. ილუზია, რომ ისინი დაიღალნენ და ხელისუფლებას მართლაც ღირსეულებს გადააბარებენ, უკვე გაქრა. სწორედ ახალმა ადამმა აქცია პოლიტიკა სარფიან ბიზნესად (დაუკვირდით, რა უფერული პიროვნებები მართავენ მსოფლიოს ქვეყნებს ბოლო ათწლეულებია).
ასეთივე სურათია ცხოვრების სხვა სფეროებშიც. ინტელექტუალური სფერო განსაკუთრებულ კრიზისსა და დეკადანსს განიცდის – ცუდ დღეშია მწერლობა, ხელოვნება, მეცნიერების უმეტესი (განსაკუთრებით ჰუმანიტარულ-სოციალური) დარგები.
ახალი ადამი ამ სფეროშიც გამოჩნდა და თავის „წონად“ სიტყვას ამბობს. ვინც ისეთი არაა, როგორც ყველა, ვინც ისე არ ფიქრობს, როგორც ყველა, თავს დიდ საფრთხეში იგდებს ფიზიკური თვალსაზრისითაც კი (აკი ამბობენ ამერიკელები, უხამსობაა სხვებისგან გამორჩეული იყოო. ამიტომ წერდა ორტეგა ი გასეტი, რომ „ამერიკაში ტექნიკის უკანასკნელი მიღწევების ნიღაბქვეშ იმალება პირველყოფილი ხალხი“).
ახალი ადამი – გუშინ ეს რიგითი ჯარისკაცი დღეს გენერლად იქცა. საზოგადოება ახლა მხოლოდ გენერლებისგან შედგება. თავისი აგრესიული ენერგიულობით, სიხისტით, სითამამით და უტიფრობით ახალი ადამი ნირშეუხრელად მიჯირითობს ცხოვრების ასპარეზზე, ცდილობს თავისი აზრი მოახვიოს სხვებს (მათ შორის მასზე მცოდნე და ზნეობრივ პიროვნებებს) და რაც შეიძლება მეტი წაჰგლიჯოს ცხოვრებას.
ტექნიკისა და კომუნიკაციის არნახულმა განვითარებამ ახალ ადამს დაკმაყოფილების ყველა შანსი მისცა და ამ თვითკმაყოფილებამ გააჩინა მასში შინაგანი ლპობის ბაცილა. სწორედ ამ სიუხვის ეპოქამ გადააგვარა ეს ჩვენი ადამი (ამიტომ წერდა ორტეგა ი გასეტი, რომ „ადამიანები სწორედ ე.წ „სიუხვის“ ეპოქაში გრძნობენ თავიანთი არსებობის განსაკუთრებულ სიმწირეს და სიცარიელეს“)
ახალი ადამი მხოლოდ დღევანდელი დღითა ცხოვრობს და საკუთარი თავისა და ოჯახის გარდა აღარაფერი და არავინ არ ადარდებს. იგი დანთქმულია დღევანდელობაში, ამიტომ მას აღარ იზიდავს წარსული (რომელსაც სპეციალურად ავიწყებენ), რომელმაც ინტერესი დაკარგა ადამის თვალში. იგი მისაბაძ ნიმუშად წარსულს კი აღარ თვლის, არამედ დღევანდელობას. წარსული და აწყმო მკვეთრად გაიმიჯნა. გაქრა ტრადიციულობის სული.
ახალ ადამს აღარ სჭირდება წინაპრების ნორმები, წესები და ნიმუშები, ისინი ხელს უშლიან თავაწყვეტილ ცხოვრებაში. ახალი ადამი დღეს კოსმოპოლიტიზმისა და მსოფლიო მოქალაქეობისაკენ ისწრაფვის. სადაც ის ფულს და სიმდიდრეს იშოვის და თან იოლ ფორმებში, მისი ბაღდადიც იქ არი. მას სამშობლო მხოლოდ სუფრაზე თუ გაახსენდება, ისიც შექეიფიანებულს და კარგად მუცელამოყორილს. მას წიგნიც აღარ სჭირდება იმდენად - კომპიუტერით და ინგლისურითაც იოლად გავა. ახალი ადამი ხანდახან ეკლესიაშიც წავა, ცოდვასაც მოინანიებს, ცოტაოდენ ქველმოქმედებასაც გასწევს, მაგრამ მის სულს ამით არაფერი ემატება - ყველა ცოდვას ისევ იმეორებს, ყველაფერი მოჩვენებითია.
ტექნიკის ფანტასტიურ დონეზე განვითარებამ ახალ ადამს გაუჩინა ილუზია, რომ თითქოს ადამი(ანი) ყოვლისშემძლე იყოს და ამიტომ ეჩვენება წინა ეპოქები მას ჩამორჩენილად და უბადრუკად. ის ხარბად მიელტვის მოქმედებასა და მოღვაწეობას (ხშირად აკრძალული ფორმით), თუმც არც იცის კარგად, რას მოახმაროს თავისი ძალა. მან დაიმორჩილა არა-ერთი და ორი მოვლენა, მთვარეზეც კი ავიდა, მაგრამ თავისი თავის პატრონი მაინც ვერ გახდა. ეს წყალწაღებული ადამი თანამედროვე ცივილიზაციის სიკეთეებს ხავსივით ებღაუჭება. აქედანაა გამოწვეული ახალი ადამის მახასიათებელი ქედმაღლობისა და დათრგუნვილობის ეს ნაზავი. ის ხშირად თავის ნიჭსა და უნარს საეჭვო ღიებულებებს ახმარს და ქონების მიუხედავად დაცარიელებულად გრძნობს თავს, იგონებს ახალ ცხოვრებისეულ გასართობებს და სიამოვნებებს და ამით დაცემის გზას ადგება-უკულტუროსა და ბარბაროსის ნიშნებს ავლენს (ამაზე მიუთითებს ნარკომანიის, ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის აყვავება).
დღეს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალაუფლება სწორედ ახალი ადამი(ანების) ხელშია და ეს ძალაუფლება იმდენად სრულია, რომ ჩანასახშივე აშთობს ნამდვილ (და არა მართულ) ოპოზიციის ყოველნაირ შესაძლებლობას. მთავრობაც და საზოგადოებრივი ხელისუფლების ყველა ინსტიტუტიც მხოლოდ დღევანდელი დღით (ე.წ. „სახანძრო რეჟიმით“) ცხოვრობენ. მათ არ გააჩნიათ მომავლის ნათელი პროგრამა (თუ, მითუმეტეს, ინსტრუქციებს სხვისგან არ მიიღებენ). ისინი ცხენივით მოაჯდნენ ხელისუფლებას და არც აპირებენ რეალურად გადაჭრან ის პრობლემები, რომლებიც აწუხებთ თანამედროვე ადამიანებს. მათი ხელისუფლება ყოვლისმომცველი და ეფემერულია. მიუხედავად დიდი ძალაუფლებისა და შესაძლებლობისა, ახალ ადამს ცხოვრების არც ერთ სფეროში შემოქმედებითი საქმიანობის უნარი არ მოსდგამს.
ახალ ადამს ცხოვრება, ყველა მის გამოვლენაში, წარმოუდგენია როგორც ყოველგვარი აკრძალვისა და აღკვეთისაგან თავისუფალი. აღარ არსებობს არავითარი აკრძალვა (ტაბუ), არაფერი არ აიძულებს მას ლაგამი ამოსდოს თავის ვნებებს და პრეტენზიებს, ამბიციებს და სურვილებს. ანუ, ახალი ადამი განებივრებული ბავშვია, რომელსაც ყველაფერი გასდის. მას დაკარგული აქვს საკუთარი თავისა და ძალის შეფასების უნარი, ითხოვს სულ უფრო და უფრო მეტ კეთილდღეობას. ის საკუთარი თავის გარდა არავის ავტორიტეტს არ ცნობს (ან, მოჩვენებითად აღიარებს მას).
ახალმა ადამმა დაუმსახურებლად მიიღო ეს პრივილეგიები და განცხრომას მიეცა (არადა, როგორც გოეთე ამბობდა, „განცხრომისთვის ცხოვრება პლებსსა სჩვევია. კეთილშობილი კაცი ცდილობს მაღალ მოთხოვნებსა და კანონებს დაუმორჩილოს თავისი სიცოცხლე’). ასეთი ცხოვრებით ახალმა ადამმა თავი „დილეგში“ გამოიმწყვდია, თუმცა თავი სამყაროს ბატონ-პატრონი ჰგონია. ის არა მარტო დაყრუვდა, არამედ დაბრმავდა კიდეც და რეალური განსჯის უნარი დაკარგა. ესაა ამბოხება საზოგადოების ინტელექტუალური და მორალური საწყისების წინააღმდეგ, რასაც უმძიმესი შედეგები მოაქვს და მოიტანს მომავლისათვის. ცივილიზაციის სიკეთეების გახსნამ და დაუფლებამ ახალი ადამის სული დახურა. სულის ჰერმეტული შეუღწევადობა, ინტელექტუალური ჰერმეტულობა მისი უდიდესი უბედურებაა. მას სრულყოფილი ჰგონია თავი, აზრადაც არ მოუვა, ეჭვი შეიტანოს საკუთარ ძალებში, აღმოაჩინოს თავისი ნაკლოვანებანი. ეს ბრიყვი ამაყად თავაწეული მიაბიჯებს ცხოვრებაში და ამ გზაზე გადათქერავს უღირსსა თუ ღირსეულს. იგი ჯიუტი და სქელკანიანია (ანატოლი ფრანსი აკი ამბობდა, რომ ბრიყვი უფრო საშიშია, ვიდრე ბოროტმოქმედი, რადგან მისგან განსხვავებით მოუღლელია და დაუცხრომელი, ამჩატებული და პარანოიდული).
ახალმა ადამმა ვულგარულობა და ზედაპირულობა ცხოვრების წესად აქცია. რატომ უნდა უსმინოს ჭკვიანებს, მან ხომ ყველაფერი იცის? (არადა, ვისაც სურს საკუთარი აზრი ჰქონდეს, ჭეშმარიტება უნდა უყვარდეს). მას არც სხვისი სიმართლის აღიარება ძალუძს და არც ის, რომ თავად იყოს მართალი. არსებობის უმაღლეს ფორმად დიალოგი გვევლინება, ახალ ადამს კი მაინც მონოლოგი ურჩევნია, რადგან დიალოგი აშინებს. მისი „იდეები“ საკუთრივ აზრები კი არ არიან (განსაკუთრებით პოლიტიკაში), არამედ - სიტყვებით გამოხატული სურვილები. ძალადობა მისი უმთავრესი და უკანასკნელი არგუმენტია. დღეს ცხოვრების ყველა სფერო ამ ახალ წესებს (“მცნებებს”), ან უფრო სწორად წესების უქონლობას, უწესობას ემორჩილება. აღარავის მოსწონს რაინდობა, აღარ ითხოვენ „კარგი ტონის“ წესების დაცვას. ქალისა და კაცის ურთიერთობაც ამ უწესობას დაემორჩილა, გაუხამსდა და რომანტიკული და იდუმალი ელფერი დაკარგა. (ამიტომაც წერდა ორტეგა ი გასეტი, რომ “ადამიანი ცივილიზებული არსება აღარ არის, იმისდა კვალად, რაც უფრო ნაკლებ ანგარიშს უწევს მოყვასთა აზრს”).
მართალია, ცივილიზებულია დღევანდელი სამყარო, მაგრამ არა - მასში მცხოვრები ახალი ადამი. ის ვერც კი ამჩნევს, რომ ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრობს და ისე სარგებლობს მისი ყველა სიკეთით, როგორც ბუნების ნაყოფით და საჩუქრით. მისი უმთავრესი საზრუნავია ფუფუნების საგნების ხელში ჩაგდება და ტკბობა. ის სარგებლობს ცივილიზაციის ყველა სიკეთით, მაგრამ არაფერს აკეთებს მის შესანარჩუნებლად, რაც ცივილიზაციის დასასრულის დასაწყისი შეიძლება გახდეს.
ახალ ადამს ცა ქუდად აღარ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად, იგი ცდილობს ყველგან თავისი წესები, პრიმიტივიზმი და გარყვნილება დაამკვიდროს. მას მოსწონს ინტელექტუალებთან ურთიერთობა, მაგრამ გულის სიღრმეში ეზიზღება ისინი, ფარულად დასცინის მათ და თავის ხელქვეითებსაც ამას აიძულებს. მას ავტორიტარული რეჟიმი ურჩევნია დემოკრატიულ და სამართლიან წყობას. ის გატაცებულია სპორტით და აზარტული თამაშობებით, მოდით, საგანგებო ყურადღებას უთმობს თავის სხეულს - კვებას, ჰიგიენას, ამკვიდრებს ე.წ. “ვარსკვლავების კულტს” სპორტში, კინოში, მუსიკაში, ათეულ მილიონებს უხდის სპორტის ვარსკვლავებს და ასჯერ ნაკლებს - ნამდვილ ინტელექტუალებს. ახალი ადამი ყველაფერს მომხმარებლური თვალით უყურებს, აჩანაგებს და ანადგურებს ბუნებას, თავს არ გრძნობს ვინმესგან დავალებულად, ის ქუჩაშიც ისევე იქცევა, როგორც სახლში, არასოდეს დაითრგუნავს რაიმე ჟინს. მან იცის, რომ დაუშვებელია ბევრი რამ, მაგრამ თავს იკატუნებს, რომ “არ იცის” ეს. იგი ცინიკოსი და რიტორისტია. ახალ ადამს არ ესმის, რომ მტკიცე იქნება მხოლოდ ის ძალაუფლება, რომელიც ხალხის, საზოგადოების მხარდაჭერას ეფუძნება, რომ ხიშტებზე და ძალადობაზე ხელისუფლებას დიდხანს ვერ დაამყარებ.
ახალი ადამის ზერელე ენთუზიაზმი, მისი “სიყვარული” ჩაგრულებისა და გაჭირვებულებისადმი, სოციალური სამართლიანობის მისეული “ ხედვა”, რეალურად სხვა არაფერია, თუ არა ნიღაბი, რისი წყალობითაც ის ცდილობს თავი დააღწიოს თავის მოვალეობებს.
ახალგაზრდობაზე მისი ზრუნვაც მოჩვენებითი და ყალბია. რეალურად ახალი ადამი ასაკოვნებსაც ჩაგრავს და ახალგაზრდებსაც, უსპობს მათ მომავლის პერსპექტივას:
„მუტრუკი მიტომ მუტრუკობს
დედა ჰყოლია ვირიო,
კაცი ბეჩავის მჩაგვრელი
სად გაგონილა გმირიო...“
(ვაჟა-ფშაველა)
ახალი ადამი ყველა ასაკის ადამიანებში გვხვდება, განსაკუთრებით თანამედროვე ახალგაზრდებში. ასაკოვანი ადამებიც ცდილობენ თავიანთი “ახალგაზრდობის” წარმოჩენას, რადგან იციან, ახალგაზრდობას ყოველთვის მეტი უფლება აქვს, ვიდრე მოვალეობა. ამიტომაც ცდილობენ სამომავლოდ გადასდონ თავიანთი მოვალეობის ასრულება და მოწიფულობის ასაკს დაელოდნონ. ახალგაზრდობა ყოველთვის ვალებით ცხოვრობს. მოწიფულები ყოველთვის უყოყმანოდ უთმობენ ამ ფსევდოუფლებას ახალგაზრდებს. ამაში გამოიხატებოდა მათი ირონიული და გულისშემძვრელი დამოკიდებულება ახალგაზრდობის მიმართ. მაგრამ იმ თავდაჯერებულობამ, რომლითაც დღეს ამ ფსევდოუფლებას ნამდვილი უფლების მაგივრად იყენებს ახალგაზრდობა, შეუძლებელია სულის სიღრმემდე არ შეგვაძრწუნოს. ამით ახალგაზრდები მოწიფულების წისქვილზე ასხამენ წყალს, რომლებსაც ახლა შეუძლიათ თამამად თქვან, ჩვენ ხომ რაღაც მაინც გავაკეთეთო. ახალგაზრდობა თავისებურ შანტაჟად იქცა (ხოსე ორტეგა ი გასეტი).
მორალისაგან და მოვალეობისაგან დაცლილი ახალი ადამი(ანის) პარპაში სამყაროში გრძელდება. როდემდე გასტანს ეს ყოველივე, ძნელი სათქმელია. ალბათ დიდხანს ვერა, რადგან ეს მოაახლოვებს სამყაროს დასასრულს.
presage.tv
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
14:00 05.02.2020 „ენდიაის“ კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია, პოლიტიკური კორუფცია კი დანაშაულია და დასჯადია, – ამის შესახებ „პატრიოტთ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 18:58 18.04.2020 „ვიყავით დაახლოებით ათასამდე. ამ რაოდენობაში ვთვლი: სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს, ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:26 06.09.2013 წიწამურთან ილიას იავარქმნილი ძეგლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება....
-
15:00 10.12.2019 მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზი...
-
09:25 14.12.2010 პროექტ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"-ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილი კიდევ ერთი პედაგოგი სკანდალ...
-
palitratv.ge 23:43 04.09.2013 გაფრთხილებთ, კადრები მძიმე სანახავია! ჯონი ბაკარაძე 18 წლის წინ, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამის გადა...
-
stars.ge:რამდენიმე თვის წინათ რუსთავიდან სალონიკში მეუღლესთან, ვაჟიკო ციცაგთან ერთად გადასახლებული ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი პოპულარ...
-
შსს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. შსს-ს ინფორმაციით, დღეს, ზუგდიდში პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით...
-
“მშვიდობა ის საერთო სიმდიდრეა, რომელსაც შეჰნატრის კავკასიის ყოველი ერი. იგი ურთიერთ თანამშრომლობით, პიროვნების პატივისცემითა და კულტურათაშორ...
-
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2 ოქტომბერს ზუგდიდის თეატრს უმასპინძლებს დასაწყისი: 12:00 სთ, კვირა, 2 ოქტომბერი. ადგილი: კოტე მა...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
ინტელექტუალური ჰერმეტულობა ანუ ახალი ადამი(ანი)
რედაქტორის რჩევით
-
14:00 05.02.2020 „ენდიაის“ კვლევა პოლიტიკური კორუფციის მაგალითია, პოლიტიკური კორუფცია კი დანაშაულია და დასჯადია, – ამის შესახებ „პატრიოტთ...
-
15:00 10.12.2019 მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 18:58 18.04.2020 „ვიყავით დაახლოებით ათასამდე. ამ რაოდენობაში ვთვლი: სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს, ...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 15:20 30.10.2011 კინოს სახლში, “საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ყრილობაზე ახალი პოლიტიკური გაერთიანება –...
-
გაზიარება [სიმონ ჯანაშია. 17:18 23-06-2010] განათლების ცნობილი მკვლევარი და თეორეტიკოსი ჯონ დიუი თავის ცნობილ წიგნში "დემოკრატია და გან...
-
09:25 14.12.2010 პროექტ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"-ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილი კიდევ ერთი პედაგოგი სკანდალ...
-
საერთაშორისო ორგანიზაცია ”აირექსმა”, რომლის ზოგიერთ პროგრამას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების...
-
17:11 13.10.2014 საქმე # N1006805. ფრაგმენტი პროკურორის დასკვნითი სიტყვიდან:“ფაქტია, რომ დავით ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა,...
-
palitratv.ge 23:43 04.09.2013 გაფრთხილებთ, კადრები მძიმე სანახავია! ჯონი ბაკარაძე 18 წლის წინ, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამის გადა...